ძუა სპინინგისთვის – "მონო" თუ დაწნული |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ძუა სპინინგისთვის – "მონო" თუ დაწნული |
Sep 4 2009, 07:43
პოსტი
#101
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ძალიან ხშირად ჩნდება კითხვა, რომელი ძუა სჯობს _ "მონო" თუ დაწნული. ცალსახა პასუხი არ არსებობს, ორივეს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. პატარა, სწრაფ სხარტ თევზებზე მონადირე სპინინგისტის პოზიციიდან მაინც `მონოსკენ~ ვიხრები. დიდი ხნის განმავლობაში დაწნული ძუის ერთგული ვიყავი. მას ახასიათებს სატყუარის გატარებისას შესანიშნავი მგრძნობელობა, იძლევა მსუბუქი სატყუარას დიდ მანძილზე გადაგდების შესაძლებლობს, საკმაოდ ცვეთამედეგია. გარდა ამისა პატივს ვცემდი მის შესანიშნავ წყვეტის გამძლეობას, რის შედეგადაც ყრუ ჩაბმებისას ვობლერებს კიდევ უფრო იშვიათად ვკარგავდი. უტყუარი არგუმენტებია? ვისთვის როგორ. . . ერთ-ერთ გასულ წელს გამოყვანისას თორმეტამდე მსხვილი თევზი გამექცა, მომდევნო წელს კი ისევ `მონოს~ დავუბრუნდი. პირველივე თევზაობებმა დაამტკიცა ჩემი არჩევანის სისწორე _ არცერთი დიდი თევზი აღარ გამქცევია. “მონოს” სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ იგი გამჭვირვალე და ნაკლებად ხილვადია თევზისათვის, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს წმინდა წყალში დიდ თევზზე ნადირობისას. ამავე დროს “მონოს” წელვადობა მშვენივრად ამორტიზაციას უზრუნველყოფს მსხვილი თევზის ინტენსიური წინააღმდეგობისას.
რაც შეეხება დაწნულს, მას ხშირად სხვადასხვა ფერად ღებავენ, შესაძლებელია იგი თევზსაც აფრთხობდეს, ხოლო მისი ამორტიზაციის უქონლობა აშკარად უარყოფითად მოქმედებს თევზის გამოყვანისას. უარყოფითი მხარეებისაგან ცალკე უნდა აღვნიშნოთ, რომ დაწნულით თევზაობა სპინინგისტისგან მეტ ყურადღებასა და აუჩქარებლობას მოითხოვს. გარკვეული მოთხოვნები წაეყენება აგრეთვე ჯოხსა და კოჭასაც. ჟოხი აღჭურვილი უნდა იყოს ცვეთამედეგი რგოლებით, კოჭა კი იდეალურად უნდა აწყობდეს ხვიებს და სასურველია აღჭურვილი იყოს ტიტანის ნიტრიდით დაფარული ძუის დამწყობის გორგოლაჭით. არასათანადო აღჭურვილობის გამოყენებისას და უყურადღებო, აჩქარებული მოქმედებებისას ხშირია კოჭიდან ხვიების რგოლებად გადმოცვენა, აბურდვა, ანკესის წვერზე გადახვევა და სხვა უსიამოვნო მოვლენები. მაგრამ, მიუხედავად ამ უარყოფითი მოვლენებისა დაწნული შეუცვლელია დიდ სიღრმეებზე ჯიგის მეთოდით თევზაობისას, უმჯობესია ტვიჩინგის დროსაც. |
|
|
|
troutbaiter ძუა სპინინგისთვის – "მონო" თუ დაწნული Sep 4 2009, 07:43
გიორგი რავი მე სულ პოვერ პ... Oct 5 2010, 23:58
T A M P L I E R აი ვიტოს კი იცოცხლ... Oct 6 2010, 02:08
troutbaiter იცის პპ-მ ეგეთი ფოკ... Oct 6 2010, 06:30
dmoral მადლობა ყურადღები... Oct 6 2010, 21:23
ვიტო მე მგონია რომ გახლ... Oct 7 2010, 10:09
dmoral მეც მაგრად დამტანჯ... Oct 7 2010, 13:53
DATKA წნულ ძუის აბურდვას... Oct 8 2010, 11:10
troutbaiter ციტატა(DATKA @ Oct 8 2010, 12... Oct 8 2010, 11:35
ბესო ციტატა(troutbaiter @ 8th October ... Oct 9 2010, 09:29
LeoTaso გამარჯობათ
დამწყე... May 26 2012, 13:58
КАА LeoTaso
თუ არ ტევზაობ tvich... May 28 2012, 22:03
LeoTaso КАА
გასაგებია , მადლ... May 28 2012, 23:08
КАА QUOTE (LeoTaso @ May 29 2012, 00:08) КА... Jun 4 2012, 07:44
იაშკა ეს მემგონი ორივეს ... May 28 2012, 23:19
16gauge გაუმარჯოს ბიჭებს... Jun 20 2015, 10:20
LeoTaso 16gauge
მონოს გავს ეგ ძ... Jun 21 2015, 09:33
16gauge გაიხარე მადლობა რჩ... Jun 21 2015, 10:14![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th November 2025 - 09:44 |