ლულის სიგრძე - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ლულის სიგრძე
SPEC
პოსტი Jan 31 2011, 11:53
პოსტი #1


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 247
რეგისტრ.: 11-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



თითქოს ლოგიკურია,რომ გრძელი ლულა განაპირობებს უკეთეს სიზუსტეს,მაგრამ აღმოჩნდა,რომ სხვაობა მხოლოდ შორ მანძილზეა შესამჩნევი,ახლო მანძილზე კი მოკლე ლულა უკეთეს სიზუსტეს განაპირობებს:
http://www.sniperschool.com/sniper-rifle-barrel-length/
რამოდენიმე მეტად საინტერესო ციტატა:
"My rifle came from the factory with acceptable sub minute of angle (less than 1″ group per 100yds) accuracy out of a 26″ barrel. I had my barrel cut down to 18″, took it out to the range and was pleasantly surprised to see the accuracy improve to a 1/2 minute of angle. Yes, you just read that right… the shorter barrel was more accurate."
26 დიუმიანი(66სმ) ლულით 100 იარდზე(91მ) იღებდა 1 MOA-ზე ნაკლებ ჯგუფებს,ლულის 18 დიუმამდე(45სმ) დამოკლების შემდეგ კი შედეგი გაუმჯობესდა(!) და შესაძლებელი გახდა 1/2 MOA ჯგუფების გაშვება.
მიზეზი:
" Think about a 2 inch stick that is just stiff enough to be unbreakable. Now, take a stick of the same diameter with a length of 12 inches…. it would be much easier to break"
კარგი მაგალითია,2 დიუმიანი ჯოხი ძნელი გადასატეხია,იგივე დიამეტრის 12 დიუმიანი ჯოხი კი ადვილად გადატყდება, ანუ მოკლე ლულა (ლოგიკურად) ნაკლებ რხევას განიცდის და შედეგიც (ალბათ) აქედან გამომდინარე უმჯობესდება.
"At 100 yards, I found absolutely no change in the point of impact of the bullet from the longer 26″ original length to the new shorter 18″ length. I did, however find a significant difference at longer distances."
100 იარდზე არანაირი განსხვავება არ ყოფილა 26 და 18 დიუმიანი ლულებიდან სროლისას.
თუმცა შორ მანძილზე მნიშვნელოვანი სხვაობა მიიღო:
"At our 920 yard target on our range, school rifles with standard length barrels are able to hit the target with a 34 minute of angle adjustment above their 100 yard zero. When I first shot my rifle to compare the bullet drop from my rifle with the short barrel to the school rifles, I was using 168 grain Federal Gold Match ammunition and recorded hits at 39 1/2 minutes up from my 100 yard zero. That translates into a little over 50 inches of difference between the barrel lengths at 920 yards!"
920 იარდზე 66სმ ლულიდან სროლისას, 100 იარდზე მისროლილ შაშხანას სჭირდებოდა 34MOA შესწორება, 18 დიუმიანი ლულიდან სროლისას საჭირო გახდა 39-ნახევარი MOA შესწორება(127სმ-ით მეტი ვარდნა)
თუმცა:
აღმოჩნდა,რომ ვაზნები,რომელიც მან მოკლე ლულიდან ისროლა იყო განსხვავბეული,როცა გამოცადა იგივე ტყვიები,რომლითაც 34MOA შესწორებას იღებდა:
"After realizing that the powders used by Federal (ammo I used) and Black Hills (ammo the students use) may burn at different rates, I decided to re-test my rifle with the 175 grain Black Hills Match ammunition that our students use. When using the same ammo, my rifle only needed 36 minutes of elevation in order to hit the target. Based on changing the ammo, I had a 3 1/2 minute change at 920 yards! Using consistent ammo and consistent environments, my 18 inch barrel only requires two additional minutes of elevation to engage a target 920 yards away!"
მხოლოდ 36 დიუმი შესწორება დაჭირდა! შესაბამისი ვაზნებისა და გარემო პირობებისას 45 სმ-იან ლულას მხოლოდ 2 MOA-თი მეტი შესწორება დაჭირდა,მაშინ როცა შაშხანის წონა და გაბარიტები მნიშვნელოვნად შემცირდა.
ვფიქრობ საინტერესო საკითხია.
იგივე თემის გაგრძელება:
http://www.sniperschool.com/barrel-length-revisited/
ასევე:
http://www.tacticaloperations.com/SWATbarrel/
მაგალითისთვის 18 დიუმიანი ლულის მქონე Tactical Operations Tango-51,რომლის სიზუსტეში თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ:


http://www.snipercentral.com/tango51.htm
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jan 31 2011, 15:34
პოსტი #2


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(SPEC @ 31st January 2011 - 12:53) *
მაგრამ აღმოჩნდა,რომ სხვაობა მხოლოდ შორ მანძილზეა შესამჩნევი,ახლო მანძილზე კი მოკლე ლულა უკეთეს სიზუსტეს განაპირობებს:





ვერ გავიგე... თუ არგუმენტად მოიაზრება გრძელი ლულის მეტი რხევა, გასროლისას. მაშინ გრძელ დისტანციაზე მოკლე ლულას უფრო მეტი სიზუსტე უნდა ქონდეს ვიდრე გრძელ ლულას...

რადგან ეგ რხევა იმდენად მცირეა, რომ მოკლე მანძილზე სიზუსტეზე ვერ იმოქმედებს, ლოგიკური მიზეზების გამო, აი დიდ მანძილზე მცირედი დევიაციაც საკმაოდ დიდ ცდომილებას იძლევა...

ასევე, მე რამდენადაც ვიცი ლონგ რეინჯ მსროლელ სამხედრო ფიშტოებს, ლულის სტაბილიზაციის მთელი კასკადი აქვთ, მემკვიდრეობით მიღებული
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
SPEC
პოსტი Jan 31 2011, 16:14
პოსტი #3


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 247
რეგისტრ.: 11-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Davitus @ Jan 31 2011, 16:34) *
ვერ გავიგე... თუ არგუმენტად მოიაზრება გრძელი ლულის მეტი რხევა, გასროლისას. მაშინ გრძელ დისტანციაზე მოკლე ლულას უფრო მეტი სიზუსტე უნდა ქონდეს ვიდრე გრძელ ლულას...

რადგან ეგ რხევა იმდენად მცირეა, რომ მოკლე მანძილზე სიზუსტეზე ვერ იმოქმედებს, ლოგიკური მიზეზების გამო, აი დიდ მანძილზე მცირედი დევიაციაც საკმაოდ დიდ ცდომილებას იძლევა...

ასევე, მე რამდენადაც ვიცი ლონგ რეინჯ მსროლელ სამხედრო ფიშტოებს, ლულის სტაბილიზაციის მთელი კასკადი აქვთ, მემკვიდრეობით მიღებული

მოკლე მანძილზე სიზუსტეზე როგორ არ მოქმედებს, 1MOA-ზე ნაკლებ ჯგუფებს უშვებდა და დამოკლების მერე 1/2 გაუშვა.
მანდ სხვა რამეზე წერია სხვაობა არ იყოო, "point of impact" ანუ მოხვედრის წერტილი არ შეცვლილაო,ვარდნა იგულისხმება.
ლულის სტაბილიზაციის ერთ-ერთი საშუალებაა BOSS-ის სისტემა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jan 31 2011, 16:32
პოსტი #4


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ხო, ახლა ინგილსურად წავიკითხე და მივხვდი... ქართველი კაცი მშობლიურ ენაზე რომ ვერ მიხვდები newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შუკა
პოსტი Jan 31 2011, 17:13
პოსტი #5


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



შაშხანაზე ეგ რომ ეგრეა ეგ ვიცი და მაგის ბევრი მაგალითი მინახია..(ძირითად რემ 700-სებზე)

მე თუ გაოფებაში არ ჩამომართმევთ ის მაინტერესებს გლუვზე როგორაა

ანუ 76 სმ ბევრად ჯობნის 71სმ:?

ვგულისხმობ შორს სროლას..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jan 31 2011, 17:32
პოსტი #6


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(nikash4 @ 31st January 2011 - 18:13) *
მე თუ გაოფებაში არ ჩამომართმევთ ის მაინტერესებს გლუვზე როგორაა


ეგ გაოფება კიარა, უდიდეასი გაოფებაა, ფაქტიურად მთლიან თემას უცვლი დანიშნულებას! სხვაგან დასვი ეგ კითხვა დაა მივაშლი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შუკა
პოსტი Jan 31 2011, 19:19
პოსტი #7


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Davitus
მაპატიე პატივცემულო..
არ მინდოდა ...შემთხევით გამომივიდა.. newsmile035.gif

მოდი გადაიტანე ახალი თემა მივცხოთ.. ვიკამათოთ, ვიჩხუბოთ.. ორთქლი გამოუშვათ... Shooting.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
SPEC
პოსტი Jan 31 2011, 20:55
პოსტი #8


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 247
რეგისტრ.: 11-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(შუკა @ Jan 31 2011, 18:13) *
შაშხანაზე ეგ რომ ეგრეა ეგ ვიცი და მაგის ბევრი მაგალითი მინახია..(ძირითად რემ 700-სებზე)

ნიკა შენნაირი პროფესიონალისგან ამ ფაქტის დადასტურებამ უფრო დამაფიქრა ერთ საკითხზე, რა იქნება მოსინის შაშხანა(73სმ ლულით) რომ დავამოკლოთ? მე წამიკითხავს,რომ 73 სმ ტყუილად არ აურჩევიათ,გამოთვალეს და დაადგინეს,რომ ლულის რხევის დასტაბილურებისთვის სწორედ 73 სმ იყო საჭირო,ანუ 73-ე სანტიმეტრზე ლულის ტუჩი ყველაზე ნაკლებად ვიბრირებდა.
უეჭველია,რომ "ქვემოთაც" იქნება ასეთი,მცირე რხევის წერტილი,საინტერესოა სად
ნახატზე "ჩანს",რომ 73-ე სმ-ზე რხევის ამპლიტუდა ყველაზე დაბალია,ისევე როგორც სადღაც შუა ნაწილთან,აი ეგ წერტილია საინტერესო,მაგის დადგენის გარეშე დამოკლება სავარაუდოდ მოგვცემს სიზუსტის გაუარესებას
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შუკა
პოსტი Jan 31 2011, 22:13
პოსტი #9


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



SPEC
მოსინზე არ ვიცი არ მინახავს .. ვიცი მარტო ის რომ შორს სასროლად გრძელი მოსინი ჯობია ვიდრე კაო 44

რემ 700 - სებს რაც შეეხება მოკლე ლულა ცოტათი სქელი იყო ვიდრე გრძელის.. newsmile058.gif


პს
შენი მოსინის დამოკლებას არ გირჩევ სულ არ გააუარესო .. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romeo 1
პოსტი Jan 31 2011, 22:32
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



SPEC, თუ ხელი მიგიწვდებათ ა. პოტაპოვის წიგნში ,,Искусство снайпера,, კარგად არის აღწერილი ლულის რყევის ნიუანსები მოსინის შაშხანაზე 479-ტე ფურცელზე, თავის სახელი ,,Вибрация стволов,,
შუკა გლუვლულიანში გახსენი 71 და 76შორის სხვაობაზე თემა და იქ მოგწერ პასუხს, ყველასათვის საინტერესო იქნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
SPEC
პოსტი Jan 31 2011, 23:26
პოსტი #11


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 247
რეგისტრ.: 11-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(შუკა @ Jan 31 2011, 23:13) *
რემ 700 - სებს რაც შეეხება მოკლე ლულა ცოტათი სქელი იყო ვიდრე გრძელის.. newsmile058.gif
პს
შენი მოსინის დამოკლებას არ გირჩევ სულ არ გააუარესო .. newsmile05.gif

ხო.. ზუსტად ეთანხმება იმ სტატიას,სქელი და მოკლე ლულა უკეთ ჩაახშობს ვიბრაციას.
არ მოვკიდებ ხელს,ის წერტილი არ ვიცი სადაა და ექსპერიმენტს ვერ ჩავატარებ newsmile05.gif
ციტატა(romeo 1 @ Jan 31 2011, 23:32) *
SPEC, თუ ხელი მიგიწვდებათ ა. პოტაპოვის წიგნში ,,Искусство снайпера,, კარგად არის აღწერილი ლულის რყევის ნიუანსები მოსინის შაშხანაზე 479-ტე ფურცელზე, თავის სახელი ,,Вибрация стволов,,

თუ არ ვცდები სწორედ მანდ წავიკითხე,მადლობთ გადავხედავ კიდევ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Pensia_27
პოსტი Feb 3 2011, 22:45
პოსტი #12


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 295
რეგისტრ.: 15-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



კარგი წიგნია ეგ პოტაპოვის... ხშირად უნდა იკითხოს კაცმა..


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th July 2025 - 09:46