TOZ 78-04, მინდა ვიყიდო მაგრამ რაღაც მექაჩება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
TOZ 78-04, მინდა ვიყიდო მაგრამ რაღაც მექაჩება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 54 რეგისტრ.: 27-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi ![]() |
მოკლედ 22LR-ის ყიდვა კაიხანია მინდა, დასანახად არ მინდა ნახევარავტომატი. ადრე შედარებით დიდი არჩევანი იყო და ეყარა 78-05, 78-06, 78-17, 78-01... მაშინ მივარე არ ვიყიდე, არადა 500 ლარად იყიდებოდა მაღაზიაში :(
ახლა მხოლოდ 2 მოდელი არის TOZ 99 რომელიც ნახევარავტომატია და ნიხტ ინტერესტნო, მეორე კი არის ბოლტ ვერსია 78-04. სხვა ალტერნატივის არ არსებობის გამო ვუტრიალებ ამ უბედურს ირგვლივ, მაგრამ რაღაც რაღაც კითხვები მაქვს, და მინდა თქვენი დახმარება. განსაკუთრებით კაი იქნება არსებული მფლობელების ან ყოფილი მფლობელების გამოცდილება და აზრები. ჰო მართლა - მაი მარკეტი და ხელზე ყიდვა არ მაინტერესებს, ჩემი წიკები მჭირს ![]() მოკლედ დიდი სიამოვნებით ვიყიდიდი რაიმე სხვა ფირმის საქონელს, შედარებით ადეკვატურ ფასში რომ იყოს, მაგრამ ან მე ვერ ვნახე ან არ არის საქართველოში (თუ არსებობს და მიმითითებთ საით გავიხედი დიდად მადლობელი ვიქნები). ამიტომაც ისევ TOZ 78-04-ს დავუბრუნდები. ესეიგი პირველი რაც მაინტერესებს ეს არის ღია სამიზნეები. მაგ თოფზე ოპტიკის დაყენებას ვგეგმავ, ამიტომაც ღია სამიზნეები არ მაინტერესებს და მოხსნა მინდა, მაღაზიაში ნანახი მაქვს უკანა სამიზნე რომ მოხსნილია, Winchester Wildcat-ის ინსტრუქციაში ვნახე (ნუ იდეაში 78-17-ს ტოზი უშვებს წინჩესტერისთვის სახელად გარეული კატა ![]() ვინმემ იცით როგორ იხსენბა? 78-05-ი მშვენიერი იყო, მაგას სქელი ლულაც ჰქონდა და ღია სამიზნეები საერთოდ არ ჰქონდა, პირდაპირ ოპტიკაზე იყო გათვლილ, ეს 78-04-ის წინა სამიზნე კი გულს მირევს რომ ვხედავ. ნახევარი ოპტიკის ლინზას გადაფარებულია. გამყიდველსვკითხე თუ ეხსნება მეთქი და ისეთი უაზრობა მითხრა დამაეჭვა მისმა სიტყვებმა. ანუ რეზბაზეა და მოხსნიო. რამდენადაც ვიცი რუსები გაცილებით ამრტივ მეთოდს იყენებენ, ანუ ლულას აციებენ და წინა სამიზნეს აცხელებენ, მერე კი ლულაზე აპრესავენ სანამ გაფართოებულია, გასიებისას ცოცხალ მკვდარაც აცივდება. მოკელდ ქლიბით და სხვა საშინელებით ჩალიჩი არ მინდა, მინდა რომ თოფს ასევთქვათ სახე არ ავახიო და არ გავაუპატიურო. ვინმეს თუ გქონიათ ეგ მოდელი და თუ გიჩალიჩიათ მოხსნაზე? ან იქნება ინტერში არსებობს ინფო? მოკედლ თუ დამეხმარებით დიდად მოხარული ვიქნები. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th May 2025 - 21:19 |