კალმახა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

კალმახა
ვიტო
პოსტი Sep 28 2010, 12:00
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბარემ რომ არ ვიცი რა ვქნა ამასაც დავწერ, ივარგებს მგონი newsmile045.gif

ვარ ჩემთვის ამ გაზაფხულზე საკუთარ ეზოში და რატომღაც გამახსენდა, რომ ხალხს საკუთარ ეზოებში მოყავთ რაღაც
სოკოები და ვიფიქრე მე რით ვარ მაგათზე ნაკლებითქო? ავდექი, მივედი სამთო ქიმიის შენობაში სადაც "საქართველოს
მემამულეთა კავშირია" განთავსებული და საიდანაც ვიღებ ძირიტად კონსულტაციებს ბაღის და ბოსტნის მოვლის შესახებ და
ვეკითხები სოკოებზე რომლებიც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა მოიყვანოს მარტივი წესებით. აღმოჩნდა რომ მარტივი
კი არ ყოფილა ეს ყველაფერი არამედ ძალიან მარტივი. ძირითადად ქამაზე და კალმახაზე მესაუბრნენ. ბევრი მითხრეს
თუ ცოტა საბოლოო არჩევანი კალმახაზე გავაკეთე, უფრო მარტივი მომეჩვენა.

რა უნდა კალმახას: პირველ რიგში დაგვჭირდება ნებისმიერი ფოთლოვანი ხის მორები, სასურველია დიდი დიამეტრის,
სიმაღლესი დაახლოებით 30-40სმ. რადგან სოკო ხის ლპობის პროცესში ღვივდება, უფრო სწორედ ტენიანობის პირობებში
გადავწყვიტე მენახა შედარებით მსუბუქი ე.წ. მალე ლპობადი ხის ჯიში, კონსულტაციების შედეგად მივედი ალვის ხის არჩევნამდე.
სად ვიშოვოთ ალვის ხე: ბევრი რომ არ ვიაროთ ელექტრო ხერხით და ნაჯახით, თან არაკანონიერად რომ არ ვჩეხოთ
ბუნებრივი სიმდიდრე, მე გირჩევდით იპოვოთ თბილისში ნებისმიერი მერიაზე დაქვემდებარებული სამსახური რომელიც
დაკავებულია ქალაქში ზედმეტი ხეების ჭრით. მოკლედ მიხვალთ და ეტყვით თქვენ გასაჭირს, თუ იმ მომენტში ექნებათ ხომ
დაგამისამართებენ, თუ არადა გეტყვიან რომელიმე დღეს სადაც გეგმის მიხედვით ექნებათ ალვის ხე მოსაჭრელი, მიაკითხავთ და
გამოგატანენ, თან აჩუქებთ 2-3 თუმანს და მადლობასაც გეტყვიან newsmile05.gif
რამდენი მორია საჭირო: ეგ დამოკიდებულია თქვენ სურვილებზე და გურმანულ მოთხოვნილებებზე, აგრეთვე ოჯახში
რა რაოდენობის წევრებს უყვართ სოკო, მე მაგალითად ავიღე 8 მორი, გავყავი შუაზე დავადგი ერთმანეთს და გამომივიდა 2
კოლონა 3 შრით. ანუ მიწის შრე, პირველ და მეორეს შორის და მეორეს და მესამეს შორის.
თესვა:ბარემ გეტყვით იმასაც რომ სათესლე მასალის დამზადასაც არ უნდა ბევრი წვალება. რთული არც ეგ არის უბრალოდ
ხორბლის დაობებაა საჭირო, მაგრამ გარკვეულ პროცედურებს მაინც მოითხოვს. ასე რომ ეს ყველაფერი თავიდან რომ აიცილოთ,
მიბრძანდით ზემოთ არნიშნულ მისამართზედა პირდაპირ შეიძინეთ 1კგ-იან დაფასოებებში, ფასი თუ არ მეშლება იყო 7 გელა.
მე დამჭირდა 3 პაკეტი, წესით 2 ცალი უნდა მყოფნოდა, მაგრამ ხარბი თვალი რომ ექნება კაცს მაინც ზედმეტი ვიყიდე newsmile05.gif პაკეტი
იხსნება და იშლება მარტივ მამრავლებად, ანუ ვაფვიერებთ ობისგან გათეთრებულ ხორბლის მარცვლებს. ვასუფთავებთ კოლონის
დადგმის სავარაუდო ადგილს ბალახისგან და ვყრით მიწაზე, ვადგავთ პირველ მორს და ისევ ვაყრით თესლს, შემდეგ კვლავ
ვადგავთ და ვყრით... ვეცადოთ რომ პაკეტი 3 შრეზე გადანაწილდეს თანაბრად. პ.ს. ერთი დათესვა ყოფნის 3-4 წელი.
სად ავღმართოთ კოლონები: სასურველია ხის ქვეშ, ან ეზოს კუთხეში, ან ნებისმიერ ჩრდილიან ადგილში სადაც დღის
მანძილზე მზე ხშირად არ გაახურებს. ეს საჭიროა იმისთვის რომ ტენიანობა შენარჩუნდეს დიდი ხანი.
მოვლა:გავაკეთეთ ძირითადი სამუშაობი გაზაფხულის თბილი ამინდების დადგომასთან და ვიწყებთ მოვლას. ყველაზე
მთავარია არ დაგვავიწყდეს კოლონების დანამვა, შედარებით გრილ ამინდებში 4-5 დღეში ერთხელ, ხოლო ზაფხულის
ცხელ ამინდებში ყოველდღე. მე ზაფხულში ვცდილობდი რომ დაღამებისას მიმეშვა წყალი, რადგან ღამე უფრო დიდი ხანი ვერ
ახერხებს გაშრობას. თუმცა რამოდენიმე დღეც რომ გამოგრჩეთ რამე კატასტროფული არ მოხდება, უბრალოდ პირველი
მოსავალი ცოტა გადაინაცვლებს ვადებში.
მოსავლის აღება: ჩემ შემთხვევაში პირველი ტალღა მოარტყა მაისის ბოლოს, მაგრამ ამას ტალღა არ ერქვა, უფრო
იმის გამოვლინებას გავდა, რომ ზოგადად ყველაფერი წესრიგშია. ერთი კარგი დიდი ტაფა შეიბრაწა და ეგ იყო. ძირითადი ამოსვლა
ჩემთან დაიწყო ამ დღეებში. ასეთ რაოდენობას ნამდვილად არ ველოდი, ერთ მოკრეფაზე ავიღე 5კგ. კი ხვდებით რომ
ძალიან ბევრია, თან პატარ პატარა წამონაზარდები ყოველდღე ემატება. ასე რომ თესლის შეძენისას გაითვალისწინეთ რომ
ზედმეტი არ მოგივიდეთ newsmile05.gif პ.ს. სასიამოვნო ისიც არის რომ დაკრეფილ სოკოს ბევრი წმენდა არ ჭირდება, რადგან მწასტან შეხება
არ აქვს, მთავარია წყალი გავალოთ და ხელი მივახმაროთ.

ესეც პირველი მოსავალი, სულ 3 დღის წამონაზარდები





ცოტა რამ კულინარიაზე: უფრო სწორედ ზამთრისთვის შენახვაზე. რაოდენობის და გამო გადავწყვიტე მარინადის
გაკეთება, მგონი კონსერვიზაცია უფრო სწორე იქნება. ვიღებთ 3კგ კალმახას, ვრეცხავთ და ვჭითრით სასურველ ზომებად.
ვყრით, ვყრით ქვაბში და ვასხავთ 3 ლიტრ წყალს, ვამატებთ 5-6 დაფნის ფოთოლს და 10-15 მარცვალ შავი წიწაკისთესლებს.
წამოვადურებთ 5 წუთის განმავლობაში და გამოუცვლით წყალს. მომავალ წამოდუღებამდე ვნაყავთ 1 საშუალო ზომის
ნიორს და ვყრით ქვაბში. ვაგრძელებთ დუებას 30-40 წუთის განმავლობაში. გადმოგვაქვს სოკო საწურზე და ვაშრობთ,
მაგრამ დრჩენილ წვენს არ ვასხავთ, მისგან დამატებითი ნახარში უნდა გავაკეთოთ რასაც სოკოს ქილებში გადაღების შემდეგ გამოვიყენებთ
მათ შესავსებად. დარჩენილ წვენს ვადგავთ ისევ ცეცხლზე და ვაყრით 300-400 გრამ მარილს, წვენი საშუალოდ უნდა იყოს 1 ლიტრა
მაინც, თუ დაგაკლდათ ონკანის წყლი დაამატეთ. ვიღებთ მშრალ მიხაკს დაახლოებით ნახევარ მუჭას და მასაც ვყრით
ცეცხლე დამდგარ წვენში. ველოდებით წამოდუღებას და მარილის გახსნას.



ვიღებთ წინასწარ გასტერილებულ(მდუღარეში გავლებულ) ქილებს, მე მაგალითად პატარა ქილებს ვამჯობინებ. ვაწყობთ გადავსებამდე
სოკოს და ვასხავთ უკვე გამზადებულ წვენს იმ რაოდენობით სანამ ქილის პირი არ დაიფარება, ველოდებით 2 წუთი რომ წვენი კარგად
დაილექოს და ისევ ვამატებთ. საქმე გაკეთებულია. ველოდებით გაგრილებას და ვხუფავთ პლასტიკის თავსახურით, რატომ
ესე და არა რკინის სახუფით? არ ვიცი მაგდენი, უბრალოთ ყველამ ვისთანაც კონსულტაცია გავიარე ესე მირჩიეს newsmile05.gif დადგით
გრილ ადგილზე და ნებისმიერი სურვილის გაჩენის დროს ხელში გეჭირებათ მზა სოკო, რომელსაც მხოლოდ ტაფაზე კარაქში
მოხრუკვა დაჭირდება. სურვილი თუ გექნებათ სუნელებსაც მიამატებთ ცოტა არჟანს და პირდაპირ ტაფიდან არყის მიყოლებით მიირთმევთ.



არა ძალიან მაგარი ვარ რა, ესე კაცმა ყველაფერი ვიცოდე რავი აბა.... newsmile05.gif
გისურვებთ წარმატებებს newsmile045.gif






Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
11 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (15 - 29)
Maverick
პოსტი Sep 28 2010, 13:45
პოსტი #16


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ვიტო @ Sep 28 2010, 14:39) *
Maverick
ნატოს სიფათწიგნი ნახე? newsmile05.gif



ვნახე, გაოცებული და გაშმაგებული ვარ, გავა ეს ოხერი 1,5 თვეც და გესტუმრები, სუფთა ჰაერზე newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Sep 28 2010, 14:25
პოსტი #17


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვიტო

ღერძი ხარ, ღერძიიიიიი............
ისე, მაისის მერე ხელი ჩავიქნიე მაგ სოკოზე მე, მეგონა გახმა მეთქი თესლი რომ არ რწყავდი. თურმე კი არაა......
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Sep 28 2010, 14:31
პოსტი #18


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Maverick
ციტატა(Nikolo @ 28th September 2010 - 14:45) *
ვნახე, გაოცებული და გაშმაგებული ვარ, გავა ეს ოხერი 1,5 თვეც და გესტუმრები, სუფთა ჰაერზე

ალბათ დღეს მთელი დღე მანდ ვაგდივარ პიცის სიყვარულით და რაზე საუბრობთ რა ნახეო
სოკო მე იქ ვერ ვნახე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Sep 28 2010, 14:36
პოსტი #19


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ისე მე რამდენადაც ვიცი, ყველაზე მედეგი ხე არის წიფელი ანუ გვიან ლპება ხე და დიდხანს გრჩება მორი, ალვა შეიძლება 3 წელიწადში აღარ ვარგოდეს და წიფელი უფრო მეტ ხანს ძლებს. ჩემი სიძის მამა ჩალიჩობდა, მაგრამ იმას მიწაში ჰქონდა ჩადებული დაახლოვებით 20-30 სანტიმეტრი და მერე ზემოდან ჰქონდა კიდევ 20 სანტიმეტრამდე მორი დადებული. გაზაფხულიდან რომ იწყებდა, ოქტომბრამდე ჰქონდა მოსავალი....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Sep 28 2010, 15:15
პოსტი #20


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბარაქა გოგი! newsmile05.gif შენა და... რომ დატესავ მაგას ამდენი ხანი უნდა ელოდო? ანუ მაისში უმნიშვნელო "მოსავალი" მოგცა და ახლა უკვე სექტემბრის ბოლოა ე.ი. 4 თვე უნდა? ნიფიგასებე


ციტატა(chele @ 28th September 2010 - 15:36) *
ისე მე რამდენადაც ვიცი, ყველაზე მედეგი ხე არის წიფელი


თუ მაგრე ნმიდგა საქმე, ყველაძე მედეგი ხე არის აკაცია newsmile045.gif მიდი და იშოვე მაგის მორები newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Jager_Man
პოსტი Sep 28 2010, 15:18
პოსტი #21


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 144
რეგისტრ.: 6-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქუთაისი



ვიტო
შენ გაიხარე, ეს რა კარგი რამე გაგიკეთებია, გაგონილი კი მქონდა მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა small3d018.gif newsmile027.gif

დღეიდანვე დავიწყებ მაგ საკითხზე ზრუნვას
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Sep 28 2010, 15:50
პოსტი #22


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(vito @ 28th September 2010 - 14:39) *
დახურულ სივრცეში ქონდა თუ ვერანდაზე ან სადმე?

დახურულში...გარაჟის გვერდზე..რაღაც ოთახი აქვს. უბრალოდ ნესტს უნდა უძლებდეს იაქურობა. ის ოთახი მარტო ბეტონით იყო გალესილი მაგის გამო.
ციტატა(vito @ 28th September 2010 - 14:39) *
ჭერზე რატომ დაკიდა?

აბა რავიცი... ეგრე ასწავლეს დაა.. ალბათ დადგმაც შეიძლება...მაგრამ იმათ...ძირიდანაც სოკო გამოდიოდა... მოკლედ..ოთახში ეკიდა სვეტაბედ და სოკოში იყო ჩაფლული ყველა სვეტი. 2-3 დღეში ერთხელ იღებდნენ და თავიდან ამოდიოდა. უბრალოდ მაგას აქვს რესურსი(ყოველ შემთხვევაში ეგრე გვეგონა) ამოსვლას რო მოიკლებს..თავიდან უნდა დათესვა. ამისიც რო გაჩერდა....გაგრძელება დაეზარა და გადაყარა(მაინც მოლეულიაო) იქ კი რო დააწვიმა..ისეთი მოისხა დედა უტირე.... newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Sep 28 2010, 15:59
პოსტი #23


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Davitus

ქართველოოოოო, აკაციაზე სოკო გინახავს ოდესმეე??? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif მე ვიძახი ხეს, რომელსაც სოკო უჩნდება და შემდეგ ჩვენ მივირთმევთ..... თან წიფელის სოკო ბევრად გემრიელია.... მწყერი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Sep 28 2010, 16:08
პოსტი #24


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(chele @ 28th September 2010 - 16:59) *
თან წიფელის სოკო ბევრად გემრიელია..

წიფელზე ხის სოკო მოდის გადასარევად. მაგის მორს ჭრიან თხელ ფენებად (10-15 სმ სისქის) და იგივე მეთოდით თესავენ ფენა-ფენად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Sep 28 2010, 17:14
პოსტი #25


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ვიტო
შუაზე გაპობილი 2 მეტრიანი მორი (გაპობის შემდეგ რომ დაითესოს და ისევ დავადოთ ზემოდან მეორე ნახევარი), გვერდულად დადებული წავა?(ფართობში მაგრა მოუგებს ჩვეულებრივად დახერხილ 40 სმ მორებს)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Sep 28 2010, 17:26
პოსტი #26


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩელე
იყოს წიფელიც, მთავარია ფოთლოვანია, უბრალოდ ის არგუმენტი რომ უფრო დიდი ხანი გაძლებს
რაღაც ვერ ქაჩავს, არა მგონია ჩემმა მორებმა 5 წელი ვერ გაძლონ, მიწასთან შეხებაში მხოლოდ
ძირია და თუ ძალიან არ შეაწუხებ - ვგულისხმობ იმას რომ თუ არ გადაადგილებ რა უნდა დაემართოს?
როდესღაც კი ჩალპება და გამოცვლი რა ბოლობოლო. შენი სიძის მამა რასაც აკეთებს ეგეც კარგია,
მაგრამ ტყულად ზედმეტ ადგილს კარგავს, კოლონებად დალაგება მგონი ჯობია. რაც შეეხება ზაფხულში
მოსავლის მიღებას, მაგას მომავალ წელს ვნახავ თუ არ დამეზარა მთელი ზაფხული რწყვა.

ვაგრძელებ დაწყებულს. სტატია რაც დავწერე იყო გუშინ გადაღებული და დაკრეფილი
სოკოების, გოგიტა მეკითხებოდა მოსავლიანობაზე ხოდა ამას უყურეთ ეხლა. დავწერე რომ მეორე
მორზეც შევნიშნე პატარა წამონაზარდები, გუშინ იყვნენ დაახლოებით 3-4 მილიმეტრის რადიუსით
ქუდებზე და ეგეც მარტო ერთ წერტილში, ანუ ერთ ჯგუფში, მეტი ვერსად ვერ ვიპოვე. ეხლა შემოვედი
სახლში, უცბათ ჩავირბინე მეთქი ბიჭებისთვის გადავიღებ იმ წამონაზარდებს და რამოდენიმე დღეში
ქრონოლოგიურად მივყვები ზრდის პროცესის რეპორტსთქო ხოდა დღეს დამხვდა ეს სურათი.
როგორც ხედავთ უკვე 2-3 სანტიმეტრამდე გაიზარდნენ.



დავიწყე თვალის შევლება გარშემო რამე ახალი ხომ არ გამოიტანათქო და ვხედავ ამეებსაც newsmile05.gif
ტქვენგან მარცხენა სურათზე მარცხენა გვერძე ქერქთან დააკვირდით ბუწუწებს ეგეც სოკოებია..
მარჯვენაზე ისედაც ყველაფერი ნათლად ჩანს, ეს უკვე 3 ბუდობა ხომ დავვალეთ არა?



ვაგრძელებ

ვაააააახ, ვფიქრობ აქ კიდევ უნდა იყოს რამეთქო, შემოუარე, ავათვალიერე ჩავათვალიერე და რა შევამჩნიე,
ქერქს დააკვირდით სურათებიდან. ან მანდ რამ აიყვანა თესლი, ან რამ დაარტყა თავში, მოკლედ იმ ბზარშიც
ძალიან დიდი ტალღა მოაქვს, სავარაუდოდ 4-5 დღეში კიდევ სადმე თუ არ გამოიტანა რამე 5 კილოგრამზე
მეტს კიდევ ავიღებ. ეს უკანასკნელი არ მომეწონა სიმართლე გითხრათ, თუ არ მეშლება და რამე მწერის
კვერცხები არ არის მაქედან გამოსული ქერქს გადამიძრობს რაც იმოქმედებს სინესტის შენარჩუნებაზე, თუმცა
ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდებია. პირველი სურათი მხოლოდ ქვედა ნაწილი, მეორე ზედა და იმის ზევითაც
ეჭვი მაქვს რომ რაღაც ახალი მოდის. აი თეთრად რომ ჩანს ეგეც ობივით გამოიყურება და რას იზავს არ ვიცი ჯერ.
მგონი ძალიან ზედმეტი დავთესე newsmile05.gif



პ.ს. ვინმემ საკონსერვაციო რეცეპტი ხომ არ იცით? ჩემი რეცეპტისგან განსხვავებული.......

ეს კიდევ შორიდან ხედი თუ როგორ გამოიყურებიან კოლონები, თუ შემთხვევით მოგინდათ
ამ პრინციპით ააგეთ. სადმე კუთხეში და მოჩრდილულ ადგილში, ყველაფერი კარგად იქნება newsmile05.gif






შალვა
ციტატა(shalva @ 28th September 2010 - 18:14) *
შუაზე გაპობილი 2 მეტრიანი მორი (გაპობის შემდეგ რომ დაითესოს და ისევ დავადოთ ზემოდან მეორე ნახევარი), გვერდულად დადებული წავა?(ფართობში მაგრა მოუგებს ჩვეულებრივად დახერხილ 40 სმ მორებს)

დაზუსტებულად ვერ გეტყვი შალო, მე ესე ავაგე მცოდნეების კონსულტაციების მიხედვით
და გარკვეული ლიტერატურის მიხედვით. ანუ რაღაც აზრი ესეთ კონსტრუქციას უნდა ქონდეს,
როდესაც ვიკითხე რომ ეგ 40-იანები შუაზე რომ გავჭრა და 2 ცალი 20-იანი მივიღოთქო ხომ
აჯობებსთქო, მითხრეს რომ ესეა სასურველიო, თორე დაგვარი აზრები მეც მომივიდა თავში.
თუმცა მგონია რომ არაფერი არ დაშავდება მაგით, ჩემი აზრით მორის უფრო დიდხანს გაძლების
მიზნით გვირჩევენ ეგრე ხოდა მეც აღარ გავრისკე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Sep 28 2010, 17:35
პოსტი #27


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ვიტო
ეტყობა არასწორად დავსვი შეკითხვა, მორი რგოლებათ კიარ უნდა დაიხერხოს არამედ აი ჰოთდოგისთვის რომ ჭრიან ბულკს newsmile090.gif აი ისთე. მოკლედ რომ გნახავ ბოდილენგვიჯით აგიხსნი newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Sep 28 2010, 17:42
პოსტი #28


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



შალვა
მივხვდი კაცო, მაგაზე გიპასუხე ზუსტად newsmile05.gif უბრალოდ კიდევ სხვა მაგალითი მოვიყვანე newsmile05.gif
ალბათ არაფერი არ დაშავდება, უბრალოდ ცოტა არაკომფორტულიც იქნება, ვივარაუდებ
რომ ყოველი დაკრეფისას შეიძლება გაინძრეს ზედა ან ქვედა ნაჭერი და ობიც შეწუხდეს.
თუ გადაწყვიტე დათესვა მაინც ჩემნაერ მეთოდს გირჩევდი, მოსახერხებელია უბრალოთ, თან გატესტილი newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Sep 28 2010, 17:44
პოსტი #29


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(vito @ 28th September 2010 - 18:42) *
თუ გადაწყვიტე დათესვა მაინც ჩემნაერ მეთოდს გირჩევდი, მოსახერხებელია უბრალოთ, თან გატესტილი

ეგრეც მოვიქცევი!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Sep 28 2010, 20:55
პოსტი #30


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ვიტო
ეხლა შენ ერთ სვეტში გიდევს 4 მორი
ეს მორები რო აიღო და კიდევ შუაზე გადაჭრა,უფრო მეტ მოსავალს არ მოგცემს?თუ წყლის მარაგი დააკლდება?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

11 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd June 2025 - 04:38