რააზრის ხართ პომპით ნადირობაზე..........? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
რააზრის ხართ პომპით ნადირობაზე..........? |
![]()
პოსტი
#76
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
..............
|
|
|
![]()
პოსტი
#77
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 306 რეგისტრ.: 11-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ორლულიანი თოფი არის კლასიკურ თოფად აღიარებული და მე და კიდე რამდენიმე ჩემმნაირმა (ჩემითოფიყველასჯობია) მონადირემ რაც არ უნდა ვთქვათ ეს არის ასე, დანარჩენი უკვე გემოვნების საკითხია, მაგრამ პომპა რო ცოტა მოუხერხებელია გინდ კლასიკურთან და გინდაც პოლუავტომატთან შედარებით მაგაზე მგონი კამათიც არ ღირს (ახლა არ იყოს ჩემი ძმაკაცი ან ბიძა ისე კარგად ხმარობს პომპასო) ეს არის მიჩვევა და მეტი არაფერი, ასე რო პომპა მაინც სპეც დანიშნულების თოფია ვიდრე სანადირო
![]() ![]() P.S. ისე რახან (იმითაც მოკლავ) ლაპარაკი მოვისმინე ზემოთ, მაგ პრინციპით გეტყვით რო ლაგატკით იმდენი წვრილი ფრინველი მომიკლავს ლამის 4 ციფრიანი რიცხვი გამოვიდეს ![]() ასე რომ... |
|
|
![]()
პოსტი
#78
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
იმ ამერიკელთა უმეტესობა ბატზე და იხვზე პომპებით რომ ნადირობენ გიჟი და უცოდინარია. მე ვერ დაგეთანხმები ამაში.. ამერიკელთა უმეტესობა პოლუავტომატს აღიარებს და პომპას არანაირ უპირატესობას არ ანიჭებენ.. მე ვეთანხმები იმ აზრს რომ პომპა სპეცდანიშნულების იარაღია და ის ნადირობასთან ცოტა შორს დგას.. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#79
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
...........
|
|
|
![]()
პოსტი
#80
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 278 რეგისტრ.: 1-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გემოვნების ამბავია, კაცია და ბუნება, მე ვერ ვინადირებდი პომპით, ეგ კი ვიცი.
|
|
|
![]()
პოსტი
#81
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 176 რეგისტრ.: 27-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
robiko
სტატისტიკურად აღმოჩნდა, რომ პომპიანი თოფის ხმარების შემთხვევაში ფატალურად მთავრდება 92% ძალიან საინტერესო სტატისიკაა ნახევარი ჩრდილოეთ ამერიკა გაწყვეტილი უნდა იყოს იქ მართლა ძალიან პოპულარულია პომპა როგორც თავდაცვის ისე სანადირო იარაღად, საფრანგეთის ამბავი ძალიან მეწყინა ზუსტად მანდ ვგეგმავდი რემინგლტონის პომპის შეძენას ჩემ ფიქრებში, ძალიან ადვილად იგზავნება იქიდან.... სამწუხაროა უნდა გავარკვიო. |
|
|
![]()
პოსტი
#82
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 179 რეგისტრ.: 23-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
infrared, მართალი რომ გითხრა ლოგიკას ვერ მივხვდი რატომ უნდა იყოს გაწყვეტილი ნახევარი ჩრდილოეთ ამერიკა.
მეორეც, თუ შეძენას აპირებ და მოგაქვს რა პრობლემაა (თუ იქაური მოქალაქე არა ხარ). რუსეთი მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია akm-ების და მაკაროვების(სიიაფის გამო), მაგრამ აბა თუ ხარ რუსეთის მოქალაქე მიდი და გაიფორმე (თუგინდ სახლში დების უფლებით) მაკაროვი ან ტტ ან ნებისმიერი რაც ჩვენთან ყრია mymarketze (400-600 ლარად). მესამეც მე სულ ერთხელ ვარ ნამყოფი საფრენგეთში (ისეც 1997 წ.) თუ გაინტერესებს რაც მიწერია, შემიძლია სტატიის მისამართი გადმოგიგზავნო. |
|
|
![]()
პოსტი
#83
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 176 რეგისტრ.: 27-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
robiko
საფრანგეთის იმან დამაღონა, რომ შესაძლოა არც იყოს პომპიანი იარაღი გაყიდვაში როგორც შეძენას არ დაქვემდებარებული იარაღი, არ ჩათვალოთ რაიმე სახის პოლემიკაში შემოსვლა ჩემი მხრიდან თუ რამე ისე არ გამომივიდა მომიტევეთ ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#84
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 179 რეგისტრ.: 23-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ეტყობა მეც ვერ დავწერე გარკვევით, რა თქმა უნდა საუბარი ეხება პომპიანი თოფების გამოყენების თავდაცვისა და თავდასხმის შემთხვევებს, და ხაზი გაესვა იმას რომ სიკვდილიანობა 3-ჯერ მეტია პისტოლეტებისა და რევოლვერების გამოყენებასთან შედარებით.
1) სტატია მასტერ რუჟიო N58 გვ. 84 "ჩტო პო ჩიომ ვ პარიჟე" (ფრანგული კანონმდებლობით პომპიანის აკრძალვის შესახებ) 2) ჟერნალი საFარი 2005 წ. ან მაისი ან ივნისი (ზუსტად ვნახავ) სტატია: ეტი სმერტონოსნიე პომპოვიკი პოლემიკა და დავა არც მე მდომია, წინასწარ გილოცავ დამდეგ ახალ წელს |
|
|
![]()
პოსტი
#85
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
გიორგის ზოგიერთ მოსაზრებაში ვერ დავეთანხმები:
1. ყველაზე სტრაფად ორლულიანი თოფით ისვრი მეორესო- რა გიშლის სტრაფად ისროლო ნახევარავტომატით( იხილე ფაბარმის გადატენის სისწრაფე) 2. თუ მეორე ვერ მოარტყი, შემდეგ სროლას აზრი არააქვსო- რა თქმა უნდა აქვს, და მესამეთიც ჩამომიგდია ფრინველი და მეოთხეთიც.(ზუსტად მაგ დროს გადის ოპტიმალურ სასროლ მანძილზე ფეხებიდან ამოფრენილი ფრინვალი) 3. გაჭედვის შანსი მინიმალურიაო- პომპასაც შეუძლიან გაჭედოს, რუსულმა იჟ-81 მაც გამაწვალა და წარმოიდგინეთ მოსსბერგმაც, ორივა თოფს ქონდა ხოლმე ხანდისხან გადატენის დროს პრობლემები. პომპასაც ისევე ყურადღებით უნდა მოუარო, როგორც ნახევრად ავტომატს. |
|
|
![]()
პოსტი
#86
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
romeo 1
და დასამიზნებლად როგორია პომპა??...როდესაც ერთი აცდება და გადატენვის მერე თავიდან უნდა გაუსწორო ფრინველს??... მე ნამდვილად არ მქონია არსდროს და არ ვიცი პრაქტიკაში როგორია მაგ კუთხით. ისე კი ჩვეულებრივ 2 ლულიანს..მართლა ერთი უპირატესიბა აქვს ჩემი აზრით. პირველს ნახევრად ჩიკით(ან ცილინდრით) ესვრი ახლო მანძილზე და აცილების შემთხვევაში სრული ჩოკით აყოლებ მეორეს...უკვე შორს გასულს.(რათქმაუნდა იმ თოფებს ვგულისხმობ...რომელსაც ეგეთი სახის ჩოკები აქვთ) |
|
|
![]()
პოსტი
#87
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 58 რეგისტრ.: 5-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ozurgeti ![]() |
და დასამიზნებლად როგორია პომპა??...როდესაც ერთი აცდება და გადატენვის მერე თავიდან უნდა გაუსწორო ფრინველს??...
მე მაქვს პომპა და რაც შეეხება მეორე გასროლას ცოტა კი აგებს დროში ორლულიანთან და ნახევრადავტომატთან შედარებით მაგრამ არც იმდენად რომ მაინცდამაინც შესამჩნევი იყოს რადგან უკუცემის გამო დამიზნება მაინც თავიდან გიწევს ნებისმიერ შემთხვევაში მე არ მეგულება არც ერთი კაცი ვინც გასროლისას შეძლებს თოფი უძრავად ეჭიროს ხელში სამიზნიდან თუნდაც მცირე გადახრის გარეშე უბრალოდ პომპას დამატებით მარცხენა ხელით გადატენვისას ცოტა მეტი აგვიანდება სამიზნის გასწორება დაახლოებით წამის რაღაც მეათედები ეს ჩემი აზრია რა თქმა უნდა რადგან პომპა მაქვს და "ვერთობი" ხოლმე. საერთოდ თუ ვინმეს პომპა მოსწონს შეჩვევა უნდა დიდი არაფერი პრობლემაა როგორც აქ წერენ პოსტებში მთლად ისეთი მოუხმარელიც არაა, რა თქმა უნდა ორლულიანი სხვადასხვა ჩოკით ჯობია სანადიროდ მაგრამ ჩემი აზრით ნახევარავტომატსა და პომპას აქვს თავისი უპირატესობები თუ ნახევარავტომატი სისწრაფეში უგებს პომპა სამაგიეროდ არ კაპრიზობს ვაზნებზე ანუ მნიშვნელობა არააქვს რა მუხტი დევს ვაზნაში ჩემი აზრით ესეც გასათვალისწინებელია თუ ვინმეს პომპის შეძენა სურს არც ისეთი ცუდია როგორც ზოგიერთებ ჰგონიათ მით უმეტეს რომ გაცილებით იაფია ნახევარავტომატზე დანარჩენი ჩემი გამოცდილებით შეჩვევაა |
|
|
![]()
პოსტი
#88
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
gela_07
გეთანხმები, ორლულიანსაც ჭირდება დრო რომ უკუცემის შემდეგ გაასწორო თოფი, თუ რა თქმა უნდა დუბლეტით არ ისვრი თოფს. ![]() ლევანი შენც გეთანხმები, ორლულიანს დიდი უპირატესობა აქვს როდესაც შეგიძლიან ერთ ლულაზე ერთი შევიწროვება გედგეს, მეორეზე კი სხვა, და თანაც სხვა და სხვა ლულა სხვადა სხვა ვაზნით გატენო. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მაგალითად ტყეში ტყის ქათამზე ნადირობის დროს, როდესაც მართლა ძალიან მცირე დროა გამოყოფილი სასროლად და ორ გასროლის მეტი იშვიათია რომ გააკეთო. ასეთ შემთხვევებში ორლულიანის უპირატესობა მემგონი უდავოა. |
|
|
![]()
პოსტი
#89
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 58 რეგისტრ.: 5-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ozurgeti ![]() |
და კიდე ერთი ჩემის აზრით დიდი პლიუსი აქვს პომპას, კერძოდ ის, რომ ნახევარავტომატთან შედარებით ძალიან მარტივი მექანიზმი და დაბალი ფასი აქვს და საერთოდ თუ შევადარებთ პომპას და ნახევარავტომატს პირველი მხოლოდ სისწრაფეში აგებს და თუ ვინმეს ეს სხვაობა არაფრად არ მიაჩნია მაშინ პომპა და მისი ჯანი
|
|
|
![]()
პოსტი
#90
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
ჩემი აზრია რომ თოფები არ უნდა დავყოთ სანადირო და არასანადიროზე მხოლოდ იმოტომ რომ კლასიკურ სანადირო თოფათ ითვლება ორლულიანი. მე ორლულიანიც, პომპაც და ნახევრადავტომატურიც მაქვს, სამივეს მოუძებნე თავისი ადგილი ნადირობისას და სამივეს წარმატებით ვიყენებ. ასე უფრო მრავალფეროვანია და საინტერესო ნადირობა/
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 17:23 |