ნადირობაი, წალკასა შინა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ნადირობაი, წალკასა შინა, 06 . 11 . 2010
tavadi baratashv...
პოსტი Nov 8 2010, 02:45
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



და აი ძმებო მონადირეებო რეპორტი ესე დიდად სასურველი, რომელსაც ესოდენ დიდის მოთმინებით ელოდით და რომლის განხორციელებაზეც დიდძალი ძალისხმევაი არს დახარჯული.
მონაწილენი:
თქვენი მონა მორჩილი:

ჰანთერ87, დათაბატონი, კახაბერი და ღლიღვაი

წელსა 2010-სა და ნოემბრის თვისა 5 რიცხვსა გაისმა ზარი ძმისა ჩვენისა კახასი და იყო წინადადებაი რომელმაც მამცნო მე ესე მონასა უფლისასა რომ არსებობდა რამდენიმე ვარიანტი სანადიროისა ადგილისაი. პირველი და განუმეორებელი წალკაი, ადგილი ჯავახეთსა მდებარე და მეორე ადგილად იუბნა ბაზალეთი. ვაცნობე ძმებსა ჩვენსა დათასა ბატონად წოდებულსა და ვასოსა დიდ ღლიღვად წოდებულსა. ბევრი ბჭობის შემდგომ გადაწყდა ერთობლივად წასვლაი წალკასა შინა და ნადირობაი იხვზედა და ტყის ქათამზედა ვალდშნეპად წოდებულზედ.
და აი გაეყარა ნათელი ბნელსა და ჩამოღამდა, იყო საათი ესე ორი როცა სახლში გამომიარეს ძმებმა დათამა და კახაბერმა თავის რკინის რაშითა, რომელიც რენდროვერად წოდებულ არს, მათ ახლდათ განუმეორებელი კურცჰაარი. დავიძარით და დიდ ღლიღვასაც გავუარეთ, შესდგა გუნდი მონადირეთა და გავსწიეთ გზაზედ. კახამ პატრონმა ბედაურისამან ჩაასხა კალონკაზედ რომპეტროლისა საწვავი ესე ეფიქსად წოდებული, შევუდექით გზასა წყნეთისასა და ჰოი საოცრებავ ჩვენი ბედაური წყნეთთან გაჩერდა, დაგვაბრკოლა ეშმაკმან და გზა გადაგვიკეტა ათასგვარის დაბრკოლებითა და განსაცდელითა, მაგრამ ჩვენ ვითარცა ჭეშმარიტნი მორწმუნენი არ შევუშინდით განსაცდელს და შევცვალეთ ბედაური იგი წახდენილი ახლითა, ღლიღვას ბედაურითა. აივსო სული ჩვენი სიხარულითა რამეთუ განსაცდელი ესე მძიმეი გადალახულ იქნა ნებისა ღვთისაითა და ჩვენის ერთობითა. განვაგრძეთ გზაი ძმურისა უბნობითა და ხუმრობითა საამურითა, იყო ლხენაი და მხიარულებაი ჩვენ თანა და და სული ჩვენი იხარებდა. იყო უკუნი ღამეი.
მივდიოდით გზასა ზედა და არ ჩანდა არაფერი, გზაი იყო კარგი, ახლად დაგებული, ალაგ ალაგ წახდენილი მარა განახლების პერსპექტივითა. განვლიეთ გზაი ესე გრძელი და აღმოვჩნდით წალკასა შინა და ვინაიდან კვლავ იყო ღამეი უკუნი შევიცადეთ მცირე ხანსა და დაველოდეთ მზის ამობრძანებასა. და ვითარმედ კუჭი ჩვენი შველას იხმობდა წავიხემსეთ და ვიხმიეთ ცოტაოდენი აირაყი, სასმელი ესე ცეცხლად წოდებული და ვეზიარეთ ბახუსის ჭეშმარიტებასა, გაგვეხსნა მადაი და გემრიელად გეახელით ხოშიანსა კიშკებსა და ტკბილეულსა, კაი პურმარილი გვქონდა და კარგადაც დავნაყრდით


ამის შემდგომად გამოვკითხეთ ხალხი წალკასა შინა მცხოვრები და მივიღეთ მეტ ნაკლებად საჭირო ინფორმაციაი. ინათა, და მზემ მოჰფინა სხივნი მაცოცხლებელნი ქვეყანასა ზედა, ჩვენც დავიძარით სანადირო ადგილებისკენ და ჰოი საოცრებავ, ეს რას ხედავს თვალნი ჩვენნი, გზასა ზედა გაჩერებულან ბედაურნი რკინისანი ჩვენის მწყალობელის და ნადირ ფრინველთა მწყემსის ოჩოპინტრეს ემბლემითა და აღივსო გული ჩვენი სიხარულითა, შევჩერდით და მივეახლეთ სულიერ ძმებსა და ისინიც მოგვეგებნენ გაკვირვებულის თვალებითა და სიხარულითა. აქ იყო ძმაი ჩვენი მავერიკ, კონდოლელი და სხვანი ძმანი. ვიუბნეთ ძმურის სიყვარულითა და გადავიღეთ სურათი სამახსოვროი

შემდგომად ამისა განვერნეთ ძმათა ჩვენთა და გავწიეთ ადგილსა ესე სანადიროსა. გზად გავჩერდით ერთის ადგილის შემოწმების მიზნით და ლულების გახურებისათვის რამდენიმე დაგრუხუნებაიც გავაკეთეთ ლულათაგან ესე ზარბაზნისა.
ჩვენმა ოთხფეხმა მეგობარმა მრავალი წვრილი ჭაობის ფრინველი ამოგვიფრინა თუმცა მხოლოდ ერთი ჩამოაგდო კახაბერმა ძმამან ჩვენმან და ვერ იპოვა. დავიძარით სხვა ადგილის საძიებლად და აი კვლავ გამოხტა ახალი განსაცდელი ეშმაკის მანქანებითა, მანქანა ჩაიფლო ჭაობსა ესე შეჩვენებულსა, დიდძალი ძალისხმევაი ესე ღლიღვასი და ჩვენი დაგვჭირდა მის ამოსაყვანად, ბევრი ვიწვალეთ და აი იყოჩაღა ღლიღვამა, აქაც გადმოგვხედა უფალმა მართლმორწმუნეებს და განგვიხსნა გზაი ესე სავალი და გავსწიეთ დიდის მხნეობითა და მოლოდინითა.
წალკის ტბასა ზედა შევნიშნეთ ფრინველი ურიცხვი თუმცა მანძილი ესე იყო ფრიად დიდი და გარჯად არ ღირდა, თუმცა ვაზნები ესე მაგნუმნი ნოლი ნომერის საფანტითა შევაწყე აბოიმასა შინა და გავამზადე ქვემეხი ესე ჩემ საომრად.
და ჰოი საოცრებავ, რას ვხედავთ ჩვენსკენ მოფრინავს უამრავი უფლის საჩუქარი, ბატებად წოდებული და აი მაშინ დაიწყო რაც დაიწყო, ვიქეცით ერთ საზენიტო ბატარიად, ამუშავდა ჩემი საზენიტო ავტომატური ქვემეხი ეს-60 მპ-153-ად წოდებული, ორი ტუგუსკა იჟ-27-ად და ტოზ-34-ად წოდებული და ერთი ზეუ-23 გერმანულის სახელითა. ეს იყო ზალპი საზენიტო არტილერიისა, იყო კანონადა ქვემეხთა მრისხანეთა, ცა იძრა და მიწამ პირი გახსნა და მოსწყდა ორი ბატი ვითარცა ბომბდამშენი მტრისა ჭურთაგან დაზიანებული. და იყო სიხარული ფრიადი, მილოცვები ერთურთსა შორის და დიდძალი ემოციები. ნადავლი შევაგროვეთ და კვლავ განვაგრძეთ გზაი ფიჭვის ტყისკენ, სადაც ჩვენის აზრით და ინფორმაციით იყო დისლოკაციის ადგილი ტყის ქათმისა ვალდშნეპად წოდებულისა. მივადეგით ფიწვნარსა და ვიწყეთ სვლაი ნელი და დაკვირვებული, ჩვენი ოთხფეხა მეგობარი დიდის ენერგიით ეძებდა ქათმებსა ისინი კი ვითარცა პარტიზანნი იმალებოდნენ და აი განისმა ნანატრი ფრთხიალის ხმა და ჩემს ზემოთ ფიჭვის ძირიდან აფრინდა ულამაზესი და სასურველი ფრინველი, ვუქუხე ქვემეხი იგი შვიდის ნომერის საფანტითა დატენილი და გაჩერდა ჰაერში ტუმცა მეორეც მივაყოლე კანტროლკაი და გავაგზავნე ცხონებული იგი საიქიოსა, იყო სიხარული აღტაცებაი და აღმაფრენაი. ძმათა ჩემთა მომილოცეს წარმატებაი, განვლიეთ მასივი ტყიანი და გავწიეთ სხვა ადგილისაკენ სადაც ჩავთოფეთ ორი ლისუხაი მელოტად წოდებული, გარდაიცვალა ერთი თუმცა ტექნიკური ხარვეზების გამო ვერ იქნა გამოტანილი ნადავლი. ცოტა გავიარ გამოვიარეთ, ჩვენი ოთხფეხა მეგობრის ლამაზი ნაბულებითაა და მუშაობით დავტკბით და გადავწყვიტეთ დაბრუნება დედაქალაქსა ესსე თბილისსა შინა. ვიარეთ გზაი ესე გრძელი და ხრიოკი და აი დაიწყო ტყიანი სამოთხეი შემოვედით მანგლისსა და შვნიშნეთ ზავიძენიაი ტურფად საცქერი, შევჩერდით და სურათნი გადავიღეთ სამახსოვროი.


კუჭმა გვთხოვა შველაი და ჩვენც შევედით ტაძარსა ჭეშმარიტებისასა, დავგმეთ ყოველი ცდომილებაი, კრიშნაი და იეღოვაი დავილოცეთ მართლმადიდებლურად და გავსტეხეთ პური ჩვენი არსობისა და ვიხმიეთ არაყი ფრიად ქებული. ატყდა პურის ჭამაი და სადღეგრძელონი ფრიადი და ოდეს ლხინი დავასრულეთ გადავიღეთ სურათნი ნადავლთან

და გავნვარგრძეთ გზაი ფრიად დაღლილებმა მაგრამ ძლიერ კმაყოფილებმა, ვიყავით აღსავსენი შთაბეჭდილებებითა და ძმურის სიყვარულითა. გზიდან დავურეკეთ მავერიკს, თენგოს, საბოს და სხვათა ძმათა ჩვენთა და იაღოვლებში მოვიპატიჟეთ ნადავლზე საქეიფოდ.
თბილისში ჩამოსულები, მე და კახა სახლებში წავედით და სამწუხაროდ რიგ მიზეზთა გამო ვეღარ შევუერთდით ლხინსა და პურიჭამას იაღოვლებში მარა გავიხარეთ იმით რომ ცვენმა ძმებმა დიდი ნადიმი მოაწყეს და იხარეს. სიხარული ლხინი და ძმობა არ გამოგელით ძმებო აწდამარადის მრავალჟამიერ d778bc34f693c93907196ff195628213.gif
მინდა უდიდესი მადლობა მოვუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდით დამიდგა ამ იდეის განხორციელებაში და ვისაც გაუხარდა ჩვენი წარმატება. პირველ რიგში ჩემს კომპანიონებს დიდ ღლიღვას, კახაბერს, დათაბატონს, რომ არა ამ ადამიანების უდიდესი მონდომება და თანადგომა, ჩემი იდეა ჰაერში დარჩებოდა, გენაცვალეთ ძმებო. ამ ნადირობამ მე სამი მაგარი მონადირე ადამიანი და ნამდვილი ქართველი გამაცნო და დამაახლოვა მათთან, ასევე დიდი მადლობა ბატონ თენგოს კეთილი რჩევების, სურვილებისა და გვერდში დგომისათვის და ყოველ იმ ადამიანს ვისაც ჩვენი ერთად ყოფნა, წარმატება და სიხარული გაუხარდა, გენაცვალეთ ძმებო სულ მაგრად მეყოლეთ. ერთადყოფნა ძმობა, კაი ნადირობა და ძმური სიყვარული არ მოგვიშალოს ღმერთმა ქართველებს მრავალჟამიერ, ეს ნადირობა ცოცხალი ფაქტია იმისა თუ როგორ შეიძლება ოთხი სრულიად უცნობი ადამიანი დაუახლოვდეს ერთმანეთს ძმური სიყვარულით, დადგეს ერთად და მრავალი დაბრკოლების მიუხედავად გაიტანოს თავისი და ბოლომდე მიიყვანოს საქმე, მთავარია იყოს კაცური და სუფთა გული, ქართული ჯიგრული ხასიათი, ნადირობის სიყვარული და რათქმაუნდა ღვთის ნება.
გაიხარეთ ძმებოოოო
ეხლა კი დანარჩენ ძმებისთვის დამითმია სიტყვა, ისედაც ნამეტნავად გამეწელა ნაამბობი.
იწვალა და იჯახირა თქვენთქვის ვაი ძველქართულად თქვენმა მონა მორჩილმა და ძმამ, ჰანთერ87-მა, შენდობა მითხოვია თუ რამე ისე ვერ არვწერე როგორც საჭირო იყო.
იყო ამბავი ესე 2010 წელსა თვესა ნოემბრისასა

MADE IN OCHOPINTRE
xoshian.gif newsmile045.gif newsmile01.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
3 გვერდი V  < 1 2 3 >  
Start new topic
გამოხმაურებები (15 - 29)
შოთა.03
პოსტი Nov 8 2010, 22:47
პოსტი #16


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



ციტატა(hunter87 @ 8th November 2010 - 03:45) *
ტუმცა მეორეც მივაყოლე კანტროლკაი და გავაგზავნე ცხონებული იგი საიქიოსა

აი აქ ასტამი რო ჩაგერტყა კონტროლკად უფრო კაი იქნებოდა
newsmile035.gif
ეს ხუმბრობით და კაი ქრესტომატია რეპორტი კი მიეცით საღოლ გაიხარეთ!!!!!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tavadi baratashv...
პოსტი Nov 9 2010, 00:00
პოსტი #17


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(ჭალიმგელა @ Nov 8 2010, 23:33) *
კარგი არაკი ვიხილე
ჯავახეთს ნადირობისა,
მუდამ გქონოდეთ ხალისი
სროლის და ნადიმობისა.

გაიხარე ჭალიმგელო, დაგენაცვლე ყიაშია,
მუდამ გვქონდეს ძმური გრძნობა, არვინ დაგვირჩეს ვალშია
ერთად ბევრი გვენადიროს მაღლა მთაშიც, მინდორშიაც
ყველგან ღმერთი გვმფარველობდეს გარეთ ვიყოთ, გინდ სახლშია

სურათები ვერ გადავიღეთ ბევრი და არც გაგვხსენებია, მეორე გასვლაზე აუცილებლად გამოსწორდება ეს ხარვეზი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Nov 9 2010, 00:13
პოსტი #18


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ამ თემას გაგრძელება აქვს..
რამე თქვით მაგის შესახებ..
თქვენ რომ ბატები დახოცეთ..
ის..ჩვენ საღამოს შევსანსლეთ.
newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Nov 9 2010, 00:30
პოსტი #19


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ი ბატები რომ შევსანსლეთ
ფოტოები მაქ ჩემთვინა,
ხმამაღლა აღარ ითქმების
იეღოვამ რომ ჩაფსტვინა. newsmile042.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tavadi baratashv...
პოსტი Nov 9 2010, 00:39
პოსტი #20


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



შეგარგოთ ბატი ნასანსლი
წყალობა გქონდეთ ნაშანშლი,
სურათი დადეთ, ან მოჰყეთ
იაღოვლებში ნანახი newsmile090.gif
ochom-dagchipos.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Nov 9 2010, 00:52
პოსტი #21


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ხმამაღლა რატომ არ ითქმის??
გაიგოს მთელმა დუნიამ...
იგივე არ დაემართოთ...
არ შერჩეთ ხმელა პურია.

ათის მერე ბარს კეტავენ..
უდევთ თუ ღვინო გწყურია..
კლიენტის ლომკა კიდიათ...
"ზატო" სულ ახსოვთ ფულია.

ხალხნო..იაღოველებში ღვინო თუ არ დაიმარაგეთ 10 საათამდე... ზუსტად ათზე...ბარმენი ბარს დაკეტავს..გასღებს გადააბარებს უფროსს..ის ჩაკეტავს ამ გასაღებს თავის ოთახში და თავის გასაღებს გადააბარებს უფრო უფროსს. ის გასაღებს გულზე ჩამოიკიდებს და სახლში წავა...ასე რომ შანსი არ არის ღვინის მოთხოვნის...ახლო-მახლო არც მაღაზიაა..რომ გარედან შეიტანოთ....ასე რომ მოიმარაგეთ ათამდე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Veshapo
პოსტი Nov 9 2010, 07:44
პოსტი #22


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 306
რეგისტრ.: 11-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ძალიან კარგი გასვლა მოგიწყვიათ small3d018.gif small3d018.gif შემდეგზე ალბათ მეც შემეხმიანებით newsmile041.gif ასე არ არის კახა? newsmile05.gif wtfg.gif wtfg.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Nov 9 2010, 08:54
პოსტი #23


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



hunter87
დათაბატონი
კახაბერ
ღლიღვა
ძალიან გამიხარდა ესეთი ლამაზი ნადირობა და შემდგომ "ღვინისძიება" რომ გამოგივიდათ!

იმედი მაქვს ტემპს არ დააგდებთ! მე თუ რამეში გამოგადგებით-მიმსახურეთ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კახაბერ
პოსტი Nov 9 2010, 08:59
პოსტი #24


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 499
რეგისტრ.: 12-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



თენგო
შენი გაცნობა გვინდა, აუცილებლად.

veshapo
შენ ოღონდ სურვილი გამოთქვი და აუცილებლად. შენზე ვესაუბრე მე ბიჭებს და აუცილებლად გაგაგებინებთ გეგმებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tavadi baratashv...
პოსტი Nov 9 2010, 10:03
პოსტი #25


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(თენგო @ Nov 9 2010, 09:54) *
hunter87
დათაბატონი
კახაბერ
ღლიღვა
ძალიან გამიხარდა ესეთი ლამაზი ნადირობა და შემდგომ "ღვინისძიება" რომ გამოგივიდათ!

იმედი მაქვს ტემპს არ დააგდებთ! მე თუ რამეში გამოგადგებით-მიმსახურეთ!

გაიხარე კაცური კაცი, მარა თუ შემოგვიერთდები ხოლმე უფრო უკეთესი იქნება. newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ღლიღვა
პოსტი Nov 9 2010, 10:58
პოსტი #26


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 639
რეგისტრ.: 17-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



sabo73
საბოს სიხარული ! ტუ გაქვს იაღოვასა შიდა გადაღებული ფოტოები იქნებ დადო აქ ან გადმომიგზავნო. მაღარიჩის სახით ვესდებით კიდევ მოვინადიროთ ბატი თუ არა კვატი მაინც და მომარაგებულები ისევ ერთად დავეცეთ ზავედენიას newsmile035.gif
თენგო
მადლობა ასეთი მხარში დგომისათვის. იმედია პირადათაც გავიცნობთ ერთმანეთს newsmile027.gif

მე როგორც ვატყობ მხოლოდ რეპორტების კრებული არ გვეყოფა და პოეზიის საღამოც დაგვწირდება newsmile035.gif newsmile027.gif newsmile090.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Nov 9 2010, 11:36
პოსტი #27


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




hunter87
კარგია ძმებო კარგია
რეპორტი არის ფრიადი
სულ ინადირეთ ილხინეთ
საქმენი ჰქენით დიადი.

შენ ცურტაველი ყოფილხარ
სიტყვა მიგიგავს ყოველი
აწ უკვე დროა გეწოდოს
ნამდვილი "იეღოველი"..

newsmile090.gif xoshian.gif iagoveli-xar.gif

პ.ს ოჩოელების დიდი მელექსე...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Nov 9 2010, 11:38
პოსტი #28


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბიჭებო

დღეს საღამოს დავყრი ლოთობებში იმ დღევანდელ ჩვენს საგმირო და იაღოვას სამარცხვინო სურათებს.

ბოდიში დაგვიანებიზა. blashe.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Nov 9 2010, 12:42
პოსტი #29


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჭალო გლიჯავს newsmile05.gifnewsmile035.gif
მშვენიერი გასვლაა! ვერაფერს იტყვი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Nov 9 2010, 12:46
პოსტი #30


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მალადეც ბიჭებიც და რეპორტიორიც newsmile05.gif


ციტატა(SHOTA @ 8th November 2010 - 23:47) *
აი აქ ასტამი რო ჩაგერტყა


newsmile035.gif
"ასტამი უნდა ჩაეთხლიშა და თვალი ჩაებუშტა".
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V  < 1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th August 2025 - 06:40