მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მტრედი, მტრედის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
მტრედის აღწერილობა
ქედანი ![]() გვრიტი ![]() გვიძინი ანუ გულიო ![]() მტრედი ![]() ცნობილია მტრედისნაირთა ოჯახის ოთხი სახეობა:ქედანი, გვრიტი, გვიძინი ანუ გულიო და მტრედი. ჩვენთან ოთხივე სახეობა გავრცელებულია. მტრედისნაირთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია გვრიტი, თუმცა მას ყველაზე გემრიელი ხორცი აქვს. ყველაზე დიდი წარმომადგენელია ქედანი, მისი წონა დაახლოებით 450-620 გრამამდე მერყეობს. მტრედი ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არც თუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებლია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით, რომელსაც გამოსცემს მამალი, როცა დედალს უხმობს. ბუდის გაკეთებაში მონაწილეობას ღებულობს, როგორც დედალი ასევე მამალი. დედალ დებს ორ იშვიათად სამ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ორივე მშობელი. გადაფრენა და მიგრაცია მტრედები გუნდური ცხოვრების მოყვარულები არიან, ისინი საკვებად და დასასვენებლად ყველგან ერთად დაფრინავენ. მტრედების მიგრაციას განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს, ირჩევენ ერთ მარშუტს და და ყოველთვის იმ მარშუტით დაფრინავენ. მტრედები თავიანთი ფრთხილი ბუნების გამო ღამის გასათევად ირჩევენ ისე ადგილებს სადაც საშიშროებას ნაკლებად ელიან. მაგალითად: მაღალი ხეები, დანგრეული შენობები, მიტოვებული სახლების სახურავები, ელექტრო ანძები და სხვა. კარგად ცნობილია და ჩემი დაკვირვების შედეგადაც ნათელი გახდა, რომ მათ მიგრაციის განსაკუთრებული გრაფიკი გააჩნიათ. ყოველ დილით ადრე და საღამოს შებინდებისას, ისინი საკვებად გაშლილი მინდვრებისკენ ან ნათესებისაკენ გადაფრინდებიან და ისევ უკან ბრუნდებიან ერთსა და იმავე დროის შუალედში. მტრედზე ნადირობა მტრედზე ნადირობა ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია, მიუხედავად იმისა რომ რესურსი ამოუწურავია. ის სხვა ნადირობებისაგან მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა. იშვიათად მეგულება კაცი, რომელიც სპეციალურად მტრედზე წავა სანადიროდ, შემთხვევით თუ წააწყდება სადმე და მცირე წანადირებით იკლავს მონადირულ ჟინს. მტრედზე ნადირობა გარკვეულწილად მცირე გამოცდილებასაც საჭიროებს, მონადირე რომელსაც სპორტული ნადირობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, მისთვის მტრედი უცხო ხილი იქნება. მრავალი მონადირის აზრი მომისმენია და პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ მტრედი ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ფრინველია სხვა სანადირო ფრინველებს შორის. მას ძალიან მახვილი თვალი და განსაკუთრებული ალღო გააჩნია, რომელიც ეხმარება მას საფრთხის თავიდან აცილებაში. მტრედზე ნადირობისას ყველა მონადირეს განსაკუთრებული მოთმინება მართებს. ხანდახან საათობით გვიწევს ერთ ადგილაც, გაუნძრევლად ჯდომა მტრედის გამოჩენის ლოდინში და ერთმა ნაჩქარევად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგვიყაროს. მტრედზე ნადირობის ხერხები და მეთოდები ძირითადად მტრედზე ნადირობის ორი მეთოდი არსებობს: მიპარვით და მალვით. მიპარვით - ამ მეთოდით ნადირობის დროს მთავარია მინდორში საკვებად დამსხდარ გუნდს განსაკუთრებული სიფრთხილით მიეპარო სასროლ მანძილზე. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ხერხი ნაკლებად შედეგიანია. მალვით - მტრედზე ნადირობის ეს ხერხი ჩემი აზრით მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა, მაგრამ ზოგისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი მოთმინება და ლოდინია საჭირო. ამ მეთოდით ნადირობის მთავარი პრინციპი საფარის განსაკუთრებულად მოწყობაში მდგომარეობს, ადგილი სადაც გადაწყვეტთ სამალავის მოწყობას უნდა ეცადოთ რომ ზუსტად შეახამოთ გარემოსთან რათა ფრინველის მახვილი თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს საფრთხე. როგორც სხვა ფრინველებზე, ასევე მტრედებზე ნადირობის დროსაც ფიტულების ჩაწყობა დიდ ეფექტს იძლევა. სრულიად საკმარისია 3-4 ფიტული და მტრედების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობთ. თუმცა რაც მეტი ფიტული იქნება მით უკეთესი, მტრედების მოტყუების შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. არსებობს ფიტულების სხვადასხვანაირი სახეობა: 1. ![]() 2. ![]() 3. ![]() 4. ![]() სატყუარად მკვდარი ფრინველის გამოყენებაც ეფექტიანია მისი სწორად დადგმის შემთხვევაში. თავი აუცილებლად უნდა იყოს აწეული მდგომარეობაში რათა ცოცხლის ეფექტი მეტად შეიქმნას. ამაში გამოგვადგება ორკაპა ჯოხი. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც მოკლული მტრედის სატყუარად გამოყენებას გადაწყვეტთ ყურადღება უნდა მიექცეს მისი ფრთების განლაგებას. მტრედს ფრთის ბოლოს, ქვემოდან აქვს თეთრი ფერის ბუმბული, რომლის გამოჩენაც მათთვის საშიშროების ნიშანია და 60-70 მეტრიდან ამჩნევენ. ასეთ შემთხვევაში ნადირობა უშედეგო იქნება. სამტრედე თოფის და ვაზნების შერჩევა სამტრედე თოფის შერჩევაში იგულისხმება არა რომელიმე ფირმის იარაღი ან მოდელი, არამედ მისი ტექნიკური მონაცემები. ანუ იქიდან გამომდინარე რომ მტრედებზე ნადირობა სპორტულ ხასიათს ატარებს იარაღი უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს რაც სპორტული ნადირობისთვისაა აუცილებელი. მაგალითად უმეტესობა ყოფილხართ მტრედზე სანადიროდ და გეცოდინებათ რა სისწრაფით გვჭირდება სროლა იმ მომენტში როცა მტრედების გუნდი გადაგიფრენს. სამტრედე თოფი უნდა იყოს აუცილებლად მსუბუქი და მოხერხებული და რა თქმა უნდა სწრაფი დატენვის მექანიზმით. ჩახმახიანი თოფით მტრედზე ნადირობა ცოტა არ იყოს და მოუხერხებლად მეჩვენება. ამას ვამბობ მალვით ნადირობის დროს როდესაც ჩამალული ხარ და არ იცი როდის გადმოგიფრენს გუნდი, ანუ ისევ სპორტული თვალსაზრისით. ჩემი აზრით მტრედზე საუკეთესოა ნახევრადავტომატური ტიპის იარაღი რომელიც ძალიან სწრაფი და მოხერხებული სოლის საშუალებას იძლევა. თუმცა ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, ინგლისელები რომელთაც მტრედებზე ნადირობა სპორტად აქვთ ქცეული ნახევრადავტომატს აღიარებენ. რაც შეეხება ვაზნებს პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეფექტურ სროლას ყოველთვის განაპირობებს ვაზნების ხარისხი. რაც უფრო კარგი ხარისხის ვაზნას ისვრი მით მეტია ეფექტი და შედეგიც. მტრედისთვის სტანდარტულად მიჩნეულია 6-7 და ზოგ შემთხვევაში 8 ნომერი საფანტი 35-50 მეტრზე სასიკვდილო სროლისათვის. მტრედის მკვრივი კანისა და ბუმბულის ხშირი საფარის გამო ძნელია სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ადვილად იტანს ჭრილობას. ამისათვის საჭიროა ვაზნების სწორი შერჩევა და განსაზღვრა. პ.ს ეს ჩემი პირველი სტატიაა და თუ ცოტა გაურკვევლად მიწერია რამე ჩავასწორებ ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#16
|
|
![]() EX მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,851 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#17
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
მანძილს გააჩნია, მე 9 ნომრითაც მყავს ნახოცი და 1-ც ხშირად მისვრია 9 ნომრით ქედნის (არა მტრედის) მოკვლა ძალიან ძნელია თითქმის შეუძლებელიც.. თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევებიც როცა წვრილი(# 9-10) საფანტი სასიკვდილო ზიანს აყენებს შორ მანძილზე, მაგრამ ეს მაინც ერთეულ მოვლენად რჩება.. ადგილზე ჩამოგდებულს ყველას მხოლოდ ფრთები ქონდა დალეწილი, ამაში გეთანხმები, ძალიან კარგად იტანს ჭრილობას(გულ-მკერდის არეშიც კი) თავისი ხშირი ბუმბულის და მკრივი ხორცის წყალობით.... |
|
|
![]()
პოსტი
#18
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 181 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
9 ნომრით ქედნის (არა მტრედის) მოკვლა ძალიან ძნელია თითქმის შეუძლებელიც.. თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევებიც როცა წვრილი(# 9-10) საფანტი სასიკვდილო ზიანს აყენებს შორ მანძილზე, მაგრამ ეს მაინც ერთეულ მოვლენად რჩება.. ამიტომაც დავწერე მანძილს გააჩნია მეთქი. ყვითელი ფერის უკონტეინრო თურქული ვაზნები ვიყიდე 9 ნომერი, ძლიერები გამოდგა. მწყერზე ვნადირობდით შირაქში და ქარსაცავ ზოლებში სემიჩკის პირას ბლომად ქედანს წავაწყდით. ხოდა, ამ ვაზნებით 20-25 მერზე ვესროდით, ხან უფრო ახლოსაც. დახოცილები დავალაგეთ მინდორში, მოდიოდნენ და რომ დაეჭვდებოდნენ ხოლმე უკვე გვიანი იყო. გვქონდა მხოლოდ 9 ნომრები, რამდენიმე 7-ც. ასე რომ შეუძლებელი კი არა ფაქტია ეს ვაზნები იყო ![]() ასე ვალაგებდით მკვდრებს, რაც უფრო მეტს, უფრო მეტი მოდიოდა ![]() ზოგი ამანაც დააგოიმა, ნაჩქარევად და უხარისხოდ აგავაკეთეთ თორემ იმუშავებდა ![]() ესეც შედეგი, რამდენიმე მტრედიც იყო, 3 კაცი ვესროდით ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#19
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 465 რეგისტრ.: 6-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
იკა მიდი ძმურად შენ დაწერე ნოსოს მონაყოლი მაგას სად ცალია აქ შემოსასვლელად! ზუსტად არ მახსოვს შალვას შემოვევლე მაგრამ ნოსოს ნაამბობის ძირითადი დედააზრი ის იყო, რომ ნოსო გაფრენილ ქედანს იღლიაში უმიზნებს და არტყამს, აბა მკერდში რო მოვარტყაო ძლიერი აქვსო და ვერ იღებსო და ამიტომაც იღლიაშიო ![]() ![]() 9 ნომრით ქედნის (არა მტრედის) მოკვლა ძალიან ძნელია თითქმის შეუძლებელიც 9 ნომერ საფანტს თუ შესაბამისი დიამეტრი, წონა და სიმკვრივე აქვს სულაც არ არის სახუმარო |
|
|
![]()
პოსტი
#20
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ქევხო
არ შემიძლია არ დაგეთანხმო, #9 საფანტი, 35 მეტრშიც საკმაოდ ძლიერია... მწყერს - ქედანს და მტრედს ვერ შეადარებ, მაგრამ 9 ნომრით 55 მეტრში მყავს მოკლული მწყერი... გავზომე კიდეც ტესტირებისას 35 მეტრში ბეტონის კედელს ისეთ რამეებს უშვებოდა...მტრისას ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#21
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 181 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
Davitus
მაგ დღისით იყო შემთხვევა 9 ნომრით 25-30 მეტრში დამჯდარი ქედანი მკვდრაც ჩამოვაგდე. |
|
|
![]()
პოსტი
#22
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
ქევხო
მაგ სურათებში ქედნები გყავს მოკლული? მე ქედანი სხვანაირი ვიცი... ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#23
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 181 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#24
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 465 რეგისტრ.: 6-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
რაც სურათზეა ქედანია ორი აზრი არაა, მაგრამ სეზონის დასაწყისში წყვილი მოვინადირე ოდნავ ამათზე დიდები და მუქი შეფერილობის იყვნენ.
|
|
|
![]()
პოსტი
#25
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#26
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#27
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 280 რეგისტრ.: 18-June 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ლეკი შენ რა სურათიც დადე ეგ არის ნაგდი ქედანი და იქ რომ სურათი უდევს ქევხოს ეგეც ქედანია ოგონდ ცოტა სხვა ჯიშის. ქედანს სხვანაირად ტყის მტრედი ქვია WOOD PIGEON.
|
|
|
![]()
პოსტი
#28
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#29
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 280 რეგისტრ.: 18-June 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
აუ ამის ყურების შემდეგ ისეთი მადა მომივიდა რომ მემგონი სულ ქედანზე ვივლი სანადიროდ
http://www.youtube.com/watch?v=j-6YVuw-PcA ბოლომდე უყურეთ ნანადირევს როგორ მოამზადებს. გაპუტვაც კი არ დაჭირდა ფრინველს |
|
|
![]()
პოსტი
#30
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 37 რეგისტრ.: 12-February 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
სალამი ბიჭებს ,
ერთი კითხვა მაქვს მცოდნეებთან, ქედანზე ნადირობისას ფიტულების გამოყენება რამდენად ეფექტურია ? ( საუბარი მაქვს ლეკის ატვირთულ სურათებზე ) რკინის კონსტრუქცია რომ არის გამოყენებული.. ან ხომ არ იცით რამე სხვა საშუალება ? წინასწარ დიდი მადლობა . ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 17:03 |