ინგლისური პოინტერი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ინგლისური პოინტერი |
May 19 2009, 16:49
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi |
ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა
![]() ![]() ![]() პოინტერი პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს. პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული. საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი. პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად. პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები). სქესის გამოხატულება სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ. ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები. ქცევა და ხასიათი გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია. შეფერილობა ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით. ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი. ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ. ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება. ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით. ბანალი მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა. ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი. N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი. ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული. თავი ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით. თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს. ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა. ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა. ყური შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია. ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური. თვალი მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია. ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე. ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო. კბილები თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული. კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია. კისერი მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული. კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში. ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან. მკერდი ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში. ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან. ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული. მინდაო სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან. ზურგი ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ. ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი. ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი. წელი ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება. ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი. გავა გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი. ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა. ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა. მუცელი კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება. ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი. წინა კიდურები წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი. უკანა კიდურები უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს. ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა. თათები შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს. ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები. კუდი უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება. ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი; ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია. |
|
|
|
![]() |
Aug 12 2010, 17:40
პოსტი
#391
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 143 რეგისტრ.: 29-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
|
Aug 12 2010, 18:14
პოსტი
#392
|
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
strong
შეგიძლია ზესტაფონში დაუკავშირდე ოთარ ბოჭოიძეს,სასწრაფოზე მუშაობს,ექიმია. ექსპერტი-კინოლოგია. ტელეფონს გაგიგებ. ძაღლის მშობლები ვინ არიან,შუა გვერდიც დადე. |
|
|
|
Aug 12 2010, 18:19
პოსტი
#393
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 143 რეგისტრ.: 29-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
თენგო
დიდი მადლობელი დაგრჩები.. მშობლები: დედა - პლუტო - ჭანკვეტაძე, მამა - მარსიკ - აბესაძე |
|
|
|
Aug 16 2010, 14:36
პოსტი
#394
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 143 რეგისტრ.: 29-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
პატივცემულებო:
ერთი ასეთი კითხვა მაქვს: საზღვარგარეთიდან თუ შეიძლება ლეკვის შემოყვანა (შეძენა), თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება გთხოვთ გაგვიზიაროთ. |
|
|
|
Aug 21 2010, 22:13
პოსტი
#395
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 271 რეგისტრ.: 27-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
სალამი მეგობრებო.....!!!
http://www.uahunter.com.ua/forum/slobojans...010-t22841.html http://www.uahunter.com.ua/forum/spisok-uc...010-t23173.html გეწვევით სტუმრად ..... !!! |
|
|
|
Aug 24 2010, 11:06
პოსტი
#396
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 271 რეგისტრ.: 27-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
Первенство по дупелю в Белорусии ...!!!
http://www.uahunter.com.ua/forum/polojenie...-t22358-45.html |
|
|
|
Aug 24 2010, 11:10
პოსტი
#397
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
Первенство по дупелю в Белорусии ...!!! http://www.uahunter.com.ua/forum/polojenie...-t22358-45.html ეს თემა ორჯერ გადავიკითხე.ძაღლებს უმძიმეს პირობებში,სიცხეში მოუწიათ სირბილი,თქვენი ძაღლი როგორც ვნახე კარგად გამოვიდა და მოწონება დაიმსახურა. |
|
|
|
Aug 24 2010, 11:36
პოსტი
#398
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 271 რეგისტრ.: 27-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ეს თემა ორჯერ გადავიკითხე.ძაღლებს უმძიმეს პირობებში,სიცხეში მოუწიათ სირბილი,თქვენი ძაღლი როგორც ვნახე კარგად გამოვიდა და მოწონება დაიმსახურა. ..... ки ЗАЗА ....!!! .... маграм дупелма ар гагвимартла .... чеми дзагли эрт дгеши самджел гамоцадес., папанакеба сицхеши 36 градусамде ико...!!! |
|
|
|
Aug 24 2010, 11:50
პოსტი
#399
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ისე საინტერესოდ არის აღწერილი ეს შეჯიბრი,თქვენს ძაღლზე რომ ეწერა,გავიდა,ვერ შეხვდა,მაგრამ ისე მაგრა მუშაობდა,კიდევ მიეცა გამოსვლის და მუშაობის შანსიო.კარგი რეპორტი დადო ავტორმა.ასეთი დონის შეჯიბრებები დადებითი მომენტია და ჩვენშიც სურვილი მაქვს,რომ ჩატარდეს.გორდონებმა აჩვენეს მაღალი შედეგები,მაგრამ შეჯიბრია და მათ ალბათ უფრო გაუმართლათ.თან ასეთ პაპანაქება სიცხეში რთულია ძაღლმა წარმოაჩინოს თავი.
|
|
|
|
Aug 24 2010, 12:30
პოსტი
#400
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 271 რეგისტრ.: 27-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
.... ки, дзалиан дзнели пировнеби ико.... ме саэртот миквирс ром дзаглеби мушаобднен....!!! (цотас давитрабахеб) ме да "велли" ром гамовдиодит миндвридан, халхи ташс гвикравда.... сцоре ром гитхра, "веллим" умахлес донис монадире дахлис царматебеби ачвена..... да умахлес донис дрессура.
|
|
|
|
Aug 24 2010, 15:59
პოსტი
#401
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
აკოფ,
ამ რეპორტშიც და სხვაგან წავიკითხე ველის მაგარ მომზადებაზე და სტილზე. ერთი კითხვა მაქვს.ამ შეჯიბრზე რამდენიმე მსაჯების ბრიგადა იყო,ადგილებზეც გადაანაწილეს მონაწილეები და ზოგან მეტი დუპელი იჯდა,ზოგან კი ძალიან მცირე რაოდენობით.არ შეიძლებოდა ელექტრომანოკით წინა ღამეს ფრინველის მოგროვება გაგეკეთებინათ თუ ეს აკრძალულია??? ან ასეთი მძიმე პირობების გამო 4-5 დღეს გაგრძელებულიყო შეჯიბრი? ზოგ ძაღლს 35 და მეტ გრადუს სიცხეზე მოუწია მუშაობა. |
|
|
|
Aug 25 2010, 00:25
პოსტი
#402
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 271 რეგისტრ.: 27-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
აკოფ, ამ რეპორტშიც და სხვაგან წავიკითხე ველის მაგარ მომზადებაზე და სტილზე. ერთი კითხვა მაქვს.ამ შეჯიბრზე რამდენიმე მსაჯების ბრიგადა იყო,ადგილებზეც გადაანაწილეს მონაწილეები და ზოგან მეტი დუპელი იჯდა,ზოგან კი ძალიან მცირე რაოდენობით.არ შეიძლებოდა ელექტრომანოკით წინა ღამეს ფრინველის მოგროვება გაგეკეთებინათ თუ ეს აკრძალულია??? ან ასეთი მძიმე პირობების გამო 4-5 დღეს გაგრძელებულიყო შეჯიბრი? ზოგ ძაღლს 35 და მეტ გრადუს სიცხეზე მოუწია მუშაობა. ..... ори бригада. Олегис репортажши квелапери сцерия. Ме арвици арцэрти магалити ром электроманокит дупели шегровебуликос. ......арц шеджибрис гагрдзелеба шеидзлеба .... ковеливе шеджибри тардеба положениис михедвит. хахли ром гровдеба цармодгенил дрос , итвалистинебс да цдилобс им дрос парглебши чаетиос...... |
|
|
|
Aug 25 2010, 19:48
პოსტი
#403
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ჩვენი ფორუმელი აკოფი პოინტერთან ერთად.ასეთი შედეგი აჩვენეს ბელორუსიაში გამართულ შეჯიბრზე
пойнтер ВЭЛЛИ БЛИК, 07.04.2003гр., UKU/ R 000268/06, (ARAN JANALU, UKU/КСУ (Украина) 001451/02, вл. Шерстнев П.А. - ГРЕДЖИ ХАНТЕР БРАУН, УРКОС (Украина), 183/П, вл. Загальская В.Н.) вл. Загальская Валентина Николаевна (Украина, Енакиево) ведущий Казарян А.Р. 664-87-547-554-77 - 75б. - III აკოფ, თქვენი ძაღლის მამა არან ჯანალუ რამდენჯერმე შემხვდა სხვადასხვა საიტებზე.როგორი შედეგები აქვს იმ ძაღლს საველეებზე,ექსტერიერით როგორია,რა ფერებშია თუ შეგიძლიათ გვითხრათ.ამ ძაღლის ანუ ველის შთამომავლები როგორები არიან.ველიზეც გვითხარით ორიოდე სიტყვით...
|
|
|
|
Aug 26 2010, 23:52
პოსტი
#404
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 271 რეგისტრ.: 27-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
Заза, Велли я приобрел у Валентины Загальской 2007 в пятилетнем возрасте… Велли является однопометницей Виконта, у которого 8 дипломов второй степени 1 диплом первой по куропатке ( 2007 г. Он стал полевым чемпионом по куропатке в г.Евпотории..) Отец Велли , ARAN JANALU и его брат ARKO, был завезен с Словении, Генадием Ивановым.Г.Одесса. Они оба отличные производители и все потомки, от этих двух кобелей прекрасные рабочие собаки, с отличным чутьем и экстерьером…. Валентина когда-то продала Велли какому-то начинающему охотнику, потом спустя четыре года, она услышала от своего знакомого, о том что Вели живет на даче, брошенная и привязанная цепью к будке …. Она пошла нашла ее и забрала к себе…. Первый диплом и первую оценку экстерьера( отл.) Велли получила, в четырехлетнем возрасте. Первый раз, Велл я увидел на состязаниях в Одессе. Я сразу тогда заметил в ней сумасшедший не управляемый азарт, прекрасный ход и идеальную верность….. Я предложил Вале продать мне собу. А она мне говорит…- Акопчик я готова , эту не управляемую дуру подарить, уже сней замучалась ….Я сказал, что подарки мне не нужны сформулируй цену и я заберу… Ну позже я его забрал, внимательно изучил нрав и добился , я думаю выдающихся результатов…. Первый помет унее был год назад ( в этой теме я Вам скидывал фотки, где она со щенками) Щенкам уже год и месяц все с отл. Экстерьером и превосходной головой и чутьем….. 28 августа мы едем с Элли в Донецк , на дубл вязку…….. Удачи нам.!!!!
|
|
|
|
Aug 27 2010, 00:35
პოსტი
#405
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 271 რეგისტრ.: 27-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
... Заза, а это мой отчет ГОРКА 2010. Белорусия....!!!
Место, для проведения открытого чемпионата по дупелю «Горка 2010» было выбрана на мой взгляд достаточно удачно …. В г. Быхов, не далеко от городского пляжа ( старица Днепра), в дубках, прекрасным открытым, слегка возвышенным ландшафтом, который плавно соединялся с поймой реки и удалялся от нашего лагеря на многие десятки километров, на юго –запад. В местах ,там где весной образовывались затопи, в далекие постсоветские времена, была вырыта дренажная система, для быстрого отвода талых вод, т.е. заливные луга были разбиты дрынажкой, на карты размерами 300 х 300 м. и на таких картах предстояло испытание наших соб. В лагере, благодаря стараниям организаторов было организована выездная торговая точка, туалеты, вода, свет, и полевая кухня. Царила прекрасная дружеская обстановка и покой…. Я прибыл туда за неделю до состязаний вечером, разбил лагерь возле одинокого дуба. Утром пришлось менять место дислокации., т.к. я не заметил в дупле дуба, ограмадное оттянутое шершнями гнездо. Переехать с обжитого места убедил меня местный егерь. Днем мы позвонили в МЧС и благодаря их стараниям, было уничтожено четыре гнезда в округи лагеря. Огромное им спасибо. Все шло по намеченному плану. Постепенно начали съезжаться участники. Было заметно, какой отработанной за долгие годы профессионализмом, они ставили палатки, и не взирая на солнцепек и безветрие мчались в поля, знакомить своих питомцев с дупелем. …… птицы было ооочень мало, чаще мы встречали в кочкарниках бекасов и очень редко дупеля, видать нависшая жара при постоянной температуре ближе сорока градусов, в течении недели сделало свое дело и дупел обязан был переместится в более сырые и не пересохшие места в близ рек и заток….. Все шло по намеченному плану организаторов и согласна регламента положения. Торжественное открытие чемпионата, жеребьевка и на конец долгожданные состязания !!! № 1 по жеребьевке был вытянут Механиком О.В. г. Москва. Россия. ( для №1 организаторами бы учрежден памятный приз , названием «На амбразуры!!!») и действительно, в тяжелейших условиях, в кочкарниках, в жару, практически в безветрии, его прекрасная по экстерьеру перводипломница, славный потомок знаменитого «Анжу» Носкова О.Ф. пойнтерица BEAUTY BESSY OF CLUB ANJOU, заработала Д – III. При 76 баллах. ……… №2, вытянул я….!!! Как всегда эта цифра, меня вечно преследует, начиная со школьной скамьи. Как старательного ученика, тянут учителя, так и экспертная группа, тянула меня. После Механика О.В., соответственно вторым номером, пошли испытывать судьбу мы с «Велли». (Когда то Г.Ивановым были завезены с Славеии, два кобеля, это его пойнтер «Арко» и Аран-Джаналу. Вл. Шерстнев АВ. от вязки «Арана» и «Греджи» Загальской. В. родились, знаменитый перводипломник «Виконт» и «Велли») …. Мы сместились по предложению экспертов левее, на другую карту. Дул легкий ели уловимый западный ветер, температура окружающей среды почти достигала тридцати градусов, по Цельсию. «Вели» обыскивала карту плотным быстрым, широким челнаком (100,-120 м.) , слегка приостанавливаясь возле мест характерных для обитания дупеля. При этом она ни разу не завернула во внутрь при разворотах. На какой то параллели перед «Велли» поднялись два бекаса (шумовых ) в последствии это было принято экспертами за спор…. Нам было предложено переехать на другое место с связи отсутствием птицы на этих картах…. № 3 в нашей группе, достался Шотландскому сеттеру «Эми» вл. Хиро. Е.В.Санкт-Петербург, потомок знаменитой «Рады» Семиволоса. О.В. сожалению б/д. «Велли» и на этом лугу свой поиск начала на быстром и энергичном галопе, часто переходящий на карьер. Параллели так же были широкие !00-120 м и глубиной до 20 м. Комиссия за нами двигалась зачарованная работой «Велли» . Она как и в прошлый раз ни разу при разворотах не заворачивала во внутрь ..!!! точно так же приостанавливалась возле мест где могла оказаться птица, но увы и на этот раз нам не повезло. Расстояние более 600 метров мы прошли на одном дыхании без запинки и без встречи с пресловутым дупелем. На выходе нас ожидала восторженная от такой работы публика. Ко мне подбежали А.Асатрян. и Шацилло Г.К. они пожимали мне руку и благодарили за предоставленную возможность, несколько минут наблюдать за совершенством. Продолжение следует. PS... Мне бы очень хотелось продолжить мною начатый отчет, после опубликования отчета, председателем экспертной комиссии г-п Шор. Д.А. Россия. Во первых он бы подтвердил мною изложенное, а во вторых дал бы мне возможность правильно закончить мой отчет…!!! Уважаемый Шор.Д.А. с не терпением ждем Вашего отчета. С ув. А. Казарян. |
|
|
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th December 2025 - 02:00 |