ინგლისური სეტერი - ლავერაკი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური სეტერი - ლავერაკი
ბესო
პოსტი May 16 2009, 07:34
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სეტერისტებს ბატონი შადიმანისგან



ინგლისური სეტერი


სეტერს, ჩვეულებრივ, გრძელბეწვიან მეძებარ ძაღლს უწოდებენ. ეს ტერმინი დიდ ბრიტანეთში უკვე XIV საუკუნიდანაა ცნობილი. კინოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ამ პერიოდში და ალბათ უფრო ადრეც, ესპანური წარმოშობის მომცრო სპანიელებისა და სხვა რამოდენიმე ჯიშის, მაგალითად, ფრანგული შავფოთლიანი მეძებრის შეჯვარებით მიღებულ იქნა ფრინველზე მონადირე გრძელბეწვიანი ძაღლი, რომელიც ზომით სპანიელს აღემატებოდა და ჰქონდა განსაკუთრებული თვისება _ განაბულიყო ნაპოვნი ფრინველის წინ. ანუ ძაღლი ნაბულზე დგებოდა, ხანდახან წვებოდა კიდეც. "ტო სეტ" _ აქედან წარმოიშვა ჯიშის სახელწოდება. ეს სიტყვა ხომ ძირს დაშვებას, დაჯდომას, დაწოლას ნიშნავს. სეტერების მომრავლება-მოშენება ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეებში ურთიერთიზოლირებულად ხდებოდა. ინგლისელი მონადირეები შავ-თეთრ შეფერილობას ანიჭებდნენ უპირატესობას, უელსელები _ თეთრს, ირლანდიელები _ წითელს, ჟღალს, შოტლანდიელები _ შავ ფერს, ოღონდ დრუნჩზე, მკერდზე და ფეხებზე რუჯით. რა თქმა უნდა, შეფერილობასთან ერთად სხვადასხვა კუთხის სეტერები თანდათან ერთმანეთისაგან გამორჩეულ სხვა თვისებებსაც იძენდნენ. ამიტომ იყო, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს ისინი ოფიციალურად დაყვეს სამ დამოუკიდებელ ჯიშად: ინგლისურ, ირლანდიურ და შოტლანდიურ სეტერებად.
საკუთრივ ინგლისური სეტერის ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული ედუარდ ლავერაკის (1798-1877) სახელთან, რომელმაც ამ ჯიშის მოშენება 1825 წლიდან დაიწყო. ინგლისურ სეტერს ბევრი ხომ დღემდე "ლავერაკს" ეძახის. ლავერაკისეული ძაღლები ჯმუხები, მუხლმოკლეები და გაწელილი ფორმატისანი იყვნენ. ახასიათებდათ მიწას გაკრული ქროლვა, მწოლიარე ნაბული, ძლიერი ყნოსვა, ნადირობის დაუოკებელი ჟინი და მოუღლელობა. თანამედროვე ინგლისური სეტერის ჩამოყალიბებაში უდავოა XIX საუკუნეში მოღვაწე მეორე ინგლისელი მომშენებლის _ პიურსელ ლუელინის წვლილიც. მის მიერ გამოყვანილი ინგლისური სეტერის ტიპი უფრო მსუბუქი, თხელი და მაღალფეხება ჩანდა, ამასთან განსაკუთრებული ყნოსვით და სისწრაფით გამოირჩეოდა.
ინგლისურ სეტერს ზემოთჩამოთვლილი ღირსებები დღემდე სრულად აქვს შენარჩუნებული. ამ ჯიშის საყოველთაო პოპულარობის მიზეზად მაინც საოცარი გონიერება, მოსიყვარულე ბუნება, დამყოლი ხასიათი და, უპირველეს ყოვლისა, მუშაობის გამორჩეულად ლამაზი სტილი _ განუმეორებელი პლასტიკა მიიჩნევა.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი

ინგლისური სეტერი _ შედარებით მუხლმოკლე, "ჩამჯდარი" აღნაგობის, მაგრამ ამასთან, საკმაოდ წინამაღალა ძაღლია. წინა და უკანა კიდურების სამოძრაო ბერკეტები მკვეთრად მახვილკუთხოვანი აქვს. კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და მკვრივ-ხმელია. ლაღი, შეუბოჭავი და ენერგიული მოძრაობებით გამოირჩევა. ნადირობისას ინგლისური სეტერის ქროლვაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ერთის მხრივ, ელეგანტურობა და სილამაზე, მეორეს მხრივ _ ძალ-ღონე და ამტანობა.


სქესის გამოხატულება

სხვაობა თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო ტანადები და ძვალსრულები არიან, ძუები _ შედარებით მომცროები და მსუბუქი აღნაგობისანი.
ნაკლი: ძუ _ ხვადის ტიპისა.
ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა.


ქცევა და ხასიათი

ინგლისური სეტერი ადამიანის მიმართ განსაკუთრებით ალერსიანი და მიმნდობია. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება.


ტანადობა

საშუალო სიმაღლისაა. მინდაომდე (ქედისძირამდე) ხვადების სიმაღლეა _ 56-64 სმ, ხოლო ძუების _ 53-62 სმ. გაწელილობის ინდექსია 107-108 (ხვადები) და დაახლოებით 110 (ძუები). მითითებულზე ნაკლები და 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია.


შეფერილობა

ორფერები: თეთრ ფონზე გაბნეული შავი ან მოყვითალო ან მოწითალო-ნარინჯისფერი ან ყავისფერი წინწკლები, ხალები ან ლაქები.
სამფერები: თეთრ ფონზე შავი წინწკლები, ხალები ან ლაქები; ამასთან წარბზედა რკალები, ყურების შიდა ნაწილი და კიდურები შავთან ერთად შეფერილია აგრეთვე მოწითალო-ნარინჯისფერი წინწკლებითაც (ფორეჯებითაც). დაწინწკლულ, დაფორეჯებულ შეფერილობას, ტანზე დიდი ლაქებისა და ფართო ფოთლების გარეშე, ლაქებიანთან და ფოთლებიანთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. იშვიათად გვხვდება, მაგრამ დასაშვებია, სულ ერთიანად თეთრი ან ფოლადისფერი შეფერილობები. (ეს უკანასკნელი თეთრი და შავი ბეწვის თანაბარი მონაცვლეობითაა გაპირობებული) ამასთან, ძაღლის კიდურები ამ შემთხვევაშიც დაწინწკლული უნდა იყოს.
ხინჯი: ერთფერიანობა _ მთლიანად ყავისფერი ან მთლიანად შავი ან მთლიანად წითური ყველანაირი ელფერებით.


ბანალი

ინგლისური სეტერი მდიდრულად ჩაცმული ძაღლია. შემოსილია ხშირი, მბზინავი, ფაფუკი ბანლით. მეტწილად სწორი, აბრეშუმისებრი ბეწვი დასაშვებია თეძოებზე ოდნავ ტალღოვანიც რომ იყოს. თავზე და კიდურების წინა მხარეს მოკლეა, ტანზე კი გრძელი, წმინდა და ხასხასაა. ყურებზე, მკერდზე (ქვედა ნაწილი), წინა ფეხების უკანა მხარეს _ იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს _ კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, ასევე კუდის მუცელზე ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე ტანზე და ნაძეძებადაა ჩამოვარცხნილი; კუდზე კი მარაოსავით ჩამოშლილია.
ნაკლი: მწირი, სუსტად განვითარებული ბანალი; ზედმეტად ტალღოვანი ან დახუჭუჭებული ბეწვი; გახუნებული, ჩამქრალი ბეწვი.
ხინჯი: ხეშეში ბეწვი; ფეხებზე ნაძეძისა და კუდზე მარაოს არარსებობა.


ტყავი და ძვალ-კუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, მკვრივი, მომდგარი და ელასტიური. ჩონჩხი და კუნთები _ კარგად განვითარებული.
ნაკლი: არასაკმარისად განვითარებული ჩონჩხი და მუსკულატურა.
ხინჯი: ძვალმწირობა; სქელი, უხეში, დანაკეცებული ტყავი.


თავი

მსუბუქია, ხმელი, წაგრძელებული, აშკარად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). ზევიდან თუ დავხედავთ _ დრუნჩი თავის ქალის კოთხოზე ოდნავ ვიწ.როა; გვერდხედში დრუნჩისა და კოთხოს ზედა კონტურები სწორია და პარალელური. წარბზედა რკალები რელიეფურადაა გამოხატული. ტიხარი (შუბლის კუთხე) მკაფიოდ იკვეთება. თავის ქალის კოთხოს სიგრძე, დაახლოებით მისსავე სიგანეს (ყურებს შორის) უტოლდება. დრუნჩის სიგრძე კი კოთხოს სიგრძეს უნდა უთანაბრდებოდეს. ტუჩები თხელია; ზედა ტუჩი ქვედაზე მცირედით გადმოშვებული და ჩამოცილებულია. ზედა ტუჩის კონტური პროფილში სწორკუთხედს ქმნის, მომრგვალებული ძირა კუთხით. ძუებთან ეს მომრგვალება უფრო შესხეპილია. განიერი, ფართონესტოებიანი, ნოტიო ცხვირი ფერით სხეულის საერთო შეფერილობას ეხამება - ან შავია, ან ყავისფერი.
ნაკლი: მოკლე, წამახვილებული, ჩამოფლაშული დრუნჩი. შესამჩნევად აპრეხილი ცხვირი; თვალშისაცემი ცხვირკეხიანობა; გაბრტყელებული კოთხო; ზედმეტად გამობურცული შუბლი; ყურებს შორის გუმბათივით ამომრგვალებული თავის ქალა.
ხინჯი: ტიხრის არქონა; სოლისებური თავი; მკვეთრად გამოყრილი ყვრიმალები.


ყური

ზომიერად გრძელია, დაკიდული, თხელი და სალუქი, არაგანიერი, მომრგვალებული ბოლოებით, შემკულია წმინდა, კაზმული ბეწვით.
ინგლისურ სეტერს ყური საკმაოდ დაბლა უზის _ თვალის ხაზის გასწვრივ _ ლამაზად დანაკეცებული ეშვება და წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ღაწვებს.
ნაკლი: მაღალზე დასმული ყური; მძიმე, დონდლო ყური;შეუფერებლად მოკლე ან გრძელი (როცა შეტოლებისას ცხვირის წვერს წვდება); ზედმეტად გრძელი ბეწვით შემოსილი ყური (8 სმ-ზე მეტით).
ხინჯი: ხრტილზე გადმოკიდული ყური; ხრტილზე გადმოკიდული და უკან გაცქვეტილი ყური.


თვალი

ზომიერად დიდია, მრგვალია, არაღრმად ჩამჯდარია მჭიდროდ მომდგარი უპეების სწორ ჭრილში. ფერად _ მუქი ყავისფერი ან კაკლისმურაბისფერია, რაც მეტად მუქია, მით უკეთესი. მბრწყინავია, ნაპერწკლიანია, აზრიანია _ მშვიდი, კეთილმოსურნე გამომეტყველებით.
ნაკლი: შორი-შორ განლაგებული თვალები ცერად გაჭრილი უპეებით. გადმოკარკლული ან ჩაცვენილი; მცირე ზომის თვალი; ღია ფერის თვალი; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპე.
ხინჯი: მოყვითალო თვალი ძაღლის ნებისმიერი შეფერილობისას.


კბილები

თეთრი, მაგარი საღი, კარგად განვითარებული; ერტმანეთთან მჭიდროდ მიჯრილ-ჩაწიკწიკებული.
კბილთაყრა მაკრატელისებურია.


კისერი

გრძელია, ხმელია და კუნთოვანი, კვეთში ოვალურია; ზედხედში ოდნავ გამობურცული; ქედი ეტყობა; კისერი მინდაოსკენ თანდათან ფართოვდება.
ნაკლი: მოკლე; მძიმე და გადატვირთული კისერი. ღაბაბიანი ყელ-კისერი.
ხინჯი: მომრგვალებული; ძალზე მსხვილი ან ძალზე მოკლე კისერი.


მკერდი

გრძელია; საკმაოდ ღრმაა და საკმაოდ ფართო; ჩამოშვებულია იდაყვებამდე ან უფრო დაბლა. ყაფაზი, გრძელი და რამდენადმე გამობურცული ნეკნებით, კარგად განვითარებულია. მკერდის შუაძვალი
მცირედ იკვეთება.
ნაკლი: ზედმეტად გაშლილი; ვიწრო; კასრისებურად მომრგვალებული მკერდი.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

კარგადაა ამოზიდული, მკვეთრად გამოეყოფა ზურგის ხაზს, რელიეფურად დაკუნთულია. ბეჭი გრძელია, ბრტყელია და ცერად დახრილი, კორპუსს მიკრული. ბეჭისთავები მომრგვალებულია.
ნაკლი: ვიწრო; ძალიან გრძელი; დამძიმებული მინდაო. მოშვებული ბეჭები; წაწვეტებული ბეჭისთავები.


მუცელი

ზომიერადაა აკვალთული.
ნაკლი: ჩამოშვებული ან ძალზე ატაცული მუცელი.


ზურგი

მოკლეა, სწორია, ზომიერად ფართო და კუნთოვანი.
ნაკლი: ვიწრო; გადრეკილი (რბილი), ან მცირედ ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი.


წელი

ოდნავაა ამოდრეკილი, ფართოა და კუნთოვანი.
ნაკლი: გრძელი წელი; გასწორებული (თარაზული) წელი; თვალშისაცემად ამოდრეკილი წელი.
ხინჯი: იგივე _ მკვეთრად გამოხატული.


გავა

გრძელია, ფართოა და ოდნავ დაქანებული.
ნაკლი: ვიწრო; განუვითარებელი; თარაზული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


წინა კიდურები

წინხედში ფეხები სწორია და ძაღლს ურთიერთპარალელურად უდგას. მხრები ღონივრად დაკუნთული აქვს; მხრის ბერკეტი თვალშისაცემად მახვილკუთხოვანია _ მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 90 გრადუსია. წინამხარი განივჭრილში ოვალურია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან მიმართულია, კორპუსზე მიმჯდარია და ზუსტად მინდაოს ქვეშაა განლაგებული. ტერფი ღონიერია, მყარად და ოდნავ დახრილად დგას.
ნაკლი: შედარებით გაშლილი მხარ-ბეჭის კუთხე; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; ცოტათი შიგნით შებრუნებული (დამალული) ან განზე გამოყრილი იდაყვები; სუსტი ან შვეულად მდგარი, ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი (შიგნით შეტრიალებული), ან ბატატურა (გან-გან გადგმული) თათები.
ხინჯი: იგივე გადახრები _ მკვეთრად გამოხატული.


უკანა კიდურები

თეძოს და წვივის ძვალი გრძელია; მათი შესახსრების კუთხეები (მუხლისთავები) კარგად გამოხატულია; უკანა ტერფი მოკლეა და მშვიდად მყოფ ძაღლს თითქმის შვეულად უდგას; სანავარდოები (კოჭ-წვივის სახსრები) აუცილებლად უკან მიმართულია.
ნაკლი: ზედმეტად გამართული უკანა კიდურები; ერთმანეთთან ზედმეტად დაახლოებული ან მეტისმეტად დაშორებული სანავარდოები. "მორცხვი" დგომი _ შეტყუპული, ზედმეტად ახლომდგომი უკანა ფეხები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი ბრჭყალითურთ).


თათი

ცოტათი ოვალური ფორმისაა; მიკუმულია _ ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული თითებით. თითებშუა სწორი ბანალია ამობუჩქული. ბალიშები სქელი და უხეში აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.

კუდი

სწორია ან ხმლისებური, ნარნარად აგრძელებს ზურგის ხაზს; სიგრძეს რაც შეეხება, კუდის ბოლო მალა სანავარდო სახსარს ოდნავ უნდა ჩაცდეს. ძაღლს კუდი ზურგის ხაზის სიმაღლეზე ან ცოტა დაშვებული უჭირავს. კუდი შემოსილია სწორი ან ოდნავ შეტალღული (არავითარ შემთხვევაში _ ხუჭუჭა) ბანალით, რომელიც მარაოსებრ ჩამოშლილია _ ბეწვი, დაწყებული კუდის რიკიდან, თანდათანობით გრძელდება შუა ნაწილამდე, ბოლოსკენ კი ისევ მოკლდება.
ნაკლი: ზედმეტად გრძელი ან მოკლე; გვერდზე გადავარდნილი; აპრეხილი; ნამგლისებური კუდი.
ხინჯი: მოკაუჭებული კუდი.
:moderirebulia:
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
125 გვერდი V  « < 12 13 14 15 16 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (195 - 209)
ზაზა
პოსტი Aug 16 2010, 17:48
პოსტი #196


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ასეთია ჩამოსაყვანი,რომლის მშობლების ზუსტი მონაცემები ცნობილია.სხვა თემებში ვნახე,ხალხი კითხულობს უცხოეთიდან ლეკვის ჩამოყვანაზე,დაინტერესება არის და ვნახოთ.მე გამიხარდება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
strong
პოსტი Aug 17 2010, 12:05
პოსტი #197


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 143
რეგისტრ.: 29-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(zaza @ 16th August 2010 - 18:48) *
ასეთია ჩამოსაყვანი,რომლის მშობლების ზუსტი მონაცემები ცნობილია.სხვა თემებში ვნახე,ხალხი კითხულობს უცხოეთიდან ლეკვის ჩამოყვანაზე,დაინტერესება არის და ვნახოთ.მე გამიხარდება


მე ვარ დაინტერესებული საუკეთესო სისხლის შემოყვანით, მასეთი საქმისათვის ფულს არ დავინანებ თუ რათმაუნდა ფასიც შესაფერისი იქნება და პროცედურები ნერვების წყვეტის ფასად არ დამიჯდება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
strong
პოსტი Aug 17 2010, 12:15
პოსტი #198


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 143
რეგისტრ.: 29-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მაინტერესებს:
1. რა პროცედურებთან არის დაკავშირებული;
2.სავარაუდოდ, დაახლოებით რა თანხაზეა საუბარი;
3. ჯიში - პოინტერი, ხვადი (იტალიური ხაზი ძაან მომწონს)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Aug 17 2010, 13:18
პოსტი #199


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დაახლოებით 20 დღის წინ იყო ვარიანტი ერთ-ერთი საუკეთესო სისხლის პოინტერის ლეკვის ჩამოყვანისა,მაგრამ სამწუხაროდ მეორე ძაღლისთვის ადგილი არა მაქვს,მყავს უკვე პოინტერი.ფასი 600 ევროს ფარგლებში იყო.მშობლები-არასაბჭოთა,წმინდა ევროპული,საველეებზე მაღალი შედეგების მქონე.

strong

მიაკითხე კლუბს,სამთო ქიმიის შენობაში არიან,ოთხშაბათობით იქ ვიკრიბებით ხოლმე.

სწორედ იტალიური ხაზი იყო

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIGO
პოსტი Aug 18 2010, 07:05
პოსტი #200


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(strong @ Aug 17 2010, 13:15) *
მაინტერესებს:
1. რა პროცედურებთან არის დაკავშირებული;
2.სავარაუდოდ, დაახლოებით რა თანხაზეა საუბარი;
3. ჯიში - პოინტერი, ხვადი (იტალიური ხაზი ძაან მომწონს)


პროცედურებთან არა უფრო ფულთანაა დაკავშირებული, ლეკვის ფასი დაახლოებით 600 ევროდან დან იწყება და 1000-1200 ევრომდეც ადიც დათვას გააჩნია, ადგილზე. + გზა რა დაჯდება ეგ უკვე კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Aug 22 2010, 17:18
პოსტი #201


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



კარგი ლეკვი ღირს 800 ევრო და მეტი (მხოლოდ ლეკვი).

ზაზა
ციტატა(ზაზა @ Aug 17 2010, 14:18) *
დაახლოებით 20 დღის წინ იყო ვარიანტი ერთ-ერთი საუკეთესო სისხლის პოინტერის ლეკვის ჩამოყვანისა,მაგრამ სამწუხაროდ მეორე ძაღლისთვის ადგილი არა მაქვს,მყავს უკვე პოინტერი.ფასი 600 ევროს ფარგლებში იყო.მშობლები-არასაბჭოთა,წმინდა ევროპული,საველეებზე მაღალი შედეგების მქონე.

სწორედ იტალიური ხაზი იყო

მაგ ლეკვების იტალიელი მამა წელს გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი დიდ ძებნაში!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Giorgi_M
პოსტი Sep 24 2010, 23:06
პოსტი #202


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 236
რეგისტრ.: 28-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ნახეთ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ინგლისური სეტერი


წინა პოსტები წაიშალა, შესაბამისად პოსტი ჩასწორდა და ვიდეოც დავდე, არ აჩვენებდა. დააკოპორე მხოლოდ =ამათ შორის რაც არის= moderirebulia.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Sep 26 2010, 09:51
პოსტი #203


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Giorgi_M
კარგია, მაგრამ შორს ძებნა არ გვჭირდება, აქაც გვყავს სერიოზული სეტერები.

ეს ადრე თენგომ დადო. როსტიაშვილის სეტერები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Giorgi_M
პოსტი Sep 26 2010, 15:11
პოსტი #204


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 236
რეგისტრ.: 28-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ჭალიმგელა
ნოდარის პერი არის ჩემი ლეკვის მამა ასე რომ მე ვიცი ჩვენ რა სეტერბიც გვყავს newsmile090.gif .იმ ვიდეოს რაც შეეხება იქ ყურადღება უნდა მიაქციო იმ ძაღლის სტილს. ისე რო იცოდე ერთი ესეთი შორი ძებნის ხვადი ჩვენ არ გვაწყენდა ნამდვილად. newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Sep 26 2010, 15:20
პოსტი #205


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



არ გვაწყენდა კი არა ვოცნებობ ეგეთ ძაღლზე ,ეგ ძაღლი 40 გრადუსიან სიცხეში მთელი დღე ინადირებს იმ ტემპით რა ტემპითაც ჩვენები ნამიან დილას ნადირობენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Sep 26 2010, 18:17
პოსტი #206


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Giorgi_M
ეხ გიო, აღარ მიხსენო. ალბათ შენც გაიგებდი, სამი დღის წინ მომიკვდა ლავერაკი. უკვე დილით და ღამით ინსტიქტურად ვდგები და სასეირნოთ მიმყავს, კარებთან ვხვდები რომ ცოცხალი აღარაა. ვინც ნახა მისი ნადირობა იციან, მართლა კარგი ძაღლი იყო. მე ჩემი როგორ ვაქო, მაგრამ აღარ მგონია თუ მსგავსი ძაღლი ოდესმე მეყოლება.

პ.ს. მარტო ყნოსვა ვერ შველის ძაღლს, როგორც მონადირეს მარტო სროლა. მენტალიტეტია მთავარი. უბრალოდ რომ ვთქვა ჭკუა უნდა ქონდეს ძაღლს.

ისე მე მგონი ძაღლებსაც პოეტებივით და მხატვრებივით სიკვდილის მერე უფრო აფასებენ.

ეს იყო ბეტი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
samo
პოსტი Sep 26 2010, 19:43
პოსტი #207


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 223
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ჩემი ტობი 6 თვის




აბა როგორი ქალი დადგა ჩEმი ტობი.. ახლა 6 თვის არის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Sep 26 2010, 19:57
პოსტი #208


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



samo
აბა შენი პატარა ქალბატონის შესახებ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდე, ვისი სისხლებია, მშლობლები ვინეები არიან , საბუთიანია თუ არა დ ა.შ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Sep 26 2010, 20:23
პოსტი #209


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



Maverick მამა როსტიაშვილის სეტერია და დედა რუსთაველის სახელი არვიცი კარგი სისხლებია newsmile027.gif სამოს ლეკვი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
samo
პოსტი Sep 26 2010, 20:25
პოსტი #210


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 223
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Maverick მამა ნოდარ როსტიაშვილის პერია დედა კიდე რუსთავში ყავთ მარა მე იმის ზუსტი არ ვიცი აქ თუ არა საბუთები.. ისე კი მიტხრეს რო რაგაც საჩალიჩო იქნება მარა შეგიძლია საბუტები დაიტრიოო.. მარა არც შემიწუხებია თავი მართალი რო გიტხრათ newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

125 გვერდი V  « < 12 13 14 15 16 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th November 2025 - 21:08