გადახლართვის საწინააღმდეგო მოწყობილობები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გადახლართვის საწინააღმდეგო მოწყობილობები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ხოოოოოდა დღესაც ამექავა თითები და გადავწყვიტე ერთ
თითქოსდა უმნიშვნელო დეტალზე დამეწერა ორიოდ სიტყვა. ყველამ ვიცით ტივტივაზე თევზაობის დროს შექმნილი პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია ლიდერის გადახლართვით სადავეზე ან თითონ ტივტივაზე, ხან სროლისას იხლართება, ხან გამოყვანისას, შემდეგ გვიწევს მისი გაშლა და გასწორება, თუ კვანძი გაიკეთა დიდ დროს გვართმევს განნასკვა, ისიც თუ ძალიან არ არის გახლართული. ხშირად ასეთი პრობლემის შექნის შემდეგ ლიდერი რჩება დაგრეხილი და დეფორმირებული და თავიდან გვიწევს ყველაფრის გაწყობა, რაც ბევრ დისკომფორტთან არის დაკავშირებული და მიაქვს ესეთი აუცილებელი წუთები. ამასწინათ თბილისის ერთ-ერთ სათევზაო მაღაზიაში შევიარე გარკვეული წვრილმანების საყიდლად და გამყიდველის რჩევით ხელს გამოვაყოლე გადახლართვის საწინააღმდეგო სამონტაჟო მოწყობილობა, მართალი გითხრათ აქამდეც მქონდა გაგონილი მის შესახებ უბრალოდ ვერასოდეს ვერ ვიხსენებდი, რომ მეყიდა და გამეტესტა, მენახა მისი მუშა მდგომარეობა პრაქტიკაში....... პ.ს. ინგლისურად თუ დაგაინტერესებთ ნეტში მოქექვა მიუთითეთ - anti tangle ესე გამოიყურება ე.წ. პაკეტი რომელშიც არის 3 ერთეული ამ სასწაულმოქმედი მოწყობილობის ![]() როგორც ინსტრუქციაშია მითითებული იგი გამიზნულია ვაგლერებისთვის(სრიალა ტივტივებისთის), თუმცა მისი გამოყენება შეიძლება ფიქსირებულადაც რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ ![]() ეს ამოღებული ვარიანტი, როგორც ხედავთ შედგება 3 ნაწილისგან, თავად კონსტრუქცია + 2 სილიკონის მილი + კარაბინი. თავად მოწყობილობა არის დაახლოებით 135 გრადუსიანი კუთხის ფორმის, რომელსაც ცალი მხარე უფრო მოკლე აქვს. ![]() ![]() მონტაჟის დასაწყებათ საჭიროა სილიკონის მილების მოხსნა. პირველს სადავე ძუაზე უყრით სწორედ მოკლე მილს და შემდეგ გრძელს, ეს განპირობებულია იმით, რომ როდესაც მონტაჟი დასრულებულია ტივტივაზე მივიღოთ გრძელი მხარე ისე რომ ლიდერი ან დარჩენილი ძუის ნაწილი ბოლოსკენ - ტივტივისგან რაც შეიძლება მეტი დაშორებით აღმოჩნდეს. სწორედ ეს მომენტი აკეთებს იმას, რომ გასროლისას ლიდერი და ტივტივა ერთმანეთში აღარ იხლართება ან იხლართება ბევრად ნაკლები ალბათობით. ![]() ![]() ![]() ზემოთმოყვანილი მონტაჟი განსაზღვრულია ვაგლერის ფიქსირებულად მონტაჟისთვის, მაგრამ ეს უბრალოდ სილიკონების უკან დამაგრებით არ ხერხდება, მოწყობილობის ლურჯ ბურთულაზე საჭიროა ძუის გადახვევა რომ სროლისას სტიკმა არ იმოძრაოს....... ![]() ამის შემდეგ თქვენ მზად ხართ იგი გამოიყენოთ დანიშნულემისამებთ, თუმცა ეს საბოლოო დანიშნულება არ არის, იგივე მოწყობილობა შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც სრიალის ფუნქციის მატარებლად, რაც ძალიან მარტივად ხერხდება. უბრალოდ სადავეს გაუკეთეთ სტოპერი, აიღეთ მოწყობილობა და სილიკონების მოუხნნელად ძირითად ღეძში გაატარეთ სადავე, მიიღებთ კლასიკურ ვაგლერს. ![]() ![]() სისტემა აპრობირებულია, ნაცადია ჩემს მიერ და მუშაობს ძალიან კარგად, გისურვებთ წარმატებებს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 16:01 |