კალმახის ჭერის იურიდიული ასპექტები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

12 გვერდი V  « < 7 8 9 10 11 > »   
Reply to this topicStart new topic
კალმახის ჭერის იურიდიული ასპექტები, რა წერია კანონში ამის შესახებ ?!!?
ბესო
პოსტი Oct 19 2010, 23:29
პოსტი #121


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Beso @ 20th October 2010 - 00:09) *
- - პუნქტი 9 -- თევზჭერის საკითხებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს ეს კანონი და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები


ანუ ამ ნორმებზეა ხომ საუბარი, რომელიც დეტალურ აკრძალვებს გვაუწყებს?


ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 00:18) *
კი ბატონო, ნამდვილად ეგრეა


ანუ ამაზე გვაქვს ხომ საუბარი?

ციტატა(Beso @ 30th August 2010 - 20:13) *
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულება


რომლის ბოლო ცვლილებაც 2010 წლის აგვისტოთი თარიღდება ან შეიძლება კიდევ უფრო ბოლო ცვლილბაც იყოს მას მერე რაც მე თვალყურს არარ ვადევნებ, ??? newsmile05.gif

ანუ იგივე
ციტატა(Beso @ 30th August 2010 - 20:13) *
(ბრძანება N 512)



ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 00:26) *
აკრძალულ


No Chance At All!! newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სტუმარი_NickAdams_*
პოსტი Oct 19 2010, 23:31
პოსტი #122





სტუმარი


ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(ბესო @ Oct 20 2010, 00:28) *
ანუ ამაზე გვაქვს ხომ საუბარი?



რომლის ბოლო ცვლილებაც 2010 წლის აგვისტოთი თარიღდება ან შეიძლება კიდევ უფრო ბოლო ცვლილბაც იყოს მას მერე რაც მე თვალყურს არარ ვადევნებ, ??? newsmile05.gif

ანუ იგივე


ბესო ეგ დებულებაა, დებულებიდან რომც ამოიღონ აკრძალვა ან პირდაპირაც რომ დართონ ჭერის ნება, მაინც აკრძალული იქნება მანამ, სანამ წითელი წიგნიდან არ ამოიღებენ, იმიტომ რომ წიგნს უპირატესი იურიდიული ძალა აქვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 19 2010, 23:42
პოსტი #123


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 00:31) *
ბესო ეგ დებულებაა, დებულებიდან რომც ამოიღონ აკრძალვა ან პირდაპირაც რომ დართონ ჭერის ნება, მაინც აკრძალული იქნება მანამ, სანამ წითელი წიგნიდან არ ამოიღებენ, იმიტომ რომ წიგნს უპირატესი იურიდიული ძალა აქვს.


შენი სიტყვებით, რომ ვთქვათ - საკუთარ თავს ეწინააღმდეგები!
ციტატა(Nick Zurabishvili @ 19th October 2010 - 23:54) *
საერთოდ ნებადართულია უპრობლემოდ, მაგრამ სპეციალური ნორმებით დადგენილია შეზღუდვა, აქაც მოქმედებს ნორმატიული აქტების შესახებ კანონი, სადაც წერია სპეციალურ ნორმებს უპირატესობა ენიჭებათ ზოგადი ნორმების მიმართ


ანუ თუ წითელი წიგნი გვეუბნება, რომ ეს წითელი ნუსხის ეგზემპლაების გაემოდან ამოღება რეგულირდება კანონოთ "ცხოველთა სამყაროს შესახებ" და ეს უკანასკნელი კანონი კი ზოგად ნორმებს გვაძლევს და სპეციალური ნორმებისკენ მიგვითითებს, ხოლო ეს უკანასკნელი სპეციალური ნორმები კი ღაღადებს, რომ: "სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა კალმახზე დაშვებულია"!!!!!!!!!!!!!!! მაშინ რა ვქნათ??????????????

ციტატა(Beso @ 30th August 2010 - 20:13) *
- მუხლი 7 -- თევზჭერის აკრძალვის ვადები, ადგილები.
- - პუნქტი 3 - აკრძალულია თევზჭერა გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზაობისა:
და მოყვება ვრცელი სია იმ ადგილებისა სადაც არის აკრძალული გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზაობისა
- მუხლი 8 - ჭერააკრძალული თევზის სახეობები
სადაც წერია, 1 პუნქტის ქვეპუნქტებში - ა), ბ), გ), ნახსენებ თევზის სახეობებზე აკრძალულია თევზაობა მთელი წლის განმავლობაში,
ხოლო დ)
კალმახი (მდინარის, ტბის) - 1 ოქტომბრიდან, 1 იანვრამდე.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სტუმარი_NickAdams_*
პოსტი Oct 19 2010, 23:50
პოსტი #124





სტუმარი


ნიკის ჩასმა
ციტირება



თუ წითელი წიგნი გეუბნება, რომ თუ ცხოველთა სამყაროს შესახებ კანონში წერია ნებადართულიაო, მაშინ ნებადართულია, იმიტომ რომ ორივე კანონია, და ცხოველთა სამყაროს შესახებ კანონი სპეციალური კანონი გამოვა წითელი წიგნის მიმართ, მაგრამ თუ ეგეთ რამეს კანონი დაუშვებს, მაშინ ჯერ წითელი წიგნიდან უნდა ამოიღონ, აბსურდი გამოვა, ანუ ცხოველთა სამყაროს შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის და ნების დართვის იურიდიული საფუძველი უნდა იყოს ის რომ კალმახს სიიდან ამოიღებენ, შენი მოყვანილი მაგალითი ისევ კოლიზიასთან მიდის, იმიტომ რომ ერთი კანონი მიგვითითებს მეორეზე და ეს მეორე კიდე დებულებაზე, რომელიც პირველ, უმთავრეს კანონს ეწინააღმდეგება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 19 2010, 23:56
პოსტი #125


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 00:50) *
ისევ კოლიზიასთან მიდის, იმიტომ რომ ერთი კანონი მიგვითითებს მეორეზე და ეს მეორე კიდე დებულებაზე, რომელიც პირველ, უმთავრეს კანონს ეწინააღმდეგება


ხოდა რომელია უმტავრესი კანონი - არ თქვა ეხლა წითელი წიგნიო, ვინაიდან კანონი სითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ გვეუბნება, რომ მე შევდგები კანონისაგან "ცხოველთა სამყარო შესახებო, რომელიც მე კალმახზე თევზაობის ნებას მრთავს! ანუ:
ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 00:50) *
თუ წითელი წიგნი გეუბნება, რომ თუ ცხოველთა სამყაროს შესახებ კანონში წერია ნებადართულიაო, მაშინ ნებადართულია
და შესაბამისად აღარანაირ კოლიზიასთან საქმე აღარ გვაქვს!!! ესეა? newsmile05.gif

ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 00:50) *
აბსურდი გამოვა, ანუ ცხოველთა სამყაროს შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის და ნების დართვის იურიდიული საფუძველი უნდა იყოს ის რომ კალმახს სიიდან ამოიღებენ


აფსურდი კი არ გამოდის! ვინაიდან კანონი წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ ამბობს, რომ მე ვკრძალავ ჩემს ნუსხაში მოხვედრილი ტაქსონების ბუნებიდან ამორებას გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც კანონში "ცხოველთა სამყაოს შესახებ" არის არწერილიო და იქ რაც არის არწერილი უკვე ზეპირად ვიცით newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სტუმარი_NickAdams_*
პოსტი Oct 20 2010, 00:01
პოსტი #126





სტუმარი


ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(ბესო @ Oct 20 2010, 00:53) *
ხოდა რომელია უმტავრესი კანონი - არ თქვა ეხლა წითელი წიგნიო, ვინაიდან კანონი სითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ გვეუბნება, რომ მე შევდგები კანონისაგან "ცხოველთა სამყარო შესახებო, რომელიც მე კალმახზე თევზაობის ნებას მრთავს! ანუ: და შესაბამისად აღარანაირ კოლიზიასთან საქმე აღარ გვაქვს!!! ესეა? newsmile05.gif


არა, ეგ დებულებაში წერია, რომ აკრძალულია მხოლოდ 1 ოქტომბრიდან, 1 იანვრამდე.

ციტატა(ბესო @ Oct 20 2010, 00:56) *
ხოდა რომელია უმტავრესი კანონი - არ თქვა ეხლა წითელი წიგნიო, ვინაიდან კანონი სითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ გვეუბნება, რომ მე შევდგები კანონისაგან "ცხოველთა სამყარო შესახებო, რომელიც მე კალმახზე თევზაობის ნებას მრთავს! ანუ: და შესაბამისად აღარანაირ კოლიზიასთან საქმე აღარ გვაქვს!!! ესეა? newsmile05.gif



აფსურდი კი არ გამოდის! ვინაიდან კანონი წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ ამბობს, რომ მე ვკრძალავ ჩემს ნუსხაში მოხვედრილი ტაქსონების ბუნებიდან ამორებას გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც კანონში "ცხოველთა სამყაოს შესახებ" არის არწერილიო და იქ რაც არის არწერილი უკვე ზეპირად ვიცით newsmile035.gif


მაგრამ იქვე გიწერია წითელ ნუსხაში არსებული ობიექტების ამოღება მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისთვისო,

+ამას მთავარი მაინც წითელი წიგნია, ისევე როგორც კანონმდებლობა აკოკნკრეტებს კონსტიტუციას და თუ რომელიმე კანონი ეწინაარმდეგება კონსტიტუციას, მაშინ კანონი ბათილია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 20 2010, 00:07
პოსტი #127


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ამას შეგვიძლია დავუმატოთ მორალური მხარეც, ანუ... კანონში წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ - კალმახი შედის VU ჯგუფში ანუ ამ ჯგუფს ესე ქვია "ტაქსონი არ დგას გადაშენების საფრთხის წინაშე, მაგრამ შეიძლება მომავალში დადგეს გადაშენების საფრთხის წინაშე!" რაც ჩემი ღრმა რწმენით არის აფსურდი ვინაიდან ჩვენ თითოეული შეიძლება დავდგეთ გადაშენების საფრთხის წინაშე, თუ სათანადო პატრონაჟი არ განხორციელდება! და ამ ლოგიკით საქართველოს მთელი ფლორა და ფაუნა შეიძლება ამ ჯგუფს მივაკუთვნუთ + მოსახლეობაც... ამიტომ ვამბობ, რომ ჯობია ელექტრიკებს ერთად ვებრძოლოთ ნებისმიერი კანონიერი მეთოდით!

ჩვენს ფორუმზე ამის პრეცედენტი დაფიქსირდა, რასაც ბევრი მუქარა და დიდი რეზონანსი მოყვა, მაგრამ "უარესს" ვიზავთ! ელექტრიკებთან ერთად ერთ საზოგადოებაში ვერ ვიცხოვრებთ!!! newsmile05.gif

ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 01:01) *
მაგრამ იქვე გიწერია წითელ ნუსხაში არსებული ობიექტების ამოღება მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისთვისო,


მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისთვისო + იმ შემთხვევებშიც, რომელსაც კანონი "ცხოველთა სამყაროს შესახებ" არეულირებსო!!!!!

ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 01:01) *
+ამას მთავარი მაინც წითელი წიგნია, ისევე როგორც კანონმდებლობა აკოკნკრეტებს კონსტიტუციას და თუ რომელიმე კანონი ეწინაარმდეგება კონსტიტუციას, მაშინ კანონი ბათილია


სად წერია, რომ წითელი წიგნი არის მთავარი? მასინ, როდესაც წითელი წიგნი ამბობს, რომ მე შევდგები საქართველოს კონსტიტუციისგანდა კანონისგან "ცხოველთა სამყაროს სესახებო"!!! რომელი ყოფილა მთავარი? newsmile05.gif

ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 01:01) *
არა, ეგ დებულებაში წერია


კი მაგრამ ამ დებულებაზე აპელირებას აკეტებს კანონი "ცხოველთა სამყარო შესახებ" და მეუბნება ის წაიკითხეო, ხოლო კანონზე "ცხოველთა სამყარო სშესახებ, კი წითელი წიგნი მეუბნება, რომ მაგას მოუსმინეო!! ხოდა რა უფლება გვაქვს, რომ არ მოვუსმინოთ? newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სტუმარი_NickAdams_*
პოსტი Oct 20 2010, 00:08
პოსტი #128





სტუმარი


ნიკის ჩასმა
ციტირება



აი ამაში გეთანხმები 1235233183519639% - ით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 20 2010, 00:17
პოსტი #129


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 01:08) *
აი ამაში გეთანხმები 1235233183519639% - ით


იურისტი რომ მეთანხმება უკვე კარგია newsmile05.gif ხოდა ჩემო ნიკა, ჩვენ ერთ მხარეს ვდგევართ. ერთმნიშვნელოვნად მინდა კლუბის სახელით განვაცხადო, რომ ყველაფერს ბრაკონიერულს ვებრძვით!!! შესაბამისად არ შევეგუებით არაფერს, რაც ჩვენს მორალში ვერ ჯდება!!! ეხლა შენთან ახლოს მყოფ თემას მინდა შევეხო.. fly Fishing-ის ყველაფერი ჩამოვიტანე, ანუ ეკიპირებული ვარ "ოტ ი დო" მაგრამ ჯერ ხელი არ გამინძრევია, ვინაიდან მე არ ვთვლი საქმედ კარასის ჭერას ამ მეთოდით, ეს მეთოდი შეიქმნა გარკვეული მიზნისთვის და მიუხედავად იმისა, რომ მერე დიდი განვითარება ჰპოვა და დღეს ყველა თევზი იჭირება ამ მეთოდით, მე მაინც მომხრე ვარ, რომ მისი პირველადი დანიშნულებით გამოვიყენო ეს მეთოდი, ამიტომ ნუ აყვები ფორუმებზე არსებულ პანიკას, newsmile05.gif არ არის კალმახი გადაშენების საფრთხის წინაშე და ვერც ვერასოდეს ვერ დადგება მისი ბუნებიდან გამომდინარე, მაგრამ კატასტროფულად არის შემცირებული იმ წყალსატევებზე სადაც დენს უბაყუნებენ! ამიტომ თუ შენი სურვილიც იქნება, დაგვიდექი გვერდში პატიოსანი, სამოყვარულო, სპორტული მეთოდებით ამ თევზის ჭერის აგიტაცია პროპაგანდაში და მე მგონი ამაზე უკეთეს საქმეს ჩვენ ამ ჯერზე ვერ გავაკეთებთ! ჩვენი მხრიდან კი დიდი გზა განვლვეთ, და სულ მცირე ხანში იმედი გვაქვს, რომ ამ მცირე "გაუგებრობების" გამაქარწყლებელი კანონი (ან მისი შესწორება) გამოვა და ამ კითხვას საბოლოოდ დაესმევა წერტილი, მაგრამ მთავარი ომი მერე დაიწყება!! ანუ ბრძოლა იმისთვის, რომ იმ კანონით ბრაკონიერების "გაპრავება" არ მოხდეს!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სტუმარი_NickAdams_*
პოსტი Oct 20 2010, 00:19
პოსტი #130





სტუმარი


ნიკის ჩასმა
ციტირება



მარტივი სქემა-წიგნი-კანონი-დებულება, წიგნი გეუბნება კანონი არეგულირებსო, კანონი გეუბნება აკრძალულიაო საერთოდ რახან წითელ წიგნშიაო და მიგითითებს დებულებაზე, სადაც წერია რომ აკრძალულია ქვირითობისას, დებულება ეწინაარმდეგება წიგნსაც და კანონსაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ცვლილებების შეტანა დაავიწყდათ, კოლიზია-მოქმედებს კანონი

ციტატა(ბესო @ Oct 20 2010, 01:17) *
იურისტი რომ მეთანხმება უკვე კარგია newsmile05.gif ხოდა ჩემო ნიკა, ჩვენ ერთ მხარეს ვდგევართ. ერთმნიშვნელოვნად მინდა კლუბის სახელით განვაცხადო, რომ ყველაფერს ბრაკონიერულს ვებრძვით!!! შესაბამისად არ სევეგუებით არაფერს, რაც ჩვენს მორალში ვერ ჯდება!!! ეხლა შენთან ახლოს მყოფ ტემას მინდა შევეხო.. fly Fishing-ის ყველაფერი ჩამოვიტანე, ანუ ეკიპირებული ვარ "ოტ ი დო" მაგრამ ჯერ ხელი არ გამინძრევია, ვინაიდან მე არ ვთვლი საქმედ კარასის ჯერას ამ მეთოდიტ, ეს მეტოდი შეიქმნა გარკვეული მიზნისთვის და მიუხედავად იმისა, რომ მეე დიდი განვითარება პოვა და დღეს ყველა თევზი იწირება ამ მეთოდით, მე მაინც მომხრე ვარ, რომ მ ისი პირველადი დანიშნულებით გამოვიყენო ეს მეთოდი1 ამიტომ ნუ აყვები ფორუმებზე არსებულ პანიკას, newsmile05.gif არ არის კალმახი გადაშენების საფრთხის წინაშე და ვერც ვერასოდეს ვერ დადგება მისი ბუნებიდან გამომდინარე, მაგრამ კატასტროფულად არის შემცირებული იმ წყალსატევებზე სადაც დენს უბაყუნებენ! ამიტომ თუ შენი სურვილიც იქნება, დაგვიდექი გვერდში პატიოსანი, სამუყვარულო, სპორტული მეთოდებით ამ თევზის წერის აგიტაცია პროპაგანდასი და მე მგონი ამაზე უკეთეს საქმეს ჩვენ ამ ჯერზე ვერ გავაკეთებთ1 ჩვენი მხრიდან კი დიდი გზა განვლვეტ, და სულ მცირე ხანში იმედი გვაქვს, რომ ამ მცირე "გაუგებრობების" გამაქარწყლებელი კანონი (ან მისი სესწორება) გამოვა და ამ კიტხვას საბოლოოდ დაემევა წერტილი, მაგრამ მთავარი ომი მერე დაიწყება!! ანუ ბრძოლა იმისთვის, რომ იმ კანონით ბრაკონიერების "გაპრავება" არ მოხდეს!


გაიხარე, დიდი მადლობა, ოღონდ ჯერ ამოიღონ წითელი წიგნიდან newsmile090.gif მანამდე ხრამული და მისი ჯანი, უდიდესი სიამოვნებაა დამიჯერე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 20 2010, 00:23
პოსტი #131


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 01:19) *
კანონი გეუბნება აკრძალულიაო საერთოდ რახან წითელ წიგნშიაო

1 მუხლი მაინც მიპოვე კანონში სადაც ამას ამბობს! კანონი მეუბნება დაშვებულიაო, ოღონდ დებულების შეზღუდვები გამოიყენეო, და ეს დებულება კი ზღუდავს ქვირითობას!!!!

ანუ
ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 01:19) *
მარტივი სქემა-წიგნი-კანონი-დებულება


წიგნი:
ციტატა(Beso @ 30th August 2010 - 20:13) *
საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" სფეროს შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, "გარემოს დაცვის შესახებ" და "ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.


კანონი:
ციტატა(Beso @ 30th August 2010 - 20:13) *
- მუხლი 26 -- ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობა
- - პუნქტი 1 -- საქართველოს მოქალაქეებს პირადი (ინდივიდუალური) მოხმარებისა და ესთეტიკური, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი და სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით უფლება აქვთ ისარგებლონ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობის ფორმით.
- - პუნქტი 2 -- საერთო სარგებლობა ხორციელდება ცხოველთა სამყაროსათვის რაიმე ზიანის მიყენებისა და მისი ობიექტების ბუნებრივი გარემოდან ამოღების გარეშე (გარდა ამ კანონის 21 მუხლის მე-6 პუნქტსა და 30-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოყვანილი შემთხვევებისა)
- - პუნქტი 4 -- ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო ფორმით სარგებლობა უფასოა და არ საჭიროებს ლიცენზიას
- მუხლი 30 -- თევზჭერა
- - პუნქტი 1 -- თევზჭერად ითვლება თევზის, წყლის უხერხემლოთა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვება, აგრეთვე სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (წყალქვეშა ნადირობის ჩათვლით)
- -პუნქტი 3 -- ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ საერთო სარგებლობის ფორმით თევზჭერისა და წყალსარგებლობის დადგენილი წესების დაცვით აწარმოონ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (მათ შორის წყალქვეშა ნადირობა) და წყლის უხერხემლოთა მოპოვება პირადი (ინდივიდუალური) მოხმარების მიზნით საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევში, გარდა იმ წყალსატევებისა და წყალსატევების უბნებისა, რომლებიც უჭირავთ ნაკრძალებს ან სპეციალური წყალსარგებლობის ობიექტებს (თევზის საშენეები, გუბურები, თევზის სხვა კულტურული მეურნეობები და ა.შ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
- - პუნქტი 9 -- თევზჭერის საკითხებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს ეს კანონი და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები


დებულება:
ციტატა(Beso @ 30th August 2010 - 20:13) *
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულება (ბრძანება N 512)
- მუხლი 7 -- თევზჭერის აკრძალვის ვადები, ადგილები.
- - პუნქტი 3 - აკრძალულია თევზჭერა გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზაობისა:
და მოყვება ვრცელი სია იმ ადგილებისა სადაც არის აკრძალული გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზაობისა
- მუხლი 8 - ჭერააკრძალული თევზის სახეობები
სადაც წერია, 1 პუნქტის ქვეპუნქტებში - ა), ბ), გ), ნახსენებ თევზის სახეობებზე აკრძალულია თევზაობა მთელი წლის განმავლობაში,
ხოლო დ) კალმახი (მდინარის, ტბის) - 1 ოქტომბრიდან, 1 იანვრამდე.

დანართ 2-ში მოყვანილია თევზის მინიმალური, ზომა, რომლის ქვევითაც თევზი უნდა დაუბრუნდეს წყალსატევს:
და წერია, რომ კალმახი მდინარის - 190 მმ
კალმახი ტბის - 320 მმ


ანუ ყველაფერი ლოგიკური, მარტივი და გასაგებია! newsmile05.gif

ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 01:19) *
მანამდე ხრამული და მისი ჯანი, უდიდესი სიამოვნებაა დამიჯერე


შანსი არ აქვს ხრამულს newsmile05.gif 2-3 კვირის წინ 2 კილოიანი ხრამულები და ჭანარები ვიჭირე, მაგრამ.......... NO CHANCE AT ALL!!! newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 20 2010, 00:46
პოსტი #132


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დღეს საკმაოდ დიდი დრო დავუთმე ამ თემას და სხვა თემები გვერზე მომრჩა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დრო ფუჭად არ დამიკარგავს, და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მაინც მივედით, რომ კალმახზე თევზაობა არც არასდროს ყოფილა აკრძალული და ეხლაც იგივე სიტუაციაა! ქვირითობა ცალკე მომენტია და ეს კანონებს არც ეხება, აქ თითოეული მეთევზის ვალია, რომ ეტიკეტი დაიცვას. ამასთანავე მინდა ცალსახად დავაფიქსირო ჩვენი უაღრესად უარყოფითი დამოკიდებულება ელექტრო-შოკური აპარატის და სხვა მავნებლური მეთოდების გამოყენების მიმართ! კალმახი არის მტაცებელი, შესაბამისად მას ადამიანის გარდა სხვა მტერი არ ყავს, ადამიანის მტრობა კი გამოიხატება იმაში, რომ ამაზრზენი, ბრაკონიერული, ამორალური და უკანონო მეთოდები არ უნდა გამოიყენოს ამ სახეობაზე თევზჭერის დროს! და ანკესით, კანონიერ ვადებში და ზომების დაცვით თევზაობით ვერასდროს ვერ გაწყვეტ ამ ჯიშს. გაწყვეტ კი არა კვალსაც ვერ დაატყობ!!!!!!!
ამიტომ ჩვენ რისიც გვწამს და რასაც "ვაწვებით" და ვახორციელებთ ალბათ ისევ ძალაშია! - მეტი პატიოსანი მეთევზე=ნაკლებ ბრაკონიერს!!!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სტუმარი_NickAdams_*
პოსტი Oct 20 2010, 09:01
პოსტი #133





სტუმარი


ნიკის ჩასმა
ციტირება



არ შეიძლება დებულება ეწინააღმდეგებოდეს კანონს, ხომ გავიარეთ ეგ თემა, მთავარი კანონი გიკრძალავს (წიგნი) მეორე კანონი ეთანხმება და მიგითითებს დებულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება წიგნს, დამთავრდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Oct 20 2010, 09:54
პოსტი #134


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



მე როგორც მივხვდი აქ უპირველესად დიდი ყურადღება ექცევა წითელი წიგნიდან ამოღებას, ანუ წითელი წიგნია მთავარი?
თუ ეს ასეა, მაშინ რატო არაა გადახედილი 1981 წლის შემდეგ? ნუთუ 29 წლის მანძილზე რამე სახეობა არ გამრავლდა? ან ახალი არ მივიდა გადაშენების პირას?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 20 2010, 10:24
პოსტი #135


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Nick Zurabishvili @ 20th October 2010 - 10:01) *
არ შეიძლება დებულება ეწინააღმდეგებოდეს კანონს, ხომ გავიარეთ ეგ თემა


გავიარეთ მაგრამ არა ამ ლოგიკით! გკითხე 1 მაგალითი მაინც მიჩვენე სადაც წიგნი მიკრძალავს მეთქი და ვერ მოგყავს მაგალითი და მაშინ როგორღა კრძალავს???

წიგნი მეუბნება კალმახთან დაკავშირებული ურთიერთობები თუ გაინტერესებს მიმართე მეორე კანონსო და ეს მეორე კანონი კი მეუბნება სამოყვარულო და სპორტული თევზჭერით ითევზავე უპრობლემოდ ოღონდ დებულების ვადები დაიცავიო. აქედან დასკვნა, დაშვებულია!!! და არავითარი დებულება არ ეწინააღმდეგება კანონს (წიგნს). და რომც ეწინააღმდეგებოდეს, წითელ წიგნს, მაინც არ აქვს ამ წიგნს უპირატესი ძალა ვინაიდან კანონი ცხოველთა სამყაროს შესახებ ასევე არის კანონი და თან უფრო ბოლო დამატებებით და ცვლილებებით არის! - ეს ისე თორემ დღეს-დღეობით არც წითელი წიგნი კრძალავს!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

12 გვერდი V  « < 7 8 9 10 11 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th June 2025 - 20:21