გასვლა ანუ ველად გაჭრა კახეთში, შენს აქ მოსვლას თან მზე მოყვა, მზე მოყვა...... |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გასვლა ანუ ველად გაჭრა კახეთში, შენს აქ მოსვლას თან მზე მოყვა, მზე მოყვა...... |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 639 რეგისტრ.: 17-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ესეიგი ჩემო მეგობრებო 2 დღეა ველოდები ვინმე რამეს დაარეპორტებდა, მაგრამ კომპტან ჩემს მეტი დამჯდმომი აღარ მეგულება. ამდენად გადავწყვიტე ესევ მე ვიჯახირო და ვიბოდიალო რაცხა-რუცხები.
მაშასადამე ჩვენმა კახელმა ძმებმა დაგვპატიჟეს სანადიროთ ფრინველზე ალაზნის და ივრის ჭალებში. ალბათ ხვდებით ასეთ ოფიციალურ ნადირობისთვის რა გაცხარებული მზადება გვქონდა. აქედან გავემგზავრეთ ჩვენი ფერონი (მეტსახელათ ავთო) ტოროლა (მეტსახელათ ზურა) და თქვენი მონა და მორჩილი ღლიღვა (განსაკუთრებული მიზნის ქონისთვის ვასილი ზაიცევად მონათლული ![]() ![]() ამდენათ დაფეთებულები (ვინაიდან ვიგვიანებდით) დავსქურეთ ქალაქიდან. გზაში ჭუჭყუტუნა-ფერონა და ტოროლა აწკმუკუნდნენ გვშია კეტილო ბიძია და დაგვეხმარე რამეთიოოო ! აბა რა მექნა ჰაა ! მშივრებს ხომ არ დავხოცავდი და ბადიაურში პირდაპირ სათონეში ვატაკე ორივე. ოხ ოხოოოოო რა სუნი ტრიალებდააააა !!!!!!!!! ცხელი შოთის პური და ნიგოზივით ყველიიიი ))))) ![]() ![]() ცოტა სული რომ მითქვეს გავეშურეთ კახეთის სიღრმეებში. ჩავედით ჩემთან სოფელ ნუკრიანში სადაც # 1 ბანაკი უნდა დაგვედო ! მივბარგდით, მივალაგათ მოვალაგეთ და გავემზადეთ ალაზნისკენ გასამგზავრებლათ ![]() ბიჭებო მაცალეთ ძლივს ვარკვევ კლავიატურაზე ასოებს ![]() შემდეგი შეხვედრის პუნქტი გურჯაანის ბაზარი იყო (მაინც ნაცნობი ადგილია რა ![]() სამწუხაროთ ვახო იგვიანებდა თელავიდან და არც ტელეფონზე პასუხობდა ისე რომ ჩვენ დავკეტეთ გურჯაანის ბაზარი ![]() ვახოს მოლოდინშიც ჩამოგვარამდა და ცოტა არ იყოს დავიღალეთ ![]() ![]() ![]() როგორც იქნა ჩვენი ვახო გამოვიდა ხაზძე თელავიდან. მანქანა გაფუჭებია და მაგიტომ ფერხდებოდა. შევთანხმდით ცვენ წავსულიყავით და ის ადგილზე მოვიდოდა. ასე რომ დავიზარით მასპინძლებისკენ. შეხვედრა იყო არნახული ! ხვევნა-კოცნა წელზე შემოხტომები და პარტერში უეცარი გადაყვანა ჩვეულ მოვლენად იქცა ![]() ფოტოზე მარჯვნივ ცვენი მეგობარი და მასპინძელი ელგუჯაა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 19:15 |