IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ძუა სპინინგისთვის – "მონო" თუ დაწნული
troutbaiter
პოსტი Sep 4 2009, 07:43
პოსტი #101


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 730
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ძალიან ხშირად ჩნდება კითხვა, რომელი ძუა სჯობს _ "მონო" თუ დაწნული. ცალსახა პასუხი არ არსებობს, ორივეს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. პატარა, სწრაფ სხარტ თევზებზე მონადირე სპინინგისტის პოზიციიდან მაინც `მონოსკენ~ ვიხრები. დიდი ხნის განმავლობაში დაწნული ძუის ერთგული ვიყავი. მას ახასიათებს სატყუარის გატარებისას შესანიშნავი მგრძნობელობა, იძლევა მსუბუქი სატყუარას დიდ მანძილზე გადაგდების შესაძლებლობს, საკმაოდ ცვეთამედეგია. გარდა ამისა პატივს ვცემდი მის შესანიშნავ წყვეტის გამძლეობას, რის შედეგადაც ყრუ ჩაბმებისას ვობლერებს კიდევ უფრო იშვიათად ვკარგავდი. უტყუარი არგუმენტებია? ვისთვის როგორ. . . ერთ-ერთ გასულ წელს გამოყვანისას თორმეტამდე მსხვილი თევზი გამექცა, მომდევნო წელს კი ისევ `მონოს~ დავუბრუნდი. პირველივე თევზაობებმა დაამტკიცა ჩემი არჩევანის სისწორე _ არცერთი დიდი თევზი აღარ გამქცევია. “მონოს” სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ იგი გამჭვირვალე და ნაკლებად ხილვადია თევზისათვის, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს წმინდა წყალში დიდ თევზზე ნადირობისას. ამავე დროს “მონოს” წელვადობა მშვენივრად ამორტიზაციას უზრუნველყოფს მსხვილი თევზის ინტენსიური წინააღმდეგობისას.
რაც შეეხება დაწნულს, მას ხშირად სხვადასხვა ფერად ღებავენ, შესაძლებელია იგი თევზსაც აფრთხობდეს, ხოლო მისი ამორტიზაციის უქონლობა აშკარად უარყოფითად მოქმედებს თევზის გამოყვანისას. უარყოფითი მხარეებისაგან ცალკე უნდა აღვნიშნოთ, რომ დაწნულით თევზაობა სპინინგისტისგან მეტ ყურადღებასა და აუჩქარებლობას მოითხოვს. გარკვეული მოთხოვნები წაეყენება აგრეთვე ჯოხსა და კოჭასაც. ჟოხი აღჭურვილი უნდა იყოს ცვეთამედეგი რგოლებით, კოჭა კი იდეალურად უნდა აწყობდეს ხვიებს და სასურველია აღჭურვილი იყოს ტიტანის ნიტრიდით დაფარული ძუის დამწყობის გორგოლაჭით. არასათანადო აღჭურვილობის გამოყენებისას და უყურადღებო, აჩქარებული მოქმედებებისას ხშირია კოჭიდან ხვიების რგოლებად გადმოცვენა, აბურდვა, ანკესის წვერზე გადახვევა და სხვა უსიამოვნო მოვლენები.
მაგრამ, მიუხედავად ამ უარყოფითი მოვლენებისა დაწნული შეუცვლელია დიდ სიღრმეებზე ჯიგის მეთოდით თევზაობისას, უმჯობესია ტვიჩინგის დროსაც.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- troutbaiter   ძუა სპინინგისთვის – "მონო" თუ დაწნული   Sep 4 2009, 07:43
- - გიორგი   რავი მე სულ პოვერ პ...   Oct 5 2010, 23:58
- - T A M P L I E R   აი ვიტოს კი იცოცხლ...   Oct 6 2010, 02:08
- - troutbaiter   იცის პპ-მ ეგეთი ფოკ...   Oct 6 2010, 06:30
- - dmoral   მადლობა ყურადღები...   Oct 6 2010, 21:23
- - ვიტო   მე მგონია რომ გახლ...   Oct 7 2010, 10:09
- - dmoral   მეც მაგრად დამტანჯ...   Oct 7 2010, 13:53
- - DATKA   წნულ ძუის აბურდვას...   Oct 8 2010, 11:10
|- - troutbaiter   ციტატა(DATKA @ Oct 8 2010, 12...   Oct 8 2010, 11:35
- - ბესო   ციტატა(troutbaiter @ 8th October ...   Oct 9 2010, 09:29
- - LeoTaso   გამარჯობათ დამწყე...   May 26 2012, 13:58
- - КАА   LeoTaso თუ არ ტევზაობ tvich...   May 28 2012, 22:03
- - LeoTaso   КАА გასაგებია , მადლ...   May 28 2012, 23:08
|- - КАА   QUOTE (LeoTaso @ May 29 2012, 00:08) КА...   Jun 4 2012, 07:44
- - იაშკა   ეს მემგონი ორივეს ...   May 28 2012, 23:19
- - 16gauge   გაუმარჯოს ბიჭებს...   Jun 20 2015, 10:20
- - LeoTaso   16gauge მონოს გავს ეგ ძ...   Jun 21 2015, 09:33
- - 16gauge   გაიხარე მადლობა რჩ...   Jun 21 2015, 10:14
2 გვერდი V  < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th May 2025 - 01:28