მგლები - პრობლემა #1 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

61 გვერდი V  « < 6 7 8 9 10 > »   
Closed TopicStart new topic
მგლები - პრობლემა #1
გველისმჭამელი
პოსტი Jun 30 2009, 17:11
პოსტი #106


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 17-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



სია მივიღე, დიდი მადლობა. რაოდენობა ნორმალურია, თუ იქნებიან კიდევ მსურველები გულს ნუ დავწყვეტთ როგორმე დავეტევით. იმედი მაქვს შეხვედრა საქმიან ვითარებაში ჩაივლის და შედეგიც ორმხრივ საინტერესო იქნება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Jun 30 2009, 17:14
პოსტი #107


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



gvelismchameli
მოხარული ვარ მოწვევის, თუ შეიძლება განმარტებისათვის, რომ დაგვიზუსტოთ რა თემაზე იქნება შეხვედრა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გველისმჭამელი
პოსტი Jul 1 2009, 11:16
პოსტი #108


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 17-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება




მგლები - პრობლემა #1

Maverick
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გრიზლი
პოსტი Jul 1 2009, 13:42
პოსტი #109


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,217
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



gvelismchameli

უპირველესყოვლისა დიდი მადლობა ჩვენის ფორუმში ასე ყურადღებიანად და სერიოზულად ჩართვისთვის, ასევე ფორუმელთა მოწვევისათვის


ისე მე რაც ეხლა წავიკითხე და რა ვითარებაცაა დღეს-დღეობით ერთის თქმა შემიძლია

1. მგელს არ ყავდა მტერი ამჟამად, ნადირობაც აკრძალული იყო და არის, ამასთანავე ის თავად ბრაკონიერების ყურადღებასაკ კი არ იქცევდა, ვინაიდან მგელზე ნადირობა არც ხორცის, არც ტყავის და არც სპორტული ნადირობის თვალსაზრისით არ იწვევს არანაირ ინტერესს.

2. საქართველოში ყველამ კარგად ვიცით არ არის იმდენი შველი, ირემი, ღორი და ა.შ. რომ თუ მგელი არ იქნა ისე მომრავლდებიან რომ დაავადებები გაუჩნდეთ, მოსავალი გადაჭამონ და ა.შ.


3. არა მარტო მგელი არამედ ტურა და განსაკუთრებით მელა ამ სამი ცხოველის რიცხვი სასწრაფოდ შესამცირებელია, შარშან წალკაში სანადიროდ რომ ვიყავით იმდენი მელა იყო, თან დღე, (ღამეზე ლაპარაკიც კი ზედმეტია), ანუ დღისით, მზისით ქუჩებში, სახლებთან, ცეხებთან რომ თვალებს არ უჯერებდი ეს ნაღდად მელაა თუ რაიმე მაწანწალა ძაღლებიათქო, აბა რა კურდღელი,ხოხობი, გნოლი, და კიდევ სხვა ცხოველი თუ ფრინველი გაიხარებს ამათ ხელში????????? მაგათ ორი მტერი ყავთ ბრაკონიერები და მტაცებლები და აი ამ სამ მტაცებელს კი ამჟამად არცერთი


4. კი კარგი იყო რომ თუ გადაშენების პირას იყვნენ კი ბატონო აიკრძალა მაგათზე ნადირობა , მაგრამ ისე არ მოგვივიდეს როგორც მაგალითად ეგვიპტეში 70 წლებში პრეზიდენტი მოკლეს და იმის მერე დღემდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, თორემ ძალიან ცუდად იქნება ჩვენი საქმე დამიჯერეთ. საჭიროა პერიოდულად მათზე დაიშვას ნადირობა, თანაც ესენი როგორც ზემოთ ავღნიშნე დიდად მიმზიდველი სანადირო ობიექტები არ არიან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 1 2009, 18:24
პოსტი #110


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მაგ ყველაფერში გეთანხმები...ნაღდად ზედმეტები მოდით უკვე მტაცებლებს(ეს წითელი მგელია თუ ჰიბრიდი რაღა ჯანდაბაა)..ნაღდად შესამცირებელია, მაგრამ....მე მაქვს ერთი კითხვა...რამდენით?????
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გრიზლი
პოსტი Jul 1 2009, 19:32
პოსტი #111


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,217
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ლევანი

ზომიერად რათქმა უნდა, საერთოდ არსებობს ეგეთი ბრძნული გამონათქვამი, რომ ბუნებაში უსარგებლო არაფერია, ბუნებას ააქვს თავისი კანონები,ფორმები სადაც ჩვენი უზომო ჩარევა არ შეიძლება, აქ ყველას ჩვენი სხვადასხვა აზრი გვაქვს, მაგრამ მსჯელობით, რეალობით და კორექტულობით უნდა გადაწყდეს ეგ ამბავი newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Jul 1 2009, 20:25
პოსტი #112


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მე ვერ ვნახე რაიმე დამადასტურებელი იმის აუცილებლობისა,თუ რატომ აიკრძალა თავის დროზე ძუძუმწოვრებზე ნადირობა,მტაცებლებს ვგულისხმობ.დათვი კი ბატონო,მაგრამ მგელის,ტურის და მელიის დაცვა რამ განაპირობა?ადრე,როდესაც ნადირობა დავიწყე აფხაზეთში,მოსახლეობას იმდენად აწუხებდნენ,რომ ტყვიებს აქეთ მაძლევდნენ,ოღონდ ეგენი მომაშორეო.მეც მათ სახლებთან ახლოს ჩაიში რამოდენიმეს მოვუღე ბოლო.ერთ ტურას 17 ცალი ინდაური გაუსტუმრებია და ის ტურა მოკლული რომ ვანახე იმ კაცს,კინაგამ გაგიჟდა.ახლა მისთვის ვიღაცას რომ ეთქვა,არ შეიძლებოდა ტურის მოკვლა და ზაზა უნდა დავაჯარიმოთო,რეაქციის წარმოდგენა არ გაგიჭირდებათ.განა მგლის სისხლი მწყურია კაცო,ვხედავ რომ მოსახლეობას აწიოკებს და შესაბამისი მოქმედებები კი არ ჩანს.გრიზლისთან ერთად მეც ვნახე წალკაში მელა-ტურა-მგლების მთელი მანიფესტაცია.ძაან ბევრია და გამოსახშირია.თუ სხვა აზრი აქვს ვინმეს,კი ბატონო,მოვუსმენ არგუმენტირებულ პასუხებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩიქო
პოსტი Jul 1 2009, 21:12
პოსტი #113


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,127
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ეხლა მელიებს დაენძრევათ სოფელში რო ჩავალ არავითარი ლიცენზია არ მჭირდება თავდაცვის მიზნით გავანადგურებ( ქათმები დაუჭამია მე მაგის.............)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 1 2009, 22:39
პოსტი #114


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



შესამცირებელი რომ არის, მაგაზე არავინ დაობს...ნაღდად პრობლემად რომ იქცა ეგ მთელმა ქვეყანამ იცის...დედაჩემსაც გაუჩანაგეს ქათმები მელიებმა და მეც მივაწევდი იმ ქათმებს..რომ შევსწრებოდი მაგას...უბრალოდ საკითხი სხვანაირად უნდა მოგვარდეს..არა ისე.."არავის ნებართვა არ მჭირდება..სადაც ვნახავ მივაკლავ"..ეგ აზრი ხალხში თუ მყარად გაჯდა...ქაოტურად გაანადგურებენ ყველაფერს...რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მელია..სასარგებლო ცხოველია(ზომიერად) სოფლის მეურნეობისათვის,რადგან მაგისი ძირითადი საკვები მინდვრის თაგვია...რომელიც თავის მხრივ მაგარ ზიანს აყენებს ნათესებს...ზოგადად ეგ ბევრად მეტი ზარალია, ვიდრე მათ მიერ დედაჩემის შეჭმული 2 ქათამი...ამიტომ რომ არ მოხდეს მათი ქაოტური განადგურება...უნდა არსებობდეს რაღაც დასკვნა..რომელშიც იქნება ასახული, თუ რომელი ცხოველი რა რაოდენობით არის შესამცირებელი...ის რაღაც ჰიბრიდია თუ მუტანტი, ჩემი აზრით საერთოდ ამოსაწყვეტია...ნამდვილი წესიერი მგელი, ალბათ უნდა არსებობდეს გარკვეული რაოდენობით...რადგან მცოდნეები აღნიშნავენ, მაგათი არსებობის საჭიროებას..ის მაინც უნდა გავარკვიოთ მართლა ეგრეა თუ არა საქმე...მე ეგრე ვფიქრობ და როგორც მინდა ისე ვიზავ არ მოსულა..ეგ მგელიც მთელი საქართველოსია და ყავს თავისი დამცველები...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jagermeister
პოსტი Jul 1 2009, 22:50
პოსტი #115


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 464
რეგისტრ.: 19-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(ლევანი @ Jul 1 2009, 11:39 PM) *
შესამცირებელი რომ არის, მაგაზე არავინ დაობს...ნაღდად პრობლემად რომ იქცა ეგ მთელმა ქვეყანამ იცის...დედაჩემსაც გაუჩანაგეს ქათმები მელიებმა და მეც მივაწევდი იმ ქათმებს..რომ შევსწრებოდი მაგას...უბრალოდ საკითხი სხვანაირად უნდა მოგვარდეს..არა ისე.."არავის ნებართვა არ მჭირდება..სადაც ვნახავ მივაკლავ"..ეგ აზრი ხალხში თუ მყარად გაჯდა...ქაოტურად გაანადგურებენ ყველაფერს...რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მელია..სასარგებლო ცხოველია(ზომიერად) სოფლის მეურნეობისათვის,რადგან მაგისი ძირითადი საკვები მინდვრის თაგვია...რომელიც თავის მხრივ მაგარ ზიანს აყენებს ნათესებს...ზოგადად ეგ ბევრად მეტი ზარალია, ვიდრე მათ მიერ დედაჩემის შეჭმული 2 ქათამი...ამიტომ რომ არ მოხდეს მათი ქაოტური განადგურება...უნდა არსებობდეს რაღაც დასკვნა..რომელშიც იქნება ასახული, თუ რომელი ცხოველი რა რაოდენობით არის შესამცირებელი...ის რაღაც ჰიბრიდია თუ მუტანტი, ჩემი აზრით საერთოდ ამოსაწყვეტია...ნამდვილი წესიერი მგელი, ალბათ უნდა არსებობდეს გარკვეული რაოდენობით...რადგან მცოდნეები აღნიშნავენ, მაგათი არსებობის საჭიროებას..ის მაინც უნდა გავარკვიოთ მართლა ეგრეა თუ არა საქმე...მე ეგრე ვფიქრობ და როგორც მინდა ისე ვიზავ არ მოსულა..ეგ მგელიც მთელი საქართველოსია და ყავს თავისი დამცველები...

გეთანხმები, ქაოსის ქაოსით შეცვლა არაფერს არ მოიტანს, იგივე იქნება.. ეს ჰიბრიდები გასანადგურებელია ნაღდად და მგელს მე პირადად პატივს ვცემ და ვერ ვხედავ მისი მოკვლის აზრს [მხოლოდ თავდაცვის მიზნით].. აი ტურას რაც შეეხება კი, მაგას ვერ ვიტყვი ნაღდად. რამე სარგებელი მოაქვს ტურას ? როგორც გავიგე განსაკუთრებით სწორედ ტურაა მომრავლებული ჩვენთან..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jul 1 2009, 23:03
პოსტი #116


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



jagermeister
განსაკუთრებულად კი არა ტურებისაა ეს ქვეყანა, რა სარგებლობა უნდა მოიტანოს? იმდენი არაფერი რასაც ანადგურებს და სპობს, თაგვებს სხვა კეთილშობილი მტაცებლები და ფრინველებიც ანადგურებენ, ჩემი აზრით ტურა მინიმუმზე ცოტა უნდა იყოს ქვეყანაში, მგელს მეც დიდ პატივს ვცემ , ყველაზე ჭკვიანი ცხოველია, მაგრამ მისმა რაოდენობამ ჩვენთან დაარღვია ყველანაირი კანონი და ადამიანებზე დაიწყეს ნადირობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jagermeister
პოსტი Jul 1 2009, 23:16
პოსტი #117


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 464
რეგისტრ.: 19-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(ზახარა @ Jul 2 2009, 12:03 AM) *
jagermeister
განსაკუთრებულად კი არა ტურებისაა ეს ქვეყანა, რა სარგებლობა უნდა მოიტანოს? იმდენი არაფერი რასაც ანადგურებს და სპობს, თაგვებს სხვა კეთილშობილი მტაცებლები და ფრინველებიც ანადგურებენ, ჩემი აზრით ტურა მინიმუმზე ცოტა უნდა იყოს ქვეყანაში, მგელს მეც დიდ პატივს ვცემ ეს ჩემ ავატავრსაც ეტყობა რომ მიყენია, ყველაზე ჭკვიანი და ჟილკა ცხოველია, მაგრამ მისმა რაოდენობამ ჩვენთან დაარღვია ყველანაირი კანონი და ადამიანებზე დაიწყეს ნადირობა.

ჰოდა ტურებით დავიწყოთ ; ]]
მემგონი ეს წითელი მგელი თუ რაღაც ჰიბრიდია უაზროდ მომრავლებული, რაღაც ჭორები მსმენია მის ხელოვნურ შემოყვანაზე რაღაც დროის წინ და ასე შემდეგ, მარა ვერ დავეყრდნობი, არ მაქ 100პროცენტიანი ინფორმაცია...
არა, მაგარი მისახედი ამბავია, რაზეა საუბარი !!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 1 2009, 23:26
პოსტი #118


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კიი..ტურაც მაგარი ამოსაწყვეტია...მართლა "შაკალია"...ანადგურებს ყველაფერს რას კარგია და ცოფი გადააქვს....ისე ეხლა ახალგორში, ის ჰიბრიდია თუ რაღაც, ხალხს რომ დასხა... ტელევიზორში ანახეს ადამიანი...კომენტარი გააკეთა..კინაღამ გადავყირავდი..."შეიძლება ტურა ყოფილიყოო"...ეგ თუ მართლა ტურა იყო..და ისე გაბლატავდნენ, რომ ადამიანებს ესხმიან თავს..მაგრად დაგვრხევია...მგლები რაღას გვიზავენ...

ისე არ გამიკვირდება მართლა რაღაც ჰიბრიდი იყოს...ჩემ უბანში(აგერ ზახარამაც იცის) ისე მომრავლდნენ უბნის ძაღლები...თავიანთი უბნები გაიკეთეს..ჩემი აივნის პირდაპირ..პატარა ფერდობზე..სოროები გათხარეს და დასახლდნენ...ზამთარში ერთად იკრიბებიან და ხროვად დადიან...ამ ზამთარს...ვიღაცის თხა დაგლიჯეს(ძაღლებმა) მოკლედ მგლებივით დაიწყეს ცხოვრება..ეგენი..ჩვეულებრივი უბნის ძაღლები აღარ არიან...ეგრევე დაწანწალებენ ბუნებაში(ლისის ტბის მიდამოებში და დიდგორისკენ) სულ არ გამიკვირდება, მაგათი მგლებთან შეჯვარებაც....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jul 1 2009, 23:28
პოსტი #119


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ლევანი
ტურა არ მგონია ლევან, მარტო მაგას ვერ იზავდა, ისე ხროვა საშიშია,წელს მეგობარმა დამირეკა კახეთიდან დეკეული შეუჭამეს მაგ პარაზიტებმა,
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 2 2009, 00:07
პოსტი #120


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ზახარა
რათქმაუნდა ტურა არ იქნებოდა...უბრალოდ აზრი მომეწონა....წარმოიდგინე ტურებმა რომ ეგ დაიწყონ...ისე ცოფიანს კი შეეძლო ექნა...ისიც გამიკვირდა..ის კაცი ამბობდა "ხელით მეჭირა ყბებში სანამ არ მოკლესო".. მეეჭვება მგელი დაეჭირა ყბებით...მიაჭამდა ორივე ხელს....მგელს ტისკივით აქვს ყბები...და ბევრად მეტი ძალა ვიდრე ადამიანს...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

61 გვერდი V  « < 6 7 8 9 10 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th September 2025 - 16:32