ვმკითხაობ შიშველ მკერდზე, :)))))))) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ვმკითხაობ შიშველ მკერდზე, :)))))))) |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,254 რეგისტრ.: 28-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ვმკითხაობ შიშველ მკერდზე
899-98-99-100 ჯანსუღი ადამიანის ნორმალური ანატომია. სარძევე ჯირკვალი Mamma (glandula mammaria); Mammary (lactiferous) gland სარძევე ჯირკვალი, ძუძუ – mamma, მდებარეობს გულმკერდის დიდი კუნთისა და ნაწილობრივ წინა დაკბილული კუნთის ზედაპირზე, შუა და იღლიის ხაზებს შუა სივრცეში, მე – 3 – 6, ზოგჯერ კი მე-7 ნეკნის დონემდე. სარძევე ჯირკვლის – mamma, ან glandula mammaria, ფორმა და ზომა დამოკიდებულია ჯირკვლოვანი და ცხიმოვანი ქსოვილის განვითარების ხარისხზე, ასევე ასაკზე და ორგანიზმის ფუქციონალურ მდგომარეობაზე (ორსულობა, ძუძუთი კვება). ![]() მარჯვენა და მარცხენა ჯირკვლებს შუა აღინიშნება ჩაღრმავება. სარძევე ჯირკვლის შუა ადგილას, მე-5 ნეკნის დონეზე და დვრილის (ლავიწშუა) ხაზიდან linea mamillaris (medioclavicularis), ოდნავ გარეთ მდებარეობს დვრილის ბაკი – areola mammae, მის ცენტრში კი – ძუძუს დვრილია – papilla mammae. დვრილიც და ბაკიც პიგმენტირებულია. სარძევე ჯირკვალი შედგება სხეულის, ცხიმოვანი და ფიბროზული ქსოვილისაგან. სარძევე ჯირკვლის (ძუძუს) სხეული – corpus mammae, შედგება 15 – 20 სარძევე ჯირკვლის წილისაგან – lobi glandulae mammariae, რომელიც ცხიმოვან ქსოვილშია მოქცეული. თითოეულ წილს აქვს საკუთარი რძის სადინარი – ductus lactiferus, რომელიც მიემართება დვრილისაკენ; დვრილში შესვლამდე წარმოქმნის თითისტარისებრ გაფართოებას – რძის სინუსს – sinus lactiferus. სადინრის ბოლო შევიწროებული ნაწილი იხსნება დვრილის მწვერვალზე სარძევე ხვრელით. ხვრელების რიცხვი ნაკლებია წილების რაოდენობაზე – 8-დან 15-მდეა. სარძევე ჯირკვლის თითოეული წილი და მთლიანად მისი სხეული ცხიმოვან ქსოვილშია მოქცეული. სარძევე ჯირკვალი მოთავსებულია შემაერთებელქსოვილოვან კაფსულაში; კაფსულიდან ჯირკვლის სისქეში მიემართებიან წილებშუა ძგიდეები. ჯირკვლის უკანა ზედაპირი გლუვია და გამოცალკევებულია კაფსულის ფურცლით ქვემოთ მდებარე გულმკერდის დიდი კუნთის ფასციიდან. კაფსულის საშუალებით ჯირკვალი ფიქსირებულია (,,დაკიდებულია”) ლავიწზე. დვრილის ბაკზე დაახლოებით 15-მდე რუდიმენტული ჯირკვალი – ე. წ. დვრილისებრი ბაკის ჯირკვალია – glandulae areolares, რომლებიც სადინრით გარეთ იხსნებიან. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th September 2025 - 02:29 |