მოქეიფის კუთხე - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მოქეიფის კუთხე
ვიტო
პოსტი Oct 24 2010, 16:26
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოკლედ მანამ ავათ ვარ დას სახლიდან არ გავდივარ ვაგრძელებ საყოფაცხოვრებო სამუშაოებს,
ხოდა ეხლა მინდა შემოგთავაზოთ ჩემი შემდეგი ნიჭიერების მონაპოვარი newsmile05.gif

ამასწინათ ვახსენე რომ ფაცხას ვაკეთებ სადაც უნდა ჩაგაცეცხლოთხოლმეთქო ხოდა ბარემ
განახებთ რა სტადიაშია. ყველაფერი დაიწყო მცხეთობიდან. მაგ დღეს ჩვენ გამგეობას უნდა წარედგინა
თავისი კუთხე რაღაცით ისევე როგორც სხვებს და გადაწყვიტეს მცხეთაში ფაცხის დადგმა მაგ დღისთვის.
მოაკითხეს 2 დღით ადრე მოაკითხეს მამაჩემს დამხმარე ცხენის ძალებისთვის და სადღაც გავიდნენ
თხილის წნელების შესაგროვებლად. ჩამოიტანეს, ააწყეს აქვე ცალცალკე კედლებად, ჩაიტანეს
მცხეთაში, მერე იქეიფეს და მერაპრიაწიეს დამთავრების შემდეგ გადაგდება დაენანათ და წამოიღეს უკან.
უფრო სწორედ მე წამომიღეს, იცოდნენ რომ რაღაცას შევაკოწიწებდი newsmile05.gif

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გადავწყვიტე ჩემს "ახოტნიჩი დვორიკში" გამეკეთებინა რაიმე ფანჩატურის
მსგავსი, რომელიც ზაფხულში მზისგან შეგვიფარებდა და თან გლეხურ-მუშურ განწყობას დააყენებდა.

დავიწყე ადგილის შერჩევა და ბოლოს ამ ადგილზე შევჩერდი. როგორც ხედავთ უკანა კედლად ქვის ყორე დარჩება



კი იცით ბევრა სადაც ვჯებოდით ხოლმე ზაფხულობით შუა ადგილზე რაღაც ამოუცნობი და უზარმაზარი
მაგიდის გარშემო, ხოდა ეგ პრობლემაც ხომ უნდა მოგვარებულიყო, თან ეზოში სივრცეც მოიმატებს,
თან ორკანიც იქვე - ქვის ყორის გაგრძელებაზე უნდა გავაკეთო და მოკლედ ყველაფერი ანსამბლში მოვა რა newsmile05.gif

ხოდა რითი დავიწყე, ხო არ დაგავიწყდეთ - აქამდე არც გაკეთებული მქონდა ესეთი რამე და არც ნანახი მქონდა
სადმე თუ როგორ კეთდებოდა ეს ყველაფერი. მაინც შევეჭიდე რა, რა უყო ეხლა newsmile05.gif ჯერ დავიწყე ზედა ტერასიდან.
უკანა მხრიდან დიდი სიმაღლე არ მჭირდებოდა და ვიფიქრე ცოტა ხელს გავავარჯიშებთქო. სავარაუდო დასამატებელი
სიმაღლე მივეცი 50სმ, თან ძირითადი ბოძები ჩავსვი მილებში რომ დროთა განმავლობაში წვიმებმა და
სინესტემ ექლუატაციის ვადაზე არ იმოქმედოს დიდად. დამხმარე ბოძების დაშორებაც დაახლოებით 50სმ ავიღე
და დავიწყე გრეხვა. არც ისეთი რთული არ აღმოჩნა ეს ყველაფერი პატივცემულო პარტიის წევრებო.



ზედა მოვრჩი და გადმოვედი ქვედა ზონაში, აქ დიდი კონცეპტუალური ველოსიპედების მოგონება არ დამჭირვებია newsmile05.gif
საშუალო მანძილი ავიღე კედლიდან მეორე კედლამდე ისეთი - სადაც თავისუფლად ჩაეტევა მაგიდა და სკამები ისე რომ
გასასვლელიც ნორმალური დარჩეს და შეუდექი. შესასვლელი როგორც ეგეთი კიბეებიდანვე გაუკეთე,
ჩემი ჭკუით დინამიკე იქნებათქო, ანუ ჩამოდიხარ და უხვევ 2 მხარეს, ან ფანჩატურშე ტურცავ თავს ან
"ახოტნიჩი ხიჯინაში". თითონ დიზაინი ისეთი გამოდის რომ მხოლოდ 2 კედელი ექნება, ზურგის და წინხედისთვის.
გვერდები ღია იქნება, ჩავთვალე რომ არ იყო საჭირო 3 გვერდის ამოქოლვა, ან კიდევ მხოლოდ შესასვლელი კარის დატოვება,
უბრალოდ არაპრაქტიკული იქნებოდა, აქ კიდევ თავისუფლად გახვალ ორივე მხარე, წყალიც იქვ იქნება.



ამ წუთისთვის ესეთი შესახედაობის არის ეს ყველაფერი. გასაკეთებელი კიდევ ბევრი დამრჩა და
კარგად ვერ ჩამოვყალიბდი რა გაგრძელება უპოვო რასაც მოგვიანებით შევეხები.




რაც ეხება გაგრძელებას, ჩემი საფიქრალი დარჩა გადახურვა, მაქვს 2 ვარიანტი:

1. უნდა გადავხურო ბოლომდე ისე რომ წვიმამ არ ჩამოაღწიოს, რაც პრინციპში მირჩევნია, მაგრამ აქაც წავაწყდი პრობლემებს.
მაქვს კრამიტი, მაგრამ სიმძიმის გამო მეშინია კრამიტის გამოყენება, არამგონია რომ ეგეთ მყარ კონსტრუქციას შევკრავ და
წლებს გაუძლებს(თუმცა ჩემი ნიჭის პატრონს ეგეც შეიძლება გამომივიდეს newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ) ან კიდევ ცინკით უნდა გადავხურო
რაც ვიზუალურად ძალიან არ მომწონს, თან ზაფხულში მზე რომ დააწვენა და იმის გათვალიწინებით რომ
ფანჩატურს შიგნიდან ნამდვილად არ ავაკრავ "გოპსოკარდონს" სასტიკი სიცხეს დაიჭერს, ანუ რისთვისაც არის იმ დანიშნულებით
ვერ გამოვიყენებ და მთელი შრომა ქყალში ჩაიყრება.

2. და მეორ ვარიანტიც არსებობს რაც ითვალისწინებს უბრალოდ ბოძების დასმას და ზევიდან ტალავერის გადმოშვებას. ეს
ბევრად მარტივი ვარიანტია მაგრამ აქაც მაქვს წინააღმდეგობები, ლითონის მილების გამოყენება ბოძებად ძალიან არ მინდა,
ვიზუალურ მზარეს დაკარგავს და უბრალოდ ხე არ ვიცი რამდენი ხანი გაძლებს, რომ ვიცოდე დაზუსტებით რომ 10
წელი იდგება და მერე გამიხდება შესაპაჩინკებელი მაშინ ეს ვარიანტი მირჩევნია, მაგრამ მასალაში ვარ შეზღუდული,
სავარაუდოდ ბოძებად უნდა გამოვიყენო თხილი, აკაციას ვარჩევდი მაგრამ სადანა ვიშოვო ეხლა ეგ კეთილშობილი ხე ჰა? newsmile05.gif


დაახლოებით ესეთი კარკასი ექნება, ეხლა სრულყოფილად ვერ ვფლობ არქიკადს მარა მიხვდებით ალბათ რაც გამოვა საბოლოოდ newsmile05.gif
კონსულტაციებს გავდივარ და დანარჩენს დროთა განმავლობაში შეგატყობინებთ. ხო, ეს საშინელი ვაშლის ხე და ძველი ნათრევი
მაგიდა მოშორდებიან დედამიწას ერთხელ და სამუდამოდ newsmile05.gif




ეს კიდევ განწყობისთვის, ზედმეტი წნელი დამრჩა და უცბაშად ბაკის ძირი გავაკეთილშობილე, მართალია დამაკლდა მარა
ამ კვირაში მოვიტან კიდევ და ცისტერნამდე ავიყვან თხილის სვანურ კოშკს newsmile035.gif



მთავარია რომ ჩასაცეცხლი ადგილი ნამეტნავად სექსუალი გვექნება, ასე რომ მაგიდის და სკამების გაკეთება ღა დამრჩა newsmile045.gif

პ.ს. ისე ვინმე რამე საინტერესო თუ გიდგათ ეზოში ისეთი რაც ლოთობასთაბ ან ქართულ მამაპაპურ დიზაინთან ასოცირდება,
გინდათ მარანი იყოს, გინდათ რაიმე პატარა მოსაჯდომი კუთხე დაგედოთ ეგება ბიძიებო.....

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
4 გვერდი V  < 1 2 3 4 >  
Start new topic
გამოხმაურებები (30 - 44)
ჯეკო
პოსტი Oct 25 2010, 11:23
პოსტი #31


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



ვიტო ჩიქომ დამირეკა (რადგან შენ ვერ გიკავშირდება) ხსნარი უშოვნია ლიტრი 9 ლარად, დაახლოებით 3 ლიტრი დაგვჭირდებაო დაა რომშემოვა თვითონ დაწერს ვრცლად
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Oct 25 2010, 12:25
პოსტი #32


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჯეკო
ვა, კარგია, და რისი ხსნარი იშოვა? ცეცხლაწინააღმდეგო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Oct 25 2010, 12:42
პოსტი #33


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



ვიტო ხო ალბათ როდამირეკა მედზინა ნახევრად და ვერგავიგე წესიერად newsmile035.gif newsmile035.gif თითონ დაწერს საღამოს ეხლა უნიშია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩიქო
პოსტი Oct 25 2010, 17:37
პოსტი #34


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,127
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ვიტო
ესეიგიი რაა ხდებაა ვიტოჯან, იმ კაცმაა მაჩვენაა სერთიფიკატებიც, ინგლისურენოვანიი დაა ქართულენოვანიც, რამეთუ ამ ხსნარს{ANTIPYREN-FIRE RETARDANT, ecologically pure product}{ანტიპირენი-აალების საწინააღმდეგო საშუალება,ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი} შესწევს უნარიი:გაზარდოს ცეცხლმედეგობა და დაიცვას აალებისაგან:ხე,მუყაო,ქაღალდი,

ე რამდენიი ვწერეეე და სად გააქრო?


მოკლედ, ეს ხსნარი დასამუშავებელ ზედაპირს უზრდის სიმკვრივეს და შესაბამისად დაჭიანებისადმი მდგრადობასაც. ხსნარით დამუშავებული ზედაპირი უნდა გაშრეს დაახლოებით 24 სთ-ის განმავლობაში, რის შემდეგაც ინარჩუნებს ცეცხლგამძლე თვისებებს და წყალმედეგობას 10-12 წლის განმავლობაში. ხსნარის ხარჯი შეადგენს 1 კვადრატულ მეტრზე 0.1-0.3 ლიტრს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Oct 25 2010, 18:15
პოსტი #35


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩიქო
ციტატა(giorgi chiqobava @ 25th October 2010 - 18:37) *
ხსნარის ხარჯი შეადგენს 1 კვადრატულ მეტრზე 0.1-0.3 ლიტრს.

რაამბავია ტო, ეგ ალბათ სწორ ზედაპირზეა საუბარი, მე ალბათ 20 კვადრატამდე მექნება მარტო
ზედაპირი, ამას კიდევ ქვედა მხარე და შიგნით დასამუშავებელი, ეუ რას ამბობ ტო 10 ლიტრა არ მეყოფა newsmile05.gif''

ხვალ გადავზომავ ერთი ნორმალურად
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩიქო
პოსტი Oct 25 2010, 18:23
პოსტი #36


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,127
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ვიტო
არაააა ეგ აბაზანაში უნდა ჩავასხათ დაა ისლიი იქ ამოვავლოთ.რავი ეგრე ღირდაა დაა, ერთთან იყოოო მარტოო მთელი ელიავაა დღეს შემოვიარეე, დაა სამთო ქიმიაშიც ვიყავიი თავიდან ეგებ იმათ იცოდნენ ან ქონდეთ ეგ ხსნარიი ტქოოო მარაა --არაოოო.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Oct 25 2010, 18:44
პოსტი #37


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩიქო
ელიავაზე არ იყო ტო?

აბაზანა კარგი აზრია მარა რამდენი უნდა ჩაასხა რო? შეიწოვს ეგრევე,
მგონი პულივიზატორით უფრო კარგად დაიფარება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩიქო
პოსტი Oct 25 2010, 18:57
პოსტი #38


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,127
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ვიტო
ელიავაზეე მივაგენიი მარტოო ერთს ქონდაა სხვაგან არ იყოოო.
ხოო ინსტრუქციაც თანაა მაქ გამომატანაა ეტიკეტიი იმ კაცმააა, პულივიზატორითაც შეიძლებაა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 25 2010, 23:10
პოსტი #39


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(vito @ 25th October 2010 - 19:15) *
რაამბავია ტო, ეგ ალბათ სწორ ზედაპირზეა საუბარი, მე ალბათ 20 კვადრატამდე მექნება მარტო
ზედაპირი,

შენც მარტო ქვემოთა მხარე დაფარე. ზღვაზე..ბუნგალოებს თუ დაკვირვებიხარ??...იქ..ზემოდან სხვა ფენაა..და სახურავის ნაპირებზე...ცალკეა ჩამოძონძილი ლამაზად.....აი ეგენი დაამუშავე მაგითი..მეტი რად გინდა???...ეხლა მაყალს ნუ შეუდგავ მაინცდამაინ ქვეშ და არამგონია.... ისე დავთვრეთ...რომ სახურავზე დავიწყოთ ბიჩოკების სროლა.. ერთი დიდი საფერფლე აგვიშენე იქვე და ეგ იქნება. newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დემი
პოსტი Oct 26 2010, 09:57
პოსტი #40


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 456
რეგისტრ.: 12-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ვიტო

გენაცვალე ჯიგარში, შემოქმედი კაცი ხარ, ამ დროის უკმარისობის გამო ვერ ვახერხებ ბევრ რამეს, თორემ ერთი შაბათობა შენსკენ მოსახმარებლად არ გვაწყენდა ჯიმა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 26 2010, 12:41
პოსტი #41


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(demiko @ 26th October 2010 - 10:57) *
ამ დროის უკმარისობის გამო ვერ ვახერხებ ბევრ რამეს,

მაგია რომ მკლავს.... ხანდახან რომ ვკითხულობ ვიტოს პოსტებს ყველაფერს ვფიცავ კეთილი შურით მშურს(როგორც იტყვიან ხოლმე) ნეტა იმ დღეს მომასწრო...დილით გამოვიდე და ვთქვა..დღეს რა გავაკეთოთქო.. newsmile035.gif newsmile035.gif
მიდი ვიტო მიაწექი..სანამ მაგისი გასაქანი გაქვს..(ღმერთმა მოგცეს) მაგრამ ეგ მოწნული..ძველი კრამიტით რომ გადაგეხურა არ გიფიქრია???... ეგ უფრო ქართული და მაგ წნულის შესაფერი უნდა იყოს ჩემი შეხედულებით რათქმაუნდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Oct 26 2010, 16:50
პოსტი #42


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ლევანი
კრამიტის შანსი არ არის, ბოძები ვერ გაუძლებს წონას, თან კრამიტს დიდი დაქანება უნდა და
ძალიან ბევრი ვალაქიტა დამჭირდება, თან ყველაფერი დასაშლელი და თავიდან ასაწყობი გახდება.
რაც არის იმას მივყვები რა, მგონი ისლზე შევჩერდები მაინც.

დღეს ბოძები მოვიტანე და არ მეყო ამის დედაც, მეგონა მოვრჩებოდი კარკასს

პ.ს. კარკასისის მერე ისევ დავასუფთავებ თემას თორე სამშენებლო ტემას დაემსგავსა newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Oct 26 2010, 18:05
პოსტი #43


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



და პლასტიკატის ფილები რომ დაადო კრამიტის ფორმები რომ აქვს არ ივარგებს თან მჩატეც არის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 27 2010, 00:07
პოსტი #44


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჰერცოგი997
მართალია хвалю......хвалю.... newsmile035.gif newsmile035.gif ეგ კი წავიდოდა ალბათ მაგრამ ეგ ეღირება თუ ეღირება..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Oct 27 2010, 00:42
პოსტი #45


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(ლევანი @ Oct 27 2010, 01:07) *
ეგ კი წავიდოდა ალბათ მაგრამ ეგ ეღირება თუ ეღირება..


1 კვ.მ ---18 ფული.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th September 2025 - 06:58