კალმახი ქვირითობს. რით დავეხმაროთ? - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

კალმახი ქვირითობს. რით დავეხმაროთ?
troutbaiter
პოსტი Oct 16 2010, 07:38
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 730
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



კალმახის ქვირითობა დაიწყო.

ცნობილია, რომ ქვირითობის დროს ადამიანები ცდილობენ თევზებს ნორმალური პირობები შეუქმნან. ყველაზე ნაკლები, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, ეს ქვირითობაში ხელის არ შეშლაა. ამიტომაც შემოღებულია თევზჭერის პერიოდული აკრძალვები. ქვირითობა მხოლოდ ქვირითისაგან გათავისუფლება და მისი განაყოფიერება არაა. თევზს სჭირდება გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი, რათა საბოლოოდ დაამწიფოს ქვირითი, დაწყვილდეს, შესაბამისად მოამზადოს საქვირითო ადგილები (ბუდე).
ცივილიზებულ ქვეყნებში სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციები ზრუნავენ თევზის გამრავლებაზე. მდინარეებზე ხელოვნურად ქმნიან ბუნებრივთან დაახლოებულ საქვირითო მონაკვეთებს. ხელოვნურად ანაყოფიერებენ ქვირითს და ტოვებენ საქვირითოებზე. გარდა ამისა უშვებენ მდინარეებში გაზრდილ ლიფსიტებსაც...
ჩვენს ქვეყანაში ამის მსგავსი არაფერი კეთდება! კალმახის წითელ ნუსხაში და წითელ წიგნში შეყვანა მხოლოდ მისი ჭერის აკრძალვას როდი გულისხმობს! აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო მისი აღდგენისა და გამრავლების ღონისძიებები! ჩატარდა?
არ უნდათ, არ შეუძლიათ თუ სახსრები ან კადრები არ ყავთ ამის ჩაძიება ამჯერად არ მაინტერესებს. მოდით იმაზე ვისაუბროთ, ჩვენ რა შეგვიძლია კონკრეტულად გავაკეთოთ კალმახის ქვირითობის ხელშესაწყობად

რა არის ჩვენი მწარე რეალობა? კალმახის პოპულაცია თითქმის ყველგან ძლიერ შემცირებული და ზოგგან თითქმის მომსპარია. მიუხედავად ამისა, ბევრი შეუგნებელი ვაი მეთევზე სპეციალურად ელოდება ქვირითობის სეზონს, რათა ადვილად მოიპოვოს თევზი სხვადასხვა აკრძალული მეთოდით. აკრძალულ მეთოდებსაც შევეშვათ - ანკესით თევზაობაც ყოვლად დაუშვებელია ქვირითობის პერიოდში! ბევრ ადგილობრივ მოსახლეს ამის შეგნება არ უნდა.

ვფიქრობ, კლუბ "ოჩოპინტრეს" ამ საქმეშიც შეუძლია თავისი დადებითი როლის შესრულება. საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები. რამდენიმე ვარიანტს მე შემოგთავაზებთ.

1) ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე თავად არ ვითევზაოთ ქვირითობის პერიოდში.

2) ავირჩიოთ 1 ან რამდენიმე მდინარე, რომლის ნაპირებზეც კლუბის სახსრებითა და ძალისხმევით განთავსდება ფირნიშები წარწერით:
ოქტომბერ-დეკემბერში კალმახი ქვირითობს. თევზაობა აკრძალულია!

3) დავდგათ კარავი კლუბის სახელით და გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ვაწარმოოთ მდინარის მუდმივი პატრულირება მთელი საქვირითო პერიოდის განმავლობაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
3 გვერდი V  < 1 2 3  
Start new topic
გამოხმაურებები (30 - 32)
ვიტო
პოსტი Oct 22 2010, 21:29
პოსტი #31


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბესო
ციტატა(Beso @ 22nd October 2010 - 15:40) *
ვიტო იქნებ შევხვდეთ სამინისტროს და რაღაც ქმედითი ღონისძიებები დავგეგმოთ?

კი შაიძლება მაგის გაკეთება მარა გჯერა რომ შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდება?
თორე იდეა ნამდვილად მფრინავია? დიდი სიამოვნებით მოვისმენდი მათი პირიდან
ამ ყველაფრის გადაჭრის თეორიებს... ისე ერთი ესეთი აზრი გამიჩნდა საერთოდ
გდი-ს უმფროსობას ხომ არ შევხვდეთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Oct 22 2010, 21:34
პოსტი #32


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(vito @ 22nd October 2010 - 22:29) *
კი შაიძლება მაგის გაკეთება მარა გჯერა რომ შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდება?
თორე იდეა ნამდვილად მფრინავია? დიდი სიამოვნებით მოვისმენდი მათი პირიდან
ამ ყველაფრის გადაჭრის თეორიებს... ისე ერთი ესეთი აზრი გამიჩნდა საერთოდ
გდი-ს უმფროსობას ხომ არ შევხვდეთ?


არა ჯერ ჩვენ უნდა შევხვდეთ! შესაბამისად, კლუბის შიგნით შეჯერებულ საკითხებზე დაველაპარაკოთ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
maradi
პოსტი Sep 30 2017, 16:35
პოსტი #33


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2
რეგისტრ.: 25-September 17
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგესალმებით ყველას.... ერთი პატარა თხოვნა მაქვს თუ ვინმეს რამე შეგიძლიათ!.. მე ვარ ადიგენის რაიონის ერთერთი მკვიდრი და დაინტერესებული ვარ ჩემს რაიონში არსებული პრობლემით და მინდა გავაცნო ყველას რადგან მოგეხსენებათ საქართველო პატარაა მაგრამ ბუნებრივი რესურსი საკმაოდ დიდი აქვს ჩვენ კი მას არარაციონალურად ვიყენებთ რაც სამწუხარო რეალობააა.... მხოლოდ ვლაპარაკობთ პრობლემებზე და საქმის გამკეთებელი ცოტაღა რჩება მოდით ვისაც საქართველო გვიყვარს და ამასთანავე საქმის გაკეთებაც არ გვეზარება მხარში დავუდგეთ ერთმანეთს და არ დავიზაროთ თუკი ვინმეს რამე შეგვიძლია..... მე დაინტერესებული ვარ ჩემს რეგიონში არსებული კალმახის პოპულაციით რისი გამრავლების პოტენციალიც ძალზე დიდია ჩემს რაიონში თუკი იქნება მცირეოდენი ხელშეწყობა აქ კი უპატრონობით მალე მთლად გადაშენდება რადგან ის სამსახურები როგორიცაა ჩვენი სანაქებო პატრული რომელიც უბრალო ხაზის გადაკვეთას დასდევს დღესდღეობით დადიან აპარატებით და კილოობით კალმახს იჭერენ..... ვფიქრობ ამ ყველაფრის საფუძველი კანონის უკანონობა და თევზზე შესაბამისი ინფორმაციის არ ცოდნააა და თუკი ვინმე დამეხმარება რომ თუნდაც ელემენტარული ფირნიშები დავდგათ მდინარის სანაპიროებთან და თუ ვიდეო კონტროლსაც შევზლებთ ვფიქრობ კალმახის პოპულაცია სწრაფად აღდგება სხავ ყოველგვარი დათევზიანების და ხელშეწყობის გარეშე რადგან ბუნებრივი საკვები და წყლის რესურსი შესანიშნავია მდინარე ქვაბლოვანში !..... თუკი ვინმეს რამე შეგიძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ უყურადღებოდ არ დატოვოთ ეს საკითხი მე მაგალითად ვიქნები ერთერთი მოხალისე და მზად ვარ მცირეოდენი თანხაცკი გავიღო ამასთან დაკავშირებით თუკი ვინმე გვერდში დამიდგება ...... მადლობა წინასწარ!....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V  < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd October 2025 - 03:40