2010-2011 წლის სანადირო სეზონი, პირადი აზრი მიმდინარე სეზონის შესახებ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
2010-2011 წლის სანადირო სეზონი, პირადი აზრი მიმდინარე სეზონის შესახებ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
მოგესალმებით ძმებო,
წესით უნდა მომელოცა 2010-2011 წლის სანადირო სეზონის გახსნა, მაგრამ მოსალოცი არაფერი არ არის... :( ამას სანადირო სეზონს ვერ უწოდებ. ამ თემაში მოგახსენებთ ჩემპირად აზრს და სიამოვნებით წავიკითხავდი თქვენ მოსაზრებას. დავიწყე. წალკის რ-ნი დილის 6.30. კლუბის მეთაურებმა მოაწყვეს ერთობლივი გასვლა. მე მხვდა წილად პატივი ჭალიმგელას ეკიპაჟში ყოფნა. მინდორშიც ორი თაობის ჭალიმგლებთან მომიწია გასვლა. მანქანიდან გადმოსვლისთანავე დადუმ 2 მწყერი ააფრინა, რამაც დიდი იმედი მოგვცა. მაგრამ სადღაც 20-30 წუთში იმედი გაგვიცრუვდა. მწყერი მხოლოდ მაღალ, სათიბისა და მარცვლეულის ყანებში იყო, არც კარტოფილში და არც ნამკალში მწყერი არ იყო. ყანების თავზე ვერც მტაცებელი დაგვინახავს. საერთო ჯამში 6-10 საათის განმავლობაში უნაკლო და ჟინიანმა ჭალიმგელამ 17-მდე მწყერი მოინადირა. 1 - პატარა ჭალიმგელამ და 2- მეც... ამას ნადირობას ვერ დავარქმევ, ალია-ბალია 20 ფრინველი მთელი დღის განმავლობაში! 2003, 04, 05 წლებში კახეთის მინდვრებში, ყანებსა და ნამკალებში 2-3 საათში 20-30 ფრთას მოვინადირებდი და სახლში ხელცარიელი არ ვბრუნდებოდი. დრო მოვიდა თოფი კედელზე ჩამოვკიდოთ და ჩვენი ბუნების გადარჩენაზე ვიფიქროთ... მე არ ვგულისხმობ, რომ თოფი სამუდამოდ კედელში ჩაჭედებულ ლურსმანს უნდა მივაბაროთ - არა, უბრალოდ მოვიდა დრო, რომ რაღაცა მოვიმოქმედოთ ამით ნადირობა და ნადირობის კულტურა არ დასამარდება. ჩევნი საუბრები სახოხბეებზე, საკალმახეებზე, საკაკბეებზე საბოლოო ჯამში რეალურ საქმედ უნდა იქცეს! მე მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი ის რაც ჩემზეა დამოკიდებული, ჩავრთო ჩემი ნაცნობობა, გაგიზიაროთ ლიტერატურული წყაროები, მოგემსახუროთ ჩემი პროფესიოსამებრ. მინდა, რომ ჩვენმა საუბარმა ნაყოფი გამოიღოს! მთავარი სურვილია -სახსრებს მოვიძიებთ, ჩინოვნიკებს ვაიძულებთ, რომ იმოქმედონ! პატივისცემით გიგა ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ორი დღეა ვფიქრობ და დაახლოებით ასეთი რაღაც მინდოდა დამეწერა.
გიგამ გადმოსცა ის,რაზეც არაერთხელ მისაუბრია ახლობლებთან და აქ ფორუმზეც. რაღაც უნდა შეიცვალოს... |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
ზაზა
გეთანხმები ზაზა, რაღაცა უნდა შეიცვალოს... პირველ რიგში შემომაქვს წინადადება, შევქმნათ სიტუაციური რუკა. ანუ გეორგრაფიულ რუკაზე დავიტანოთ ის ადგილები სადაც ყველაზე ხშირად და წარმატებით გვინადირია: დასახლებული პუნქტები, სახეობაზე სანადიროდ გასვლების რაოდენობა და ნანადირევის მიახლოებითი რაოდენობა წლიდან-წლამდე. |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
Davitus
მე ეს თემა სულ სხვა მიმართულებით ჩავიფიქრე! ყველას გთხოვთ ნუ გააოფებთ! საუბარი მიდის კლასიკური ნადირობის ყოფნა არყოფნის საკითხზე. მალე მოდის მტრედზე ნადირობის სეზონი, ერთ-ერთი ყველაზე რეალური სანადირო ობიექტი ქართულ რეალობაში. მაგრამ თუ ეს გვაკმაყოფილებს მალე გადავალთ ჩხიკვებზე, ბეღუებსა და ყვავებზე... და კიდევ ერთი ამბავი, მეგობარი მყავს უშიშროებაში, გასულ ზამთარში საპელენგაციო სისტემამ გადამფრენი იხვების რადიო-საუბარი მოისმინეს, შემდეგ ეს საუბარი უცხოენათა ინსტიტუტში და თსუ-ს ბიოფაკის კათედრაზე მიიტანეს სათარგმნად. სულ ახლა ხანს ნათარგმნი გამოაქვეყნეს შიდა წრეებში. მეგობარმა მეც გამიზიარა. "პედრო... პედრო... დონალდო ვარ... სად აპირებთ საღამო დაშვებას? დონალდო, დონალდო - ნებისმიერ ადგილას გარდა საქართველოსი!!! პედრო, პედრო - რატომ? რატომ? დონალდო, ამისთანა ფრინველის უნახავი ხალხი არ გენახოს არსადო... მერე მოდის არანორმატიული ლექსიკა... ბოდიში ვერ დავწერ, მაგრამ ბევრი სიმართლე კი ჩაიღიღინეს! :( |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
რა იქნა ჩემს მიერ დაწერილი პოსტი, იხვების რადიო-პელენგზე????
![]() იორმუღანლოდან 3-4 კმ სამხრეთით. ეს ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი იყო... 2003-04-05 წლებში გასვლაზე დილის 06.00-10.30 მდე სანამ დაცხებოდა 20-25 ცალს ვითვლიდით კაცზე... შარშან კი 6 ცალი ავიყვანეთ მე და იეგერმაისტერმა :( |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
919
არ გეწყინოს,მაგრამ მგონია რო ცოტას ვაზვიადებთ. პირველ რიგში იმის თქმა რო მალე მარტო მტრედებზე მოგვიწევს ნადირობა,ცოტა არასწორი მგონია,თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ რა ფრინველზეც ვნადირობთ აქედან ძირითადად ყველა გადამფრენია და რა ჩანაწერიც არ უნდა მოვისმინოთ ეს იმის მაჩვენებელი არ იქნება რომ დროდადრო ფრინველი გაწყდება. ამ სეზონზე მწყერი თუ ვერ ვნახეთ,ეს იმას არ ნიშნავს რო საქართველოს დაერხა,სურათი სხვანაირად არის დახატული:შენ ვერ ნახე-მე ვნახე,მე ვრ ვნახე-სხვამ ნახა,და ასე შემდეგ.(ისე მე კი ვნახე დღეს საკმაოდ და დავწერ პატარას თავისი სურათებით) ჩევნი საუბრები სახოხბეებზე, საკალმახეებზე, საკაკბეებზე საბოლოო ჯამში რეალურ საქმედ უნდა იქცეს! ამას რაც შეეხება ძალიან გეთანხმები და საბოლოოდ ყველაფერი ამისკენ მიდის!!! უბრალოდ ეს კლუბის დონეზე და საერთო საქმედ რამდენად გადაწყდება ეგ არე ვიცი,ცოტა სკეპტიკურად უყურებ ამ საქმეს(და მგონია ბევრი ფიქრობს ესე) შეიძლება თემას გადაუხვიე,მაგრამ ვიხელმძღვანელე ძირითადად პირველი პოსტით. პ.ს. კიდევ ერთს დავამატებდი რომ(სათაურიდან გამომდინარე),პირად აზრს ვერავინ მოგახსენებს,თუნდაც იმიტომ რომ ეს პირველი გასვლა იყო და ამით დიდი დასკვნების გამოტანა მგონია რომ არასწორი იქბება. პ.პ.ს. გიგა არ გეგონოს რამეში არ გეთანხმებოდე ან გეკამათებოდე,უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი ძემოთთქმულის შესახებ. |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
მეც გეთანხმები გოგა სანადოროდ რომ მივდივარ ძალიან ბვრს დავდივარ რომ რამე მოვკლა თან კარგი ძაღლი თუ გყავს ძალიან ბევრს ნახავ ამ შაბათ კვირას 36 ცალი მოვკალი და დაახლოებით 12 ცალი დავკარგე იმიტომ რომ 5 კაცი ვნადირობთ ერთი ძაღლით და მწყერიც ამავდროულად ძალიან ბევრი ვნახე, ისევ იმ ძველ ადგილებში სადაც დავდიოდი
|
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,041 რეგისტრ.: 19-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ...internatebi ![]() |
ყველაფერი რომ უკან უკან მიდის ეგ ყველამ იცის მარა არც ისეა საქმე რომ სულ ხელი ჩავიქნიოთ უბრალოდ ნანადირევის მოპოვებას დიდი შრომა სჭირდება ნადირობა ხომ სპორტია.
![]() ეე ბიჭო ეს პოსტი არაგველმა დავწერე ,ჯეკო იყო უბრალოთ ჩემი კომპით შემოსული და ამერია მისი ნიკით დავწერე. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
ჯეკო
მოკლედ, გაგახარათ ღმერთმა, რა სიტუაციაც არის ალბათ ძალიან გაკმაყოფილებთ. სიარულს რაც შეეხება, მცირეოდე შანსი, რომ მეძლევა ფეხით დავდიავარ, ამას ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს... შრომისმოყვარეობა და ნებისყოფა კარგახნის გამომუშვებული მაქვს. 3 ჯერ მაქვს მყინვარწვერი დალაშქრული 30-კგიანი ზურგჩანთით და ქვემო სვანეთის არაერთი მწვერვალი. გუშინ კი მიუხედავათ ჩემი ზედმეტი 40 კგ-ის მე არც თუ ისე ცოტა ვიარე. ჭალიმგელამ ჩემზე მეტი იარა, მაგრამ 15 თუ 17 მწყერი 10 საათში ეს კარგი ნადირობის მაჩვეებელი არ არის! ვერ დამარწმუნებ. ჭალიმგელას ნანადირევის 30% თუ იყო ზრდასრული ფრინველია... გოგა რაც გადამფრენს შეეხება, კი მწყერი გადამფრენია. საქართველოში ბუდობისას 3-4 თაობას ბარტყობს. მაგარამ წელს და არა მარტო წელს მწყერის მარშრუტზე არაერთი კატაკლიზმა მოხდა გინდ გაზაფხულზე და გინდ ზაფხულში. აბა მრავალ კარგ ნადირობას გისურვებთ და ვევედრები უფალს, რომ ღრმად ვცდებოდე... |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
919
მაგარამ წელს და არა მარტო წელს მწყერის მარშრუტზე არაერთი კატაკლიზმა მოხდა გინდ გაზაფხულზე და გინდ ზაფხულში. ამაში გეთანხმები და მგონია რო ეს არის ძირითადი პრობლემა გადამფრენების შემცირების!!! გუშინ კი მიუხედავათ ჩემი ზედმეტი 40 კგ-ის მე არც თუ ისე ცოტა ვიარე. ჭალიმგელამ ჩემზე მეტი იარა, მაგრამ 15 თუ 17 მწყერი 10 საათში ეს კარგი ნადირობის მაჩვეებელი არ არის! ვერც ამაზე შეგეკამათები.10 საათში შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი,მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ რო სადაც თქვენ იყავით უბრალოდ იქ არ იყო მწყერი,თორე მე რო ვიყავი დღეს,იქ 11 საათამდე 80-მდე ვნახეთ და ვიმეორებ რო გამოცდილი ძაღლით საგრძობლად ბევრს ვნახავდით!!! ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
და საერთოდ ერთი თემა ხო არ მიგვეცა იმაზე თუ სად შეგვხვდა ამ სეზონზე მწყერი?!სად არ იყო,სად რამდენი იყო და ასე შემდეგ... კაცს რო დააინტერესოს დაუშვათ სად არის მწყერი,ნახავს და ინფორმაციას მიიღებს.+არქივისთვისაც კარგია,რაღაც ჩანაწერივით რო გაკეთდეს,ანუ შეხვალ დაუშვათ ამ თემაში მომავალ წელს,ან იმის მერე და ნახავ რა სურათი იყო გასულ სეზონზე. |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 422 რეგისტრ.: 8-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ბიჭებო მე მაგალითად იორმუღალნოში ვიყავი და სადღაც 26 ცალი ვნახე საკმაოდ პატარა მინდორში, მაგრამ ძალიან ძლიერი ქარი იყო ძაღლმა მარტო 3 ცალი დაამუშავა 12 საათის მერე უკან წამოვედით,, თან ფრინველს ვერ მიუახლოვდი ძალიან შორს ფრინდებოდა და იქვე ახლოს სემიჩკებში ჯდებოდა სადაც შესვლა უაზრობა იყო, უბრალოდ ვერ ივლიდი... კარგ ამინდში(nadirobistvis) ცოტა ღრუბლიანში და გრილში საკმაოდ კარგად ინადირებ იმ ადგილას ფრინველი მართლაც კარგად არისს...
|
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
beberi iagi
ზუსტად მანდ არის ცემი უსაყვარლესი ადგილები, იორმუღალოს დასავლეთი გასასვლელიდან, რომ გადიხარ და ზემოდ ანუ სამხრეთით რომ მიემართები სარწყავი არხებისაკენ... |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() EX მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,851 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
მწყერი არის, 21 ში საღამოს წავედი დმანისისკენ 2-3 საათის ნადირობის შემდეგ გეგმა შევასრულეთ, მაგრამ ძალიან ბევრი ჩოჩორი შეგვხვდა, სამწუხაროდ ზოგიერთი აზარტს შეეწირა, ბალახი ისე დაბლა იპარსება რომ ნამკალში გადასვლას არანაირი აზრი არ ქონდა, ბოლო ნაკვეთებს როგორც კი გათიბავენ იქეთ წასვლა აღარ ეღირება.
მეგობრებო მარცვლეული კულტურა აღარ ითესება საჭირო რაოდენობით, ერთ ერთ მიზეზად( მწყერის სიმცირე) პირადად მე ეს მიმაჩნია. |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,630 რეგისტრ.: 6-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დედოფლისწყაროდან დამირეკეს მესტნებმა სოფელ ზემო ქედიდან,
გადამწვარია აქაურობაო მაგრამ მწყერი მაგრად მოდისო, გველის არ შეგეშინდესო აგრილდა და დაიმალაო ნუ დილას დამალულიაო |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 10:26 |