IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური პოინტერი
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 16:49
პოსტი #401


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა








პოინტერი



პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს.
პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა

პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი.
პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად.
პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები).


სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ.
ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები.


ქცევა და ხასიათი

გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია.


შეფერილობა

ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით.
ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი.
ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ.
ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება.
ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით.


ბანალი

მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით
ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა.
ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი.
N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი.


ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული.



თავი

ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით.
თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს.
ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა.
ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა.


ყური

შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია.
ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური.


თვალი

მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია.
ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე.
ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო.



კბილები

თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული.
კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია.


კისერი

მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული.
კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.


მკერდი

ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან.


ზურგი

ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ.
ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი.


წელი

ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება.
ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი.



გავა

გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი.
ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა.



მუცელი

კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება.
ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს.
ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა.


თათები

შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.


კუდი

უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება.
ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი;
ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- კუდიგორელი   ინგლისური პოინტერი   May 19 2009, 16:49
- - ზაზა   აკოფ, ამ რეპორტშიც ...   Aug 24 2010, 15:59
|- - Akop   ციტატა(ზაზა @ Aug 24 2010...   Aug 25 2010, 00:25
- - ზაზა   ჩვენი ფორუმელი აკო...   Aug 25 2010, 19:48
- - Akop   Заза, Велли я приобрел у Вал...   Aug 26 2010, 23:52
- - Akop   ... Заза, а это мой отчет ГОРК...   Aug 27 2010, 00:35
- - ზაზა   აკოფ, ძალიან საინტ...   Aug 28 2010, 20:52
- - Bonehill   cipo იგივეს გეტყოდი რ...   Sep 14 2010, 21:24
- - dato6   cipo ჯერ იმას გეტყვი რ...   Sep 15 2010, 11:16
- - ლეკი   Bonehill ნიკუშ 11 თვის პოი...   Sep 15 2010, 12:53
- - Bonehill   ლეკი არაა დაგვიან...   Sep 15 2010, 13:36
- - dato6   ლეკი 2-წლამდე იგეშე...   Sep 15 2010, 16:35
|- - ლეკი   ციტატა(dato6 @ Sep 15 2010, 17...   Sep 15 2010, 16:56
- - თენგო   ციტატა(d dvalidze @ 15th Septembe...   Sep 15 2010, 18:37
|- - cipo   ციტატა(თენგო @ Sep 15 ...   Sep 15 2010, 19:53
|- - aragveli   ციტატა(cipo @ Sep 15 2010, 20...   Sep 15 2010, 20:06
- - თენგო   გამოცდილ ძაღლთან შ...   Sep 15 2010, 22:21
- - dato6   თენგო ბატონო 10 მეტ...   Sep 16 2010, 11:17
|- - aragveli   ციტატა(dato6 @ Sep 16 2010, 12...   Sep 16 2010, 12:06
- - dato6   ხო, ეხლა საბანეევს ...   Sep 17 2010, 10:25
- - თენგო   dato6 ციტატა(d dvalidze @ 17th S...   Sep 17 2010, 11:33
- - გოგა   dato6 მეგობარო შენ იკ...   Sep 17 2010, 13:18
- - dato6   გოგა მე არ მიკითხა...   Sep 17 2010, 15:09
- - ზაზა   მოწვეულმა ექსპერტ...   Sep 17 2010, 15:42
- - ზაზა   ეს ვიდეო გთხოვთ შე...   Sep 17 2010, 16:31
- - dato6   მე პირადათ მომეწონ...   Sep 17 2010, 18:08
- - Bonehill   ვერ მივხდი რა ფუნქ...   Sep 17 2010, 20:39
|- - Akop   http://www.uahunter.com.ua/forum/stoyki-le...t5694...   Sep 18 2010, 00:15
- - ზაზა   აკოფ, ამ ძაღლის ვიდ...   Sep 20 2010, 14:55
|- - Akop   ციტატა(ზაზა @ Sep 20 2010...   Sep 20 2010, 17:02
- - ვიტო   აქაც 16 გვერგი მივაშ...   Oct 25 2010, 14:44
- - ვიტო   აბა ხალხნო და ჯამა...   Nov 3 2010, 12:08
|- - ლეკი   ციტატა(ვიტო @ Nov 3 2010,...   Nov 8 2010, 10:34
- - Maverick   მე აუცილებლად დავტ...   Nov 3 2010, 12:14
- - გიზოვიჩი   Maverick არაგველოს დაუთ...   Nov 3 2010, 12:20
- - ზაზა   ვიტო,მშვენიერი ლეკ...   Nov 8 2010, 10:12
- - ზაზა   ჩელეს რეპორტი წავი...   Nov 8 2010, 10:54
- - Bonehill   ციტატა(vito @ 3rd November 2010 ...   Nov 8 2010, 11:01
- - დემი   ვიტო   Nov 8 2010, 13:54
- - თენგო   ვიტო ციტატა(vito @ 3rd N...   Nov 9 2010, 08:57
- - jagermeister   RE: ინგლისური პოინტერი   Nov 9 2010, 13:50
- - avtandil jangavadze   ირაკლი, ავიყვანე თ...   Nov 13 2010, 17:16
- - Bonehill   avtandil jangavadze გიას უნდა დ...   Nov 13 2010, 17:47
- - avtandil jangavadze   მადლობა ძამიკო, გი...   Nov 13 2010, 18:06
- - Bonehill   avtandil jangavadze http://forum.ochopintre.ge/in...   Nov 13 2010, 18:26
- - GIGO   მოკლედ 1 თვის წინ DE LA...   Nov 17 2010, 22:45
|- - Davitus   ციტატა(GIGO @ Nov 17 2010, 23...   Nov 18 2010, 00:24
- - თენგო   GIGO შენ გაიხარე! ამ...   Nov 17 2010, 22:48
- - feroni   აუ რა ლეკვია ბიჯოს...   Nov 17 2010, 22:51
- - ლეკი   აუ რა კაი ძაღლია!...   Nov 17 2010, 22:58
- - ჯეკო   Davitus კი კიი მოსულა კა...   Nov 18 2010, 00:39
- - დათაბატონი   საუეკთესო მონადირ...   Nov 18 2010, 08:05
- - თენგო   Davitus აბსოლუტურად სტ...   Nov 18 2010, 09:19
- - ზაზა   ძალიან მიხარია და ...   Nov 18 2010, 09:51
- - თენგო   როგორც მითხრეს კიდ...   Nov 18 2010, 10:18
- - დემი   გილოცავთ ყველას, ღ...   Nov 18 2010, 12:59
- - ვიტო   ამხელები ვართ ეხლა...   Nov 18 2010, 17:42
- - feroni   ციტატა(qarqashadze @ 18th Novembe...   Nov 18 2010, 18:36
|- - GIGO   ციტატა(feroni @ Nov 18 2010, 19...   Nov 18 2010, 21:16
|- - ვანიჩკა   ციტატა(GIGO @ Nov 18 2010, 22...   Nov 18 2010, 23:47
- - თენგო   ვიტო ციტატა(vito @ 18th ...   Nov 18 2010, 20:52
- - feroni   GIGO დიდი მადლობა ინფ...   Nov 18 2010, 23:55
- - saba01   ძაან მაგარი ძაღლია   Nov 19 2010, 09:29
- - ვიტო   თენგო ციტატა(qarqashadze ...   Nov 19 2010, 09:53
- - თენგო   ვიტო ციტატა(vito @ 19th ...   Nov 19 2010, 10:17
- - ვიტო   თენგო ციტატა(qarqashadze ...   Nov 19 2010, 10:51
- - თენგო   ვიტო ციტატა(vito @ 19th ...   Nov 19 2010, 11:32
- - ჰერცოგი997   მაგარი კაცია მაგარ...   Nov 19 2010, 13:58
- - avtandil jangavadze   კარგი ბიჭია ნაღდად   Nov 19 2010, 15:22
- - დემი   დღითიდღე მშვენდებ...   Nov 19 2010, 15:45
- - feroni   მაგადია რააა!!! ...   Nov 20 2010, 04:51
- - ლეკი   მართლა მაგარი ძაღლ...   Nov 20 2010, 14:44
- - ვიტო   გადამრევს ეს ხალხი...   Nov 20 2010, 15:29
- - თენგო   ვიტო ციტატა(vito @ 20th ...   Nov 20 2010, 15:55
- - dato01   თენგო ბატონო თქვენ...   Nov 20 2010, 19:41
- - ზაზა   ვიტო,მართლა კაია დ...   Nov 21 2010, 18:09
- - თენგო   dato01 ციტატა(dato01 @ 20th Nove...   Nov 21 2010, 21:24
- - dato01   ძმა ხა რ თენგო !შე...   Nov 22 2010, 12:55
- - kakabisti   ყველას მოგესალმებ...   Nov 22 2010, 20:39
- - თენგო   kakabisti 899 76 83 16 დათო ცხვე...   Nov 22 2010, 21:34
|- - avtandil jangavadze   RE: ინგლისური პოინტერი   Nov 27 2010, 15:23
- - dato01   დედალი თუ გაინტერე...   Nov 23 2010, 13:28
- - avtandil jangavadze   ერთი თვის   Nov 27 2010, 14:31
- - თენგო   avtandil jangavadze აბა მოგვიყ...   Nov 27 2010, 21:05
- - avtandil jangavadze   გიორი გოგოლაძის ჯ...   Nov 29 2010, 12:43
- - თენგო   avtandil jangavadze   Nov 29 2010, 12:45
- - avtandil jangavadze   სახელად ”ბოი” დავ...   Nov 29 2010, 12:46
- - avtandil jangavadze   ახლა უკვე ცოტა "დ...   Nov 29 2010, 17:41
- - თენგო   avtandil jangavadze ვიდეოს თუ დ...   Nov 29 2010, 18:01
- - avtandil jangavadze   მოვიყვან როგორმე მ...   Nov 29 2010, 19:01
- - თენგო   avtandil jangavadze ციტატა(avtandil j...   Nov 29 2010, 19:13
- - გურიკა   მაგარი ლეკვია გაგე...   Nov 29 2010, 19:16
- - avtandil jangavadze   კიდე 2 დიდი ძაღლი მყ...   Nov 30 2010, 14:13
- - ჰერცოგი997   უკანა მარცხენა თათ...   Nov 30 2010, 14:17
- - avtandil jangavadze   კბილთაყრა ჩემი აზრ...   Nov 30 2010, 14:33
- - თენგო   avtandil jangavadze მოდი შესაბ...   Nov 30 2010, 15:09
- - avtandil jangavadze   ლეკვის გაზრდის თემ...   Nov 30 2010, 19:51
- - თენგო   avtandil jangavadze ვეტერინარ...   Nov 30 2010, 20:25
- - romeo 1   avtandil მშვენიერი ლეკვ...   Dec 1 2010, 20:09
- - avtandil jangavadze   აგაშენა ღმერთმა, დ...   Dec 2 2010, 08:49
- - romeo 1   avtandil ერთი რჩევა ვიდე...   Dec 2 2010, 17:41
38 გვერდი V  « < 3 4 5 6 7 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th June 2025 - 23:43