ქართული ნაგაზი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ქართული ნაგაზი |
![]()
პოსტი
#151
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 31 რეგისტრ.: 11-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
giigi იქნებ მიმასწავლო სად იყიდება. ჩემი ვიღაცამ იჩუქა! ჩემი ნაცნობია მაგ წიგნის მთარგმნელი და გამომშვები. მე გამოვართმევ უახლოეს პერიოდში და შეგეხმიანებით, წიგნის ღირებულება იქნება 10 ლარი. [quote name='ღლიღვა' date='Oct 18 2010, 20:42' post='114037'] giigi ნებისმიერი ერის (ეთნოსის) გარკვეულ ტერიტორიაზე ადგილობრივი წარმოშობის საკითხი და ტერიტორიული პრეტენზიები (საზღვრები) დასთურდება ამ ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებით, ბუნებრივი გეოგრაფიული საზღვრებით (ზღვა, მდინარე, ქედი და ა.შ.) და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორებით. ამიტომ როდესაც რომელიმე სხვა ეთნოს სურს დაიმკვიდროს მოპოვებული ტერიტორია, იგი იწყებს დაპყრობილ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ისტორიული სიმკვიდრის ან მითვისებას ან განადგურებას.ზუსტად ამ ფაქტორებითაა გამოწვეული, რომ არის ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის მითვისების მცდელობები (წიგნები, ეკლესიები და სხვა ცოცხალი თუ სხვ ძეგლები). როდესაც მონროლებმა დაიპყრეს ჩინეთი, თავიდან მათაც სცადეს მიეთვისებინათ ან ჩაენაცვლებინათ ჩინურ კულტურა. ვინაიდან ჩინეთი გაცილებით განვითარებული კულტურის ქვეყანა იყო ეს ვერ მოხერხდა და მონღოლური დინასტია გაითქვიფა ჩინურ კულტურაში. ასეთივე მიდგომით ხელმძრვანელობდა ჩვენი მეზობელი, როდესაც დაიპყრო კავკასია. კავკასიაში საკუთარი დამწერლობა მხოლოდ ჩვენ და სომხებს ქონდათ. დანარჩენები იყენებდნენ არსებულ ანბანებს. დიდი რუსიფიკაციის მცდელობის მიუხედავათ ენას ვერაფერი მოუხერხეს, ვინაიდან არსებობდა ბევრი ისტორიული წერილობიტი ნაშრომი. დანარცენი ეთნოსები კი გადაიყვანეს რუსულ ანბანზე. შემდგომი საკითხი იყო ეროვნული თვიდმყოფადობის შეცვლა. ვინაიდან კავკასია ძირითადათ აგრარული იყო და არის კიდეც დაიწყო ადგილობრივი,ენდემური და აბორიგენული სოფლის მეურნეობის განადგურება. ასე განადგურდა ქართული ხორბლის ჯიშები, იყო სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა გადაჯიშების (განადგურების) მცდელობა და ბევრი სხვა საკითხი. ნამეტანი რომ არ გავაგრძელო ამ თემაში დასმული კავკასიური თუ ქარტული ნაგაზის თემაც. ისე რომ ერთის მხრივ საკიტხი ვითომ ეხება ძაღლ და მთლიანობაში სოციალურ-პოლიტიკურ ელფერს იძენს. თუ გადავხედავთ ბოლო წლებში რუსეთში გამოცემულ ლიტერატურას ვნახავთ, რომ ისინი უკვე პირდაპირ წერენ ”кавказкая овчарка ето исконо руская порода” განათლებული ადამიანი ხართ და მომავალშიც ნუ დაიზარებთ თქვენი ცოდნის ჩვენთვის გაზიარებას. |
|
|
![]()
პოსტი
#152
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 33 რეგისტრ.: 11-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ღლიღვა
მოგესალმებით, ნამდვილად საინტერესო პოსტია...........თქვენის ნებართვით რამოდენიმე კითხვას დაგისვამთ. ![]() ციტატა ცნება კავკასიური ნაგაზი შემოიღეს კომუნისტებმა, რაც მათი იმპერიალისტური პოლიტიკის ნაწილი იყო, რომელიც კავკასიის თვითმყოფადობის დაკნინებაზე იყო მიმართული. ცნება კავკასიური ნაგაზის შემოღებით, რანაირად კნინდებოდა კავკასიის თვითმყოფადობა? ციტატა ისე, რომ შემოსულმა ტომებმა მოიყოლეს თავიანტი ძარლები, რომლებიც შემდგომ მათთან კავკასიის მკვიდრ, ქართულ ნაგაზსს შეერია. ეს დაახლოვებით რა პერიოდში მოხდა? ციტატა მოკლებეწვიანი პოპულაცია სავარაუდოტ შეიქნმა საუკუნეების წინ შუააზიური ნაგაზთან შეჟვარების შედეგათ და მას ახასიატებს სტების ძაღლისათვის მაღალი ფეხები. ამ ჯიშის მოკლებეწვიან, ღირსეულ წარმომადგენლებს არანაირად არ ახასიათებთ მაღალი ფეხები - გრძელბეწვიან პოპულაციასთან შედარებით. ციტატა ძალიან რომ აღარ გავაგძელო 1930 წლებში რუსთმა გაიყვანა თავის პიტომნიკებში საქართველოდან ქართული ნაგაზის საუკეტესო ეგზემპლიარები და დაიწყო სხვა და სხვა სახის შეჯვარებები "მოსკოვსკაია სტოროჯევაის" გამოსაყვანათ. შეჯვარებაში გამოიყენეს სემბერნარი,გერმანული ნაგაზი და სხვ. ამ შეჯვარების შედეგათ მიიღეს დიდი რაოდენობის ქართულ ნაგაზის მზგავსი ნაჯვარები რომელთა სისტემატიზაცია ვერ ხერხდებოდა. ამდენათ რუსეთის წამყვანმა კინილოგმა მაზოვერმა შექმნა ე.წ. კავკასიური ნაგაზის სტანდარტი, რომელსაც საფიძვლათ ქართული ნაგაზის მონაცემები დაუდო (ამას თვითონვე აღიარებს თავის იმდროინდელ ნაშრომებსი, ხოლო შემდგომ გამოცემებში ეს თემა რუსებმა ამოიღეს საერთოდ). "მოსკოვსკაია სტოროჟევაიას" გამოყვანა დაიწყეს ომის შემდეგ 40-იანი წლების ბოლოს და არა 30-იან წლებში. კავკასიური ნაგაზის სტანდარტი კი ნამდვილად 30-იანი წლების დასაწყსში დაიწერა მაზოვერის მიერ ("მოსკოვსკაია სტოროჟევაიას გამოყვანის დაწყებამდე). ციტატა ამ სტანდარტის ტანახმათ ყოველი ზარლი, რომელიც კონსტიტუციური მოტხოვნებით აკმაყოფილებს ქარტული ნაგაზის მოტხოვნებს კავკასიური ნაგაზის ჯისის სტანდარტს შეესაბამება, ხოლო ძარლის ბეწვის ფერების გამა მხოლოდ ცისარტყელას ჩამოუბარდება ))) ქართულ ნაგაზს არ ახასიათებს ყავისფერი (ეს ქვისის ფერია და ან სენბერნარის ან აზერბაიჯანული პოპულაციის კვალია), ე.წ. შავი ქანმარი წელზე (ეს გერმანული ნაგაზის კვალია), არ არის შავი და კიდევ ბევრი სხვა მომენტებია, რომელიც რუსებმა დაუსვეს კავკასიური ნაგაზის სტანდარტში, რომელიც ქარტულ ნაგაზს არ ახასიატებს. არც ეს შეესაბამება დიდად სიმართლეს........ არც ყავისფერი შეფერილობაა კავკასიური ნაგაზის სტანდარტით დაშვებული და არც "შავი ქამარი წელზე". ხოლო სენბერნარიდან შემოსულ ყავისფერ შეფერილობას რაც შეეხება - სენბერნარის გენომში საერთოდ არ მოიძებნება ყავისფერი შეფერილობის განმსაზღვრელი გენი . ციტატა მოკლედ აგარ გადაგღლით ბევრი წერა-კითხვით მაგრამ ერტი რამ ცხადია - რუსებმა ეგეც აგვახიეს, როგორც ბევრი სხვა ((( P:ს იმედია არ ვაწყენინე რომელიმე ნაგაზის პატრონს ! უბრალოდ არის ისტორიული ფაქტები რომელსაც ვერ წაუხვალ ! ხოლო ნებისმიერი ზაღლი ცვენი ოჯახის წევრი და მეგობარია დაინტერესებულ ფორუმელებს ვურჩევ გადაამოწმონ ეს ფაქტები. ![]() პატივისცემით andro ph ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#153
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 639 რეგისტრ.: 17-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#154
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
andro ph
ღლიღვა საინტერესო დისკუსიაა, არანაირად არ უხვევთ თემას, ეგრე გააგრძელეთ ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#155
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 639 რეგისტრ.: 17-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#156
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 33 რეგისტრ.: 11-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ღლიღვა
ციტატა მოგესალმებით და მოხარული ვარ რომ ამ საკითხმა მსჯელობა გამოიწვია. სამწუხაროდ მე ჯერ ვერ ვწერ ესე ციტატების გამოყოფით და ვე თანაც ეს იმდენათ ფარტო ტემაა, რომ ასე წერით გამიძნელდება პასუხების გაცემა. მაგალითად რითი კნინდებოდა და იმით რომ რუსეთი კავკასიაში მოსული ეტნოსია, ხოლო კავკასიური ნაგაზი კი დრეისათვის მისი კუთვნილება გამოდის. რუსების კუთვნილება იმიტომ გამოდის, რომ მათ შეძლეს იმ პირობების დაკმაყოფილება, რასაც საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაცია ითხოვს ჯიშის დასარეგისტრირებლად. მათ ამ ჯიშისთვი რუსული ნაგაზიც რომ ეწოდებინათ, დარწმუნებული იყავით, რომ ამ ჯიშს დაარეგისტრირებდნენ რუსულ ნაგაზად. და ინგლისელებს რომ დაეკმაყოფილებინათ საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის მოთხოვნები ჯიშის დასარეგისტრირებლად და ჯიშისთვის ეწოდებინათ ლივერპულური ნაგაზი, ისინიც შეძლებდნენ ამ ჯიშის ზემოთხსენებული სახელით დარეგისტრირებას. ნამდვილად არ ვიცი რომელ ისტორიულ წყაროებს ეყრდნობა ქართული ნაგაზის შერევა - შემოსული ტომების ძაღლებთან, მაგრამ მგონი ამ სიტყვებით თქვენთითონ თქვით, რომ ქართული ნაგაზი გადაშენდა. გამომდინარე აქედან, ალბათ ლოგიკურიც არის, რომ სახელიც შეცვლოდა. ჩემი აზრით რუსებმა კიდევ დაგვინდეს და პატივი გვცეს იმით, რომ ჯიშს ეს სახელი შეუნარჩუნეს და ჯიშის ოფიციალურ სტანდარტში საქართველოც მოიხსენიეს - როგორც ჯიშის გავრცელების ერთ-ერთი არეალი. ციტატა რაც შეეხება "მოსკოვსკაია სტოროჟევაიას გამოყვანის დაწყების თარიღს არსებობს ორი მიდგომა, ერთი ის თუ როდის დაიწყო ცდრბი ამ საკითხთან მიმართებაში და მეორე თუ როდის დაფიქსირდა იგი როგორც ოფიციალური სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება. რაიმე დამადასტურებელი წყარო შეგიძლიათ მიმითითოთ იმისა, რომ ეს ცდები 30-იან წლებში დაიწყო? http://mstor.info/2009/09/29/istorija_sozdanija.html ციტატა ამ პერიოდსი ასევე დაიწყო თუშური ცხვრის მეტიზაცია (შეჯვარება) სხვა ჯიშის შექმნის მიზნით და კიდევ ბევრი სხვა. სამწუხაროთ ეს საწყალი ისტორია ყველამ ისე წერა ვისაც როგორ აწყობდა და ჭეშმარიტებას ჯერ კიდევ როდის მივაგნებთ. ანუ თქვენ თვლით, რომ თუშური ცხვარი საქართველოს ადგილობრივი ცხვარია და ის თავის დროზე მეტისიზაციის გზით არ არის მიღებული? ასეულობით ჯიში გამოუყენებიათ სხვა ჯიშის მისაღებად, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გამოყენებული ჯიში მაინცდამაინც უნდა გადაგვარდეს. ციტატა რაც შეეხება შეფერილობას მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ევროპული გამოფენის პრიზიორი საქართველოდან ჩაყვანილი ხვადი სიმბა იყო, რომლის შეფერილობაც თეთრი-ყავისფერია. არ იყო სიმბა თეთრ-ყავისფერი. სიმბა იყო თეთრ-წითური. მეტ ნაკლებად ვერკვევი ძაღლის შეფერილობის გენეტიკაში და ამას დაზუსტებით გეუბნებით. ყავისფერი შეფერილობის ძაღლს, ყველა ვარიანტში ცხვირი უნდა ჰქონდეს ყავისფერი. ციტატა ვხედავ კარგად ერკვევიტ ან საკითხებში და მაგიტომ ასე მოგწერთ. მე ვსაუბრობდი მაღალფეხიანობის ინდექსზე, მკერდის სირმის, სიმაღლე მინდაოში და ტანის ირიბი სიგრზის ფარდობით მაჩვენებლებზე, რომლების კონსტიტუციურ თავისებურებას ასახავენ. ხო და მოკლებეწვიან ინდივიდებს, გრზელბეწვიანებთან შედარებით მაღალფეხიანობის მეტი ინდექსი ახასიათებთ. ეს რაიმე კვლევების შედეგად არის დადგენილი თუ უბრალოდ თქვენი დასკვნაა ? რამდენადაც მახსოვს, მაღალფეხიანობის ინდექსის გამოსათვლელად საერთოდ არ გვჭირდება ტანის ირიბი სიგრძის განაზომი. სიმაღლე მინდაოში - გულ-მკერდის სიღრმე ------------------------------------------------ X 100 სიმაღლე მინდაოში ციტატა რაც შეეხება სენბერბარის გენომში ყავისფერი გენის არ არსებობას ვერ შეგედავები (არ მაქვს შესაბამისი ინფორმაცია) მაგრამ მისი ფენოტიპური ყავისფერი შეფერილობა იმდენად მდგრადად გადაეცემა თაობებს, რომ ეგ უკვე ჯიშობრივ თავისებურებაზე და გენეტიპურ თვისებაზე მიგვანისნებს. თქვენ რომ ყავისფერს ეძახით, ეგ არის ან წითური შეფერილობა ან სიასამურისფერი. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#157
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 639 რეგისტრ.: 17-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#158
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 33 რეგისტრ.: 11-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ციტატა ჩემს პოსტში მე არ მიმითითებია მაღალფეხიანობის ინდექსის გამოთვლის მეთოდი, მე ჩამოვთვალე რამოდენიმე განაზომი, რომლითაც სელექციონერები ინდივიდთა თავისებურებებს სწავლობენ. ხოლო ზოგადათ სელექციაში 15-მდე ასეთი განაზომი გამოიყენება, და 8-10 ინდექსი გამოითვლება. გასაგებია ![]() ციტატა რაც შეეხება ცხვარს აქ მაგას აღარ შევეხები, უბრალოდ ვიტყვი რომ ვას სოფლის მეურნეობის მეც. დოქტორი, პროფესორი და 26 წერზე მეტია ვმუსაობ საქართველოს ცხვრისა და თხის სელექციის საკითხებზე. ამდენად ეს ყველაფერი ჩემი უფროსი კოლეგების და პირადათ ჩემი სამეცნიერო ნასრომებსია ასახული, რომლების ჯერ კიდევ საბედნიეროთ მოიპოვება. ძაან სასიამოვნოა თქვენნაირ განათლებულ ადამიანთან საუბარი. ალბათ ბევრი თქვენი კოლეგა-მეგობრის სტუდენტი ვიყავი რამოდენიმე წლის წინ. (შეიძლება პირადად თქვენიც) ![]() და იქნებ მაინც გააცნოთ მათ თუშური ცხვრის წარმომავლობა, ვისაც თქვენს ნაშრომებამდე არ მიუწვდება ხელი. ![]() ციტატა რაც შეეხება ყავისფერი თუ წითური არ ვდაობ. არ ვიცი სტანდარტად რაა მიცნეული, მაგრამ 15 წლის მერე შემოვლილი მაქვს მთა და ბარი მეცხვარეებთან ერთად და ეგეთი შეფერილობის ძაღლები ქართველ მწემსებთან არ მინახია და მე ქართულ ნაგაზზე მაქვს საუბარი. დარწმუნებული ვარ აქ ბევრია ისეთი ადამიანი ვისაც არაერთხელ ქონია მეცხვარეებთან შეხება და თავად ნახავდნენ ამას. ![]() იქნებ მითხრათ, გენეტიკურად რა სხვაობაა ამ ძაღლისა და სიმბას შეფერილობაში? ეს ძაღლი არის საკმაოდ ცნობილი ყაზბეგელი აბორიგენი "ხოდა". ციტატა ზუსტად ისაა საწყენი, რომ ჯისის სტანდარტათ გამოყენებულია ქართული პოპულაციის მონაცემები და დამატებული აქვს ცვენი ძაღლისათვის არადამახასიატებელი ნიშან-თვისებები. შეფერილობის გარდა, კიდევ გაქვთ რომელიმე ნიშან-თვისებაზე საუბარი? |
|
|
![]()
პოსტი
#159
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 639 რეგისტრ.: 17-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#160
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 33 რეგისტრ.: 11-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ციტატა ის რომ ქართული ნაგაზის (მეცხვარულას) რამოდენიმე პოპულაციაა უდავოა (მათ შორის ახალციხურიც). ის რომ ეს პოპულაციები რამდენადმე განსხვავდებიან ესაც გასაგებია და ისიც რომ ყაზბეგის პოპულაციას, აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულთან შედარებით თუნდაც შეფერილობაში აღინეშნება წითურიც და ყავისფერიც (მართალია შემისწორეთ მაგრამ თქვენს მიერ დასახელებული ვართანიანი თაბად აღნიშნავს ამას КОГДА мать. Брола 1977 г. рождения, окрас светло-палевый, (вл. Геладзе Г.). Крупный, 74 см в холке. Глубоко внутрипородного типа, эффектный, величественный, компактный, физически развитый кобель. Голова крупная, с широким почти плоским лбом. Переход к мощной короткой морде плавный. Морда прямоугольной формы почти не суживающаяся к мочке носа. Мочка носа коричневая, некрупная. ისე მართლა ურჩევ ამ წიგნის წაკითხვას ყველას ვინც ამ საკითხით არის დაინტერესებული და ჩემი მოსაზრებები აქ წაიკითხა ) ყავისფერი შეფერილობის ცხვირი სტანდარტით დასაშვებია მხოლოდ თეთრ და ღია ჩალისფერი ძაღლებისთვის. ყავისფერი ბეწვია კავკასიური ნაგაზის სტანდარტისთვის მიუღებელი. ციტატა რაც ხეეხება აქ მოტანლ ფოტოზე ასახულ ძაღლისა და სიმბას გენოტიპის შEდარებას, ვერაფერს ვიტყვი რადგან მათი გენოტიპების დამადასტურებელი არავითარი საბუთი არ მაქვს, ხოლო რაც შეეხება ფონოტიპურ სხვაობას, თუ სიმბას ფოტოსაც დადებთ თავად გამოჩნდება. ფენოტიპით არ შეგვიძლია რომ გენოტიპზე ვიმსჯელოთ? ![]() ციტატა და ბოლოს მე მაქვს შეკითხვა (აქამდე ხომ სულ მე გპასუხობდით) - რა არის ქართული ნაგაზი და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი ? ჯიში "ქართული ნაგაზი" ჩემთვის ოფიციალურად არ არსებობს ![]() ხალხის გარკვეული ნაწილი ამ სახელით მხოლოდ მოკლებეწვიან კავკასიურ ნაგაზს მოიხსენიებს, ხოლო ზოგიც კავკასიური ნაგაზის ყველა ტიპს........ |
|
|
![]()
პოსტი
#161
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 639 რეგისტრ.: 17-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#162
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 33 რეგისტრ.: 11-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ღლიღვა
თქვენც მადლობა. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#163
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 21 რეგისტრ.: 16-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ღლიღვა
ბოლო პერიოდში აქტიურად უწევდნენ რეკლამას თართს.ოფიციალურად თუ ქართული ნაგაზის ცნება არ არსებობს ,გამოდის რომ თართზე საუბარი ფუჭია?(მაინტერესებს როგორც გულშემატკივარს) |
|
|
![]()
პოსტი
#164
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#165
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 639 რეგისტრ.: 17-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2025 - 02:44 |