ბუდრუგანა ”канура" - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ბუდრუგანა ”канура"
ვიტო
პოსტი Oct 22 2010, 23:07
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ხოოოოოოდა ვგონებ არც ეს უნდა იყოს ისეთი ბანძურ მანძუგური თემა newsmile05.gif ალბად ყველას აინტერესებს ან
როდესმე დააინტერესებს, მოკლედ ამ დღეებში ძაღლის აყვანით აჟიტირებულს ესეთი რაღაც მომივიდა...

გავიღვიძე დღეს დილით, გავიხედე ფანჯარაში, დავაკვირდი ამინდს და მივხვდი რომ ჭეშმარიტად
იეღოვამ გამომიგზავნა ესეთი დარი, ზაფხილში ნამეტანი ვზარმაცობდი სიცხეების გამო და რაც აირია
ყველაფერი ძალა მერჩის ნუ.... მოკლედ გამოვედი ეზოში, მივიხედე-მოვიხედე და ვფიქრობ რა გავაფუჭო.
პირველად გავიფიქრე ქათამს დაზვერავს კაციო, მარა ფოთის მერე ისეთი გაციებული ვარ რომ
ძაან გაციებული ვარ. გარეთ გასვლა ისევ გადაიდო და ვზივარ ამ ჩემ დუმებში როდესაც უეცრად
ტარასა შევნიშნე როგორ მიმზერდა თავისი სახლიდან და თან ზებუნებრივად მეუბნებოდა - შენ ბიძია
ახალი ძაღლი რომ მოგყავს აქ უნდა დამიწვინოო? ხომ იცი მაგას რომ არ ვიზავო? newsmile035.gif - ვახ კაცო
მართლა მართალს მეუბნება ეს კანიბალიმეთქი და გადავწყვიტე ცოტა ტევადი რამის შეკოწიწება,
ისეთის რომ ტარასა ცოტა ტრაკს მიწევდა და იმასაც დატევდა. რაღა უნდა მექნა? დავიწყე მარჩიელობა
რა დამიჯდებოდა ფართე სიამოვნება newsmile05.gif ამ მარჩიელობა მარჩიელობაში რაღაც საინტერესო ფიცრებს
მოვკარი თვალი. მარა ყველა ცემენტიან, გაუბედურებულ, გადანათრევები იყო. მაგრამ მე ხომ ნიჭიერი ვარ,
თან ყველანაირი იარაღები მაქვს ხოდა ამის დედაც ჯექკთქო და დავიწყე სახლის კეთების, შეჭედვების,
სიყვარულიზაციის, შრომის, თავისმობმიზაცია.

ხო სანამ დეტალურად დავწერ ყველაფერს, ვინმემ არ თქვას მაგას რა უნდაო, ჩაქუჩი და ლურსმანი,
მიარტყი, მოარტყი და სოფელიც აშენდებაო. მაინც ვერ დაუჯერებ. ჯერ იმიტომ არ დაუჯერებ რომ
შრომა არ მეზარება და ყველაფერის გამკეთებელი ვარ მამენტ და თანაც მეხერხება, მეორე იმიტომ არ
დაუჯერებ რომ მთელი დღე არ გავჩერებულვარ და მაინც ვერ დავამთავრე newsmile05.gif მესამე იმიტომ არ დაუჯერებ
რომ არ დაუჯერებ და მორჩა newsmile05.gif ხო კიდევ დღეს მივხვდი რომ ძაღლის სახლების ფასები ნამდვილად რეალურია
მარტო გაწეული შრომის საფასურად, ანუ მე მასალა უბრალო ნარჩენებისგან მოვკრიბე ეზოში
და შემთხვევით მაგის მასტერი რომ ვიყო და ფულს ვიღებდე ამაში მასალის გარეშე 100 მანათს
ფეხს არ მოუცვლიდი და ეხლა მასალის ფასი მიამატეთ აბა newsmile035.gif ხო ნუ ეს ნორმალურ "კანურაზეა"
ლაპარაკი, თორემ მიფინაჩებულად და უაზროდ ძაღლი კიბის ქვეშაც იცხოვრებს newsmile045.gif

რამდენი დამიწერია ტო? მოკლედ დავიწყე გვერდების სამაგრი "ბალკების" დაჭრით. სიმაღლე
გავთვალე 60სმ, მგონი ნორმალურია, ხო სულ დამავიწყდა-თითონ "კანურის" ზომა ზე-დიდი არ გამიკეთებია
გამიზნულად-რატომ? იმიტომ რომ ძაღლი შიგნით შედის როდესაც ცივა და სიცივეში რაც უფრო პატარა
სივრცეა მით უფრო მალე თბება. ხოდა დავჭერი ეს ბალკები, მერე ვიპოვე რაღაც ძველი შეჭედილი
კარები და დავამაგრე ეს ბალკები კუთხეებში და კიდო იქნანა სადაც შესასვლელი უნდა ქონდეს ძაღლებს.



როგორც ხედაქვთ "კარკასი" წამოჭიმულია და 2010 დეკემბერში ჩაბარდება მყიდველს გასაღებითურთ newsmile045.gif
ხო კი წამოვჭიმე ეს ყველაფერი, მაგრამ საქმე გაგრძელებას ხომ მოითხოდა არა? კი მოითხოვდა-
ხოდა დავიწყე კედლების ამოყვანა, ეს კედლებიც რაცხა აპალოვკის ფიცრებისგან უნდა შემეჭედა,
ყველა ფიცარს ცემენტის კვალი ქონდა, მაგრამ ეგეც მოგვარებადია რასაც შემდგომში გიამბობთ.
დავიწყე ჭრაკერვა. სათითაოდ ამყავდა ყველა კედელი, ძალიან გამიჭირდა, უფრო სწორედ კი არ გამიჭირდა
უბრალოდ დიდ ვალაქიტას მოითხოვდა, როგორც იცით "აპალოვკის" ფიცრები არ გამოირჩევიან
სწორხაზოვანი დაჭრილობით, ამიტომ ყველა დეტალს შეძლებისდაგვარად ვასალაშინებდი.
ბალკებზე ლურსმნით არ ამიყვანია გვერდები, ყველა შურუპით დავამაგრე. რატომ შურუპი?
იმიტომ რომ უფრო მარტივი სამართავია, არ იღუნება და უფრო მყარად იჭერს კონსტრუქციას.



ასე ნაკუწნაკუწ შენდებოდა სოფელი და საბოლოოდ მიიღო ესეთი ფორმა



.... მაგამ რაღც ნი ტო იყო, ძალიან ბინძურად გამოიყურებოდა, ეს ცემენტები, ძველი სისველეებისგან
გაშავებული გვერდები, ხიჭვები, შურუპები, თითქოს დიდი არაფერი, ნებისმიერი ძაღლი დიდი სიამოვნებით
იცხოვრებდა თან ისე რომ მადლობას იტყოდა, მაგრამ ეგ ხომ ჩემ ნიჭიერებაზე უარყოფითად იმოქმედებდა ჰა? newsmile05.gif
ხოდა დავიწყე ამ ხის გაკეთილშობილება. არ ვიცი რამდენად მავნეა ცემენტის სუნში ძაღლის ცხოვრება,
მაგრამ მავნე როა ეგ ვიცოდი, ხოდა დავიჭირე ჩემი "ბარგალკა 2010" რომელსაც წამოვაგე "შკურკა 2010"
და ისეთი სილამაზე მივეცი რომ ვიფიქრე ერთი ძაღლების დედაც მე გადმოვიტან ჩემ ლოგინსთქო newsmile035.gif
თუ შიგნიდან, თუ გარედან- მოკლედ დავცხე და დავცხე, მივცხე და მოვცხე, ბოლოს ეს მივიღე.



ერთი დღის ამბავი ამით მორჩა. ეხლა როგორ ვაპირებ რომ გავაგრძელო: ყველამ ვიცით რომ 2 შრეიანი
სახლები ბევრად უფრო კარგად ინარჩუნებენ თბოიზოლაციას, მარა აქ საქმე იმაშია რომ სახლის შესასვლელი
ყოველთვის ღიაა და გარე სიცივე მაინც აღწევს შიგნით, ხოდა რომ არ ვიწვალო მეორე შრის შექმნაზე რაც
უძალიანმაგრესად მეზარება და უფრო რომ დავკონკრეტდე არ ვარ მე მაი ამბის გამკეთებელი- სურვილი
მაქვს რომ გარედან ხის "შპაკლით" ამოვქოლო ნაპრალები და შიგნიდან მხოლოდ გვერდებზე ავაკრა, რაიმე
სქელი ნაჭერი, რომელიც ცოტა თავისას იზავს და ნიავიც არ იქროლებს "სკვაზნიაკივით". მხოლოდ
გვერდების ამოქოლვაც იმიტომ გადავწყვიტე რომ იატაკის ფენას აქვს გარკვეული ნაპრალები რომლებშიც დროთა
განმავლობაში ჩაიყრება და გარეთ გამოვა მტვერი და ჭუჭყი, რომელსაც ძაღლები შეიტანენ, ასე ვიფიქრე
მე და მგონია რომ სწორ გზაზე ვდგევარ newsmile05.gif

დანარჩენს ხვალე დაგიწერთ და განახებთ რას და როგორ მივაღწიე, არ მოიწყინოთ,
მანამდე თემას ვხურავ რომ არ გაოფდეს და სრულფასოვანი ინფო მოგცეთ იმაზე თუ როგორ
ვქენი ეს ყველაფერი მე, თუ ვინმეს სხვა პროექტი გაქვთ შეგიძლიათ მოამზადოთ და ამ თემაშივე ჩასვათ ხვალიდან
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
7 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (15 - 29)
ჩელე
პოსტი Oct 23 2010, 23:40
პოსტი #16


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



sabo73

არა ის სხვა რამეა :დ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

თენგო

გასაგებია.....

newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Oct 24 2010, 08:05
პოსტი #17


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ყოჩაღ ვიტო, ყოჩაღ,
მე ერთს დავამატებდი თისათანმ ერთად ძაღლებს თავის სახლში და უფინე ''ამბროზია'' არის ასეთი მყრალი ბალახი, რომელიც ბლომად არის საგურამოშიც, გზის პირებზე, სარეველაა რაა,და შენი ძაღლები მუდამ დაცულები იქნებიან ტკიპა-რწყილებისაგან
ან
”канура"-ში დააფინე ცხეის ოფლიანი ტილო და მერე თივა გადააფარე, ესეც დაიცავს რწყილებისაგან
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Oct 24 2010, 09:41
პოსტი #18


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ნამვილად ვიცი, რომ თივას ნამჯა ჯობია, მაგრამ თუ რატომ< მხოლოდ ერთი მიზეზი მახსენდება, თივა ადვილად და მალევე ქუცმაცდება და მტვრად მიდის. სხვა მიზეზებიც ვიცოდი, თქვენხელა რო ვიყავი. newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Oct 24 2010, 10:35
პოსტი #19


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



შადი შამოდი
ვაშა!!!!!!!!!!!!
რახან შენ გამოჩდი აწი რაღა მომკლავს!!!!!!!!!!!!!!!

Maverick
ციტატა(Nikolo @ 24th October 2010 - 09:05) *
ყოჩაღ ვიტო, ყოჩაღ,
მე ერთს დავამატებდი თისათანმ ერთად ძაღლებს თავის სახლში და უფინე ''ამბროზია'' არის ასეთი მყრალი ბალახი, რომელიც ბლომად არის საგურამოშიც, გზის პირებზე, სარეველაა რაა,და შენი ძაღლები მუდამ დაცულები იქნებიან ტკიპა-რწყილებისაგან
ან
”канура"-ში დააფინე ცხეის ოფლიანი ტილო და მერე თივა გადააფარე, ესეც დაიცავს რწყილებისაგან

ამბროზიას მე არ დაუღრიდი!
ძალიან ბევრი მტვერი აქვს,სასუნთქი გზებისთვის ცუდია!
ცხენის ოფლში გაჟღენთილი საგები კარგია,მეც მიხმარია ადრე,მაგრამ ეხლა ,როდესაც ამდენი მაღალი ხარისხის ანტიპარაზიტული საშუალებები არსებობს ჯობია თვეში ერთხელ დაამუშავე ძაღლი და პრობლემაც მოიხსნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Oct 24 2010, 10:54
პოსტი #20


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



თენგო
ციტატა(qarqashadze @ 24th October 2010 - 00:22) *
ბუდრუგანა

კარგი იმფოა, დააზუსტე რა თენგო ბუდრუგნაა თუ ბუდრუგნა? ბარემ სათაურში ჩავასწორებ


ციტატა(qarqashadze @ 24th October 2010 - 00:22) *
შესასვლელს თუ დააპატარავებ უკეტთესი იქნება.მეტ სითბოს შეინარჩუნებს.
ისე ცოტა დიდიც მეჩვენება


შესასვლელის დაპატარავება მეც გავიფიქრე, გავაკეთებ აუცილებლად, ძევიდან
რომ ჩამოვიდე იგივე მანძილი რაც ქვევიდან ამოვწიე მგონი ეყოფა


ციტატა(qarqashadze @ 24th October 2010 - 00:22) *
კარგად გამომშრალი და განიავებული უნდა იყოს

შარშანდელი ტუკია, ყველანაირად გამომშრალი და განიავებულია

რაც ზომებს ეხება, ჩემი ჭკუით 2 ძაღლზე გავთვალე, მგონი კი შევცდი ისე, მარა ცივ ზამთარში
შეიძლება კი შეეყერონ ერთად და სითბოც მეტი იქნება, ვნახოთ ყინვებამდე, თუ რამეა და უკვე
მასტერი ვარ ამ საქმის სიმონ, 2 დღეში მზად მექნება ახალი newsmile05.gif


შადი შამოდი
ციტატა(shadimani @ 24th October 2010 - 10:41) *
თივა ადვილად და მალევე ქუცმაცდება

ეგრეა ნამდვილად, მარა ერთი დაყრა 6-8 თვე კი ეყოთ შარშან და ეგეთი ინტერვალით კი გამოუცვლიხოლმე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Oct 24 2010, 12:46
პოსტი #21


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ვიტო
ციტატა(vito @ 24th October 2010 - 11:54) *
კარგი იმფოა, დააზუსტე რა თენგო ბუდრუგანაა თუ ბუდრუგუნა

ბუდრუგანა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Oct 24 2010, 14:51
პოსტი #22


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვიტო,ძალიან მაგარი ოდაა,მაგრამ ამ ზამთარსვე გინდა მანდ ის ლეკვი მოათავსო?ჩემი აზრია და აბა სხვებმაც გითხრან,3 თვის პოინტერის გარეთ დეკემბერ-იანვარში გაჩერება,მგონი არ შეიძლება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Oct 24 2010, 15:18
პოსტი #23


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ზაზა
არა ზაზ, სიცივეს გააჩნია, რომ მოაწვება ალბათ შევიყვან, სიმართლე გითხრა მე რომ მინდა ისე თუ შევფუთე
და ტარასამაც ხელი შემიწყო მგონი არაფერი არ დაშავდება ერთად თუ დაიძინებენ ჩახუტებულები სიცივეში,
მგონი გაათბობენ ერთმანეთს. მოკლედ გააჩნია რა სიუჟეტი როგორ განვითარდება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Oct 24 2010, 16:01
პოსტი #24


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვიტო
dastur.gif ძაღლი ძაღლივით უნდ აგაიზარდოს, თუნდა პოინტერი, შენ მას საკვებს და მოვლას არ მოაკლებ დანარჩენი სიცივეც უნდ აიცოდეს (რასაკვირველია არ უნდა გაიყინოს) და გარეთაც უნდა ეძინოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Oct 24 2010, 16:22
პოსტი #25


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



თემის გაოფება არ დამბრალდეს,მაგრამ მაინც მინდა გიპასუხოთ ორივეს:მოკლებეწვიანი ლეკვის(2-5 თვისა) გარეთ დატოვება ზამთარში არ შეიძლება.1 წლის და 4 თვის ასაკამდე ზამთარში წყალში არ შეუშვათო,-რეკომენდაციას გვაძლევს თითქმის ყველა მგეშავ-მეძაღლე.იმ ასაკში,როდესაც ჯერ კიდევ აცრების ყველა კომპლექსი არ აქვს გაკეთებული,ზამთრის ლეკვს აძლევ რახიტის საწინააღმდეგო წვეთებს და ამ დროს ლეკვი სიცივეს მიეჩვევაო და მოკუნტული წევს მთელი დღე-ღამე(ამ შემთხვევაში ტარასას ჩახუტებული),ნუ მიწყენთ და არ დაგეთანხმებით.

ეს წაშალეთ,მაგრამ კატეგორიულად მოვითხოვ,ვიტოს ლეკვი მარტის ბოლომდე სახლში იყოს,ამ დროს უკვე დაახლოებით 6 თვის იქნება.თუ სიცივის გამო დრო და დრო შინ შეიყვან,მერე ისევ გარეთ გამოიყვან,უარესია,გამაიმუნდე
ბა.ძაღლი ძაღლურად უნდა გაიზარდოს,მარა ლეკვი ძაღლი არაა და ბავშვივით უნდა მოექცე,მითუმეტეს პოინტერის ლეკვს,რომელიც (პოინტერისტები დამეთანხმებიან) ძნელი გასაზრდელია. ach.gif

მე არ დამიჯეროთ,ნახეთ საიტებზეც პოინტერის ლეკვის გაზრდა,,თუ ტოვებენ ამ ასაკის ლეკვებს გარეთ ზამთარში.ჩემი ძაღლი 3 თვიდან ბალკონზეა,მაგრამ ზამთარში უკვე 9 თვის იყო

მე კონკრეტულად ამ ლეკვზე ვამბობ,დეკემბერში აცრების მთელი კომპლექსი გაკეთებული არ გექნება ვიტო,ვეტექიმიც არ გირჩევს მის ტარასასთან ერთად დაბინავებას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Oct 24 2010, 16:28
პოსტი #26


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ზაზა
ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრა რომ 3თვის ლეკვს თუ თავისუFლად მოძრაობის საშუალება აქვს,კარგი კვება,თბილი სახლი რომელიც მოთავსებულია ისეთ ადგილას სადაც არ აწვიმს და ქარი არ უბერავს,უპრობლემოდ გადაიტანს საგურამოს ზამთარს.

წყწლში შესვლას რაც ეხება,ზაფხულში,როდესაც ცხელა ,მე ჩემი "ფანი" 3თვის შეუშვი კუს ტბაში.არანაირი პრობლემა არ მოყოლია!

ციტატა(zaza @ 24th October 2010 - 17:22) *
მე კონკრეტულად ამ ლეკვზე ვამბობ,დეკემბერში აცრების მთელი კომპლექსი გაკეთებული არ გექნება ვიტო,ვეტექიმიც არ გირჩევს მის ტარასასთან ერთად დაბინავებას.

თუ "ტარასა" ჯანმთელია,ყველა აცრა მოთავებული აქვს,მათი ერთად ყოფნა სასურველიც არის.ლეკვი გაერთობა,უფრო თამამი და ბედნიერი გაიზრდება როდესაც სხვა ძაღლთან ერთად იქნება,ანუ ხროვაში ცხოვრების შეგრძნება ჩამოყყალიბდედა. ach.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Oct 24 2010, 16:48
პოსტი #27


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ზაზა
Maverick
თენგო
მოდით თემას რომ არ გადაუხვიოთ ეხლა ცოტა უფრო დავკონკრეტდები, მაინც ბუდრუგანაზეა ლაპარაკი newsmile05.gif

ზუსტად ზაზა რასაც ამბობს რომ სიცივეში ძაღლი არ უნდა იყოსო, მაგიტომ გავაკეთე ეს ახალი სახლი,
კონცეფცია მდგომარეობდა შემდეგშო:

1. სახლს არ უნდა ქონოდა პირდაპირი შესასვლელი, ანუ როგორც
სურათებში ხედავთ დასაწოლი სივრცე გაუკეთე სიგანეზე და პირდაპირი ქარებისგან დაცულია.
ამის გარდა ეს ბუდრუგანა დგას ვოლიერში რომელიც 3 მხრიდან ისედაც არის ქარისგან დაცული
და ამას დამატებული შესასვლელის მხარეც საცხოვრებელ სახლს უყურებს და ჩავთვალოთ რომ
მეოთხე მხარიდანაც დაცულია.

2. თავიდანვე დავწერე რომ ყველა ნაპრალები მინდა რომ ამოვავსო ე.წ. შპაკლით რომ მაინც
ცივმა და სუსხიანმა ნიავებმა არ შეაწუხონ ძაღლები, ამის გარდა შიგნიდან მინდა გავაკრა
მთელ პერიმეტრზე იატაკის გარდა რაიმე ნაჭერი, მაგალიტად ძველი ჰამაკი რაც თავისებურ
თბოიზოლაციას შექმნის, იატაკის გერმეტიკა გამიზნულად არ მინდა რომ თივის და მტვრის
ნარჩენები ავტომატურად ჩამოიყაროს.

3. სახლი არ დგას უშუალოდ ბეტონზე, პატარა პლათფორმა მაქვს რაც დამატებით იცავს

4. ტარასას ყველაერი აცრა გაკეტებული აქვს და რაიმეს შიში არ მაქვს მაგ მხრივ

ეს არის ის ზოგადი სურათი რაც ამ წუთისთვის არის დაუმთავრებელ ბუდრუგანაზე (ბლიად ვერ დავიმახსოვრე ეს სიტყვა newsmile035.gif )
ცოტა ხანში მთლიანად დავასრულებ და ნახავთ რომ საკმაოდ მყუდრო პირობები ექნება.

რაც შეეხება პოინტერის ამტანობას, სადისტი კი არ ვარ რომ ლეკვი ყინვაში
მოვკლა, მინდა რომ მაქსიმალურად მოვარიდო სახლში შეყვანას, თუ შევიყვან ქვედა სართულზე
უნდა ეძინოს სადაც ზამთარში დღის განმავლობაში ფეჩი ღუღუნებს და მითხარით ეხლა
ლეკვი რომელიც ფეჩთან გაიზრდება იმისთვის ტემპერატურული ცვლილებები უარესი არ იქნება,
მაგალიტად იმ დროს როდესაც მოსასაქმებლად გავა?

რა თქმა უნდა დღის განმავლობაში სახლში გაჩერებაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია,
პირადად მაქვს პრაქტიკა თავზეწასული ძაღლები მერე რას შვებიან როდესაც იზრდებიან
და მაგის მორჯულება აღარ მინდა დამიჯდეს ცეცხლის ფასი newsmile05.gif

ასე რომ საგანგაშო ჯერ არაფერია, სიტუაცია როგორც მოითხოვს ისე ვიზავ, მთავარია ის
მეცოდინება რომ თუ რამეა ძაღლებს კარგი და თბილი მოსასვენებელი ექნებათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გურგენა
პოსტი Oct 24 2010, 17:08
პოსტი #28


...
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,267
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვიტო
მე შენ ადგილას მაინც შემეცოდებოდა. ჩემი ძაღლი 3.5 თვისა იყო როცა გარეთ გავუშვი, მაგრამ მაშინ უკვე მარტის ბოლო იყო. აუცილებელი არაა რომ საცხოვრებელი ღუმლის გვერდით მოუწყო. სახლში ამყოფე მაგრამ ყველაზე ცივ ოთახში (კომპრომისული ვარიანტია newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif )
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Oct 24 2010, 17:52
პოსტი #29


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



small3d018.gif ვიტო
აბსოლუტურად სწორი მსჯელობაა! ნელნელა კარგ კინოლოგად ყალიბდები!
ვამაყობ შენით! newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Oct 24 2010, 19:05
პოსტი #30


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



გურგენა
ციტატა(ალეკო @ 24th October 2010 - 18:08) *
მე შენ ადგილას მაინც შემეცოდებოდა

კაცო რავა გადაჯიშებული კაცივით მხატავთ ტო, პანაცეა კი არ არის რომ გარეთ გამოვაზამთრო,
რაც მომეთხოვება მაქსიმალურ პირობებს უქმნი და დედამიწა თუ გადატრიალდა დიდი
გამყინვარების ხანა დაიწყო ისევე შევიყვან აბა რას ვიზავ newsmile05.gif

ციტატა(ალეკო @ 24th October 2010 - 18:08) *
სახლში ამყოფე მაგრამ ყველაზე ცივ ოთახში

ეგეთი ოთახი არ მაქვს, ქვევით ფეჩი იქნება მთელი ზამთარი და ზევით ორივე მხარეს კარმები მიყენია newsmile05.gif
დარჩა სარდაფი და ეხლა არ მითხრა სარდაფი ჯობიაო newsmile05.gif

თენგო
ციტატა(qarqashadze @ 24th October 2010 - 18:52) *
ვამაყობ შენით!

სირცხვილისგან დავიწვის, შევიფერეს და ქედმოხრის სმაილიკი newsmile05.gif ვნახოთ, მომავალ წელს სტაჟორად გამოგყვებით ალბათ გამოფენაზე newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

7 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd September 2025 - 00:25