ქობულეთის მიდამოები, 2010 წლის საკურორტო სზეონი, ვინ რა შედეგი აჩვენა ქობულეთის წყლებში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ქობულეთის მიდამოები, 2010 წლის საკურორტო სზეონი, ვინ რა შედეგი აჩვენა ქობულეთის წყლებში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 226 რეგისტრ.: 11-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქობულეთი ![]() |
თემა ეხება კონკრეტულად იმ ხალხს ვინც იძულებული იყო ქობულეთში ჩამოსულიყო და გამოსავალი თევზაობებაში ნახა.
ამ თემას ვხსნი იმიტომ, რომ პირადად გავიცანი უამრავი ადამიანი რომლებმაც თევზაობით თავი დააღწიეს პირდაპირი მნიშვნელობით იმ ღრიანცელსა და აურზაურს რაც ქობულეთში ტრიალედა აგვისტოში. მე პირადად თავი ვერ დავაღწიე ქობულეთს და როცა კი დრო ჩამივარდებოდა სათევზად წასვლით ვემალებოდი რესტორნებსა და დისკოტეკებზე მომპატიჟებლებს. აბა ვინ რა დაიჭირა, რით, როგორ რომელ წყლებში? ვდა რამდენად მოახერხა თავის დაღწევა ![]() წლევანდელი აგვისტო გამოდგა ექსტრემალურად ცხელი. მთელი თვე აუტანელი სიცხეები იყო და თანაც არა მარტო ჩვენთვის. თევზებიც გვარიანად შეწუხდნენ. პირველ რიგში შეუდექით პრიჩალსზე თევზაობას. ![]() ვთევზაობდით მთელი შავი ზღვის იქტიოფაუნის ყველა წარმომადგენელზე. სრული მონდომეით ვცდილობდით შეგვევსო ნადავლის კოლექცია. ![]() დავიჭირეთ თითქმის ყველა ხშირად ჭერადი თევზები, კერძოდ: სტავრიდა, ბარაბული, სარგანი, კეფალი, ძაღლი, ღორჯო. თუმცა კარგად იჭირებოდა მხოლოდ უვარგისი თევზი ”ძაღლა” ![]() რამოდენიმე შედარებით იშვიათი ეგზემპლიარებიც დავიჭირეთ. კერძოდ: ზღვის ენა, კიბო, კუზანა, და სკატი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ზღვა იმდენად ცხელი იყო რომ თითო თევზის მოტყუება მთელი ოსტატობის დახარჯვას მოითხოვდა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ზღვაზე თევზაობა ჩავარდა! ამას ისიც დაემატო, რომ ბევრი ხალხი მოდიოდა. ამიტომ დღისით თევზაობას ხალისი მოაკლდა საგრძნობლად. ![]() ამიტომ გადავედით ღამით ვთევზაობაზე, ![]() ![]() ![]() დილით ვბანაობდით და ვიღებდით ფსკერიდან მიდიებს ![]() ![]() ![]() შემდეგ გავდიოდით გაცილებით უფრო გრილ წყალთან მდინარეებზე სადაც შევექცეოდით ნადავლს. ხან იქვე ვაგრძელებდით თევზაობას. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 04:41 |