კარჩხანა, Carassius Auratus Gibelio - Карась |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კარჩხანა, Carassius Auratus Gibelio - Карась |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კარჩხანა-კარასი, ალბათ კიდევ არსებობს რაიმე დსასახელება ამ თევზის, ეს სახეობა ალბათ ეკუთვნის იმ
პარაზიტების სახეობას რომელიც შეიძლება შეედაროს ვირთხას, ყვავს, კაჭკაჭს და ძმანსას მათსას ![]() ეს სტატიაც ჩემ პირად შეხედულებებზეა და გამოცდილებებზეა რომლებიც გამაჩნია ჩემს სათევზაო პრაქტიკაში ყველაზე მრავლად, რადგან ამ თევზით ვიწყებდი და რაც არ უნდა ვეცადო ნემსკავზე მაიც ჯდება რამდენადაც არ უნდა მინდოდეს მისი არ დაჭერა ![]() ერთ ერთ ყველაზე აზარტულ და ცნობად თევზად დავახასიათებდი. არ მეგულება მეთევზე რომელსაც არ ყავდეს დაჭერილი ეს თევზი და ხშირ შემთხვევაში როდესაც სხვა არაფერი არ ურტყავს ყველა ცდილობს კარჩხანას მოარგოს თავისი აღკაზმულობა რომ გარკვეული შედეგით მაინც მივიდეს სახლში....... ორი სიტყვით შევეხები მის გასტრონომიულ ფასეულობას: მიუხედავათ იმისა რომ თევზის დიდი მოყვარული არ ვარ შემიძლია თამამად ვაღიარო, რომ ეს ჯიში თავისი საგემოვნო მონაცემებით დაგს ალბათ უმაღლეს მწვერვალებზე, რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ იმ სირთულეს რომელიც მოსდევს მისი ჭამის დროს ფხების მიერ პირის ღრუში გაჩხერვების სისტემატიურობას ![]() თუ "კოტლეტებს" მიცემთ ხომ საერთოდ, მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ კარჩხანას ძალიან გემრიელი ხორცი აქვს. დავწერდი როგორც ვთევზაობ ამ თევზზე, მაგრამ გამიზნულად ძალიან ბევრი წელია აღარ მითევზაია, უბრალოდ მომბეზრდა, ალბად იმიტომ რომ ნამეტანი საყოველთაო(სვესაიუზნი) თევზია და ალბად იმიტომაც, რომ სადაც არ უნდა წავიდე ვიცი რომ ისედაც მოიპოვება ეს თევზი იმ წყალსატევში სადაც ვთევზაობ სხვა თევზზე ![]() იმასაც დავამატებდი, რომ როგორც სპორტული ჟინის მოსაკლავი სახეობა საქართველოში ალბათ ყველაზე კარგი ობიექტია შამაიის შემდეგ ![]() შანსი, რომ დარკვეული ჩავარდნების გარდა იჭიროს და იჭიროს ეს ცნობილი-უცნობი თევზი, უცნობი იმიტომ რომ არც თუ ისე იშვიათად ხდება როდესაც მისი ჭერის დროს მყისიერად ხდებახოლმე ჩარტყმების შეწყვეტა და მე ნამდვბილად არ ვიცი ასეთ შემთხვევებზე პასუხი, ნუ უწიგნური ვარ რა ![]() ![]() ![]() მაგრამ ნებისმიერ ლიტერატურაში და ნებისმიერი ცნობილი მეთევზე გეტყვით რომ - თევზზს რას გაუგებო, ხან ხდება რომ ნებისმიერ, თუნდაც ფოთლის მონახევზე მოდის, ხან კიდევ პროტეინებით გაჟღენთილ სატყუარას გვერძე გაუვლის თითქოს არც შეუნიშნიაო. მის ბიოლოგიურ თავისებურებებზე ბევრს ვერ მოგიყვებით, უბრალოდ შემოვიფარგლები გარკვეული ჭორებით, რომლებიც მეც და ბევრ თქვენთაგანსაც გაუგია და პირადი აზრებით, ნაფიქრალებით და სირძნეებით ![]() 1. სადღაც ამოვიკითხე, რომ კარჩხანა საქართველოს ტბებსა და მდინარეებში შემოყვანილია ხელოვნურად XX საუკუნის შუა პერიოდში 2. ჩემი აზრით ბევრად უფრო მდიდარი იქნებოდა მანამდე საქართველოს იქტიოფაუნა. 3. რატომ?-იმიტომ რომ იმასაც შევამჩნევდით დაკვირვებული ხალხი, რომ სადაც კარჩხანას რაოდენობის მაჩვენებელი საკმაოდ დიდია, იქ სხვა თევზების სახეობები ძალიან დიდი კრიზისს განიცდიან, უმეტესად ნაკლებად გამდინარე ტბებში. 4. ეს რაზე მეტყველებს? - იმაზე რომ კარჩხანა ადაპტირებას აკეთებს ყველა სხვა სახეობაზე უფრო ადვილად და უმტკივნეულოდ. 5. + საკვები არეალის დეფიციტსაც უქმნის თითქმის ყველა სახეობას რადგან მე პირადად წყლის ყველა ფენაში დამიჭერია. 6. ზამთარს რაც ეხება და სავარაუდოდ ლიტერატურაც არ გვატყუებს ამ თევზს შეუძლია წყალსატევის ფსკერის გამოჩიჩქვნა და დაახლოებით 50 სმ-ის სიღრმეზე ჩაძრომა მიწაში სადაც ატარებს ცივ და სუსხიან ზამთარს ან გვალვის შემთხვევაში გამოწვეულ სიმშრალეს. მოკლედ უნივერსალური თევზია რომელიც ფლობს გადარჩენის ხელოვნების და წყალსატევის მონოპოლიზირების ტექნოლოგიებს ![]() მაინც გავიხსენებ და დავწერ თუ როგორ ვთევზაობდი ამ თევზზე ოდესღაც ![]() ისევ საკუთარი სიბრძნეებიდან-კარჩხანას ჭერის საუკეთესო პერიოდებია მაისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდეა და პერიოდი, როდესაც ზამთრის სიცივეებიდან გამოფხიზლებას იწყებს, მახსოვს ერთხელ აღდგომებზე რაჭაში ვიყავი და წამოსვლის წინა დღეს შაორზე გავედით სათევზაოდ, მთების წვერებზე კიდევ ჩანდა ბოლომდე ჩამოუმდნარი თოლი, მაგ დღეს ძალიან აქტიური იყო თევზი, ეტყობოდა, რომ ზამთდასუსტებულს ჩქარა უნდოდა ენერგომატარებლების აღდგენა, ურტყავდა ჩაგდებისთანავე. განსაკუთრებულად აქტიური, როგორც ყველა სახეობის უმეტესობა მაინც დილაობით არის. დავამატებდი იმასაც რომ კარჩხანა მაინც ტივტივის მოყვარულისთვისაა იმისგან გამომდინარე რომ ნებიმიერ აღკაზმულობაზე მოდის, გავიხსენებდი 2009 წელს ფოთში როდესაც მდინარე კაპარჭაზე, კეფალზე გაწყობილი კარჩხანას ამოვკარი ![]() სატყუარები: მინდა ავღნიშნო, რომ სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ნაკელის ჭია არის ერთერთი ყველაზე საუკეთესო საშუალება არის არასწორი, ბუზის მატლზეც დიდი წარმატებით ურტყავს, წვიმის ჭიაზეც, სხვადასხვა მწერებზეც, რომლებიც ძალიან მარტივად შეიძლება მოიპოვოთ წყალსატევის ახლოს და ნებისმიერ შეზავებულ "სმესზეც", უბრალოდ მაქსიმალურად ბევრი ნაირსახეობის სატყუარა უნდა გქონდეთ თან რომ ერთის ინტერესის შეწყვეტის შემთხვევაში შეცვალოთ მეორეთი. ნემსკავი: ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე მაინც მივედი იმ დასკვნამდე, რომ ნემსკავებს ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი რომელიც ოპტიმალური იქნება კონკრეტილ წყტალსატევში არსებული კარჩხანის ზომასთან შეფარდებით. მაგალითად, წალკაში შედარებით დიდი ზომის შეგიძლიათ გამოიყენოთ, კუმისზე შედარებით პატარები. ტივტივა: არც ეგ არის ძალიან გადამწყვეტი ფაქტორი, უბრალოდ მაქსიმალურად კომფორტულად უნდა გერგებოდეთ ჯოხზე + უნდა გაითვალისწინოთ სადავე ძუა მე მაგალითად მაკმაყოფილებს სტიკიც(ფიქსირებული) და ვაგლერის ტიპისაც(სკალზიაში), გააჩნია წყლის სიღრმეს, სასროლ მანძილს და წყალმცენარეების სიხშირეს, თუ მაგალითად რაიმე ფანჯარაში მინდა ჩავაგდო ან ექსტრემალურ მანძილზე მინდა ვისროლო ან დიდ სიღრმეზე, ვხმარობ ვაგლერს, თუ ნაპირთან ახლოს მიწევს ვიყენებ სტიკს. ნემსკავების რაოდენობა: ადრე ყოველთვის 2 ცალს ვიყენებდი, ლიდერი ნაწილდებოდა დაახლოებით 20 და 30 სმ-იან ნაწილებად, თუმცა მაინც მივედი იმ დასკვნამდე რომ არავითარ განსხვავებას ეს მეთოდი არ გვაძლევს, იმის გარდა რომ ზედმეტ პრობლემებს გვიქმნის და ზედმეტ დროს გვაკარგვინებს, ამიტომ ნებისმიერი თევზაობის დროს(რა თქმა უნდა მსგავსი) ვხმარობ 1 ცალს და გადახლართავის ალბათობა დასულია ნოლამდე. ძუა:სადავე მაკმაყოფილებს 0.2 მმ-იანი, ლიდერი 0.18-0.16 ჯოხი: ე.წ. match-ი ტესტით 5-20 გრ ყველაზე ოპტიმალური იქნება. ცოტა კულინარიასაც მივამატებ ![]() საკითხს. ყველამ ვიცით, რომ კარჩხანას დაგემოვნების დროს დიდად გვიშლის ხელს მისი ფხებისგან დაწმენდვა, უფო სწორედ პირიდან ფხების გამოხშირვა, ამის თავიდან ასაცილებლად ვისწავლე ერთი ძალიან კარგი მეთოდი, ვიღებთ თევზს ვასუფთავებთ და გვერდებზე უკეთებთ 3-4 ვერტიკალურ ჭრილებს ფილეს დანით, იმ სიღრმეზე რომ ფხებს გაუსვათ პირი. ვდებთ მარილიან წყალში 2 საათის განმავლობაში და ამის შემდეგ ვწვათ ტაფაზე ბევრ ზეთში, ანუ ზეთის რაოდენობა საკმარისზე მეტი უნდა იყოს, ასეთი მეთოდით ფხა თითქოს დნება და პრობლემაც მოგვარებულია ![]() ღუმელში არაჟანთან ერთად ![]() გისურვებთ წარმატებულ თევზაობას, ვო ტაკ |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 17:18 |