ახალი სამონადირეო კანონის შესაქმნელად............ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ახალი სამონადირეო კანონის შესაქმნელად............ |
![]()
პოსტი
#1
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ერთი საათის წინ დამირეკა ძველმა თანამშრომელმა (ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობების მთავარი სამმართველო) და გადმომცა ენერგეტიკის სამინისტროს წინადადება; ახალი ნადირობის კანონის შექმნასთან დაკავშირებით აინტერესებთ ნადირობის წესებისა და ვადების ჩვენეული ხედვა.
ეს არ ნიშნავს, რომ ის გათვალისწინებული იქნება! კოლეგიალობიდან გამომდინარე მე დავთანხმდი მონაწილეობაზე. თქვენთან შეუთანხმლებლად (რისთვისაც მოგიბოდიშებთ), ვიცი რა თქვენი დაინტერესება წამოჭრილი საკითხით ბატონ ელიზბარს შევთავაზე "ოჩოპინტრეს" დელეგაციის დასწრება, რაზეც დადებითი პასუხი მივიღე. როგორც ყოველთვის ყველაფერი სწრაფად უნდა მოხდეს. მე ვადა ხუთშაბათამდე მომცეს. ამ შუა სეზონში თუ თავიდან უნდათ სეზონის გახსნა, ვერ გეტყვით, მაგრამ ასეთი დირექტივა მივიღე. მე რასაკვირველია ჩემეული ხედვა ჩამოყალიბებული მაქვს, მაგრამ მინდა სერიოზულად მივუდგეთ და არგუმენტირებულად შევთავაზოთ ჩვენი ნააზრები. რაიცი რა ხდება? ჰო, მართლა: ეს მუშა შეხვედრაა და კანონმდებლები და მაკონტროლებლები არ ესწრებიან. მე ესე გავიგე. თემა: ნადირობის წესები და ვადები. პატივისცემით: კოტე ციხისელი. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 19:01 |