მართლწერა forum.ochopintre.ge-ზე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მართლწერა forum.ochopintre.ge-ზე |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
უპირველეს ყოვლისა ბოდიშს ვიხდი ყველასთან, რამეთუ არ მსურს არავის განაწყენება.
ძმებო და მეგობრებო!!! დიდი ხანია, ვაკვირდები ჩვენს ფორუმზე არსებულ პოსტებს და ვფიქრობ ამ საკითხზე, მაგრამ დღეს რატომღაც იფეთქა ჩემში ამ პრობლემამ და თავი ვეღარ შევიკავე თემის გახსნისგან. არ ვიცი , არსებობს თუ არა მსგავსი თემა, მაგრამ მე ვერსად მივაგენი და თავს უფლება მივეცი გამეხსნა ახალი. მე არც ბატონი ლევან ღვინჯილია,არც ვინმე, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავჯდომარე არ ვარ. მიუხედავად ამისა, როგორც ერთ-ერთ ჩვეულებრივ ქართველ მოკვდავს, მაწუხებს და მაღელვებს ეს საკითხი და ამავ დროულად ჩვენი ფორუმის იერსახე.არ მინდა დავემსგავსოთ სხვა ფორუმებს და მინდა ვიყოთ მათგან გამორჩეული, თუნდაც ამ კუთხით. გასაგებია, როდესაც რომელიმე ჩვენგანი იუმორით, ან კუთხური აქცენტით(მაგ. მე პირადად ხშირად ვიყენებ კუთხურ დიალექტს), ან რომელიმე სხვა ენიდან აკეთებს ციტირებას ქართული ანბანით,ან უნებლიე მექნიკურ შეცდომას უშვებს. მაგრამ როდესაც პოსტს მსგავსი არაფერი ეტყობა, მაშინ დამეთანხმებით ალბათ, რომ საკმაოდ გამაღიზიანებელია ასეთი პოსტების კითხვა.არასწორად აკრეფილი ანბანი, არა სასვენი ნიშნები, ერთმანეთზე გადაბმული სიტყვები, საკმაოდ ცუდი საკითხავია და ნებისმიერ მკითხველს რამოდენიმეჯერ უწევს წაკითხვა, რომ სწორი აზრი გამოიტანოს. გვახსოვდეს ის , რომ ჩვენს ნაწერს უცხო ადამიანებიც კითხულობენ და სირცხვილია!!! გვახსოვდეს ისიც, რომ ჩვენს ნაწერებს ბავშვებიც კითხულობენ და არ ვაფიქრებინოთ, თურმე ასე წერაც შეიძლებაო(მათ ისიც ყოფნით, უამრავ ჟარგონს თუ უცხოურიდან შემოსულ სიტყვას, რომ ისმენენ ყოველდღიურ ცხოვრებაში). გვახსოვდეს ის, რომ გამართული ქართულით წერა, მეტყველებს ჩვენს და ჩვენი ფორუმის კულტურაზე. უმორჩილესად გთხოვთ ყველას!!! არ იფიქროთ: ნეტავი ერთი მოცლია ამ კაცსო. არ იფიქროთ, რომ იუმორის ან ერთმანეთთან მსუბუქი ხუმრობის წინააღმდეგი ვარ. უმორჩილესად გთხოვთ: თავიდან გადაიკითხეთ და შეასწორეთ, თქვენი ნაწერი, სანამ დააჭერდეთ ღილაკს "გამოხმაურება". პატივი ვცეთ საკუთარ თავს, მშობლიურ ენას, ჩვენს ფორუმს, მის უცხო მკითხველსა და ერთმანეთს. ამავე დროს მაინტერესებს და დიდი ყურადღებით მოვისმენ თქვენს აზრსა და წინადადებებს, ამ საკითხთან დაკავშირებით. პატივისცემით, ბოდიშის მოხდითა და უდიდესი სიყვარულით თქვენი მონა მორჩილი დავით ვერულავა (იგივე საბო). |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th July 2025 - 00:48 |