რელოდინგი, ყველაფერი დასატენი მოწყობილობების შესახებ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
რელოდინგი, ყველაფერი დასატენი მოწყობილობების შესახებ |
Jun 16 2009, 18:18
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
Hornady 366 Auto Progressive Loader
ეს გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სანადირო ვაზნის დასატენი მოწყობილობა (პრესი), რომელსაც ფართოდ იყენებენ პირველ რიგში მის სამშობლოში აშშ-ში და შემდეგ მთელს მსოფლიოში. მას იყენებენ როგორც მონადირეები, ისე სპორტსმენები. აღნიშნული დანადგარი მზადდება ნებრასკას შტატში, გრანდ აილენდში. კომპანია ჰორნადის დამაარსებელია ჯოის ჰორნადი, რომელიც თავად იყო განთქმული მსროლელი და მონადირე. მან გადაწყვიტა შეექმნა უკეთესი ტყვია, ვიდრე იმ დროს არსებულები იყო და ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით მან დააფუძნა კომპანია, რომელიც ტყვიების გარდა უშვებდა სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის ვაზნის დასატენ პრესებს. ჰორნადის პრესმა მალე გაითქვა სახელი სპორტსმენებსა და მონადირეებს შორის და დღეს დღეობით ერთ-ერთი ლიდერია ამ სფეროში. ჰორნადი უშვებს პრესებს, როგორც გლუვლულიანი ისე ხრახნილლულიანი თოფებისა და შაშხანების ვაზნებისთვის. ამჯერად ჩვენ ვეხებით გლუვლულიანი თოფების ვაზნის პრესს Hornady 366 Auto Progressive Loader-ს. ეს არის ე.წ. მრავალსაფეხურიანი პრესი, რომელიც ერთდროულად ამზადებს რამდენიმე (8) ვაზნას. პრინციპი ასეთია: მონადირე პრესის ბერკეტის ერთი ჩამოწევით ახდენს ერთდროულად სხვადასხვა ვაზნაზე სხვადასხვა ოპერაციას: მაშინ როდესაც ერთ ვაზნას მოერგება ფისტონი, მეორეში ამ დროს ეყრება დენთი, მესამეში საფანტი და ა.შ. არსებობს Hornady 366 Auto Progressive Loader-ის მოდიფიკაცია Gas Assisted 366 AP LOADER, ამ უკანასკნელს ბერკეტზე აქვს განთავსებული სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობს და ადამიანის მხრიდან ბერკეტზე ზეწოლას არ საჭიროებს. ამ შემთხვევაში, რათქმაუნდა, ვაზნები უფრო სწრაფად იტენება. არსებობს Hornady 366 Auto Progressive Loader-ის დამტენები შემდეგ კალიბრებზე: 12, 20, 28 და .410 ხოლო Gas Assisted 366 AP LOADER - 12 და 20 კალ. ფასი: Hornady 366 Auto Progressive Loader 670 $ ოფიციალურ საიტზე. ფასი: Gas Assisted 366 AP LOADER 853 $ ოფიციალურ საიტზე. თუმცა აშშ-ის სხვადასხვა ინტერნეტ-მაღაზიებში შესაძლებელია პრესი უფრო დაბალ ფასებშიც ნახოთ. ![]() ![]() https://www.hornady.com/shop/?ps_session=73...9b489eb60dd8509 |
|
|
|
![]() |
Jun 12 2010, 17:35
პოსტი
#46
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 19 რეგისტრ.: 21-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ხო ვაპირებდი ყიდვას ერთს ქონდა მარა ფული ვეგარ ვიშოვე და დავრჩი მშრალზე. მაგ საქმისთვის წვრილკალიბრიანის ყიდვა მინდოდა მგონი ამ საქმისთვის მსხვილს წვრილი კალიbრი ჯობია ხომ ასეა? ესეიგი ბარსის ყიდვა მინდოდა მაგრამ მაყუთის ამბავი გამეჩითა ცუდად 1600 დოლარი ღირს და ...
|
|
|
|
Jun 14 2010, 17:01
პოსტი
#47
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 19 რეგისტრ.: 21-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
აუუ რაა რატომ არ მიწერთ გეზარებათ დაწერა? დამეხმარეეეეთ ესეიგი რატომ გიჭირთ რჩევის მოცემა მიკვირს აქ ამისთვის რეგისტრირდება ხალხი რომ იკითხოს და პასუხი მიიღოს და ამიტომაც იქნებ დამეხმაროთ და დამიწეროთ რა რჩევა
|
|
|
|
Jun 14 2010, 17:41
პოსტი
#48
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
xxx
კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, დაკონკრეტდი რას როგორ აპირებ, რას ტენი, რა მასრა გინდა გამოიყენო, კაფსულა საიდან მოგაქვს და რომლის გამოყენებას აპირებ, პირაპირ დენთს რომ მიადექი, სხვა დანარჩენი მოგვარებული გაქვს? დენთის დოზა მთავარია იმ მაქსიმუმს არ გადააცილო, დანარჩენი იმის მიხედვით უნდა განსაზღვრო რა ბალისტიკური მაჩვენებელი ექნება ტყვიას ამა თუ იმ რაოდენობის დენთზე... მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე მნშვნელოვანი არის, სად შოულობ ვაზნებს, უკვე ნახმარი მასრის გამოყენებას აპირებ თუ როგორ... დაწერე რა დეტალურად ადამიანი არ ხარ, ჩვენ რომ გვადანაშაულებ წვრილ კალიბრში კონკრეტულად რას გულისხმობ? 0.22 თუ 5.56, 7.62 უკვე შუალედური კალიბრია და ა.შ. |
|
|
|
Dec 22 2010, 19:30
პოსტი
#49
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 80 რეგისტრ.: 7-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ვინმე ხო არ იცტ სად იყიდება ელექტრო სასწორი რომელიც გამოდგება დენთის და საფანტის ასაწონად?
|
|
|
|
Dec 22 2010, 20:00
პოსტი
#50
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
გუდვლილიდან დაწყებული, ლილოს ბაზრობით დამთავრებული. ანუ ძალიან ბევრგან არის
ნებისმიერი გრამებზე გათვლილი სასწორი გამოდგება, მაგათ კალიბრირების რეჟიმი აქვს თიტქმის ყველას, და სიზუსტეს შენ აკალიბრირებ ტავიდანვე მინიმალურს უნდა წონიდეს 20 გრამს, მაგაზე მგრძნობიარე არც გჭირდება |
|
|
|
Dec 22 2010, 20:15
პოსტი
#51
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 80 რეგისტრ.: 7-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ხო მაგრამ მინიმალური თუ 20 გრამი იქნება დენთს ავწონი მერე?ფასიც ხომ არ იცით შემთხვევით?მადლობ გამოხმაურებისთვის
|
|
|
|
Dec 22 2010, 20:23
პოსტი
#52
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
KELE.
0 შემთხვევით მივაწერე მიახლოებით 40 ლარამდე ამაზონზე ღირს 17-18$ http://www.amazon.com/ELECTRONIC-Bullion-P...8528&sr=8-6 |
|
|
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th November 2025 - 03:47 |