კლუბი ოჩოპინტრე & სამინისტრო #2 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კლუბი ოჩოპინტრე & სამინისტრო #2 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
შედგა მეორე შეხვედრა
სამინისტროს წარმომადგენლები ოჩოპინტრე საფარი კლუბი მონკავშირი ბუნების დამცველები ![]() ძირითად საკითხებს ჩამოგიყალიბებთ, დანარჩენს მავერიკი დაჭალიმგელა დაამატებენ თუ გამომრჩა. რაღაც ცვლილებებზე მუშაობენ რომლებიც ცოტათი მაინც შეგვიმსუბუქებს ნადირობას, მე რატომღაც მხსოვდა რომ ოპტიკით ნადირობა დაშვებული არ იყო, თურმე ვცდებოდი, გავიგეთ რომ ღამე ნადირობასაც შეიძლება ეშველოს, ოღონდ ჩასაფრებით, არავითარი "ლამპა ფარის" გამოყენება... კანონიდან ამოვარდება ე.წ. ნომრებში ჩასარებით ნადირობზე შეზღუდვა, ძირითადად ვეცადეთ რა პუნქტებიც გვქონდა იმეებს შევხებოდით, მგელზე და ტურაზე ისევ ვერ დავითანხმეთ, ნადირობის ვადასთან დაკავშირებით ვეცადეთ რაც შეგვეძლო და სავარაუდოდ შეიძლება სეზონის დასაწყისის ადრე გადმოტანა დაახლოებით 20 აგვისტომდე, ქვის ხანაში მე-3 შაბათკვირას იხსნებოდა სეზონი და დაახლოებით მაგ თარიღის ფარგლებში ურტყავდა ამიტომ შევთავაზეთ შაბლონი რომ აგვეღო 20 აგვისტო, შეგვპირდნენ რომ გადახედავდნენ ამ საკითხს.... ღალღა სავარაუდოდ გადაწყდება, რაც შეეხება სავათს და სარსარაკს, გვითხრეს რომ სავათი ვერანაირად ვერ გათვალისწინდებოდა ხოლო სარსარაკი გადაიხედებოდა...... დუპელის ამბებიც შეგვიძლია დავივიწყოთ, მაგაზე კონკრეტული პასუხი მივიღეთ და ჯობია არც გაგვიჩნდეს პრეტენზია, პრობლემა არ მდგომარეობს იმაში რომ ჩვენი შეზღუდვა უნდათ, უბრალოდ რამოდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულებაზე და კონვენციაზე აქვს სახელმიფოს ხელი მოწერილი რომლის მიხედვითაც გაზაფხულის ნადირობა საერთოდ ამოვარდნილია განხილვიდან, ეხლა არ დაიწყოთ რუსეთში ხომ დაშვებულიაო ![]() რუსეთს არ აქვს ხელი მოწერილი და იმიტომაც არის დაშვებული........... რაც შეეხება ჩვენ მოწინააღმდეგე ბუნების დამცველებს, ამაზე შემიძლია თამამად ვთქვა რომ სამომავლოდ არ იქნება სწორი ჩვენი ერთობლივი შეხვედრა სამინისტროსთან, უბრალოდ შეთანხმება ვერ მოხდება ვერანაირად და რახან სამინისტრო გარკვეული მოსამართლის როლს ასრულებს ჩვენ შორის მგონი უმჯობესი იქნება ორივეს აზრები ცალცალკე მოისმინოს. კიდევ ერთი, შევთანხმდით რომ სავარაუდოდ მომავალ კვირაში კიდევ დავნიშნავთ შეხვედრას, განხილვის თემა იქნება თევზაობა და ბრაკონიერები ამ სფეროში, დეტალებს თავის დროზე გეტყვით. კიდევ ძალიან კარგი პროექტის შესახებ გავიგეთ, კოლხური ხოხბის აღორძინებასთან დაკავშირებით, იგეგმება კოლხეთის ტყეპარკის მიდამოებში მათი მომრავლება, ანუ პროგრამა იდება, უნდათ ადამიანის მეშვეობით ბუნებრივად მოამრავლონ და ზოგადად შემდგომ ეტაპზე (საკმარისი რაოდენობის შემდეგ)საერთოდ უნდათ გაიყვანონ მომრავლების ზონიდანაც და წიტელი ნუსხიდანც ისე რომ ჩვეულებრი მოკვდავებიც შევძლებთ მათზე ნადირობას, რაც ძალიან მისასალმებელია. სეზონის დასასრული სავარაუდოდ იგივე დარჩება, 1 მარტი ტყის ქათამის ვადებზე ვერ დავილაპარაკეთ რაც შეეხება ბუფერულ ზონებს, მინიმუმი დავა 500 მეტრამდე, ხოლო სამონადირეო მეურნეობის საზღვართან იქნება ნულოვანი. წითლად ზოგი სიტყა იმიტომ მოვხაზე რომ ზუსტი პასუხის დაწერა არ შემიძლია, ჯერ ადრეა და იმიტომ, ასე რომ არავინ არ იფიქროთ რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გადაწყდება, მუშა პროცესია და იმედია ყველაფერი სასიკეთოთ გადაწყდება |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st May 2025 - 20:24 |