IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური სეტერი - ლავერაკი
ბესო
პოსტი May 16 2009, 07:34
პოსტი #201


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სეტერისტებს ბატონი შადიმანისგან



ინგლისური სეტერი


სეტერს, ჩვეულებრივ, გრძელბეწვიან მეძებარ ძაღლს უწოდებენ. ეს ტერმინი დიდ ბრიტანეთში უკვე XIV საუკუნიდანაა ცნობილი. კინოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ამ პერიოდში და ალბათ უფრო ადრეც, ესპანური წარმოშობის მომცრო სპანიელებისა და სხვა რამოდენიმე ჯიშის, მაგალითად, ფრანგული შავფოთლიანი მეძებრის შეჯვარებით მიღებულ იქნა ფრინველზე მონადირე გრძელბეწვიანი ძაღლი, რომელიც ზომით სპანიელს აღემატებოდა და ჰქონდა განსაკუთრებული თვისება _ განაბულიყო ნაპოვნი ფრინველის წინ. ანუ ძაღლი ნაბულზე დგებოდა, ხანდახან წვებოდა კიდეც. "ტო სეტ" _ აქედან წარმოიშვა ჯიშის სახელწოდება. ეს სიტყვა ხომ ძირს დაშვებას, დაჯდომას, დაწოლას ნიშნავს. სეტერების მომრავლება-მოშენება ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეებში ურთიერთიზოლირებულად ხდებოდა. ინგლისელი მონადირეები შავ-თეთრ შეფერილობას ანიჭებდნენ უპირატესობას, უელსელები _ თეთრს, ირლანდიელები _ წითელს, ჟღალს, შოტლანდიელები _ შავ ფერს, ოღონდ დრუნჩზე, მკერდზე და ფეხებზე რუჯით. რა თქმა უნდა, შეფერილობასთან ერთად სხვადასხვა კუთხის სეტერები თანდათან ერთმანეთისაგან გამორჩეულ სხვა თვისებებსაც იძენდნენ. ამიტომ იყო, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს ისინი ოფიციალურად დაყვეს სამ დამოუკიდებელ ჯიშად: ინგლისურ, ირლანდიურ და შოტლანდიურ სეტერებად.
საკუთრივ ინგლისური სეტერის ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული ედუარდ ლავერაკის (1798-1877) სახელთან, რომელმაც ამ ჯიშის მოშენება 1825 წლიდან დაიწყო. ინგლისურ სეტერს ბევრი ხომ დღემდე "ლავერაკს" ეძახის. ლავერაკისეული ძაღლები ჯმუხები, მუხლმოკლეები და გაწელილი ფორმატისანი იყვნენ. ახასიათებდათ მიწას გაკრული ქროლვა, მწოლიარე ნაბული, ძლიერი ყნოსვა, ნადირობის დაუოკებელი ჟინი და მოუღლელობა. თანამედროვე ინგლისური სეტერის ჩამოყალიბებაში უდავოა XIX საუკუნეში მოღვაწე მეორე ინგლისელი მომშენებლის _ პიურსელ ლუელინის წვლილიც. მის მიერ გამოყვანილი ინგლისური სეტერის ტიპი უფრო მსუბუქი, თხელი და მაღალფეხება ჩანდა, ამასთან განსაკუთრებული ყნოსვით და სისწრაფით გამოირჩეოდა.
ინგლისურ სეტერს ზემოთჩამოთვლილი ღირსებები დღემდე სრულად აქვს შენარჩუნებული. ამ ჯიშის საყოველთაო პოპულარობის მიზეზად მაინც საოცარი გონიერება, მოსიყვარულე ბუნება, დამყოლი ხასიათი და, უპირველეს ყოვლისა, მუშაობის გამორჩეულად ლამაზი სტილი _ განუმეორებელი პლასტიკა მიიჩნევა.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი

ინგლისური სეტერი _ შედარებით მუხლმოკლე, "ჩამჯდარი" აღნაგობის, მაგრამ ამასთან, საკმაოდ წინამაღალა ძაღლია. წინა და უკანა კიდურების სამოძრაო ბერკეტები მკვეთრად მახვილკუთხოვანი აქვს. კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და მკვრივ-ხმელია. ლაღი, შეუბოჭავი და ენერგიული მოძრაობებით გამოირჩევა. ნადირობისას ინგლისური სეტერის ქროლვაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ერთის მხრივ, ელეგანტურობა და სილამაზე, მეორეს მხრივ _ ძალ-ღონე და ამტანობა.


სქესის გამოხატულება

სხვაობა თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო ტანადები და ძვალსრულები არიან, ძუები _ შედარებით მომცროები და მსუბუქი აღნაგობისანი.
ნაკლი: ძუ _ ხვადის ტიპისა.
ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა.


ქცევა და ხასიათი

ინგლისური სეტერი ადამიანის მიმართ განსაკუთრებით ალერსიანი და მიმნდობია. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება.


ტანადობა

საშუალო სიმაღლისაა. მინდაომდე (ქედისძირამდე) ხვადების სიმაღლეა _ 56-64 სმ, ხოლო ძუების _ 53-62 სმ. გაწელილობის ინდექსია 107-108 (ხვადები) და დაახლოებით 110 (ძუები). მითითებულზე ნაკლები და 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია.


შეფერილობა

ორფერები: თეთრ ფონზე გაბნეული შავი ან მოყვითალო ან მოწითალო-ნარინჯისფერი ან ყავისფერი წინწკლები, ხალები ან ლაქები.
სამფერები: თეთრ ფონზე შავი წინწკლები, ხალები ან ლაქები; ამასთან წარბზედა რკალები, ყურების შიდა ნაწილი და კიდურები შავთან ერთად შეფერილია აგრეთვე მოწითალო-ნარინჯისფერი წინწკლებითაც (ფორეჯებითაც). დაწინწკლულ, დაფორეჯებულ შეფერილობას, ტანზე დიდი ლაქებისა და ფართო ფოთლების გარეშე, ლაქებიანთან და ფოთლებიანთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. იშვიათად გვხვდება, მაგრამ დასაშვებია, სულ ერთიანად თეთრი ან ფოლადისფერი შეფერილობები. (ეს უკანასკნელი თეთრი და შავი ბეწვის თანაბარი მონაცვლეობითაა გაპირობებული) ამასთან, ძაღლის კიდურები ამ შემთხვევაშიც დაწინწკლული უნდა იყოს.
ხინჯი: ერთფერიანობა _ მთლიანად ყავისფერი ან მთლიანად შავი ან მთლიანად წითური ყველანაირი ელფერებით.


ბანალი

ინგლისური სეტერი მდიდრულად ჩაცმული ძაღლია. შემოსილია ხშირი, მბზინავი, ფაფუკი ბანლით. მეტწილად სწორი, აბრეშუმისებრი ბეწვი დასაშვებია თეძოებზე ოდნავ ტალღოვანიც რომ იყოს. თავზე და კიდურების წინა მხარეს მოკლეა, ტანზე კი გრძელი, წმინდა და ხასხასაა. ყურებზე, მკერდზე (ქვედა ნაწილი), წინა ფეხების უკანა მხარეს _ იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს _ კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, ასევე კუდის მუცელზე ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე ტანზე და ნაძეძებადაა ჩამოვარცხნილი; კუდზე კი მარაოსავით ჩამოშლილია.
ნაკლი: მწირი, სუსტად განვითარებული ბანალი; ზედმეტად ტალღოვანი ან დახუჭუჭებული ბეწვი; გახუნებული, ჩამქრალი ბეწვი.
ხინჯი: ხეშეში ბეწვი; ფეხებზე ნაძეძისა და კუდზე მარაოს არარსებობა.


ტყავი და ძვალ-კუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, მკვრივი, მომდგარი და ელასტიური. ჩონჩხი და კუნთები _ კარგად განვითარებული.
ნაკლი: არასაკმარისად განვითარებული ჩონჩხი და მუსკულატურა.
ხინჯი: ძვალმწირობა; სქელი, უხეში, დანაკეცებული ტყავი.


თავი

მსუბუქია, ხმელი, წაგრძელებული, აშკარად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). ზევიდან თუ დავხედავთ _ დრუნჩი თავის ქალის კოთხოზე ოდნავ ვიწ.როა; გვერდხედში დრუნჩისა და კოთხოს ზედა კონტურები სწორია და პარალელური. წარბზედა რკალები რელიეფურადაა გამოხატული. ტიხარი (შუბლის კუთხე) მკაფიოდ იკვეთება. თავის ქალის კოთხოს სიგრძე, დაახლოებით მისსავე სიგანეს (ყურებს შორის) უტოლდება. დრუნჩის სიგრძე კი კოთხოს სიგრძეს უნდა უთანაბრდებოდეს. ტუჩები თხელია; ზედა ტუჩი ქვედაზე მცირედით გადმოშვებული და ჩამოცილებულია. ზედა ტუჩის კონტური პროფილში სწორკუთხედს ქმნის, მომრგვალებული ძირა კუთხით. ძუებთან ეს მომრგვალება უფრო შესხეპილია. განიერი, ფართონესტოებიანი, ნოტიო ცხვირი ფერით სხეულის საერთო შეფერილობას ეხამება - ან შავია, ან ყავისფერი.
ნაკლი: მოკლე, წამახვილებული, ჩამოფლაშული დრუნჩი. შესამჩნევად აპრეხილი ცხვირი; თვალშისაცემი ცხვირკეხიანობა; გაბრტყელებული კოთხო; ზედმეტად გამობურცული შუბლი; ყურებს შორის გუმბათივით ამომრგვალებული თავის ქალა.
ხინჯი: ტიხრის არქონა; სოლისებური თავი; მკვეთრად გამოყრილი ყვრიმალები.


ყური

ზომიერად გრძელია, დაკიდული, თხელი და სალუქი, არაგანიერი, მომრგვალებული ბოლოებით, შემკულია წმინდა, კაზმული ბეწვით.
ინგლისურ სეტერს ყური საკმაოდ დაბლა უზის _ თვალის ხაზის გასწვრივ _ ლამაზად დანაკეცებული ეშვება და წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ღაწვებს.
ნაკლი: მაღალზე დასმული ყური; მძიმე, დონდლო ყური;შეუფერებლად მოკლე ან გრძელი (როცა შეტოლებისას ცხვირის წვერს წვდება); ზედმეტად გრძელი ბეწვით შემოსილი ყური (8 სმ-ზე მეტით).
ხინჯი: ხრტილზე გადმოკიდული ყური; ხრტილზე გადმოკიდული და უკან გაცქვეტილი ყური.


თვალი

ზომიერად დიდია, მრგვალია, არაღრმად ჩამჯდარია მჭიდროდ მომდგარი უპეების სწორ ჭრილში. ფერად _ მუქი ყავისფერი ან კაკლისმურაბისფერია, რაც მეტად მუქია, მით უკეთესი. მბრწყინავია, ნაპერწკლიანია, აზრიანია _ მშვიდი, კეთილმოსურნე გამომეტყველებით.
ნაკლი: შორი-შორ განლაგებული თვალები ცერად გაჭრილი უპეებით. გადმოკარკლული ან ჩაცვენილი; მცირე ზომის თვალი; ღია ფერის თვალი; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპე.
ხინჯი: მოყვითალო თვალი ძაღლის ნებისმიერი შეფერილობისას.


კბილები

თეთრი, მაგარი საღი, კარგად განვითარებული; ერტმანეთთან მჭიდროდ მიჯრილ-ჩაწიკწიკებული.
კბილთაყრა მაკრატელისებურია.


კისერი

გრძელია, ხმელია და კუნთოვანი, კვეთში ოვალურია; ზედხედში ოდნავ გამობურცული; ქედი ეტყობა; კისერი მინდაოსკენ თანდათან ფართოვდება.
ნაკლი: მოკლე; მძიმე და გადატვირთული კისერი. ღაბაბიანი ყელ-კისერი.
ხინჯი: მომრგვალებული; ძალზე მსხვილი ან ძალზე მოკლე კისერი.


მკერდი

გრძელია; საკმაოდ ღრმაა და საკმაოდ ფართო; ჩამოშვებულია იდაყვებამდე ან უფრო დაბლა. ყაფაზი, გრძელი და რამდენადმე გამობურცული ნეკნებით, კარგად განვითარებულია. მკერდის შუაძვალი
მცირედ იკვეთება.
ნაკლი: ზედმეტად გაშლილი; ვიწრო; კასრისებურად მომრგვალებული მკერდი.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

კარგადაა ამოზიდული, მკვეთრად გამოეყოფა ზურგის ხაზს, რელიეფურად დაკუნთულია. ბეჭი გრძელია, ბრტყელია და ცერად დახრილი, კორპუსს მიკრული. ბეჭისთავები მომრგვალებულია.
ნაკლი: ვიწრო; ძალიან გრძელი; დამძიმებული მინდაო. მოშვებული ბეჭები; წაწვეტებული ბეჭისთავები.


მუცელი

ზომიერადაა აკვალთული.
ნაკლი: ჩამოშვებული ან ძალზე ატაცული მუცელი.


ზურგი

მოკლეა, სწორია, ზომიერად ფართო და კუნთოვანი.
ნაკლი: ვიწრო; გადრეკილი (რბილი), ან მცირედ ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი.


წელი

ოდნავაა ამოდრეკილი, ფართოა და კუნთოვანი.
ნაკლი: გრძელი წელი; გასწორებული (თარაზული) წელი; თვალშისაცემად ამოდრეკილი წელი.
ხინჯი: იგივე _ მკვეთრად გამოხატული.


გავა

გრძელია, ფართოა და ოდნავ დაქანებული.
ნაკლი: ვიწრო; განუვითარებელი; თარაზული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


წინა კიდურები

წინხედში ფეხები სწორია და ძაღლს ურთიერთპარალელურად უდგას. მხრები ღონივრად დაკუნთული აქვს; მხრის ბერკეტი თვალშისაცემად მახვილკუთხოვანია _ მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 90 გრადუსია. წინამხარი განივჭრილში ოვალურია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან მიმართულია, კორპუსზე მიმჯდარია და ზუსტად მინდაოს ქვეშაა განლაგებული. ტერფი ღონიერია, მყარად და ოდნავ დახრილად დგას.
ნაკლი: შედარებით გაშლილი მხარ-ბეჭის კუთხე; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; ცოტათი შიგნით შებრუნებული (დამალული) ან განზე გამოყრილი იდაყვები; სუსტი ან შვეულად მდგარი, ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი (შიგნით შეტრიალებული), ან ბატატურა (გან-გან გადგმული) თათები.
ხინჯი: იგივე გადახრები _ მკვეთრად გამოხატული.


უკანა კიდურები

თეძოს და წვივის ძვალი გრძელია; მათი შესახსრების კუთხეები (მუხლისთავები) კარგად გამოხატულია; უკანა ტერფი მოკლეა და მშვიდად მყოფ ძაღლს თითქმის შვეულად უდგას; სანავარდოები (კოჭ-წვივის სახსრები) აუცილებლად უკან მიმართულია.
ნაკლი: ზედმეტად გამართული უკანა კიდურები; ერთმანეთთან ზედმეტად დაახლოებული ან მეტისმეტად დაშორებული სანავარდოები. "მორცხვი" დგომი _ შეტყუპული, ზედმეტად ახლომდგომი უკანა ფეხები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი ბრჭყალითურთ).


თათი

ცოტათი ოვალური ფორმისაა; მიკუმულია _ ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული თითებით. თითებშუა სწორი ბანალია ამობუჩქული. ბალიშები სქელი და უხეში აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.

კუდი

სწორია ან ხმლისებური, ნარნარად აგრძელებს ზურგის ხაზს; სიგრძეს რაც შეეხება, კუდის ბოლო მალა სანავარდო სახსარს ოდნავ უნდა ჩაცდეს. ძაღლს კუდი ზურგის ხაზის სიმაღლეზე ან ცოტა დაშვებული უჭირავს. კუდი შემოსილია სწორი ან ოდნავ შეტალღული (არავითარ შემთხვევაში _ ხუჭუჭა) ბანალით, რომელიც მარაოსებრ ჩამოშლილია _ ბეწვი, დაწყებული კუდის რიკიდან, თანდათანობით გრძელდება შუა ნაწილამდე, ბოლოსკენ კი ისევ მოკლდება.
ნაკლი: ზედმეტად გრძელი ან მოკლე; გვერდზე გადავარდნილი; აპრეხილი; ნამგლისებური კუდი.
ხინჯი: მოკაუჭებული კუდი.
:moderirebulia:
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Beso   ინგლისური სეტერი - ლავერაკი   May 16 2009, 07:34
- - AlekoN   კარგი ლეკვი ღირს 800 ...   Aug 22 2010, 17:18
- - Giorgi_M   ნახეთ როგორი უნდა ...   Sep 24 2010, 23:06
- - ჭალიმგელა   Giorgi_M კარგია, მაგრამ ...   Sep 26 2010, 09:51
- - Giorgi_M   ჭალიმგელა ნოდარის ...   Sep 26 2010, 15:11
- - aragveli   არ გვაწყენდა კი არ...   Sep 26 2010, 15:20
- - ჭალიმგელა   Giorgi_M ეხ გიო, აღარ მიხ...   Sep 26 2010, 18:17
- - samo   ჩემი ტობი 6 თვის ა...   Sep 26 2010, 19:43
- - Maverick   samo აბა შენი პატარა ...   Sep 26 2010, 19:57
- - ჯეკო   Maverick მამა როსტიაშვი...   Sep 26 2010, 20:23
- - samo   Maverick მამა ნოდარ როს...   Sep 26 2010, 20:25
|- - Giorgi_M   ციტატა(samo @ Sep 26 2010, 21...   Sep 26 2010, 20:33
- - samo   Giorgi_M ეხლა 4შაბატს მე ...   Sep 26 2010, 20:41
|- - Giorgi_M   ციტატა(samo @ Sep 26 2010, 21...   Sep 26 2010, 20:53
- - samo   Giorgi_M საველეზეც არ დ...   Sep 26 2010, 21:03
- - Giorgi_M   კი მასეა არ დაიშვე...   Sep 26 2010, 21:24
- - Maverick   samo დაიშვება არ დაიშ...   Sep 26 2010, 21:29
- - samo   გასაგებია დიდი მად...   Sep 26 2010, 21:36
- - dato6   Maverick კარგი ლავერაკე...   Sep 27 2010, 10:35
|- - Maverick   ციტატა(dato6 @ Sep 27 2010, 11...   Sep 27 2010, 10:38
- - თენგო   გორდაძის "ბოი"ე...   Sep 27 2010, 10:50
- - dato6   თენგო საშუალო ფას...   Sep 27 2010, 11:04
- - თენგო   dato6 თუ საშუალება გა...   Sep 27 2010, 11:25
- - nazoni   ლუი რვა თვის, ეხლა დ...   Sep 28 2010, 09:02
- - veshapo   უძალიანმაგრესი ჯი...   Oct 3 2010, 23:52
- - nazoni   ხო ეგ კია რო ზნელი მ...   Oct 11 2010, 16:19
- - zole86   ეს იყო ჩემი და ჩემი ...   Oct 11 2010, 20:07
- - იკო1981   ტუკო 2 თვის! ეს...   Oct 14 2010, 15:43
- - Maverick   რა კარგი ბიწი გამხ...   Oct 14 2010, 18:01
- - zorg   ბოი 5 თვის ზუკა და ბ...   Nov 16 2010, 10:33
- - თენგო   zorg მშობლები ვინ არი...   Nov 16 2010, 10:52
- - იკო1981   ესეც ტუკო ლისისტბა...   Nov 29 2010, 18:13
|- - Maverick   QUOTE (იკო1981 @ Nov 29 2010, 19:13...   Nov 29 2010, 18:19
- - იკო1981   არა დარბოდა(ცოტას ...   Nov 29 2010, 18:23
- - Bonehill   იკო1981 მაგარი ვინმე...   Nov 29 2010, 18:31
- - იკო1981   არა რა სუსტად! იმე...   Nov 29 2010, 18:35
- - ვიტო   იკო1981 იკო შენ გვერდ...   Nov 29 2010, 19:44
- - ჰერცოგი997   მაგარი გამხდარა ტუ...   Nov 29 2010, 20:19
- - თენგო   იკო1981 !მშვენივრად...   Nov 29 2010, 20:54
- - იკო1981   კიი დაწყებული მაქ ...   Nov 29 2010, 21:40
- - გოგა   იკო1981 ეგ სათვალე მო...   Nov 29 2010, 21:44
- - იკო1981   მეორე ჩემი ძმაკაცი...   Nov 29 2010, 21:46
- - გოგა   მოკლეთ რო გითხრა ა...   Nov 29 2010, 21:48
- - იკო1981   გაიხარე   Nov 29 2010, 21:52
- - ვიტო   იკო1981 კარგად მოუმა...   Nov 30 2010, 15:17
- - იკო1981   კი მაგრა! სისველე...   Nov 30 2010, 15:54
- - იკო1981   ესეც ტუკოს მორიგი ...   Dec 19 2010, 22:17
- - dato6   გამარჯობათ ყველას,...   Feb 1 2011, 10:55
- - dato6   თენგო გამარჯობა, ხ...   Mar 6 2011, 17:46
- - თენგო   dato6 ციტატა(d dvalidze @ 6th Ma...   Mar 6 2011, 18:37
- - sotialist   [url=http://pix.ge/][/ur როგორია?   Mar 24 2011, 15:25
- - Maverick   sotialist შესახედაობით ...   Mar 24 2011, 15:51
- - sotialist   ძუ არის, მამა არის ა...   Mar 24 2011, 17:24
|- - Maverick   QUOTE (sotialist @ Mar 24 2011, 18:24) ...   Mar 24 2011, 17:48
- - khmaltevza   მეც ვფიქრობ ინგლის...   Mar 24 2011, 17:36
- - T A M P L I E R   khmaltevza მე ინგლისურს გ...   Mar 24 2011, 17:39
|- - khmaltevza   ციტატა(T A M P L I E R @ Mar 24 2...   Mar 24 2011, 20:44
- - nodosi   აუ რა მაგარი ლეკვი...   Mar 24 2011, 19:55
- - შადი შამოდი   მთავარი მიზეზი უკვ...   Mar 24 2011, 23:58
- - khmaltevza   შადი შამოდი მართა...   Mar 25 2011, 00:04
- - sotialist   რატო წაშალეთ??   Mar 25 2011, 13:20
|- - Maverick   QUOTE (sotialist @ Mar 25 2011, 14:20) ...   Mar 25 2011, 13:29
- - khmaltevza   მოკლედ, ხალხნო აქე...   Mar 27 2011, 21:26
|- - Maverick   QUOTE (khmaltevza @ Mar 27 2011, 22:26) ...   Mar 28 2011, 07:47
|- - khmaltevza   ციტატა(Maverick @ Mar 28 2011, 08...   Mar 28 2011, 13:13
- - Maverick   khmaltevza ინგ. სეტერი და...   Mar 28 2011, 13:30
- - gel2001   გამარჯობათ,მეც მყა...   Apr 8 2011, 12:03
- - toka_monadire   როგორ ხარ მეგობრებ...   Apr 11 2011, 17:24
- - Maverick   toka_monadire მეტი ინფორმა...   Apr 11 2011, 19:58
- - khmaltevza   toka_monadire ვააა სურათიდ...   Apr 11 2011, 20:09
- - toka_monadire   რავი რა გითხრათ სუ...   Apr 12 2011, 23:18
- - ჰერცოგი997   და რაში აიღო პირვე...   Apr 12 2011, 23:19
- - toka_monadire   დიახ ექსტერიერში თ...   Apr 12 2011, 23:42
- - khmaltevza   toka_monadire თუ გვანახებ ...   Apr 12 2011, 23:48
- - toka_monadire   დამელოდეთ და განახ...   Apr 12 2011, 23:56
- - toka_monadire   ეს კი დართვის დროს ...   Apr 13 2011, 00:20
- - khmaltevza   ვააა რა კარგები არ...   Apr 13 2011, 00:23
- - toka_monadire   სამFერში რომ არის ე...   Apr 13 2011, 00:56
- - khmaltevza   ციტატაქუთაისში კი...   Apr 13 2011, 01:58
- - toka_monadire   khmaltevza ის კიარ უთქვია ...   Apr 13 2011, 14:51
|- - Maverick   აი ასეთი ’’ხოდი’’ ...   Apr 14 2011, 15:39
|- - irakli# maxi   ციტატა(Maverick @ Apr 14 2011, 16...   Apr 14 2011, 16:17
- - toka_monadire   თუ კარგად დაგეშავ ...   Apr 14 2011, 17:13
- - შადი შამოდი   კარგად დაგეშვა მაგ...   Apr 14 2011, 17:29
- - ჭალიმგელა   toka_monadire კარგები არია...   Apr 14 2011, 19:03
- - Maverick   შადი შამოდი ეს ძაღ...   Apr 14 2011, 19:05
- - შადი შამოდი   კი,ჩვენი დასაწუნი ...   Apr 14 2011, 20:21
- - nodosi   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Apr 15 2011, 09:39
|- - irakli# maxi   აი ძეგლი ხოდისთვის...   Apr 15 2011, 10:31
- - gel2001   შადი მეც ვნახე ეს ვ...   Apr 15 2011, 10:43
- - შადი შამოდი   არა, სვლის სტილით, (...   Apr 15 2011, 11:15
- - toka_monadire   სეტერი უმაგრესია პ...   Apr 16 2011, 14:05
- - nodosi   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Apr 17 2011, 16:28
- - Maverick   nodosi მომწონს შენი ლა...   Apr 17 2011, 20:38
- - nodosi   დედის საგვარეულო მ...   Apr 18 2011, 08:18
- - nodosi   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Apr 18 2011, 09:49
- - toka_monadire   nodosi ჩემი ჯერის მამა...   Apr 18 2011, 20:17
- - toka_monadire   ისე ჭამის მხრივ ინ...   Apr 21 2011, 00:07
- - ჭალიმგელა   როგორც იქნა მეღირს...   Apr 25 2011, 15:54
- - Davitus   მილოცვები, კოცნა-ხ...   Apr 25 2011, 16:04
19 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2025 - 00:29