IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური პოინტერი
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 16:49
პოსტი #601


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა








პოინტერი



პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს.
პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა

პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი.
პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად.
პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები).


სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ.
ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები.


ქცევა და ხასიათი

გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია.


შეფერილობა

ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით.
ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი.
ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ.
ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება.
ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით.


ბანალი

მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით
ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა.
ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი.
N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი.


ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული.



თავი

ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით.
თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს.
ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა.
ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა.


ყური

შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია.
ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური.


თვალი

მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია.
ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე.
ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო.



კბილები

თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული.
კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია.


კისერი

მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული.
კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.


მკერდი

ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან.


ზურგი

ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ.
ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი.


წელი

ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება.
ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი.



გავა

გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი.
ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა.



მუცელი

კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება.
ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს.
ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა.


თათები

შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.


კუდი

უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება.
ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი;
ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- კუდიგორელი   ინგლისური პოინტერი   May 19 2009, 16:49
- - baxi   მადლობთ   Feb 10 2011, 23:55
- - თენგო   Davitus [quote name='Davitus' date='1...   Feb 11 2011, 14:08
- - @bazierashvili@   მყავს 4 თვის პოინტე...   Feb 15 2011, 09:51
|- - ზაზა   ციტატა(@bazierashvili@ @ Feb 15 2...   Feb 15 2011, 16:57
- - თენგო   @bazierashvili@ ციტატა(Soso G @ ...   Feb 15 2011, 18:29
- - GIGO   აქ ანდრონიკაშვილი...   Feb 16 2011, 17:59
- - Maverick   GIGO ვერც ერთი ძაღლის...   Feb 16 2011, 20:43
- - თენგო   Maverick ციტატა(Nikolo @ 16th Fe...   Feb 16 2011, 21:07
- - ჰერცოგი997   3 წლიანი ლოდინს შემ...   Mar 6 2011, 10:52
- - ლეკი   ჰერცოგი997 აუ რა მაგ...   Mar 6 2011, 12:09
- - Maverick   ჰერცოგი997 gonch http://forum.ocho...   Mar 7 2011, 12:48
- - ლეკი   ჩემო კარგო ხალხო!...   Mar 11 2011, 20:31
- - თენგო   ლეკი ციტატა(leki_gio @ 1...   Mar 11 2011, 20:41
- - ლეკი   თენგო ძალიან კარგი...   Mar 11 2011, 20:49
- - ჰერცოგი997   კარგია ლეკი მეც მი...   Mar 11 2011, 21:27
- - ლეკი   ჰერცოგი997 აბა რაა. ბ...   Mar 11 2011, 22:40
- - geo877   მოგესალმებით ყველ...   Mar 12 2011, 10:10
- - თენგო   geo877 ალბათ ელიავაზე? ...   Mar 12 2011, 11:49
- - geo877   მადლობა თენგო,ფიცრ...   Mar 12 2011, 13:28
- - გურიკა   აი ნანატრი ჩემი ხვ...   Mar 12 2011, 19:20
- - თენგო   გურიკა ჯერ მოგვიყ...   Mar 12 2011, 19:53
- - გურიკა   ხოო ჩელი ლეკვი კინ...   Mar 12 2011, 20:44
- - ჯეკო   გურიკ აჰა შენი თხო...   Mar 12 2011, 22:15
- - ჯეკო   RE: ინგლისური პოინტერი   Mar 12 2011, 22:30
- - ლეკი   თენგო დიდი მადლობ...   Mar 12 2011, 23:04
- - ჯეკო   თენგო გავზომე ძაღლ...   Mar 12 2011, 23:05
- - khmaltevza   ციტატა3 წლიანი ლოდ...   Mar 12 2011, 23:36
- - kupra   მაგარი კაი ლეკვია ...   Mar 14 2011, 00:03
- - ჰერცოგი997   პატრა ფაცო მაგარ...   Mar 14 2011, 21:11
- - ზაზა   დიდი ხანია როკი არ ...   Mar 16 2011, 14:28
- - გიზოვიჩი   ზაზა დავაჟკაცებულ...   Mar 16 2011, 16:26
- - Maverick   გიზოვიჩი რაღა დრო...   Mar 16 2011, 17:50
|- - ჯეკო   ციტატა(Maverick @ Mar 16 2011, 18...   Mar 16 2011, 18:35
- - ზაზა   ოხ,ნიკო,რა გეშველე...   Mar 16 2011, 19:26
- - @bazierashvili@   მყავს 5თვის პოინტე...   Mar 17 2011, 09:00
|- - ზაზა   ციტატა(@bazierashvili@ @ Mar 17 2...   Mar 17 2011, 09:36
|- - @bazierashvili@   ციტატა(ზაზა @ Mar 17 2011...   Mar 17 2011, 15:33
|- - ზაზა   ციტატა(@bazierashvili@ @ Mar 17 2...   Mar 17 2011, 16:09
|- - @bazierashvili@   ციტატა(ზაზა @ Mar 17 2011...   Mar 18 2011, 07:59
- - Alik   ვესალმები ყველას ვ...   Mar 18 2011, 17:39
- - Alik   ამ პარაზე რას იტყვ...   Mar 18 2011, 18:20
- - Maverick   Alik ჩვენ რა უნდა ვთქ...   Mar 18 2011, 20:06
- - Alik   მოგესალმებით მოკლ...   Mar 19 2011, 10:12
- - Maverick   Alik შენს ძაღლებს საგ...   Mar 19 2011, 12:20
- - Alik   ჩემ სამივე ძაღლს ა...   Mar 19 2011, 19:41
- - გურიკა   ეს ჩემი როქსის ცხვ...   Mar 21 2011, 10:31
- - ზაზა   პირველ რიგში,ალიკ,...   Mar 21 2011, 12:26
- - Alik   მოგესალმებით ყველ...   Mar 23 2011, 21:20
- - nugzari inaneishvili   მოგესალმებით ყველ...   Mar 24 2011, 01:17
- - Alik   სადღაც აპრილში ვე...   Mar 25 2011, 16:16
- - nugzari inaneishvili   ალიკ შეგიძლია დადო...   Mar 25 2011, 16:24
- - შალვა   მინდა წარმოგიდგინ...   Mar 26 2011, 15:07
- - ჰერცოგი997   საღოლ კარგი ლეკვია...   Mar 26 2011, 15:56
- - T A M P L I E R   ვაა გილოცავთ ორივე...   Mar 26 2011, 16:17
- - ჭალიმგელა   შალვა გილოცავ შალ...   Mar 26 2011, 19:21
- - შუკა   შალვა მომილოცავს ...   Mar 26 2011, 19:40
- - ლეკი   შალვა გილოცავ!! ...   Mar 26 2011, 23:12
- - შადი შამოდი   მეც გილოცავთ! მაგ...   Mar 26 2011, 23:41
- - ჭალიმგელა   შადი შამოდი ადრეა ...   Mar 27 2011, 00:09
- - sabo73   შალვა სიხარული და ...   Mar 27 2011, 00:16
- - გურიკა   შალვა გილოცავ მარ...   Mar 27 2011, 06:08
- - შალვა   შადი შამოდი ციტატ...   Mar 27 2011, 11:34
- - გურგენა   გილოცავ შალვა !!   Mar 27 2011, 12:23
- - ლევანი   შალვა კიდე ერთხელ ...   Mar 27 2011, 13:50
- - შადი შამოდი   ჭალიმგელა ტყუილა...   Mar 27 2011, 19:07
|- - ჭალიმგელა   ციტატა(შადი შამოდი...   Mar 27 2011, 19:40
- - Alik   RE: ინგლისური პოინტერი   Mar 27 2011, 19:35
- - T A M P L I E R   Alik სურათები გადასა...   Mar 27 2011, 19:40
- - Alik   ნუგზარ ამ სურათებშ...   Mar 27 2011, 20:09
- - ჰერცოგი997   კარგი პოინტერებია ...   Mar 27 2011, 20:15
- - Alik   ნუგზარ ყველა ჩემ ს...   Mar 27 2011, 20:26
- - ჰერცოგი997   ლეკვებს ხომ არ ელო...   Mar 27 2011, 20:30
- - nugzari inaneishvili   შერიც ძალიან კარგი...   Mar 27 2011, 22:19
- - ლევანი   ციტატა(Chalimgela @ 27th March 20...   Mar 27 2011, 23:11
- - Alik   ნუგზარ ეს ჩალისფერ...   Mar 28 2011, 08:05
- - შალვა   -----   Mar 28 2011, 09:30
- - Akop   http://www.uahunter.com.ua/forum/kakoy-nam...t9736...   Mar 28 2011, 19:39
|- - ზაზა   ციტატა(Akop @ Mar 28 2011, 20...   Mar 29 2011, 11:51
- - Maverick   Akop გილოცავ აკოფ, ეს ...   Mar 28 2011, 19:52
|- - Akop   ციტატა(Maverick @ Mar 28 2011, 20...   Mar 28 2011, 20:38
- - თენგო   Akop გილოცავ! მალე ...   Mar 28 2011, 20:39
|- - Akop   ციტატა(თენგო @ Mar 28 2...   Mar 28 2011, 20:44
- - nugzari inaneishvili   ალიკ რა მაინტერესე...   Mar 28 2011, 21:07
- - შადი შამოდი   აკოფ, გილოცავ! ვის...   Mar 29 2011, 00:23
- - შალვა   Akop გილოცავ! გვიხა...   Mar 29 2011, 12:08
|- - Akop   ...... დიდ მადლობას მო...   Mar 29 2011, 23:04
- - Davitus   ციტატა(Akop @ 30th March 2011 ...   Mar 30 2011, 01:42
|- - Akop   ციტატა(Davitus @ Mar 30 2011, 02...   Apr 4 2011, 20:18
- - Maverick   nugzari inaneishvili , Alik ვფიქრობ...   Mar 30 2011, 21:09
- - ჰერცოგი997   20 დღის მერე ფაცო ე...   Mar 31 2011, 18:59
- - romeo 1   მეგობრებო, კარგი პ...   Apr 9 2011, 14:23
|- - Maverick   QUOTE (romeo 1 @ Apr 9 2011, 15:23) მ...   Apr 9 2011, 17:27
- - romeo 1   250 ლარი ჯიშიან, საბუ...   Apr 9 2011, 18:32
- - თენგო   romeo 1 მშობლები ვინ ყა...   Apr 9 2011, 18:34
- - romeo 1   დიდი მადლობა თენგო...   Apr 9 2011, 18:43
- - ზაზა   hercogas ფაცოს სურათები...   Apr 11 2011, 16:12
- - Davitus   ზაზა ძალიან ლამაზ...   Apr 11 2011, 16:20
- - ზაზა   კი,ექსტერიერით კაი...   Apr 11 2011, 16:26
- - monadire -1981   მოგესალმებიტ მონა...   Apr 11 2011, 16:58
- - monadire -1981   monadire -1981 შენი პოსტი წ...   Apr 11 2011, 17:26
38 გვერდი V  « < 5 6 7 8 9 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th June 2025 - 00:15