მოქეიფის კუთხე - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მოქეიფის კუთხე
ვიტო
პოსტი Oct 24 2010, 16:26
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოკლედ მანამ ავათ ვარ დას სახლიდან არ გავდივარ ვაგრძელებ საყოფაცხოვრებო სამუშაოებს,
ხოდა ეხლა მინდა შემოგთავაზოთ ჩემი შემდეგი ნიჭიერების მონაპოვარი newsmile05.gif

ამასწინათ ვახსენე რომ ფაცხას ვაკეთებ სადაც უნდა ჩაგაცეცხლოთხოლმეთქო ხოდა ბარემ
განახებთ რა სტადიაშია. ყველაფერი დაიწყო მცხეთობიდან. მაგ დღეს ჩვენ გამგეობას უნდა წარედგინა
თავისი კუთხე რაღაცით ისევე როგორც სხვებს და გადაწყვიტეს მცხეთაში ფაცხის დადგმა მაგ დღისთვის.
მოაკითხეს 2 დღით ადრე მოაკითხეს მამაჩემს დამხმარე ცხენის ძალებისთვის და სადღაც გავიდნენ
თხილის წნელების შესაგროვებლად. ჩამოიტანეს, ააწყეს აქვე ცალცალკე კედლებად, ჩაიტანეს
მცხეთაში, მერე იქეიფეს და მერაპრიაწიეს დამთავრების შემდეგ გადაგდება დაენანათ და წამოიღეს უკან.
უფრო სწორედ მე წამომიღეს, იცოდნენ რომ რაღაცას შევაკოწიწებდი newsmile05.gif

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გადავწყვიტე ჩემს "ახოტნიჩი დვორიკში" გამეკეთებინა რაიმე ფანჩატურის
მსგავსი, რომელიც ზაფხულში მზისგან შეგვიფარებდა და თან გლეხურ-მუშურ განწყობას დააყენებდა.

დავიწყე ადგილის შერჩევა და ბოლოს ამ ადგილზე შევჩერდი. როგორც ხედავთ უკანა კედლად ქვის ყორე დარჩება



კი იცით ბევრა სადაც ვჯებოდით ხოლმე ზაფხულობით შუა ადგილზე რაღაც ამოუცნობი და უზარმაზარი
მაგიდის გარშემო, ხოდა ეგ პრობლემაც ხომ უნდა მოგვარებულიყო, თან ეზოში სივრცეც მოიმატებს,
თან ორკანიც იქვე - ქვის ყორის გაგრძელებაზე უნდა გავაკეთო და მოკლედ ყველაფერი ანსამბლში მოვა რა newsmile05.gif

ხოდა რითი დავიწყე, ხო არ დაგავიწყდეთ - აქამდე არც გაკეთებული მქონდა ესეთი რამე და არც ნანახი მქონდა
სადმე თუ როგორ კეთდებოდა ეს ყველაფერი. მაინც შევეჭიდე რა, რა უყო ეხლა newsmile05.gif ჯერ დავიწყე ზედა ტერასიდან.
უკანა მხრიდან დიდი სიმაღლე არ მჭირდებოდა და ვიფიქრე ცოტა ხელს გავავარჯიშებთქო. სავარაუდო დასამატებელი
სიმაღლე მივეცი 50სმ, თან ძირითადი ბოძები ჩავსვი მილებში რომ დროთა განმავლობაში წვიმებმა და
სინესტემ ექლუატაციის ვადაზე არ იმოქმედოს დიდად. დამხმარე ბოძების დაშორებაც დაახლოებით 50სმ ავიღე
და დავიწყე გრეხვა. არც ისეთი რთული არ აღმოჩნა ეს ყველაფერი პატივცემულო პარტიის წევრებო.



ზედა მოვრჩი და გადმოვედი ქვედა ზონაში, აქ დიდი კონცეპტუალური ველოსიპედების მოგონება არ დამჭირვებია newsmile05.gif
საშუალო მანძილი ავიღე კედლიდან მეორე კედლამდე ისეთი - სადაც თავისუფლად ჩაეტევა მაგიდა და სკამები ისე რომ
გასასვლელიც ნორმალური დარჩეს და შეუდექი. შესასვლელი როგორც ეგეთი კიბეებიდანვე გაუკეთე,
ჩემი ჭკუით დინამიკე იქნებათქო, ანუ ჩამოდიხარ და უხვევ 2 მხარეს, ან ფანჩატურშე ტურცავ თავს ან
"ახოტნიჩი ხიჯინაში". თითონ დიზაინი ისეთი გამოდის რომ მხოლოდ 2 კედელი ექნება, ზურგის და წინხედისთვის.
გვერდები ღია იქნება, ჩავთვალე რომ არ იყო საჭირო 3 გვერდის ამოქოლვა, ან კიდევ მხოლოდ შესასვლელი კარის დატოვება,
უბრალოდ არაპრაქტიკული იქნებოდა, აქ კიდევ თავისუფლად გახვალ ორივე მხარე, წყალიც იქვ იქნება.



ამ წუთისთვის ესეთი შესახედაობის არის ეს ყველაფერი. გასაკეთებელი კიდევ ბევრი დამრჩა და
კარგად ვერ ჩამოვყალიბდი რა გაგრძელება უპოვო რასაც მოგვიანებით შევეხები.




რაც ეხება გაგრძელებას, ჩემი საფიქრალი დარჩა გადახურვა, მაქვს 2 ვარიანტი:

1. უნდა გადავხურო ბოლომდე ისე რომ წვიმამ არ ჩამოაღწიოს, რაც პრინციპში მირჩევნია, მაგრამ აქაც წავაწყდი პრობლემებს.
მაქვს კრამიტი, მაგრამ სიმძიმის გამო მეშინია კრამიტის გამოყენება, არამგონია რომ ეგეთ მყარ კონსტრუქციას შევკრავ და
წლებს გაუძლებს(თუმცა ჩემი ნიჭის პატრონს ეგეც შეიძლება გამომივიდეს newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ) ან კიდევ ცინკით უნდა გადავხურო
რაც ვიზუალურად ძალიან არ მომწონს, თან ზაფხულში მზე რომ დააწვენა და იმის გათვალიწინებით რომ
ფანჩატურს შიგნიდან ნამდვილად არ ავაკრავ "გოპსოკარდონს" სასტიკი სიცხეს დაიჭერს, ანუ რისთვისაც არის იმ დანიშნულებით
ვერ გამოვიყენებ და მთელი შრომა ქყალში ჩაიყრება.

2. და მეორ ვარიანტიც არსებობს რაც ითვალისწინებს უბრალოდ ბოძების დასმას და ზევიდან ტალავერის გადმოშვებას. ეს
ბევრად მარტივი ვარიანტია მაგრამ აქაც მაქვს წინააღმდეგობები, ლითონის მილების გამოყენება ბოძებად ძალიან არ მინდა,
ვიზუალურ მზარეს დაკარგავს და უბრალოდ ხე არ ვიცი რამდენი ხანი გაძლებს, რომ ვიცოდე დაზუსტებით რომ 10
წელი იდგება და მერე გამიხდება შესაპაჩინკებელი მაშინ ეს ვარიანტი მირჩევნია, მაგრამ მასალაში ვარ შეზღუდული,
სავარაუდოდ ბოძებად უნდა გამოვიყენო თხილი, აკაციას ვარჩევდი მაგრამ სადანა ვიშოვო ეხლა ეგ კეთილშობილი ხე ჰა? newsmile05.gif


დაახლოებით ესეთი კარკასი ექნება, ეხლა სრულყოფილად ვერ ვფლობ არქიკადს მარა მიხვდებით ალბათ რაც გამოვა საბოლოოდ newsmile05.gif
კონსულტაციებს გავდივარ და დანარჩენს დროთა განმავლობაში შეგატყობინებთ. ხო, ეს საშინელი ვაშლის ხე და ძველი ნათრევი
მაგიდა მოშორდებიან დედამიწას ერთხელ და სამუდამოდ newsmile05.gif




ეს კიდევ განწყობისთვის, ზედმეტი წნელი დამრჩა და უცბაშად ბაკის ძირი გავაკეთილშობილე, მართალია დამაკლდა მარა
ამ კვირაში მოვიტან კიდევ და ცისტერნამდე ავიყვან თხილის სვანურ კოშკს newsmile035.gif



მთავარია რომ ჩასაცეცხლი ადგილი ნამეტნავად სექსუალი გვექნება, ასე რომ მაგიდის და სკამების გაკეთება ღა დამრჩა newsmile045.gif

პ.ს. ისე ვინმე რამე საინტერესო თუ გიდგათ ეზოში ისეთი რაც ლოთობასთაბ ან ქართულ მამაპაპურ დიზაინთან ასოცირდება,
გინდათ მარანი იყოს, გინდათ რაიმე პატარა მოსაჯდომი კუთხე დაგედოთ ეგება ბიძიებო.....

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
4 გვერდი V  « < 2 3 4  
Start new topic
გამოხმაურებები (45 - 56)
ჩელე
პოსტი Oct 27 2010, 02:13
პოსტი #46


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვიტო

ბიჯოოო, ადამიანოოო, კაცოოოო ცოტა სქელი ,,შპალები,, დაუდე და არაფერიც არ ჩაიღუნება. თავისი დაქანება კიდე მაინც ექნება და ის წყალი რაც ზე დაედინება, მაინც ჩამოვა ქვემოთ, თუმცაღა ისლიც კარგი ვარიანტია, მაგრამ იმას რათ არ ფიქრობ რომ შენთან ქარია ხოლმე, თან საკმაოდ ძლიერი....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Oct 27 2010, 08:48
პოსტი #47


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მე მომწონს ჰერცოგი997 -ს ვარიანტი, თიტომ თითო კვ რომ ვუგრევოთ ვიტალის, არც არაფერი მოგვივა, ვიტია რამდენი კვ-ია?


მაინც ჩვენ არ უნდა ვხეთქოთ იიქ?
ჩვენი წვლილიც შევიტანაოთ კაცს ფიზიკურად ვერ ვეხმარებით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Oct 27 2010, 08:54
პოსტი #48


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



Maverick +100000000 ეგრეა რააა მაინც ჩვენთვის და ჩვენი სიყვარულობისთვის არ აკეთეებს?!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩიქო
პოსტი Oct 27 2010, 12:20
პოსტი #49


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,127
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ჩელე
ქარიან ამინდში ყველაზე კარგი ვარიანტი კრამიტიაა, ეს უკანასკნელი ისეე კარგად ეჭიდებაა ერთმანეთს როო ქარი ვერ ააძრობს newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Oct 27 2010, 12:37
პოსტი #50


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Maverick @ Oct 27 2010, 09:48) *
მე მომწონს ჰერცოგი997 -ს ვარიანტი, თიტომ თითო კვ რომ ვუგრევოთ ვიტალის, არც არაფერი მოგვივა, ვიტია რამდენი კვ-ია?


მაინც ჩვენ არ უნდა ვხეთქოთ იიქ?
ჩვენი წვლილიც შევიტანაოთ კაცს ფიზიკურად ვერ ვეხმარებით



ვეთანხმების ზემოთ გამოსულ ამხანაგებს, დამფუძნებლები თუ არა თანადამხურავები მაინც ვიქნებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Oct 27 2010, 20:34
პოსტი #51


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩელე
ციტატა(chele @ 27th October 2010 - 03:13) *
ბიჯოოო, ადამიანოოო, კაცოოოო ცოტა სქელი ,,შპალები,, დაუდე და არაფერიც არ ჩაიღუნება

ამხანაგო - "მე ყველაზე მეტი ვიცი" - სქელ შპალებს სქელი ხის მოჭრა უნდა
და რაცხა არ მემეტება ტყეში შესვლა და შქელი ხეების მოჭრა, თან ამ სქელებს საყრდენებიც სქელები უნდა,
ასე რომ მთელი ტყის გაჩეხვას ნაღდად არ ვაპირებ ამ საქმის გულისთვის.

ციტატა(chele @ 27th October 2010 - 03:13) *
თავისი დაქანება კიდე მაინც ექნება და ის წყალი რაც ზე დაედინება, მაინც ჩამოვა ქვემოთ

და წვიმის წყალი ვინ ახსენა ამხანაგო - "მე ყველაზე მეტი ვიცი" -? ვინ გითხრა
რომ დაქანება მაგისთვის უნდა კრამიტს? თოვლია ჯანა მთავარი, თოვლი!!

ციტატა(chele @ 27th October 2010 - 03:13) *
მაგრამ იმას რათ არ ფიქრობ რომ შენთან ქარია ხოლმე, თან საკმაოდ ძლიერი....

და შენ გგონია რომ ეგ არ ვიფიქრე? და შენ თუ იფიქრე ამ ფაცხის ადგილმდებარეობა სხვებზე
კარგად უნდა ხვდებოდა და სად ნახე მანდ ქარი? და ქარი რომც იყოს რა გგონია რომ
ისლი უბრალოდ უნდა დაყარო სახურავზე და თავისით იქნება ეგრე?

ხომ ხედავ უკვე სამჯერ დაგამარცხე და რა გინდა? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

დღეს დავასრულე საყრდენების დადგმაც, ეხლა ზევიდან გადასადები ხეები მინდა,
ბლიაძ, რა რუტინა ყოფილა ტო, არადა ძნელი არ არის მგრამ, რარაც რომ გაკლია მთელი
დღე გიცდება და მერე მაგრა ტეხავს, დღეს ფრიდრიხა მეჩხუბა და მანქანა ვერ ვეთხოვე თორემ მთლიან
კარკასს დავამთავრებდი, არადა რა გასალაშინებულ ტოტებს ვაძლევ უნდა ნახოთ რა newsmile05.gif

ისე კი გავწყდი წელში, მარტო ვარჭობდი ბოძებს უროთი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ღლიღვა
პოსტი Nov 4 2010, 19:58
პოსტი #52


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 639
რეგისტრ.: 17-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეს თემა რატომ გაჩერდა ? ვიტო გაცერდა თუ სხვას არ ეხება ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Nov 4 2010, 22:09
პოსტი #53


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ღლიღვა
არა კაცო, რა გაჩერდა, უბრალოდ ბოლომდე არ დამთავრებულა, ამ დღეებში განახებთ რა და როგორ არის

მართლა ვერ ვპოულობ შესაბამის "ბალკებს გადახურვისთვის, უბრალოდ ხეები მეცოდება და შესაბამისს ვეძებ რა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ღლიღვა
პოსტი Nov 5 2010, 10:42
პოსტი #54


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 639
რეგისტრ.: 17-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვიტო
აი ნეხლა ნათელი მოეფინა ვითარებას და მეც სიკეთის მოლოდინით ავივსე newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MORGAN
პოსტი Mar 13 2015, 13:08
პოსტი #55


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,111
რეგისტრ.: 23-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tortuga



და ხავსი მოედო თემას )
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Mar 13 2015, 13:11
პოსტი #56


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



თან მაგრად D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MORGAN
პოსტი Mar 13 2015, 17:53
პოსტი #57


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,111
რეგისტრ.: 23-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tortuga



ამ თემასთან დაკავშირებით კარგი გეგმები მაქვს და იმედია მაისი-ივნისიდან დავდებ საინტერესო ინფოებს ))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V  « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th October 2025 - 15:20