IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

байки, მოსმენილი ამბები ნადირობასა და ნადირობის ობიექტების ქცევებზე
კახაბერ
პოსტი Nov 19 2010, 08:51
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 499
რეგისტრ.: 12-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ერთი ბაბუა სვანი მყავდა კოდორის ხეობიდან. რა თქმა უნდა მონადირე იყო. იქ მოსახლეობის 70-80% პროფესიონალი მონადირე იყო იმ პერიოდში. ნადირობდნენ ჯიხვზე, ირემზე (როცა იყო), დათვზე, მაჩვზე და ა.შ. როჭოზე და გნოლზე აღარაფერს ვამბობ. მთელი სახლი მოფენილი იყო ტყავებით, კედლებზე ირმის რქები იყო მიმაგრებული. ჯიხვის რქებით კი ყანწები მზადდებოდა და ახარებდა კაცი თავის ჭიას.
ერთხელაც, ცხონებული მთიდან ბრუნდებოდა თოფმხარზეგადაკიდებული. გორაკს შეუყვა და როცა თავში მოექცა, მეორე ფერდობიდან ასევე მოექცა თავში ერთი უშველებელი დათვი, რომელიც ბაბუაჩემის დანახვაზე ორ ფეხზე დადგა. ბაბუაჩემი დაბალი კაცი იყო და ეს შეხვედრა დაახლოებით ზაზა ფაჩულიასა და რამაზ შენგელიას შეხვედრას დაემსგავსა.
ბაბუაჩემი იმდენს კი "მიხვდა", ამას სვანური არ ეცოდინებაო და, რამდენადაც თოფისკენ ხელის ოდნავი მოძრაობაც ფატალური შედეგის მომასწავებელი იყო, რუსულად (ანუ უცხო ენაზე) უთხრა: ничего, ничего, ничего... და, ჰოი საოცრებავ, დათვმა ამოიქშინა, მოიხარა და დაგორდა გორაკზე.
აი, ასეთი უცნაურები არიან ხანდახან.
რაც შეეხება დათვის გონიერებას, მეორე ისტორიასაც მოგიყვებით.
მეუღლის ბიძა ცხოვრობს მარტვილის რაიონის ერთ მთიან სოფელში. სიმინდის ყანები სახლებიდან მოშორებით აქვთ მთის ფერდობებზე. ერთ ზაფხულსაც დათვმა და მაჩვმა გაუნადგურა ხალხს ნათესები. გადაწყვიტეს ხაფანგები დაეგოთ. მაჩვს მარყუჟები დაუგეს, დათვს ხაფანგი. ერთ საღამოს მეზობელმა ჩამოიარა და ხალხი გააფრთხილა ხაფანგში დათვია გაბმული, მე თოფი თან არ მქონდა და ადითო. წავიდა 6-7 კაცი. მეუღლის ბიძა ამბობს, რომ დათვისთვის იმ საღამოს მას არ უსვრია და არც არასდროს ესვრის. მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ ვერ გადაიტანა იმ სცენის ნახვა, როცა საცოდავმა დათვმა ადამიანების დანახვაზე თავზე აიფარა ტორები და თავს იფარავდა. არაფერს ვამბობ, რომ სადიზმია ხაფანგში გაბმული დათვის ზალპური ცეცხლით ლიკვიდაცია, მაგრამ წარმოვიდგინე, როგორ მალავდა თავს ამ ცეცხლისაგან.

P.S. ამ თემაში, ჩემი სურვილია მოვყვეთ ისეთი ისტორიები, რომლებიც მოგვისმენია სხვა მონადირეებისაგან. ზოგი უკვე ცოცხალი აღარ არის, მათი ხსოვნა იყოს. აგერ დღეს დავითუსის ბიძა ოპერაციას იკეთებს და ჯანმრთელობა ვუსურვოთ. დავითუსი ამბობს, რომ ნადირობის საიდუმლოებას სწორედ მან აზიარა. ასეთ ამბებში სანადირო ობიექტების ქცევის თავისებურებებიც ჩანს და ისედაც სასიამოვნო მოსაყოლი და მოსასმენია, ჩემი აზრით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th July 2025 - 13:07