IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

თეთრი არაგვი, თევზაობა ფასანაურში
(dila)adriano
პოსტი Aug 24 2010, 22:43
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბედის ირონიით
გრიგოლეთში მიმავალი კაცი ფასანაურში აღმოვჩნდი
თან ისეთ სასტავთან ერთად
რომ
10 დღის განმავლობაში ფასანაურის მაღაზიებში არაყი გამოცალეს
(ამ საქმეს ძირითადად გოგოები ჩადიოდნენ)
ერთი შეხედვით თევზაობისთვის დრო არ უნდა დამრჩენოდა
თუმცა ყოველ დილით ჯიუტად ვდგებოდი დილის 7 საათზე
და თეთრი და შავი (გუდამაყრის) არაგვის შესართავთან გავდიოდისათევზაოდ
"ჯიუტადო" იმიტომ ვამბობ რომ
პირველი 3 დღე ვერაფერს ვიჭერდი
გამოვცადე ყველანაირი სატყუარა
თეთრი ჭია
წითელი
კალია
"სმესი"
მაგრამ სახლში უთევზოდ ვბრუნდებოდი

სიტუაცია შეიცვალა მასშემდეგ რაც ერთი ძალიან მაგარი მეთევზე გავიცანი
იქნებ თქვენც იცნობთ
ფორუმებზე მას "რომანოზა' ქვია
გამოგიტყდებით პირველად გადავეყარე ნამდვილ "მეთევზე სპორტსმენს"
ეს სამტრედიელი კაცი დილიდან საღამომდე
ყოველ დღეს არაგისპირას ატარებდა
შესაშური რაოდენობით იჭერდა მურწებს და კალმახებს
(ახლა არავინ თქვას კალმახის ჭერა კანონითააო აკრძალული
ეგეთ მეთევზეს ყველანაირი მორალური უფლება აქვს მისი დაჭერის)

რომანოზამ არაგვზე თევზაობის სადუმლოებებს მაზიარა:
მსუბუქი დონკა
გრძელი ჯოხი (ჯოხები იცოცხლე მრავლად მქონდა)
და რაც მთავარია
სატყუარა
არაგვზე (ზემო დინებაში) თევზი მხოლოდ სამსალაზე და ყურყუმალაზე მოდის
სამსალა ისევე როგორც ყურყუმალა
თხელ წყლებში ქვების ქვეშ ბინადრობს
სამასალები ძირითადად ერთი ზომის არიან
მათ დასჭერად რომანოზამ ფასანაურიდან 3 კილომეტრი მატარა
მდინარე ხანდოსწყლამდე
ამ მდინარის ჩქერებში დიდი ქვების ქვეშ
ეს მწერი იმდენია რომ
შეიძელბა არც დამიჯეროთ
ქვის ერთი გადატრიალება და 30-40 სამსალა უკვე შენს წინდაშია
სხვათა შორის
თუ სამსალას ცოცხლად შენახვა გსურთ (რაც აუცილებელია)
სველ ნაჭერში უნდა შეინახოთ
უმჯობესია წინდაში

რაც შეეხება ყურყუმალას
მისი დაჭერა გაცილებით რთულია
ისინი ზომით სამსალაზე ბევრად დიდები იზრდებიან (4 სმ-მდე)
(ჩემი დაკვირვებით ყურყუმალაზე თევზაობა გაცილებით ეფექტურია)
და არაგვის თავთხელში ბინადრობენ ქვების ქვეშ

სატყუარებს შორის ასევე აღსანიშნავია
ქვების ქვეშ მობინადრე უცნაური მატლები
ზომით 5 სანტიმეტრამდე
სამწუხაროდ მათი სახელი არავინ მითხრა
(თუმცა ჩემი პირველი ფასანაურელი კალმახი სწორედ მასზე მოკალათდა
დიდი ზარ-ზეიმით წამოვაბრძანე სახლში
ორი დღე ეზოს უკან დაგუბებულ პატარა წყაროში ვაჭყუმპალავე
რითაც დიდად გაიხარეს ბავშვებმა
ორი დღის შემდეგ კი
ბავშებისავე თხოვნით კალმახი სამშვიდობოზე გავუშვით)

მოკლედ იმის თქმა მინდოდა რომ
რომანოზამ არაგვზე თევზაობის ანბანი შემასწავლა
მთავარი წესია:
გყავდეს ცოცხალი სამსალა (ან ყურყუმალა) წინდაში
გებას newsmile090.gif გრძელი და მსუბუქი ჯოხი
და მუდმივად იმოძრაო
ერთი მორევიდან მეორისაკენ

რომანოზა თითო გასვლაზე 2 კილოზე ნაკლებს არასოდეს იჭერდა
ჩემი თვალით ნანახი მისი სარეკორდო თევზებია:
ხრამული (იგივე ფიჩხული) 750 გრამი
კალმახი 500 გრამი
და მურწა 250 გრამი

რაც შეეხება ჩემს მონაგარს
როგორც მოგახსენეთ ჩვენს ეზოში არაყმა ამოხეთქა
ასე რომ სათევზაოდ დიდი დრო არ მრჩებოდა
ერთი ორჯერ კი დავიკარგე რომანოზასთან ერთად
თუმცა არც მაშინ მისახელებია თავი
10 დღის განმავლობაში ჩემი მონაგარია:
40-მდე მურწა (ყველაზე დიდი 100 გრამი)
ერთი კალმახი (გათავისუფლებული)
ერთი 300 გარმიანი ხრამული (დავიჭირე ნაპირში, თითქმის მოზაგრავე ქალების ფეხებთან newsmile090.gif

ფასანაურში თევზაობა ზედმეტად აზარტულია
პრინციპი ერთია:
"შენ სამსალა მომეცი და მურწას მე გაჭმევო"
ხრამულს კი არა
ისეთი მოზაგრავე ნაშობა ეძრობა
პატიოსანმა კაცმა სამსალამობმული ანკესი გვერდზე უნდა გადადო
და ჭეშმარიტი ანკესი მოიმარჯვო newsmile090.gif

მე რა უნდა მექნა
ცოლიანი კაცი ვარ
და შამფურზე შემწვარ მურწას ვჯერდები newsmile041.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- (dila)adriano   თეთრი არაგვი   Aug 24 2010, 22:43
- - ჩელე   ვააა, კარგი იყო..............   Aug 25 2010, 02:14
- - zaza1978   (dila)adriano ვა საღოლ როგო...   Aug 25 2010, 09:14
|- - romanoza   ციტატა(zaza1978 @ Aug 25 2010, 10...   Aug 29 2010, 18:47
- - romanoza   გაუმარჯოს ყველა მე...   Aug 29 2010, 17:31
- - ვიტო   (dila)adriano საოცარ სპინ...   Aug 30 2010, 17:24
|- - aragveli   ციტატა(ვიტო @ Aug 30 2010...   Aug 30 2010, 17:41
|- - romanoza   ციტატა(aragveli @ Aug 30 2010, 18...   Aug 30 2010, 19:12
|- - amroci   ციტატა(aragveli @ Aug 30 2010, 18...   Aug 31 2010, 12:31
- - zaza1978   romanoza სურვილი როგორ ...   Aug 30 2010, 17:29
- - zaza1978   romanoza 11-12 შევძლებთ ალბ...   Aug 31 2010, 11:16
|- - romanoza   ციტატა(zaza1978 @ Aug 31 2010, 12...   Aug 31 2010, 13:45
- - zaza1978   romanoza ოკ   Aug 31 2010, 14:02
- - ვიტო   zaza1978 romanoza თუ წახვედი...   Aug 31 2010, 14:17
|- - romanoza   ციტატა(ვიტო @ Aug 31 2010...   Aug 31 2010, 21:21
- - zaza1978   ვიტო აუცილებლად, მ...   Sep 1 2010, 09:30
- - davit.p   ვახ ეს რა კაი თემა ვ...   Apr 28 2012, 16:37
- - lapsha889   მე ვითევზავე 2011 წელ...   May 10 2012, 12:57
- - romanoza   აბა ვის უნდა აგაგვ...   May 15 2012, 08:50
- - ბესო   ციტატამოვემზადოტ ...   May 17 2012, 21:48
- - ჩელე   არა მგონია წყალი ს...   May 17 2012, 21:49
- - romanoza   რა გაატრაკა ამ წვი...   May 18 2012, 20:36
- - ბესო   ციტატარა გაატრაკა ...   May 20 2012, 13:28
- - romanoza   დარეკილი მაქვს . მა...   May 20 2012, 15:52
- - შოთა.03   romanoza ციტატა(romanoza @ 20th ...   May 21 2012, 07:35
- - romanoza   მე ტვიტონ გადაგლილ...   May 21 2012, 15:13
- - ბესო   ხუთშაბათს რაიმე ...   May 22 2012, 00:22
- - romanoza   ფასანაურში მიმავა...   May 24 2012, 08:49
- - romanoza   რამდენად არ დამიგე...   May 24 2012, 09:02
- - aragveli   აუ მაგარი ტიპია გა...   May 24 2012, 09:02
- - romanoza   კი აბა რა ეგ ხო უნ...   May 24 2012, 11:52
- - ჩაგელა   რომანოზ ძმაო მე ახ...   May 24 2012, 19:59
|- - romanoza   ციტატა(ჩაგელა @ May 2...   May 25 2012, 09:00
|- - romanoza   ციტატა(romanoza @ May 25 2012, 10...   Jun 10 2012, 19:38
- - diablo   მეც მანდ ვარ იესლ...   Jun 10 2012, 19:53
- - ჩაგელა   წავიდეთ მე ჩემ ნომ...   Jun 11 2012, 13:20
|- - romanoza   ციტატა(ჩაგელა @ Jun 1...   Jun 11 2012, 19:55
- - diablo   RE: თეთრი არაგვი   Jun 11 2012, 20:02
- - ალთაზარ   diablo სად მიდიხარ რო მ...   Jun 11 2012, 20:11
- - diablo   RE: თეთრი არაგვი   Jun 11 2012, 20:24
- - შოთა.03   იფფფ, მშვენიერი იდ...   Jun 12 2012, 08:18
- - romanoza   მე მცალია 17-18 რიცხვ...   Jun 12 2012, 10:17
- - diablo   მოკლედ გადაწყდა 17 შ...   Jun 12 2012, 20:22
- - ალთაზარ   diablo ორ კაცში ვინ იგუ...   Jun 12 2012, 21:28
- - diablo   უი შემშლია 3 მი კაცი   Jun 12 2012, 21:49
- - Deutschland   ალთაზარ მწარედ თ...   Jun 12 2012, 21:54
- - T A M P L I E R   RE: თეთრი არაგვი   Jun 12 2012, 21:56
- - ჩაგელა   ძმებო დაგეგმეთ და ...   Jun 15 2012, 07:58
- - romanoza   გავდივარ დილიტ 8 სა...   Jun 15 2012, 22:31
|- - diablo   ციტატა(romanoza @ Jun 15 2012, 23...   Jun 15 2012, 23:26
|- - romanoza   ციტატა(diablo @ Jun 16 2012, 00...   Jun 16 2012, 13:09
- - romanoza   კი 17 -ში ანუ ხვალ   Jun 16 2012, 08:32
- - Davitus   ხალხნო, ყველა თემა...   Jun 16 2012, 08:36
- - davit.p   რა მოხდა არაგვზე, თ...   Jun 28 2012, 00:32
- - romanoza   ვერაპერი რა მოხდა ...   Jun 28 2012, 12:50
|- - diablo   ციტატა(romanoza @ Jun 28 2012, 13...   Jun 29 2012, 09:30
- - bigbear   გამარჯობათ. ვინმე ...   Jul 20 2012, 09:40
- - beqa10   გაუმარჯოს.2 კვირის ...   Jul 21 2012, 17:34
- - Little Fisher   დღეს ვიყავი არაგვზ...   Sep 30 2012, 18:56
- - LeoTaso   Little Fisher ხავსით გახვე...   Sep 30 2012, 19:09
- - Little Fisher   არა ხავსით კი არა ვ...   Sep 30 2012, 19:11
- - LeoTaso   არაგვი ისვენებს ზნ...   Sep 30 2012, 19:13
- - Little Fisher   LeoTaso მადლობა   Sep 30 2012, 19:24
- - Little Fisher   გუშინ მე და აქაური ...   Mar 4 2013, 14:40
- - Little Fisher   ეს 3 ფოტო მაქვს დანა...   Mar 4 2013, 14:48
- - Little Fisher   და კიდევ ანანურის ...   Mar 4 2013, 18:20
- - Saba.S   8-9 ივნისს ვიყავი ბუ...   Jun 10 2013, 20:02
- - მონადირე   Saba.S ყოჩაღ, მაინც კარ...   Jun 14 2013, 13:17
- - Saba.S   მონადირე წყალსაც...   Aug 5 2013, 20:16


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th June 2024 - 12:31