მართლწერა forum.ochopintre.ge-ზე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მართლწერა forum.ochopintre.ge-ზე |
Nov 25 2010, 16:18
პოსტი
#1
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
უპირველეს ყოვლისა ბოდიშს ვიხდი ყველასთან, რამეთუ არ მსურს არავის განაწყენება.
ძმებო და მეგობრებო!!! დიდი ხანია, ვაკვირდები ჩვენს ფორუმზე არსებულ პოსტებს და ვფიქრობ ამ საკითხზე, მაგრამ დღეს რატომღაც იფეთქა ჩემში ამ პრობლემამ და თავი ვეღარ შევიკავე თემის გახსნისგან. არ ვიცი , არსებობს თუ არა მსგავსი თემა, მაგრამ მე ვერსად მივაგენი და თავს უფლება მივეცი გამეხსნა ახალი. მე არც ბატონი ლევან ღვინჯილია,არც ვინმე, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავჯდომარე არ ვარ. მიუხედავად ამისა, როგორც ერთ-ერთ ჩვეულებრივ ქართველ მოკვდავს, მაწუხებს და მაღელვებს ეს საკითხი და ამავ დროულად ჩვენი ფორუმის იერსახე.არ მინდა დავემსგავსოთ სხვა ფორუმებს და მინდა ვიყოთ მათგან გამორჩეული, თუნდაც ამ კუთხით. გასაგებია, როდესაც რომელიმე ჩვენგანი იუმორით, ან კუთხური აქცენტით(მაგ. მე პირადად ხშირად ვიყენებ კუთხურ დიალექტს), ან რომელიმე სხვა ენიდან აკეთებს ციტირებას ქართული ანბანით,ან უნებლიე მექნიკურ შეცდომას უშვებს. მაგრამ როდესაც პოსტს მსგავსი არაფერი ეტყობა, მაშინ დამეთანხმებით ალბათ, რომ საკმაოდ გამაღიზიანებელია ასეთი პოსტების კითხვა.არასწორად აკრეფილი ანბანი, არა სასვენი ნიშნები, ერთმანეთზე გადაბმული სიტყვები, საკმაოდ ცუდი საკითხავია და ნებისმიერ მკითხველს რამოდენიმეჯერ უწევს წაკითხვა, რომ სწორი აზრი გამოიტანოს. გვახსოვდეს ის , რომ ჩვენს ნაწერს უცხო ადამიანებიც კითხულობენ და სირცხვილია!!! გვახსოვდეს ისიც, რომ ჩვენს ნაწერებს ბავშვებიც კითხულობენ და არ ვაფიქრებინოთ, თურმე ასე წერაც შეიძლებაო(მათ ისიც ყოფნით, უამრავ ჟარგონს თუ უცხოურიდან შემოსულ სიტყვას, რომ ისმენენ ყოველდღიურ ცხოვრებაში). გვახსოვდეს ის, რომ გამართული ქართულით წერა, მეტყველებს ჩვენს და ჩვენი ფორუმის კულტურაზე. უმორჩილესად გთხოვთ ყველას!!! არ იფიქროთ: ნეტავი ერთი მოცლია ამ კაცსო. არ იფიქროთ, რომ იუმორის ან ერთმანეთთან მსუბუქი ხუმრობის წინააღმდეგი ვარ. უმორჩილესად გთხოვთ: თავიდან გადაიკითხეთ და შეასწორეთ, თქვენი ნაწერი, სანამ დააჭერდეთ ღილაკს "გამოხმაურება". პატივი ვცეთ საკუთარ თავს, მშობლიურ ენას, ჩვენს ფორუმს, მის უცხო მკითხველსა და ერთმანეთს. ამავე დროს მაინტერესებს და დიდი ყურადღებით მოვისმენ თქვენს აზრსა და წინადადებებს, ამ საკითხთან დაკავშირებით. პატივისცემით, ბოდიშის მოხდითა და უდიდესი სიყვარულით თქვენი მონა მორჩილი დავით ვერულავა (იგივე საბო). |
|
|
Nov 25 2010, 16:26
პოსტი
#2
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ბრწყინვალე აზრია. მე, როდესაც ვკითხულობ, რომ ერთმანეთს და ფორუმის წესებს პატივი უნდა ვცეთ, ამ პოსტულატის ერთერთ კომპონენტად მიმაჩნია ჯერ ქართული ენის პატივისცემა და შემდეგ "პოსტის" გამართულობა მართლწერის თვალსაზრისით, რამეთუ მისი გაუმართაობა, სწორედ უპატივცემლობასა და ზერელე დამოკიდებულებაზე მეტყველებს, პირველ რიგში საკუთარი პერსონის მიმართ.
|
|
|
Nov 25 2010, 17:12
პოსტი
#3
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 158 რეგისტრ.: 30-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მეც ვეთანხმები ამ აზრს და ვეცდები გამართული ქართულით ვწერო.
|
|
|
Nov 25 2010, 17:37
პოსტი
#4
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
sabo73
ვეთანხმები შენს მოსაზრებას,უფრო მეტიც კარგი იქნებოდა მონადირული ტერმინოლოგიაც დაგვემკვიდრებინა რადგან სანადირო ლექსიკონში ბევრი რუსული სიტყვა გვხვდება, რაც ვფიქრობ ძველი გადმონაშთია და კარგი იქნება თუ ქართულ ტერმინოლოგიაზეც ვიზრუნებთ აჰა ბატონებო, შესწორებულია! |
|
|
Nov 25 2010, 19:51
პოსტი
#5
|
|
პოინტერით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
|
|
|
Nov 25 2010, 19:59
პოსტი
#6
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
sabo73
მადლობა დათო პატონ ფორუმიშ სახელით ! |
|
|
Nov 25 2010, 22:56
პოსტი
#7
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 639 რეგისტრ.: 17-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მეც ვეთანხმები პატივცემულ დავით ვერულავა-ს (იგივე საბო) მოსაზრებას, ფორუმზე მართლწერის საკითხებთან მიმართებაში. ვგონებ, რომ ამ საკითხისადმი ყურადღების მიქცევა მეტად წარმოაჩენს ფორუმის ინტელექტუალურ იერს, რამეთუ ჩვენს გზავნილებს უცხო თვალიც ხვდება. აგრეთვე იქნებ არ იყოს ურიგო, იმ შემთხვევაში თუ სტილისტური გაუმართავობა შეგნებულად არის დაშვებული (მეიცა, გეიწი, რაჰ მიედ-მოედები და სხვა კუთხური თავისებურებების გამოხატულებები) წინადადება (სიტყვა, ფრაზა და ა.შ.) იტალიკის შრიფტით გამოიყოს. ასეთ შემთხვევაში ყველას გვეცოდინება, რომ გზავნილის ავტორი განგებ იყენებს მართლწერის არასწორ ფორმას, ვინაიდან სურს ხაზი გაუსვას გარკვეულ გარემოებას.
|
|
|
Nov 25 2010, 22:59
პოსტი
#8
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Nov 25 2010, 23:20
პოსტი
#9
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
Nov 25 2010, 23:46
პოსტი
#10
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
აგრეთვე იქნებ არ იყოს ურიგო, იმ შემთხვევაში თუ სტილისტური გაუმართავობა შეგნებულად არის დაშვებული (მეიცა, გეიწი, რაჰ მიედ-მოედები და სხვა კუთხური თავისებურებების გამოხატულებები) წინადადება (სიტყვა, ფრაზა და ა.შ.) იტალიკის შრიფტით გამოიყოს. ასეთ შემთხვევაში ყველას გვეცოდინება, რომ გზავნილის ავტორი განგებ იყენებს მართლწერის არასწორ ფორმას, ვინაიდან სურს ხაზი გაუსვას გარკვეულ გარემოებას. კარგი აზრია ღლიღვა ბატონო. თუ შევძელით ამის გაკეთება, უფრო სწორად თუ არ დაგვეზარა, ნამდვილად მისასალმებელი იქნება. ასევე ბატონებო, თქვენის ნებართვით, მეც შევეცდები და სხვებსაც გთხოვთ!!! ვინც შეამჩნევს შეგნებულად დაშვებულ შეცდომებს, ამა თუ იმ პოსტში, გთხოვთ მის ავტორს იქვე მივუნიშნოთ ამ თემის არსებობაზე. იქნებ ინებონ, გადაიკითხონ და შემდგომში გაითვალიწინონ ჩვენი თხოვნები. იმედია ამის შემდგომ უფრო ყურადღებით გადმოგვცემენ თავიანთ შეხედულებებს. |
|
|
Nov 25 2010, 23:53
პოსტი
#11
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,254 რეგისტრ.: 28-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
Nov 26 2010, 00:06
პოსტი
#12
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
Nov 26 2010, 00:11
პოსტი
#13
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,254 რეგისტრ.: 28-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
sabo73
მე მინდა მარა შენ არ გინდა.. წინა ოფისთვის სორები მართლა მაგარი თემააა ჩემო საბო მარა არ მგონია რომ ამან გაამართლოს, აიი ნორმალურად დაწერამ არა, მაგრამ სასვენი ნიშნები ნახღდად არ მგონია რომ გამოსწორდეს. |
|
|
Nov 26 2010, 00:29
პოსტი
#14
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
Nov 26 2010, 00:34
პოსტი
#15
|
|
დიდოსტატი ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მდააა....(შეგნებულად) გადავიკითხე გულისყურით და რაცხა(შეგნებულად) აზრები მეც დამებადა.
ზოგადად რათქმაუნდა ქართულ ენასაც პატივი უნდა ვცეთ და ერთმანეთსაც..მაგრამ ჩემი აზრით არც ეგრე მკაცრი მიდგომაა საჭირო. არ არის აუცილებელი ეს აღშფოთებული ტონი. და არც ის არის აუცილებელი..რომ სტანდარტებში მოვაქციოთ ყველაფერი. ეგრე ადამიანის თავისუფლება იზღუდება. ამ ფორუმში..ბევრი ადამიანი შემოდის..ხოდა ყველას ვერ მოვთხოვთ ფილოლოგიურ განათლებას. შეიძლება სულაც მაგიტომ აღარ დაწეროს არაფერი.. იფიქრებს.."ვაიმე რამე ისეთი არ დავწერო..რომ თავი მომეჭრას ან ქართული ენის უპატივისცემლობაში ჩამეთვალოსო" . რაც ეს ფორუმი არსებობს...მე ჯერ არ მინახავს...ვინმეს რამე დაეწეროს შეურაცხმყოფელი ქართული ენისადმი. არ ცოდნა კი არ ცოდვაა.. ისე იმას..რომ ფეხებზე დაკიდება მართლა არ მოსულა(შეგნებულად)მაგას რათქმაუნდა ვეთანხმები. რაღაცა(შეგნებულად) მიაჯღაბნოს ვინმემ და მერე ჩვენ თავი ვიმტვრიოთ იმისი პოსტის გაშიფვრით....ტეხავს(შეგნებულად) ეგ უკვე ჩვენი უპატივცემულობაა. ისე კი მე მაინც თავისუფლების მომხრე ვარ...(თან ყოველთვის) ხოდა აქ ერთმანეთს ვუთითოთ გრამატიკულ შეცდომებზე და ვარკვიოთ ვინ უფრო განათლებულია მაგ სფეროში....არასწორად მიმაჩნია. მე კი ეგრე მივმართავ ყველა ფორუმელს... გამოთქვით თქვენი აზრი...ეთიკისა და ზრდილობის ფარგლებში .. როგორც მოახერხებთ. თავი იგრძენით თავისუფლად და შეეცადეთ ისე დაწეროთ..რომ ჩვენ გავარჩიოთ. ჩვენთან ნამდვილი დემოკრატიაა.... ასე რომ თავისუფლად იგრძენით თავი. |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 19:06 |