კალმახა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კალმახა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბარემ რომ არ ვიცი რა ვქნა ამასაც დავწერ, ივარგებს მგონი
![]() ვარ ჩემთვის ამ გაზაფხულზე საკუთარ ეზოში და რატომღაც გამახსენდა, რომ ხალხს საკუთარ ეზოებში მოყავთ რაღაც სოკოები და ვიფიქრე მე რით ვარ მაგათზე ნაკლებითქო? ავდექი, მივედი სამთო ქიმიის შენობაში სადაც "საქართველოს მემამულეთა კავშირია" განთავსებული და საიდანაც ვიღებ ძირიტად კონსულტაციებს ბაღის და ბოსტნის მოვლის შესახებ და ვეკითხები სოკოებზე რომლებიც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა მოიყვანოს მარტივი წესებით. აღმოჩნდა რომ მარტივი კი არ ყოფილა ეს ყველაფერი არამედ ძალიან მარტივი. ძირითადად ქამაზე და კალმახაზე მესაუბრნენ. ბევრი მითხრეს თუ ცოტა საბოლოო არჩევანი კალმახაზე გავაკეთე, უფრო მარტივი მომეჩვენა. რა უნდა კალმახას: პირველ რიგში დაგვჭირდება ნებისმიერი ფოთლოვანი ხის მორები, სასურველია დიდი დიამეტრის, სიმაღლესი დაახლოებით 30-40სმ. რადგან სოკო ხის ლპობის პროცესში ღვივდება, უფრო სწორედ ტენიანობის პირობებში გადავწყვიტე მენახა შედარებით მსუბუქი ე.წ. მალე ლპობადი ხის ჯიში, კონსულტაციების შედეგად მივედი ალვის ხის არჩევნამდე. სად ვიშოვოთ ალვის ხე: ბევრი რომ არ ვიაროთ ელექტრო ხერხით და ნაჯახით, თან არაკანონიერად რომ არ ვჩეხოთ ბუნებრივი სიმდიდრე, მე გირჩევდით იპოვოთ თბილისში ნებისმიერი მერიაზე დაქვემდებარებული სამსახური რომელიც დაკავებულია ქალაქში ზედმეტი ხეების ჭრით. მოკლედ მიხვალთ და ეტყვით თქვენ გასაჭირს, თუ იმ მომენტში ექნებათ ხომ დაგამისამართებენ, თუ არადა გეტყვიან რომელიმე დღეს სადაც გეგმის მიხედვით ექნებათ ალვის ხე მოსაჭრელი, მიაკითხავთ და გამოგატანენ, თან აჩუქებთ 2-3 თუმანს და მადლობასაც გეტყვიან ![]() რამდენი მორია საჭირო: ეგ დამოკიდებულია თქვენ სურვილებზე და გურმანულ მოთხოვნილებებზე, აგრეთვე ოჯახში რა რაოდენობის წევრებს უყვართ სოკო, მე მაგალითად ავიღე 8 მორი, გავყავი შუაზე დავადგი ერთმანეთს და გამომივიდა 2 კოლონა 3 შრით. ანუ მიწის შრე, პირველ და მეორეს შორის და მეორეს და მესამეს შორის. თესვა:ბარემ გეტყვით იმასაც რომ სათესლე მასალის დამზადასაც არ უნდა ბევრი წვალება. რთული არც ეგ არის უბრალოდ ხორბლის დაობებაა საჭირო, მაგრამ გარკვეულ პროცედურებს მაინც მოითხოვს. ასე რომ ეს ყველაფერი თავიდან რომ აიცილოთ, მიბრძანდით ზემოთ არნიშნულ მისამართზედა პირდაპირ შეიძინეთ 1კგ-იან დაფასოებებში, ფასი თუ არ მეშლება იყო 7 გელა. მე დამჭირდა 3 პაკეტი, წესით 2 ცალი უნდა მყოფნოდა, მაგრამ ხარბი თვალი რომ ექნება კაცს მაინც ზედმეტი ვიყიდე ![]() იხსნება და იშლება მარტივ მამრავლებად, ანუ ვაფვიერებთ ობისგან გათეთრებულ ხორბლის მარცვლებს. ვასუფთავებთ კოლონის დადგმის სავარაუდო ადგილს ბალახისგან და ვყრით მიწაზე, ვადგავთ პირველ მორს და ისევ ვაყრით თესლს, შემდეგ კვლავ ვადგავთ და ვყრით... ვეცადოთ რომ პაკეტი 3 შრეზე გადანაწილდეს თანაბრად. პ.ს. ერთი დათესვა ყოფნის 3-4 წელი. სად ავღმართოთ კოლონები: სასურველია ხის ქვეშ, ან ეზოს კუთხეში, ან ნებისმიერ ჩრდილიან ადგილში სადაც დღის მანძილზე მზე ხშირად არ გაახურებს. ეს საჭიროა იმისთვის რომ ტენიანობა შენარჩუნდეს დიდი ხანი. მოვლა:გავაკეთეთ ძირითადი სამუშაობი გაზაფხულის თბილი ამინდების დადგომასთან და ვიწყებთ მოვლას. ყველაზე მთავარია არ დაგვავიწყდეს კოლონების დანამვა, შედარებით გრილ ამინდებში 4-5 დღეში ერთხელ, ხოლო ზაფხულის ცხელ ამინდებში ყოველდღე. მე ზაფხულში ვცდილობდი რომ დაღამებისას მიმეშვა წყალი, რადგან ღამე უფრო დიდი ხანი ვერ ახერხებს გაშრობას. თუმცა რამოდენიმე დღეც რომ გამოგრჩეთ რამე კატასტროფული არ მოხდება, უბრალოდ პირველი მოსავალი ცოტა გადაინაცვლებს ვადებში. მოსავლის აღება: ჩემ შემთხვევაში პირველი ტალღა მოარტყა მაისის ბოლოს, მაგრამ ამას ტალღა არ ერქვა, უფრო იმის გამოვლინებას გავდა, რომ ზოგადად ყველაფერი წესრიგშია. ერთი კარგი დიდი ტაფა შეიბრაწა და ეგ იყო. ძირითადი ამოსვლა ჩემთან დაიწყო ამ დღეებში. ასეთ რაოდენობას ნამდვილად არ ველოდი, ერთ მოკრეფაზე ავიღე 5კგ. კი ხვდებით რომ ძალიან ბევრია, თან პატარ პატარა წამონაზარდები ყოველდღე ემატება. ასე რომ თესლის შეძენისას გაითვალისწინეთ რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ ![]() არ აქვს, მთავარია წყალი გავალოთ და ხელი მივახმაროთ. ესეც პირველი მოსავალი, სულ 3 დღის წამონაზარდები ![]() ![]() ![]() ![]() ცოტა რამ კულინარიაზე: უფრო სწორედ ზამთრისთვის შენახვაზე. რაოდენობის და გამო გადავწყვიტე მარინადის გაკეთება, მგონი კონსერვიზაცია უფრო სწორე იქნება. ვიღებთ 3კგ კალმახას, ვრეცხავთ და ვჭითრით სასურველ ზომებად. ვყრით, ვყრით ქვაბში და ვასხავთ 3 ლიტრ წყალს, ვამატებთ 5-6 დაფნის ფოთოლს და 10-15 მარცვალ შავი წიწაკისთესლებს. წამოვადურებთ 5 წუთის განმავლობაში და გამოუცვლით წყალს. მომავალ წამოდუღებამდე ვნაყავთ 1 საშუალო ზომის ნიორს და ვყრით ქვაბში. ვაგრძელებთ დუებას 30-40 წუთის განმავლობაში. გადმოგვაქვს სოკო საწურზე და ვაშრობთ, მაგრამ დრჩენილ წვენს არ ვასხავთ, მისგან დამატებითი ნახარში უნდა გავაკეთოთ რასაც სოკოს ქილებში გადაღების შემდეგ გამოვიყენებთ მათ შესავსებად. დარჩენილ წვენს ვადგავთ ისევ ცეცხლზე და ვაყრით 300-400 გრამ მარილს, წვენი საშუალოდ უნდა იყოს 1 ლიტრა მაინც, თუ დაგაკლდათ ონკანის წყლი დაამატეთ. ვიღებთ მშრალ მიხაკს დაახლოებით ნახევარ მუჭას და მასაც ვყრით ცეცხლე დამდგარ წვენში. ველოდებით წამოდუღებას და მარილის გახსნას. ![]() ![]() ![]() ვიღებთ წინასწარ გასტერილებულ(მდუღარეში გავლებულ) ქილებს, მე მაგალითად პატარა ქილებს ვამჯობინებ. ვაწყობთ გადავსებამდე სოკოს და ვასხავთ უკვე გამზადებულ წვენს იმ რაოდენობით სანამ ქილის პირი არ დაიფარება, ველოდებით 2 წუთი რომ წვენი კარგად დაილექოს და ისევ ვამატებთ. საქმე გაკეთებულია. ველოდებით გაგრილებას და ვხუფავთ პლასტიკის თავსახურით, რატომ ესე და არა რკინის სახუფით? არ ვიცი მაგდენი, უბრალოთ ყველამ ვისთანაც კონსულტაცია გავიარე ესე მირჩიეს ![]() გრილ ადგილზე და ნებისმიერი სურვილის გაჩენის დროს ხელში გეჭირებათ მზა სოკო, რომელსაც მხოლოდ ტაფაზე კარაქში მოხრუკვა დაჭირდება. სურვილი თუ გექნებათ სუნელებსაც მიამატებთ ცოტა არჟანს და პირდაპირ ტაფიდან არყის მიყოლებით მიირთმევთ. ![]() არა ძალიან მაგარი ვარ რა, ესე კაცმა ყველაფერი ვიცოდე რავი აბა.... ![]() გისურვებთ წარმატებებს ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#31
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მე მაინც ღვინის ფილტრების მომხრე ვარ. აი წეღან წავიკითხე ზემოთაც ამოსულა(ანუ სადაც არ დაუთესია) და ვიტოს გაუკვირდა იქ როგორღა მოხვდაო. ხის მორს..არ შეიძლება რამე სხვა ჯიშის სოკო შემოყვეს??? ხოდა კარგ პირობებში გაიჯეჯილოს??..ბუნებაში ხო ეგრე ამოდის თავისით. ღვინის ფილტრები მაგ მხრივ უფრო დაცული იქნება...რასაც დათესავ ფაქტიურად ის ამოვა.. (სიკოა რაც არ უნდა იყოს..იავიცი..იავიცი..)
|
|
|
![]()
პოსტი
#32
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#33
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გოგა
დაზუსტებულად ვერ გეტყვი შალო, მე ესე ავაგე მცოდნეების კონსულტაციების მიხედვით და გარკვეული ლიტერატურის მიხედვით. ანუ რაღაც აზრი ესეთ კონსტრუქციას უნდა ქონდეს, როდესაც ვიკითხე რომ ეგ 40-იანები შუაზე რომ გავჭრა და 2 ცალი 20-იანი მივიღოთქო ხომ აჯობებსთქო, მითხრეს რომ ესეა სასურველიო, თორე დაგვარი აზრები მეც მომივიდა თავში. თუმცა მგონია რომ არაფერი არ დაშავდება მაგით, ჩემი აზრით მორის უფრო დიდხანს გაძლების მიზნით გვირჩევენ ეგრე ხოდა მეც აღარ გავრისკე. Davitus დღეს დილით კიდევ დავრწმუნდი რომ ფართობს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, საღამოს კიდევ გადაუღებ სურათებს და მიხვდებით რატომაც. ლევანი ვითომ ამხელა ნათესში სხვა სოკო შემოიპარება? რომც შემოიპაროს მერე რა? იგივე ფირფიტებსაც შეიძლება დემართოს |
|
|
![]()
პოსტი
#34
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2 რეგისტრ.: 21-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
თბილისიდან 30 წუთის სავალზე მაქვს კაპიტალური შენობა, 140კვ.მ. დაცული ყველანაირად სახლის წინ. დენი, წყალი, 3ცალი ვინტილატორი 1X1მეტრზე, სახურავზე 3ცალი შახტი, იატაკზე ბეტონის ფილები, შენობა დათბუნებულია. ისე რომ ყველანაირი პირობა არის შექმნილი სოკოს ბიზნესისთვის. ხის სოკოს მოყვანის შემთხვევაში შესაძლებელია 2 რიგად დაიკიდოს ტომრები, დაეტევა 500ტომარა.დაინტერესებული პირები გამომეხმაურეთ.
|
|
|
![]()
პოსტი
#35
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2 რეგისტრ.: 21-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ძალიან მაინტერესებს სოკოზე და სწორედ მინდა გავიგო დეტალები. ახალ მოჭრილ ალვის ხეზე თუ შეიძლება გაკეთება? რამდენი გრამი თესლი ჭირდება 1 მორზე 40სმ-იანზე? დათესვიდან რამდენ ხანში მოვა მოსავალი? ამ პირობებში თუ გავაკეთებ შენობაში ავუნთებ სინათლეს და გაუთბობ შესაბამის ტემპერატურაზე და არც მოწყვის პრობლემა არ ექნება. მადლობა ინფორმაციისთვის
|
|
|
![]()
პოსტი
#36
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
mixo555
ძალიან მაინტერესებს სოკოზე და სწორედ მინდა გავიგო დეტალები. ახალ მოჭრილ ალვის ხეზე თუ შეიძლება გაკეთება? რამდენი გრამი თესლი ჭირდება 1 მორზე 40სმ-იანზე? მაგაზე ბევრი მიწერია უკვე ამ პირობებში თუ გავაკეთებ შენობაში ავუნთებ სინათლეს და გაუთბობ შესაბამის ტემპერატურაზე და არც მოწყვის პრობლემა არ ექნება. ეგ აღარ ვიცი ესეც რამოდენიმე დღის წინანდელი ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#37
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#38
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოკლეთ უნდა მასწავლო ეგ ამბავი რა,მომეწონა ძალიან.ერთი უნდა მოვხვდე შენთან რამენაირად და გავიარო კონსულტაცია
|
|
|
![]()
პოსტი
#39
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3 რეგისტრ.: 25-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მართლა მაგარი ხარ ტო
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#40
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1 რეგისტრ.: 29-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
იცი რა მაინტერესებს ?? სახლთან ახლოს რო დათესო ეგ სოკო ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს ?
იცი რა მაინტერესებს ?? სახლთან ახლოს რო დათესო ეგ სოკო ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს ? |
|
|
![]()
პოსტი
#41
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 318 რეგისტრ.: 30-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ერტი კიტხვა ტუ არ გეზარებათ.... შარშანდელ მოჭრილ ალვის ხეზე რომ დავთესო შეიზლება????????
|
|
|
![]()
პოსტი
#42
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 318 რეგისტრ.: 30-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
დუმილი თანხმობის ნიშანია /...... ესეიგი შეიძლება ძველ მოჩრილ ხელე დათესვა ?
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#43
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3 რეგისტრ.: 25-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#44
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
აქ მაგ კითხვებს უპასუხე და სად დაიკარგა პოსტი არ ვიცი. თავიდან გავმეორდები
irakli21 1. თესლი სამთო ქიმიაში ვიყიდე 2. შრეებს შორის მიწას არ უნდა დაყრა, უბრალოდ უნდა მოაფინო 1 სმ სისქეზე და ეგ არის 3. დანამვაც ჩვეულებრივად შლანგიდან ხდება, უბრალოდ მორები დაასველე და შრეებშიც შეასხი 4. გაზაფხულზე ამინდები როგორც გამოვა შეგიძლია დაიწყო bakuri თბილისში თუ აპირებ დათესვას მგონი არ იქნება კარგი აზრი, რამდენადაც გამიგიამანქანის გამონაბოლქვებთან ვერ ძმაკაცობენ სოკოები chalata უპრობლემოდ შეიძლება, მგონი უკეთესიც იქნება |
|
|
![]()
პოსტი
#45
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3 რეგისტრ.: 25-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ვიტო
კი უეჭველი უნდა დავიწყო აპრილში |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st May 2025 - 07:32 |