სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სასაცილო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ისტორია პირველი: “როგორ ვიყიდე ჩემი პირველი თოფი”
![]() ![]() მოკლედ ვარ 18 წლის, პირველ კურსზე ვსწავლობ. ხოდა, ერთ დღეს გადავწვიტე რომ სანადირო თოფი მინდა ვიყიდო. ერთი თელაველი ძმაკაცი მყავს – ემო. პირველი კურსიდან ერთად მოვდივართ. ემო “ცნობილი” იყო იმით, რომ კარგად ერკვეოდა იარაღში. ხოდა მივადექი ემოს, იარაღი მაყიდინე მეთქი, თორე მე გონში არ ვარ რა და როგორ. ემომ, მე კი მხეცი ვარო იარაღშიო, მაგრამ ჩემი ძმაკაცი ზვიანგიო არისო ამ საქმის პროფესიონალი, ხოდა იმას ჯობია ვკითხოთქო. მივადექით ზვიანგის. ზვიანგიმ კიო ბაზარი არ არისო, ოღონდაცო დღეს არ მცალიაო, ხვალე, ზეგო და მაზეგაცო არ მცალიაო ![]() ![]() მეორე დღეს ვერ მოვითმინე და მარტოკამ მივაჭერი დიანაში. სანამ მაღაზიაში შევიდოდი, ერთი დარეკვა მაინც დავურეკე ემოს, მეთქი მაღაზიაში ვარ უკვე და რამე მირჩიე რა შევამოწმო თქო. ხოდა აქედან იწყება თავდავიწყება: ემომ, “რაც მთავარია, დახედე ნარეზი გაწყვეტილი არ ქონდესო ლულაშიო” თუ რაღაც ეგეთი მირჩია. გამეკაიფა თუ მართლა მითხრა არ ვიცი, მაგრამ მე კაი მეთქი ვუთხარი და შევედი მაღაზიაში. შევედი და ვხედავ მშვენიერი თოფი კიდია სტენდზე ( როგორც მერე გავარკვიე, ერთ კუროკიანი იჟ27 ვერტიკალური ლულებით) ლამაზი კაკლის კონდახით და რამე. “თუ შეიძლება მანახეთ” თქო და გამყიდვლემაც გადმომიღო თოფი. ვუყურებ, მომწონს ჭკუაზე არა ვარ. მართლა მაგარი თოფია… გადავხსენი თოფი და ………. სადააა ნარეზიიი ….. ნარეზის ნასახი არა შიგნით… არი ასე გაპრიალებული ეს ლულები სარკესავით….. შევხედე გამყიდველს … გამყიდველიც მე მიყურებს…. გავიხედავ ისევ ლულელბში… არაა ნარეზი… ისევ გამყიდველს ვუყურებ… ისიც მე მიყურებს…. - “უკაცრავათ მეთქი და ნარეზი სადაა ???” ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ნარეზი სადაააოო და გამყიდველს სახე შეეცვალაააა….. - რა ნარეზიოოო ?!?!?!? - რა ნარეზი და ლულაში ნარეზი !!!! ეხლა გამყიდველი მიყურებს ისეთივე სახით, ცოტა ხნის წინ მე რომ ვუყურებდი… - მაგას ნარეზი არა აქვსო !!! - მაგას მეც კარგად ვხედავ რო არა აქვს და მაგას ვკითხულობ ზუსტად !!! სადაა ნარეზი ??!! - სადაა და არააოო.. არ უნდაოო… (ეტყობა ისე დაიბნა, რომ დალაგებულად ვერღარ დამელაპარაკა) - რას ქვია არ უნდა ??!! მაგას არ უნდა მე მინდა და წავიდა კაჩავი… მოკლედ უნდა არ უნდას ამბავში ვურეკავ ისევ ემოს…. ასე და ასე თქო ბიჭო…. თოფი არის – ნარეზი არ არის !! ![]() ![]() ![]() ![]() როგორ თუ არ არისოოო… გატენიანოოო… ბრაკიაოოოო….. ესაოო ისაოოო…. და მეც მოკლედ იგივე ტალღაზე მოვუბრუნდი ამ გამყიდველს, ვეკაჩავები ნარეზი დადე თქოოო… ბოლო 10 წუთი დაახლოებით ისეთი სიტუაცია გვაქვს – “მომეც ნასოსი” “არ მოგცემ ნასოსსა”. თან ეხლა უკვე ისეთი ამბავია, რომ მთელი მაღაზია მე მიყურებს…. დავურეკავ ამ შენს ემოს… იქნება გადათქვა თქო ეგ ოხერი ნარეზი… არა, ის მაინც თავისას აწვება - ნარეზი, ნარეზი . . . მოკლეთ კაი ხანს ვართ ერთ ამბავში… ეს ხალხიც მიყურებს… ზოგი თავს იქნევს.. .ზოგი სიცილით კვდება…. ვატყობ საქმე ტრაკისკენ არის… მოკლედ იმ დღეს ერთადერთი ჭკვიანური რაც ვქენი, ბოლოს დავურეკე ჩემს მამიდაშვის – გოგას (T A M P L I E R-ის ძმას) დაახლოებით შემდეგი ხანმოკლე დიალოგი გაიმართა ჩვენს შორის: - გოგა ! - ჰა - თოფს ვყიდულობ - მერე - ნარეზი არა აქვს - რა ნარეზი !?!?! - ლულაში ნარეზი - პაუზა . . . - შენ შ… ხომ არ გაქვს !!!! - ზუმერი .…… დავღუნე თავი და მოვუბრუნდი გამყიდველს: “შემიხვიეთ თუ შეიძლება ეგ თოფი თქოო !” თქო და წამოვედი ჩემი პირველი თოფით სახლში ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#151
|
|
![]() EX მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,851 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#152
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
გეუბნებით რომ ერთერთი პირველი( აღმოსავლური ხელოვნების შემომტანი) არის დათო თევზაძე საქართველოში
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#153
|
|
![]() EX მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,851 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ნოსო
პირველი ზურაბ ლეჟავაა. დათოს კარატე არ გაიშვა გაღმა ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#154
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ეს ამბავი ერთ დაბურულ ტყეში მოვისმინე და კარგადაც ვიხალისე,
ყველაფერი იქიდან დაიწყო რომ ერთ მშვენიერ დილას სანადიროდ წავედით მთაში, მე და ჩემნაირი გადარეული რამდენიმე კაცი ადგილზე გამთენიას ჩავედით, იქ კიდვე რამდნიმე მეგობარი შეგვემატა კარგი ჯიგრიანი ადამიანები შესანიშნავი მონადირეები და კაცური კაცები!, დაიგეგმა სანადირო ადგილი და მიმართულება, და შეუდექით ნადირობას. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და შუადღისკენ პურის საჭმელად და დასასვენებლად წინასწარ დათქმულ დიიდ უზარმაზარ მუხასთან შევიკრიბეთ სახელდახელოდ გაიშალა სუფრა, ცეცხლიც აგუზგუხდა და ასე შახებივით ფეხმორთხმულებმა გამოვცალეთ პირველი ყანწით უფლის სადიდებელი მეორე ბუნების და მისი მოყვარული ადამიანების სადღეგრძელო შეისვა მესამე წასული მონადირეების შესანდობარი ვთქვით და ამ დალოცვილმა სითხემაც აღარ დააყოვნა და სალაპარაკო საღერღელი აგვიშალა, ათასი ამბავი გავიხსენეთ და ათიათასი გასახსენებელი დაგვრჩა, ზოგი მე ვთქვი ზოგიც სხვებმა. გასაოცარი ამბები მოვისმინე ამ ბებრი მონადირეებისაგან მაგრამ ერთი განსაკუთრებულად დამამახსოვრდა! თან ისეთმა კაცმა მოყვა რომ მისგან ტყუილი კიარა მართალსაც იშვიათად გაიგებ რამეს, საერთოდ არ უყვარს საუბარი და ზედმეტსახელიც ისეთი აქვს გერასიმეს ეძახიან ძმაკაცები. ![]() ერთ ერთი ნადირობის დროს შუა მინდორში შევისვნეთ და სუფრაც იქვე გავშალეთო, დავსხედით, დავლიეთ, და საღამოს პირზე უკვე ბინდი იპარებოდა რომ ჩვენი სუფრიდან ასე 200-250 მეტრში მელა შევნიშნეთ რომელიც ისე მოცუნცულებდა არც კი გვაქცევდა ყურადღებასო! ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნადო,! მიაწვდენ იაკანოს მკითხა ერთმა სტუმარმა რომელიც დაპატიჟებული გვყავდა ქალაქიდანო ! გამეცინა თავ გავაქნიე მარა არ დამანება და ამ კითხვას კიდე ათასი კითხვა მოაყოლაო, ჩემი ამბავი კი იცით არ ვლაპარაკობ ბევრსო ერთი კი უთხარი მიწვდენით მიწვდება მაგრამ აი მორტმის რა მოგახსენო თქო ამან კიდე ვერ მიწვდებაო და გერასიმემაც არ ააყოვნა თურმე ამოიღო და ზეპა თავისი ხვართქაფანიდან, და მოხდა საოცრება ამ მელას რაღაც მოსძვრა მიწაზე გაგორდა და თვითონ კიდე ისე მოკურცხლა თვალი ვრ შევავლეთო, გაკვირვებულები ერთმანეთს უყურებდით მერე იმ ადგილისკენ წავედით რომ გვენახა რა მოხდა რა მოსძვრა ამ მელასო და რა ვნახეთ გაგიკივირდებათ და მელას თავი ეგდო იმ ადგილასო! უცებ საგონებელში ჩავარდი რაღაც ზებუნებრივ მოვლენას მივაწარე მომხდარიო მაგრამ მალევე გამინათდა გონებაო, რამდენიმე დღის წინ მელა ვნახე მკვდარი იმ ადგილებში და ეტყობა შიმშილისგან შეწუხებულმა ამ მელაკუდამ თავისი თანამოძმის ხორცით გადაწყვიტა პირის ჩატკბარუნებაო და იმის თავს მოათრევდა ის მელა და რო ვესროლე ხმაზე შეშინდა დააგდო ის თავი და თვითო გაქცევით უშველა თავსო, ამას კი მივხვდი აბა სხვა რა მეფიქრაო მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდიო, აიმ სტუმარს კიდე იმხელა პირი დაეღო და ისე ქონდა დაჭყეტილი თვალები რო სიცილს ძლივს ვიკავებდიო. ესე პირდაღებულმა უცებ გამოიფხიზლა და მგონი ეხლაც დადის ამ ამბავს ყვება და ამტკიცებს უთავოდ გაქცეული მელიის ამბებს და იმიტომაც აბრალებემ მერე მონადირეებს რომ დიდი მეზღაპრეები ხართო,. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#155
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,041 რეგისტრ.: 19-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ...internatebi ![]() |
hunter777
![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#156
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 593 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ერთი ამბავი მეც გამახსემდა.
ჩემს ბავშვობაში კახეთში ზაფხულობით ჩამოდიოდა ხოლმე ერთი ბიჭი იმერეთიდან (დეიდა ყავდა ჩემს მეზობლად) ვართ ასე 10 - 12 წლისები მაშინ (20 წლის უკან) , რომ ერთი რამ გვასწავლა მაშინ. მოკლიდ ვიღებთ გოგრას (კვახს) გვერდით მხრიდან ვაცლით შიგნეულობას, ვუკეთებთ ნახვრეტებს თვალების, ცხვირის. და პირის პონტში, ღამე შიგნოთ ვდებდით ანთებულ ბატარეას ან სანთელს და ვდებდით გზაზე სადმე გზაჯვარედინზე, ამას სკილეტას ვეძახდით (განათებული დიდი სმაილიკი იყო რა დაახლოვებით) უეცარი დანახვის თანავე შიშისგან ჩაჯმა გარანტირებული იყო რა. ოჰ რამდენჯერ ვართ ჭინჭრით ნაცემი ამის გულისთვი. მარა ეს წარსულში იყო. ერთი ორი წლის წინ იმერეთში ვართ იმ ბაჭთან, პურმრილია იმისთანა ეზოშია გაშლილი რო ხაჭაპურები სუფრაზე რომ არ ეტეოდა ხეზე იყუ ლურსმით მიჭედებული, მოგეხსენებათ იმერეთში ქვევრები ანუ წურები იქ როგორც ეძახიან გარეთ აქვთ ეზოში, და ჩვენს საპატივსაცემოთ ერთერთს აეხადა იმდღეს თავი. იქვე ჰქოდათ პატარა ფარდული სადაც ინახავდნენ სხვადასხვა ხელსაწყოს, მათ შორის თვალში მომხვდა ერთერთი რომელიც გოგრისაგან (კვახისაქგან) იყო დამზადებული, ღვინის ამოსაღები ხელსაწყოა რა და ამის დანახვაზე ჩვენი ბავშვობა გამახსენდა. შუა პურმარილზე კარგად რომ დაღამდა გავედი და ამ ხელსაწყოდან (არ მახსოვს რა ქვია) ორიოდ წუთში გავაკეთე სუფის დანით გავაკეთე ის (სკილეტა) შიგნით ანთებული სანთებელას შუქი რომ აქვს ის ჩავაგდე და დავდე იმ ქვევრის თავზე. მასპინძელი ის ბიჭი რათქმაუნდა სულ თვითონ დარბოდა ღვინის მოსატანად და ეთხელაც გავიდა და მეორე მეზობელიც გაყვა..... იქ წივილი ატყდა.. ერთი თიხის დოქი კი შეიწირა იმ ამბავმა. |
|
|
![]()
პოსტი
#157
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#158
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 866 რეგისტრ.: 15-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
მოკლედ,ის პერიოდია სახლში იარაღი ყველას რომ აქვს...
ჩემი ქუთისელი ახლო ნათესავი თბილისში სწავლობდა და ჩემთან ცხოვრობდა სახლში. საშინლად ეშინოდა ყველაფრის რაც ისროდა,ან იჩხვლიტებოდა(დანა და მისთანები...) მეც მეტი რა მინდოდა...?ჩავდებდი "ხალასტოი"ტყვიას მჭიდში(არ იცოდა,რომ ფუჭი ვაზნებიც მქონდა) და წავიდაა... ![]() -შეუღებდი კარებს ძილის წინ,მშვიდად გადავტენიდი,წყნარად დაუმიზნებდი,ვბეთქავდი და ....გაშეშებულ,ენაჩავარდნილს-ძილი ნებისას უსურვებდი!(იდიოტური ხუმრობა!) გახსოვთ ალბათ,ძველად საახალწლო "ხლაპუშკები"იყო,თოკს მოქაჩავდი და მრგვალ ფერად ქაღალდებს ისროდა... და ალბათ ყველას დაგვიშლია შიგთავსის გასაგებად... მოკლედ,დავშალე,მტვერსასრუტის მილებს შორის მოვაყოლე ძაფი (ასაფეთქებელი მუყაო მილში იყო)და თითზე დავიხვიე.დავადექი წამოწოლილ ჯიგარს,ვითომ მტვერსასრუტის ჩართვას ვაპირებ.... -ლევანია ძამა!გაგიგია,წელიწადში ერთხელ მტვერსასრუტიც ისვრის-მეთქი? დაუმიზნე და თან მოვქაჩე თოკი ნელ-ნელა თითით. -მტვერსასრუტი არა... ვეღარ დაამთავრა უბედურმა! ან როგორ წარმოიდგენდა,რომ პილასოსიც გაისროდა... ბეთქა,მაგრამ რა ბეთქა...მეც გამიკვირდა იმხელა ხმა და ცაცხლების გამოყრა მილის ბოლოდან... მოკლედ, ქაჯანასავით 2 დღე ვერ ლაპარაკობდა და უაზროდ ერთ წერტილს უყურებდა... მეტი ასეთი სისულელეები(იარაღთან დაკავშირებით)აღარ მიქნია! |
|
|
![]()
პოსტი
#159
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
Sos049
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#160
|
|
![]() EX მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,851 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#161
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
Sos049
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#162
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 593 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
სულ ახლი ამბავია.
შაბათს ვიყავით კახეთში საქეიფოდ. ხალხი რომ შეთვრა და ერთმანეთს აღარ უსმენენ, სადღეგრძელოს თქმის დროს სხვარამეზე რო ლაპარაკობენ, ჭიქა რო უჭირავთ და არ სვავენ (ხომ შეხვედრიხართ ასეთ სიტუაციას) ხოდა ამ დროს ინსტიქტურად წამომცდა ,,კარგით რა გააოფედ სადღეგრძელოთქო'', რაზედაც ერთმა ასაკიანმა კაცმა მკითხა (რათქმაუნდა ვერ გაიგო რა ვთქვი და ვერც იმათ ვისაც ვუთხარი) რაო შვილო რაო. - გაატრაკეს საქმე აღარა სვავენ გვეჩქარება, თბილისში ვართ წასასვლელები მეთქი .. აი ასე იყო. |
|
|
![]()
პოსტი
#163
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
მეც მომივიდა უკვე მასეთი შემთხვევა... ძმაკაცი მაცინებდა და ოჩოპინტრემ დაგჭიპოს მეთქი. გაუკვირდა ეგ რაღას ნიშნავსო..
![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#164
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#165
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,254 რეგისტრ.: 28-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ჰოო და ჩემო ძვირფასო მეგობრებო გუშინ მთელი დღე კარგ ხასიათზე ვიყავი, დავდიოდი ელიავაზე რაღაც ნაწილები მინდოდა და თან ვეღადავებოდი გამყიდველებს, ან ისინი მეღადავებოდნენ თუ როგორც არის. ერთი სიტყვით მშვნიერ გუნებაზე შევიქმენ. ბოლოს როგორც იქნა წამოვედი ელიავიდან გულნაკლული, რაც მინდოდა ვერ ვიშოვე და ხომ იცით აის კარგი ხასიათი რომ გადაგივლის და უცბათ რომ ითენთები და ამავდოულად რომ იგრუზები, აი მასე დამემართა. მოვაჯექ ჩემს მუსტანგს და გამოვწიე გლდანისკენ ნაბერეჟნით როგორც კი გამოვცდი დიდუბის ხიდს ჩემი ყურადღება თეთრ ჩექმიიანმა და თეთრ კაბიანმა მეძავმა მიიპყრო. თან იმას ვფიქორბ ამ სიცივეში არ ცივათ მეთქი??? ბოლოს გადავწყვიტე მივალ და ვეგადავები თქო. თან სანამ მანქანას მოვატრიალებდი იმას ვფიქრობდი რა მეთქვა.... გზაში ვერაფერი ვერ მოვიფიქრე და მივუჩერე, ფანჯარა ოდნავ ჩამოვწიე და მოვიხმე ქალიშვილი
![]() ![]() ![]() ![]() სახლში რო მივედი ვკვდებოდი სიცილით ჩვენები მეუბნებოდნენ რა გჭირსო მარა რა მათქმევინებდა ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd September 2025 - 11:14 |