მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - ოჩოპინტრეს წევრობა! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - ოჩოპინტრეს წევრობა!
ბესო
პოსტი Mar 31 2010, 12:40
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"-ს წევრობის მსურველთა საყურადღებოდ!

1) სახელწოდება: არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”

2) ააიპ “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი შეიძლება იყოს:
3) საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მოქალაქე, ფიზიკური პირი;

4) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი იურიდიული პირი. იურიდიულ პირს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ში წარმოადგენს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი;

5) კლუბის წევრად მსურველის მიღება ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც 2 რეკომენდატორის თანხმობა ახლავს;

6) კლუბის წევრად მიღების შემდეგ წევრი ავსებს სპეციალურ ანკეტას, რომლის მიხედვითაც წევრს გადაეცემა კლუბის წევრის მოწმობა!

7) კლუბის წევრად მიღების შესახებ განცხადებას განიხილავს კლუბის გამგეობა. გამგეობას უფლება აქვს როგორ დააკმაყოფილოს, ასევე უარი უთხრას განმცხადებელს წევრად მიღებაზე. უარის დასაბუთება სავალდებულო არ არის;

8) კლუბის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს წევრობიდან გამგეობის წინაშე გაკეთებული განცხადების საფუძველზე;

9) კლუბის წევრის კლუბიდან გარიცხვა ხდება – კლუბის წესების, მიღების პირობების და წესდების დაუცველობის შემთხვევაში, ასევე კანონდარღვევის აღმოჩენისა და ნებისმიერი ისეთი საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც კლუბის მიზნებს და პრესტიჟს საფრთხეს უქმნის;

10) კლუბის უმაღლესი მმართველი ორგანოა წევრთა კრება;

11) კლუბის აღმასრულებელი ორგანოა კლუბის გამგეობა;

12) ნებისმიერ წევრს უფლება აქვს არჩეულ იქნას ან აირჩიოს გამგეობის წევრი;

13) კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა ერთობლივ ღონისძიებებში, რომელიც კლუბის სახელით იქნება მოწყობილი;

14) კლუბის წევრს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლებებით, რომელიც კლუბისთვის არის დაწესებული;

15) კლუბის წევრის მიერ წევრობისთვის შესატანი საწევრო არის თვეში 10 ლარი, ეს თანხა ხმარდება კლუბის განვითარებას, რეკლამირებას, საკლუბო ატრიბუტიკის დამზადებას, ნადირობის კულტურის განვითარებას, სანადირო მეძაღლეობის ხელშეწყობას, ფორუმისა და ვებ გვერდის განვითარებას და ა.შ;

16) კლუბის ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონება გადაეცემა ერთ ან რამდენიმე არაკომერციულ – მსგავსი მიზნების მქონე იურიდიულ პირს, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო;

17) კლუბის წევრობისათვის აუცილებელია, რომ კლუბის წევრობის კანდიდატი დადიოდეს კლუბის მიერ მოწყობილ თევზაობებზე, ნადირობებზე და სხვა ღონისძიებებზე. უნდა გააცნოს კლუბის წევრებს თავი. უნდა ეთანხმებოდეს კლუბში მიღების წესებს, კლუბის მიზნებს და წესდებას;

18) კლუბის წევრთა კრება უფლებამოსილია წევრთა 2/3-ის შეკრების შემთხვევაში;

19) კლუბის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით (50%+1);

20) კლუბის მმართველი ორგანო აირჩევა 1 წლის ვადით;

21) კლუბის წევრს გადაეცემა წევრობის დამადასტურებელი მოწმობა და მაღალი ხილვადობის კები კლუბის სიმბოლიკით;





1. კლუბის ძირითად მიზანს წარმოადგენს დაიცვას და გაუფრთხილდეს ბუნებას. გააუმჯობესოს ფაუნის წარმომადგენელთა არსებობის პირობები მეცნიერულად დადასტურებული მეთოდებით, კერძოდ სანადირო აღკვეთილების შექმნის გზით.

2. მიზნის მისაღწევად კლუბი იხელმძღვანელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და არსებული წესდებით შემდეგი ამოცანების გადასაჭრელად:

ა) ჩაატაროს საგანმანათლებლო სამუშაოები ბუნების დაცვის მიზნით;

ბ) კლუბის წევრებისათვის მოამზადოს ღონისძიებები ერთობლივი ნადირობის და თევზაობის მიმართულებით საქართვერლოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ხელი შეუწყოს კლუბის წევრებში და გარეთ სპორტული ნადირობის და თევზაობის პროპაგანდას;

დ) ითანამშრომლოს აქტიურად მონადირე ძაღლების კლუბთან და კლუბთან ერთად აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მონადირე ძაღლების მოშენებასა, გამოფენებსა თუ სხვა ღონისძიებებში;

ე) მოამზადოს ტრენინგები და სემინარები სანადირო მეურნეობების მენეჯმენტის მიმართულებით, ხელი შეუწყოს ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას;

ვ) ითანამშრომლოს უცხოურ დონორ ორგანიზაციებთან გადაშენების პირას მყოფი ნადირი ფრინველის მოშენებასას და დაცვის მიმართულებით;

ზ) ხელი შეუწყოს სახელმწიფო დაცვის ორგანოებს ბრაკონიერებთან ბრძოლაში.

- ასევე ეწევა სხვა საქმიანობას, რაც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით!

კლუბის ყველა წევრი სარგებლობს, ააიპ "საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - "ოჩოპინტრე"-ს წევრის ყველა პრიორიტეტით!


განაცხადი: გადმოწერა: http://forum.ochopintre.ge/sound/Ocho_A4_Col.rar



ანკეტებთან ერთად აუცილებელია, კლუბში მისაღები განმცხადებლის საპასპორტო სურათის ციფრული (ელეკტრონული) ვერსია, მინიმალური გარჩევადობით 640X480 რომელიც უნდა გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე: Davitus[@]msn.com

კლუბის წევრობის მსურველებმა დაპოსტეთ ამ თემაში!

სხვა, თემასთან შეუსაბამო პოსტები, წაიშლება!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
88 გვერდი V  « < 10 11 12 13 14 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (165 - 179)
ვიტო
პოსტი Sep 7 2010, 22:29
პოსტი #166


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



აუხსენით ამ კაცს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Sep 7 2010, 22:45
პოსტი #167


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ორივე ფაილი გადმოწერე, ამობეჭდე, ხელით შეავსე, ხელმოწერაც დაურთე... თუ შეგიძლია პირდაპირ მომაწოდე, თუარადა დასკანირება მოგიწევს...

ელეკტრონულად შევსებული არ გამოვა, ხელმოწერაც ხომ უნდა...

ამობეჭდვა და შევსება ჯობია, სადმე ქალაქში მომაწვდი და ეგ არის, მანქანაში გედოს და სადმე შევხვდებით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gacho
პოსტი Sep 8 2010, 07:26
პოსტი #168


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 918
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მასე აჯობებს. PM -ში მობილის ნომერი გამომიგზავნე და შეგეხმიანები.

მეგობრებო მეორე რეკომენდატორი მჭირდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Sep 8 2010, 10:50
პოსტი #169


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(gacho @ Sep 8 2010, 08:26) *
მეგობრებო მეორე რეკომენდატორი მჭირდება.

მიგულე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gacho
პოსტი Sep 8 2010, 11:42
პოსტი #170


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 918
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გაიხარე

ციტატა(T A M P L I E R @ Sep 8 2010, 11:50) *
მიგულე

გაიხარე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Sep 8 2010, 11:50
პოსტი #171


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(NNN-504 @ Apr 26 2010, 00:56) *
კლუბის წევრობა გადავწყვიტე რადგან: 1.ამდენ ლოთს სხვაგან სად ვნახავ. 2. როცა ფორუმელაბთან ერთად ვარ "მასიდან " არ "გამოვიყოფი" (რაც სხვა საზოგადოებაში დისკომფორტს მიქმნის), ყველას ჩემსავით ცოტ-ცოტა "აკლია". 3.გიყვართ ბუნება. 4.გიყვართ თევზაობა და ნადირობა.5.არ გიყვართ ბრაკონიერები და იეღოვლები...... მოკლედ კაი ხალხი გაგიცანით....ვეძებ ორ რეკომენდატორს( დაჟე ლუდზეც არ დაგპატიჟებთ newsmile090.gif )....

ვა ეს რა კაი კაცი გამოჩენილა!! ისეთი რამეები აწერე წესიტ რეკომნდატორები არ უნდა შემოგაკლდეს!
newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Sep 8 2010, 22:31
პოსტი #172


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



hunter777

თარიღს არ უურებ ხოლმე? newsmile05.gif კი არ გამოგვრჩა, მაგის მერე დაგვეკარგა და ეტყობა არ სცალიან...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
wudu
პოსტი Sep 16 2010, 12:26
პოსტი #173


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 179
რეგისტრ.: 9-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მინდა გავხდე თქვენი კლუბის წევრი და მაინტერესებს, გარდა განაცხადების შევსებისა, რა არის საჭირო?

რეკომენდაციები როგორ უნდა მოვიპოვო, იმ შემტხვეაში თუ არ ვიცნობ "ოჩოპინტრეს'არცერთ წევრს პირადად?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Sep 16 2010, 12:35
პოსტი #174


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(wudu @ Sep 16 2010, 13:26) *
მინდა გავხდე თქვენი კლუბის წევრი და მაინტერესებს, გარდა განაცხადების შევსებისა, რა არის საჭირო?

რეკომენდაციები როგორ უნდა მოვიპოვო, იმ შემტხვეაში თუ არ ვიცნობ "ოჩოპინტრეს'არცერთ წევრს პირადად?



უნდა გაიცნო newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Sep 16 2010, 12:44
პოსტი #175


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



wudu
იაქტიურო უნდა.
გასაცნობად კი ყველაზე ხელსაყრელი ადგილი "ლოთობებზე" დასწრებაა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
wudu
პოსტი Sep 16 2010, 14:48
პოსტი #176


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 179
რეგისტრ.: 9-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(Bonehill @ Sep 16 2010, 13:44) *
wudu
იაქტიურო უნდა.
გასაცნობად კი ყველაზე ხელსაყრელი ადგილი "ლოთობებზე" დასწრებაა

ლოთობების ადგილის და დროის შესახებ როგორ შევიტყო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Sep 16 2010, 14:56
პოსტი #177


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



wudu
ციტატა(wudu @ 16th September 2010 - 15:48) *
ლოთობების ადგილის და დროის შესახებ როგორ შევიტყო?

ინფორმაცია შეკრების შესახებ და წამსვლელთა სია ფორუმზე იდება , თვალყური ადევნე ხოლმე ან შენ ააგდე ვარიანტი და შეიძლება მსურველებიც გამოჩნდნენ და ა. შ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LUI48
პოსტი Jan 16 2011, 23:04
პოსტი #178


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 119
რეგისტრ.: 10-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გამარჯობათ დიდი სიამოვნებით გავწევრიანდები ამ კლუბში სულით და გულით მინდა დაგიდგეთ გვერდში და დაგეხმაროთ .... ბავშვობიდან ვთევზაობ მამაჩემიც ძლიერი მეთევზე და მონადირე იყო მონკავშირის და მეთევზეთა კავშირის წევრი და მეც გულით მინდა გავყვე მის კვალს ,დიდი სიამოვნებით დაგიდგებით გვერდში.....

მაინტერესებს საიდან შევიტყობ რა გასვლას აპირებს კლუბი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Jan 17 2011, 00:20
პოსტი #179


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(LUI1001 @ 17th January 2011 - 00:04) *
მაინტერესებს საიდან შევიტყობ რა გასვლას აპირებს კლუბი


მისასალმებელია შენი სურვილი.

კლუბის გასვლები იგეგმება კლუბში შიგნით და ამის გაგება გაგიჭირდება. ამას გარდა კლუბი სხვადასხვა შეკრებებს და გასვლებს ახორციელებს ფორუმელებთან ერთად. ამის დაგეგმა ხდება ღიად, ფორუმზე, გასვლების განყოფილებებში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩაკრულო
პოსტი Jan 19 2011, 00:51
პოსტი #180


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 71
რეგისტრ.: 1-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: დედოფლისწყარო



კლუბში გაწევრიანება როგორ ხდება? newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

88 გვერდი V  « < 10 11 12 13 14 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd October 2025 - 19:56