გერმანული იაგდტერიერი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
გერმანული იაგდტერიერი |
![]()
პოსტი
#226
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
კარგი ბატონო იყოს მასე იმედია მოგვიწევს ერთად ნადირობა თქვენი დამჯერი იაგებით
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#227
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 144 რეგისტრ.: 6-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქუთაისი ![]() |
aragveli
ღმერთმა გისმინოს, დიდი სიამოვნებით ვინადირებ შენთან ერთად. ალეკო მე გონჩიც მყავდა ანგლო რუსი, ის მართლა გენიოსი იყო, ვინც ნახულობდა ყველა აღიარებდა, წყნეთიდან მყავდა წამოყვანილი. ასე რომ გონჩების გემოც ვიცი და დიდი სიამოვნებაც მიმიღია მაგ ძაღლებით ნადირობით. |
|
|
![]()
პოსტი
#228
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
მერე და რატომ ხართ უძაღლოთ ,გონჩით მოწამლულები როგორც წესი გონჩის გარეშე ვეღარ ძლებენ ხოლმე
![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#229
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ხო,ხო,ხო,რა დისკუსიაა ბიჭო.
იაგდი უშიშარი მეომარია,ჯარიასკაციაო,ასე ეძახიან მას.პატივს ვცემ ამ ჯიშს და აქვე ჩემს აზრსაც გეტყვით იაგდისტებო: ალექს,იმ სამი ტიპის ძაღლებიდან შენი ბაქსი რომელს განეკუთვნება?მე მგონი ძლიერ აზარტულს.შედარებით მშვიდი ჩანს ჩვენი ფორუმელის safgio-ს როკო,მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით.ქუჩის ძაღლებთან ჩხუბის დროს დაზიანების გამო გაკეთებული სამი ოპერაცია რაზე მეტყველებს?მშვიდებში და გაწონასწორებულებში ჩავწეროთ როკო თუ აგრესიულ-აზარტულებში? მე მგონი ამ ძაღლებზე ხაზგასმით ვერავინ იტყვის ასეთი ხასიათი აქვს და ა.შ.მათ მიმიკაზე ვერ მიხვდები რას აპირებს.თავს შეაკლავს სოროში ან სხვა ადგილას ნებისმიერ მასზე ძლიერ ნადირს ანუ ფსიქიკა მთლად დალაგებული არ აქვს,უკან არ იხევს,შემართული მოჩხუბარია. არ ვლანძღავ მათ,იმას ვწერ რაც მინახია,გამიგია და წამიკითხავს. მშიშარა,რასაც ალექს შენ ამბობ,თავიდანვე ბრაკია და მასზე არ შევჩერდები.რაც შეეხება შედარებით წყნარს და მშვიდს,ესეც საკამათოა იაგდის შემთხვევაში,რადგან მხოლოდ აზარტული და აგრესიული იაგდია ჯიშის თვისებების მატარებელი,მათი ნადირობის შემდგომი სურათები ხო ვნახეთ ამ ფორუმზე,სოროდან კოხტად გამოსული იაგდი არ არსებობს,ის ყოველთვის სისხლიანი და ტრავმირებულია. აბა,გამაკრიტიკეთ ახლა... ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#230
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ზაზა
გალელი სელივანოვი ხარ რააა, მაგაარ |
|
|
![]()
პოსტი
#231
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 422 რეგისტრ.: 8-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
პირდაპირ ვიტყვი საქართველოში 99% იაგდები საშინელი პსიქიკისანი არიან და არ შეიძლება ამ ძაღლებიდან გამომდინარე მთლიანად იაგდების ფსიქიკაზე ვისაუბროთ.... თანამედროვე იაგდები ძალიან გაწონასწორებულები არიან და არავითარი პრობლემა არ აქვთ ძაღლებთან... მე პირადად მაქვს ნანახი ლევან კედელაშვილის ძაღლი კირკიტა მდევართან ერთად დასდევდა მელას, რომელიც თვითონ გამოაგდო ტრუბიდან.... რუსეთი და უკრაინა აიგეთ ყელსაბამის გარესჰე დაყავთ ძაღლები გამოFენაზე იმ დგეს უყურე ერთ მეგობარს ქონდა გადაღებული ტელეფონით.. 'ერთი იაგდი მყავს კიდე ვაპირებ ნოემბრისრთვის ვ ევროპიდან ჩამოყვანას და იმედი მაკვს ბევრსი აზრს შევცლი ამ ძაღლებთან დაკავშირებით,,, ისე ლევანის კირკიტა შესანიშნავი მაგალითია იმისა თუ როგორი უნდა იყოს იაგდი, გაწონასწორებული და ძალიან აზარტული ნადირობისას.!!... კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმედი მაქვს არავის ეწყინება დგეს საქართველოში იაგდების ხარისხი უსაშინლესიააა!!!!!!!
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#232
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 144 რეგისტრ.: 6-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქუთაისი ![]() |
ზაზა
ჩემო ზაზა, ნამდვილად ვერ დაგეთანხმები, იაგებში ფაქტიურად არ არიან მშიშრები, მაგრამ რაც შეეხებათ აგრესიულებს და შედარებით გაწონასწორებულებს ნამდვილად არსებობს. სანამ იაგს ავიყვანდი 2 თვის განმავლობაში ამ ჯიშის შესახებ თუ რამე ლიტერატურა და ფორუმი იყო ინტერნეტში თითქმის ყველაფერი წავიკითხე და მაგიტომ ვამტკიცებ ამას დაბეჯითებით, ასევე გავეცანი ძალიან ბევრ ლიტერატურას ძაღლების ფსიქოლოგიაზე. ყველგან საუბარია იმაზე, რომ არაა საურველი იაგი იყოს ძალზე აგრესიული, ჯობია იყოს ფრთხილი და გაწონასწორებული. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია, რომ მან მხოლოდ რამოდენიმე სეზონში დაასრულოს თავის მოღვაწეობა(პრინციპში ძალიან იშვიათია იაგი თავისი სიკვდილით მოკვდეს), განსაკუთრებით ისინი, რომლებიც სოროებში და ტახზე ნადირობენ. აგრსიის ჩახშობაც აღზრდის საქმეა. |
|
|
![]()
პოსტი
#233
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 144 რეგისტრ.: 6-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქუთაისი ![]() |
.ზაზა
რაც შეეხება ჩემ ბაქსისვთვლი, რომ არის ნორმალური, ჯერჯერობით არ გამოუმჯღავნებია ზედმეტი აგრესია, კი იცი სადაც იზრდება, მაგრამ ჯერ არც ძაღლთან უჩხუბია და არც ვინმე შეუჭამია |
|
|
![]()
პოსტი
#234
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
კაი,გავაგრძელებ,როკო ამ დილით ვნახე,ფეხზე ძლივს იდგა,ყური მოგლეჯილი,სულ სისხლში,დილით დაუგლეჯიათ დვარნიაჟკებს და ეს უკვე მერამდენედ,ნორმალური ფსიქიკის ძაღლს ერთხელ რომ ეგ დაემართება,იმ ხროვას მეორედ მაინც უნდა გაერიდოს,მაგრამ სადაა ინტელექტი...
უცხოეთში არჩევენ სოროში შესაშვებს,რომელიც თითქმის განწირულია,მათ სპეციალურად გეშავენ ამისთვის და არის სხვა ხაზი ,რომლებსაც ხელოვნურ სოროებში უშვებენ,შეჯიბრებებზე. მეც,ისევე როგორ თქვენ ამ ინფოებს ინტ-დან,ტელევიზიებიდან და სხვა წაყაროებიდან ვიღებ. ალექს,ნამდვილად ვისურვებ ბაქსი ლაბრადორივით გონიერი გამოვიდეს,მაგრამ ის მაშინ იაგდი არ იქნება. ნამდვილი იაგდი გიჟია და 2-5 თვის მერე თავად აღიარებ ამას. რაც შეეხება იაგდებით და გონჩებით ნადირობას,კი ბატონო,ჩემი თვალით მინახია,როკო გონჩებთან ერთად ტყეში მუშაობდა,მაგრამ მორჩებოდა დევნა და იწყებოდა ომი. ვერ დაგარწმუნეთ და ამას ჯობია,ერთხელ ერთად გავიდეთ ,მაგრამ მე ჩემს პოინტერს სახლში დავტოვებ,მაინც მოვარიდებ ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#235
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 144 რეგისტრ.: 6-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქუთაისი ![]() |
aragveli
რაც შეეხება იაგის უპირატესობას გონჩთან, ეს დამოკიდებულია მხოლოდ ბუნებრივ პირობებზე, თუ სად გიწევს ნადირობა ან მისი აღზრდა, ქალაქის პირობებში(კორპუსში ან ბინაში) წარმოუდგენლად მიმაჩნია გონჩის გაზრდა, ასევე მნიშვნელოვანია სად გიწევს ნადირობა. იქ სადაც მე ვნადირობ ძირითადად მიწევს ფრინველზე ნადირობა, ძალიან შეზღუდული რაოდენობით არის კურდღელი და მელა. ასე რომ ასეთ პირობებში საუკეთესო ვარიანტია გყავდეს იაგი, რომელიც მეტ–ნაკლები წარმატებით ნადირობს ყველა სახის სანადირო ობიექტზე. ფაქტია, რომ მწყერზე პოინტერზე, სეტერზე და დრათხარზე უკეთესად ვერ ინადირებს, მაგრამ წყლის ფრინველებზე ნადირობისას სერიოზულ კონკურენციას გაუწევს მათ. ასევე საკმაო წარმატებით ნადირობს კურღელზე , მელაზე და შესაბამისი დაგეშვის პირობებში შეუძლია ინადიროს ჩლიქოსნებზეც. ზემოთ როგორც მახსოვს დავა იყო ღორზე ნადირობისას გონჩისა და იაგის უპირატესობებზე და ვიტყვი, რომ იაგის ერთ–ერთი უპირატესობა არის ის რომ ის არის ტანად პატარა, ღორს მისი არ ეშინია და ებმება მათთან ორთაბრძოლაში, ამ შემთხვევაში მონადირესათვის ადვილია ამ ადგილთან შეუმჩნევლად მიახლოეება. ეს არის იაგებით(საურველია 2 მაინც გაწონასწორებული ერთმანეთთან შეგუებული, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ერთმანეთსაც დაუწყონ ჩხუბი) ღორზე ნადირობის კლასიკური მეთოდი. გონჩივით რომ იაგი ვერ გამოედევნება ღორს ეგ მე მგონი საკამათო თემა ნამდვილად არაა. იაგზე ასევე მაქვს წაკითხული ერთ–ერთ ლიტერატურაში, რომ მას სიხლის კვალი შეუძლია აიღოს 48 საათის შემდეგაც კი, ანუ ეს მეტყველებს იმაზე, რომ დაჭრილ ცხოველზე და ფრინველზე იაგი არის შეუდარებელი. ზაზა შენი როკიც წამოიყვანე, ნუ გეშინია, ჩემი ბაქსი არის ჭკვიანი და დამჯერე, დღეს გავატარე სამ მონადირე ძაღლთან ერთად მწყერზე, არც უჩხუბია და ისე მემორჩილებოდა და და ისე კარგად ამოყავდა მწყერი, რომ გაოცებული დავრჩი. ჯერ ჯერობით სიმართლე გითხრა შეწყვილებულად არ ვანადირებ, არა ჩხუბის შიშის გამო, უბრალოდ ჯერ კიდევ ბევრი რამე აქვს სასწავლი და მირჩევნია ეს წელი ცალკე ვანადირო. ისე რო იცოდე მანქანის საბარგულით ერთად დამყავს დრათხარი და იაგი სანადიროდ. |
|
|
![]()
პოსტი
#236
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 422 რეგისტრ.: 8-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ზაზა
კიდე ერთხელ ვიმეორებ ჩემო კარგო არ შეიძლება ამ ჯიშის ფსიქიკის გაკრიტიკება საქართველოში არსებული იაგდებიდან გამომდინარე,, ჩვენთან არის ქვის ხანა ამ ჯიშთან მიმართებაში და რო არა ლევან კედელაშვილი ისიც არ იქნებოდა... მისი ძაღლი კირკიტა არის ძალიან გაწონასწორებული უკრაინიდან იმპორტირებული, სუფთა გერმანული წარმომავლობის,, ძაღლებთან შესანიშნავად გრძნღობს თავს ნოლი აქვს აგრესია, სანადიროდ კი ძალიან აზარტული... ესეთი ძაღლები უნდა შემოვიყვანოთ ტუ გვინდა ეს ჯიში თავის რეალურ სახეს მივამსგავსოთ და ფუნქცია მივცეთ.. დღეს უმარავი იაგდის მფლობები ერთობა იმით რომ, მისი ძაღლი პატარაა და მაგრად ჩხუბობს,, ეს კატასტროფააა...!!!!!!!! იაგდი მონადირე ძაღლია და ძაღლებთან ჩხუბი მისთვის უდიდესი ნაკლია ესეთ ძაღლებს უცხოეთში არ აჯვარებენ და ზოგგან გამოფენაზეც არ უშვებენ....! ჩემი აზრით ჩვენ ოდნავ მაინც თუ მივმსგავსებით ამ ყველაფერს საერთოდ სხვა იაგდებს მივიგებთ.... |
|
|
![]()
პოსტი
#237
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 144 რეგისტრ.: 6-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქუთაისი ![]() |
beberi iagi
+1000 |
|
|
![]()
პოსტი
#238
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ალექს,
ბაქსის ლეკვის რიგში მეც ვარ რო იცოდე და თუ გაწონასწორებული იქნება და ა.შ. მაგას რა ჯობია.უბრალოდ რაც დილით ვნახე,რა ჭირს როკოს...ძლივს დადის საწყალი.რაც მაგას მოვლა აქვს.პატრონს ჩვეულებრივი მეძებარივით უჯერებს,მაგრამ ქუჩის ძაღლებზე აგრესია აქვს,თავს შეაკლავს. თქვენც აღიარებთ,რომ აქაურები აგრესიულებიაო,რაც ვნახეთ იქიდან ვაკეთებთ ჩვენც დასკვნებს.წამოიყვანეთ თქვენები საერთო გასვლებში და მერე გავაგრძელოთ. ალექს,როკის სურათს გაგიგზავნი,ბაქსის აჩვენე და მიეჩვიოს იქნება,თორე მაინც ვერ ვენდობი მაგას ![]() ![]() ![]() ერთი კითხვა მაქვს ორივესთან: ის ევროპული გაწონასწორებული,კი ბატონო ძაღლებს არ შეაკლავს თავს,მაგრამ ნადირთა ხროვასთან როგორ მოიქცევა?ან სოროში რო ჩავა,თუ მასზე დიდი დახვდა,უკან დაიხევს? მე მგონია ამ ძაღლების უშიშარ,შეუპოვარ ხასიათზე ვწერ...თქვენ ვერ გამიგეთ... |
|
|
![]()
პოსტი
#239
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 422 რეგისტრ.: 8-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ზაზა ჩემს ძაღლსაც აქვს რაგაც პრობლემები ძაღლების ამბავში თუმცა მცირე მაგრამ მაინც... და არ შეიძლება რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში იქიდან გამოვიტანოთ დასკვნა იაგდების ფსიქიკის ავკარგიანობაზე...
იაგდი ნადირთან აგრესიული უნდა იყოს, არიან იაგდები რომლებიც სოროში ჩავლებით მუშაობენ ზოგი კი უბრალოდ უტევს და უყეფს,, ეს ინდივიდუალურია... რაც შეეხება ნადირთა ხროვასთან მოქცევას აქ ცოტა შენი შეკითხვა ვერ გავიგე.. რა უნდა ქნას ძაღლმა მოკრძალებულად უნდა უყეფოს და შორს დაიწიროს თავი?? დარწმუნებული ვარ ხროვის დანახვაზე მდევარსაც და იაგდსაც ერთნაირი რეაქცია ექნებათ, მთელი აგრესიით გამოედევნებიან მათ... და ესე რო არ მოიქცნენ ჩემი აზრით დიდი ნაკლი იქნება.... იაგდების ერთადერთი მინუსი ძაღლებისადმი აგრესიაა, რაც ევროპაში 98% გამოსწორებულია, თუ ჩვენთანაც გამოსწორდება,რც მხოლოდ ახალი სისხლების შემოყვანით არის შესაძლებელი, ძალიან უნივერსალი, პრაქტიკული და გაწონაწორებული მონადირე ძაღლები გვეყოლება... |
|
|
![]()
პოსტი
#240
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 144 რეგისტრ.: 6-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქუთაისი ![]() |
ზაზა
ეს ჯიში იმისთვისაა გამოყვენილი, რომ ნადირის, ხროვის და სოროში ჩასვლის რომ არ ეშინოდეს, მაგრამ პატრონმა აქაოდა იაგი მყავსო და წავიდეს და ეგრევე სორში შეაგდოს ან ღორზე მიუშვას ძალიან დიდი შეცდომა იქნება. სანამ რომელიმე ობიექტზე დაიწყებ ნადირობას აუცილებელია ძაღლი დაგეშო, რომ მას მცირედი წარმოდგენა მაინც ქონდეს რაზე მიდის. ეხლა მე რომ ბაქსი სოროში ჩაუშვა და იქ მაჩვი დახვდეს დიდი შანსია, რომ იქედან ცოცხალი ვერ ამოვა, ასევეა ღორზეც. ერთი წუთითაც ეჭვი არ მეპარება, რომ თავს შეაკლავს. ამიტომ სანამ სანადიროდ წავიყვან მე მაგალითად ყოველთვის ვეცდები შეძლებისდაგვარად გავარკვიო არის თუ არა იმ ტერიტორიაზე სოროები, იცის თუ არა მაჩვი და ასე შემდეგ და ვიქნები უფრო ყურადგებით რომ სადმე სოროში არ ჩამასწროს. სახლში კურდღლები მყავს გალიაში, რომ მიუშვებ ცდილობს სეტკა კბილებით დაღეჭოს, მაგრამ ბაქსის აქვს ერთი კარგი თვისება რომ ვეტყვი ბაქსი შეეშვი(შეიძლება პირველივეზე არა მაგრამ) დაანებებს თავს და გამომყვება. დღეს მაგალითად ღალღას კვალზე დაადგა დიდხანს დევნიდა, მაღალი ბალახი იყო თან გაუვალი, ის იმის ამომფრენი იქედან არ იყო, ერთი ხუთი წუთი ვუყურე, მერე ვუთხარი შეშვი წავედითქო(ხმამაღლა დაძახებაც არ დამჭირვებია) წამოვიდა მშვიდად გამომყვა და გავაგრძელეთ ნადირობა. მეტი რა უნდა ქნას ლაპარაკს ნამდვილად ვერ ვასწავლი. და კიდევ, რაც შეეხება ერთობლივ ნადირობებს, მომავალ სეზონზე სადაც გინდა იქ წამოვიყვან და გარანტიას გაძლევ არავის არაფერს დაუშავებს. მანამდე პავადოკით წამოვიყვან და თან ვასწავლი როგორ მოიქცეს, რომ მომავალში თავი არ მომჭრას რაიონული მასშტაბით ამხანაგო ღინტუ ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th May 2025 - 00:00 |