IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური სეტერი - ლავერაკი
ბესო
პოსტი May 16 2009, 07:34
პოსტი #301


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სეტერისტებს ბატონი შადიმანისგან



ინგლისური სეტერი


სეტერს, ჩვეულებრივ, გრძელბეწვიან მეძებარ ძაღლს უწოდებენ. ეს ტერმინი დიდ ბრიტანეთში უკვე XIV საუკუნიდანაა ცნობილი. კინოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ამ პერიოდში და ალბათ უფრო ადრეც, ესპანური წარმოშობის მომცრო სპანიელებისა და სხვა რამოდენიმე ჯიშის, მაგალითად, ფრანგული შავფოთლიანი მეძებრის შეჯვარებით მიღებულ იქნა ფრინველზე მონადირე გრძელბეწვიანი ძაღლი, რომელიც ზომით სპანიელს აღემატებოდა და ჰქონდა განსაკუთრებული თვისება _ განაბულიყო ნაპოვნი ფრინველის წინ. ანუ ძაღლი ნაბულზე დგებოდა, ხანდახან წვებოდა კიდეც. "ტო სეტ" _ აქედან წარმოიშვა ჯიშის სახელწოდება. ეს სიტყვა ხომ ძირს დაშვებას, დაჯდომას, დაწოლას ნიშნავს. სეტერების მომრავლება-მოშენება ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეებში ურთიერთიზოლირებულად ხდებოდა. ინგლისელი მონადირეები შავ-თეთრ შეფერილობას ანიჭებდნენ უპირატესობას, უელსელები _ თეთრს, ირლანდიელები _ წითელს, ჟღალს, შოტლანდიელები _ შავ ფერს, ოღონდ დრუნჩზე, მკერდზე და ფეხებზე რუჯით. რა თქმა უნდა, შეფერილობასთან ერთად სხვადასხვა კუთხის სეტერები თანდათან ერთმანეთისაგან გამორჩეულ სხვა თვისებებსაც იძენდნენ. ამიტომ იყო, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს ისინი ოფიციალურად დაყვეს სამ დამოუკიდებელ ჯიშად: ინგლისურ, ირლანდიურ და შოტლანდიურ სეტერებად.
საკუთრივ ინგლისური სეტერის ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული ედუარდ ლავერაკის (1798-1877) სახელთან, რომელმაც ამ ჯიშის მოშენება 1825 წლიდან დაიწყო. ინგლისურ სეტერს ბევრი ხომ დღემდე "ლავერაკს" ეძახის. ლავერაკისეული ძაღლები ჯმუხები, მუხლმოკლეები და გაწელილი ფორმატისანი იყვნენ. ახასიათებდათ მიწას გაკრული ქროლვა, მწოლიარე ნაბული, ძლიერი ყნოსვა, ნადირობის დაუოკებელი ჟინი და მოუღლელობა. თანამედროვე ინგლისური სეტერის ჩამოყალიბებაში უდავოა XIX საუკუნეში მოღვაწე მეორე ინგლისელი მომშენებლის _ პიურსელ ლუელინის წვლილიც. მის მიერ გამოყვანილი ინგლისური სეტერის ტიპი უფრო მსუბუქი, თხელი და მაღალფეხება ჩანდა, ამასთან განსაკუთრებული ყნოსვით და სისწრაფით გამოირჩეოდა.
ინგლისურ სეტერს ზემოთჩამოთვლილი ღირსებები დღემდე სრულად აქვს შენარჩუნებული. ამ ჯიშის საყოველთაო პოპულარობის მიზეზად მაინც საოცარი გონიერება, მოსიყვარულე ბუნება, დამყოლი ხასიათი და, უპირველეს ყოვლისა, მუშაობის გამორჩეულად ლამაზი სტილი _ განუმეორებელი პლასტიკა მიიჩნევა.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი

ინგლისური სეტერი _ შედარებით მუხლმოკლე, "ჩამჯდარი" აღნაგობის, მაგრამ ამასთან, საკმაოდ წინამაღალა ძაღლია. წინა და უკანა კიდურების სამოძრაო ბერკეტები მკვეთრად მახვილკუთხოვანი აქვს. კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და მკვრივ-ხმელია. ლაღი, შეუბოჭავი და ენერგიული მოძრაობებით გამოირჩევა. ნადირობისას ინგლისური სეტერის ქროლვაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ერთის მხრივ, ელეგანტურობა და სილამაზე, მეორეს მხრივ _ ძალ-ღონე და ამტანობა.


სქესის გამოხატულება

სხვაობა თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო ტანადები და ძვალსრულები არიან, ძუები _ შედარებით მომცროები და მსუბუქი აღნაგობისანი.
ნაკლი: ძუ _ ხვადის ტიპისა.
ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა.


ქცევა და ხასიათი

ინგლისური სეტერი ადამიანის მიმართ განსაკუთრებით ალერსიანი და მიმნდობია. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება.


ტანადობა

საშუალო სიმაღლისაა. მინდაომდე (ქედისძირამდე) ხვადების სიმაღლეა _ 56-64 სმ, ხოლო ძუების _ 53-62 სმ. გაწელილობის ინდექსია 107-108 (ხვადები) და დაახლოებით 110 (ძუები). მითითებულზე ნაკლები და 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია.


შეფერილობა

ორფერები: თეთრ ფონზე გაბნეული შავი ან მოყვითალო ან მოწითალო-ნარინჯისფერი ან ყავისფერი წინწკლები, ხალები ან ლაქები.
სამფერები: თეთრ ფონზე შავი წინწკლები, ხალები ან ლაქები; ამასთან წარბზედა რკალები, ყურების შიდა ნაწილი და კიდურები შავთან ერთად შეფერილია აგრეთვე მოწითალო-ნარინჯისფერი წინწკლებითაც (ფორეჯებითაც). დაწინწკლულ, დაფორეჯებულ შეფერილობას, ტანზე დიდი ლაქებისა და ფართო ფოთლების გარეშე, ლაქებიანთან და ფოთლებიანთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. იშვიათად გვხვდება, მაგრამ დასაშვებია, სულ ერთიანად თეთრი ან ფოლადისფერი შეფერილობები. (ეს უკანასკნელი თეთრი და შავი ბეწვის თანაბარი მონაცვლეობითაა გაპირობებული) ამასთან, ძაღლის კიდურები ამ შემთხვევაშიც დაწინწკლული უნდა იყოს.
ხინჯი: ერთფერიანობა _ მთლიანად ყავისფერი ან მთლიანად შავი ან მთლიანად წითური ყველანაირი ელფერებით.


ბანალი

ინგლისური სეტერი მდიდრულად ჩაცმული ძაღლია. შემოსილია ხშირი, მბზინავი, ფაფუკი ბანლით. მეტწილად სწორი, აბრეშუმისებრი ბეწვი დასაშვებია თეძოებზე ოდნავ ტალღოვანიც რომ იყოს. თავზე და კიდურების წინა მხარეს მოკლეა, ტანზე კი გრძელი, წმინდა და ხასხასაა. ყურებზე, მკერდზე (ქვედა ნაწილი), წინა ფეხების უკანა მხარეს _ იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს _ კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, ასევე კუდის მუცელზე ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე ტანზე და ნაძეძებადაა ჩამოვარცხნილი; კუდზე კი მარაოსავით ჩამოშლილია.
ნაკლი: მწირი, სუსტად განვითარებული ბანალი; ზედმეტად ტალღოვანი ან დახუჭუჭებული ბეწვი; გახუნებული, ჩამქრალი ბეწვი.
ხინჯი: ხეშეში ბეწვი; ფეხებზე ნაძეძისა და კუდზე მარაოს არარსებობა.


ტყავი და ძვალ-კუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, მკვრივი, მომდგარი და ელასტიური. ჩონჩხი და კუნთები _ კარგად განვითარებული.
ნაკლი: არასაკმარისად განვითარებული ჩონჩხი და მუსკულატურა.
ხინჯი: ძვალმწირობა; სქელი, უხეში, დანაკეცებული ტყავი.


თავი

მსუბუქია, ხმელი, წაგრძელებული, აშკარად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). ზევიდან თუ დავხედავთ _ დრუნჩი თავის ქალის კოთხოზე ოდნავ ვიწ.როა; გვერდხედში დრუნჩისა და კოთხოს ზედა კონტურები სწორია და პარალელური. წარბზედა რკალები რელიეფურადაა გამოხატული. ტიხარი (შუბლის კუთხე) მკაფიოდ იკვეთება. თავის ქალის კოთხოს სიგრძე, დაახლოებით მისსავე სიგანეს (ყურებს შორის) უტოლდება. დრუნჩის სიგრძე კი კოთხოს სიგრძეს უნდა უთანაბრდებოდეს. ტუჩები თხელია; ზედა ტუჩი ქვედაზე მცირედით გადმოშვებული და ჩამოცილებულია. ზედა ტუჩის კონტური პროფილში სწორკუთხედს ქმნის, მომრგვალებული ძირა კუთხით. ძუებთან ეს მომრგვალება უფრო შესხეპილია. განიერი, ფართონესტოებიანი, ნოტიო ცხვირი ფერით სხეულის საერთო შეფერილობას ეხამება - ან შავია, ან ყავისფერი.
ნაკლი: მოკლე, წამახვილებული, ჩამოფლაშული დრუნჩი. შესამჩნევად აპრეხილი ცხვირი; თვალშისაცემი ცხვირკეხიანობა; გაბრტყელებული კოთხო; ზედმეტად გამობურცული შუბლი; ყურებს შორის გუმბათივით ამომრგვალებული თავის ქალა.
ხინჯი: ტიხრის არქონა; სოლისებური თავი; მკვეთრად გამოყრილი ყვრიმალები.


ყური

ზომიერად გრძელია, დაკიდული, თხელი და სალუქი, არაგანიერი, მომრგვალებული ბოლოებით, შემკულია წმინდა, კაზმული ბეწვით.
ინგლისურ სეტერს ყური საკმაოდ დაბლა უზის _ თვალის ხაზის გასწვრივ _ ლამაზად დანაკეცებული ეშვება და წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ღაწვებს.
ნაკლი: მაღალზე დასმული ყური; მძიმე, დონდლო ყური;შეუფერებლად მოკლე ან გრძელი (როცა შეტოლებისას ცხვირის წვერს წვდება); ზედმეტად გრძელი ბეწვით შემოსილი ყური (8 სმ-ზე მეტით).
ხინჯი: ხრტილზე გადმოკიდული ყური; ხრტილზე გადმოკიდული და უკან გაცქვეტილი ყური.


თვალი

ზომიერად დიდია, მრგვალია, არაღრმად ჩამჯდარია მჭიდროდ მომდგარი უპეების სწორ ჭრილში. ფერად _ მუქი ყავისფერი ან კაკლისმურაბისფერია, რაც მეტად მუქია, მით უკეთესი. მბრწყინავია, ნაპერწკლიანია, აზრიანია _ მშვიდი, კეთილმოსურნე გამომეტყველებით.
ნაკლი: შორი-შორ განლაგებული თვალები ცერად გაჭრილი უპეებით. გადმოკარკლული ან ჩაცვენილი; მცირე ზომის თვალი; ღია ფერის თვალი; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპე.
ხინჯი: მოყვითალო თვალი ძაღლის ნებისმიერი შეფერილობისას.


კბილები

თეთრი, მაგარი საღი, კარგად განვითარებული; ერტმანეთთან მჭიდროდ მიჯრილ-ჩაწიკწიკებული.
კბილთაყრა მაკრატელისებურია.


კისერი

გრძელია, ხმელია და კუნთოვანი, კვეთში ოვალურია; ზედხედში ოდნავ გამობურცული; ქედი ეტყობა; კისერი მინდაოსკენ თანდათან ფართოვდება.
ნაკლი: მოკლე; მძიმე და გადატვირთული კისერი. ღაბაბიანი ყელ-კისერი.
ხინჯი: მომრგვალებული; ძალზე მსხვილი ან ძალზე მოკლე კისერი.


მკერდი

გრძელია; საკმაოდ ღრმაა და საკმაოდ ფართო; ჩამოშვებულია იდაყვებამდე ან უფრო დაბლა. ყაფაზი, გრძელი და რამდენადმე გამობურცული ნეკნებით, კარგად განვითარებულია. მკერდის შუაძვალი
მცირედ იკვეთება.
ნაკლი: ზედმეტად გაშლილი; ვიწრო; კასრისებურად მომრგვალებული მკერდი.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

კარგადაა ამოზიდული, მკვეთრად გამოეყოფა ზურგის ხაზს, რელიეფურად დაკუნთულია. ბეჭი გრძელია, ბრტყელია და ცერად დახრილი, კორპუსს მიკრული. ბეჭისთავები მომრგვალებულია.
ნაკლი: ვიწრო; ძალიან გრძელი; დამძიმებული მინდაო. მოშვებული ბეჭები; წაწვეტებული ბეჭისთავები.


მუცელი

ზომიერადაა აკვალთული.
ნაკლი: ჩამოშვებული ან ძალზე ატაცული მუცელი.


ზურგი

მოკლეა, სწორია, ზომიერად ფართო და კუნთოვანი.
ნაკლი: ვიწრო; გადრეკილი (რბილი), ან მცირედ ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი.


წელი

ოდნავაა ამოდრეკილი, ფართოა და კუნთოვანი.
ნაკლი: გრძელი წელი; გასწორებული (თარაზული) წელი; თვალშისაცემად ამოდრეკილი წელი.
ხინჯი: იგივე _ მკვეთრად გამოხატული.


გავა

გრძელია, ფართოა და ოდნავ დაქანებული.
ნაკლი: ვიწრო; განუვითარებელი; თარაზული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


წინა კიდურები

წინხედში ფეხები სწორია და ძაღლს ურთიერთპარალელურად უდგას. მხრები ღონივრად დაკუნთული აქვს; მხრის ბერკეტი თვალშისაცემად მახვილკუთხოვანია _ მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 90 გრადუსია. წინამხარი განივჭრილში ოვალურია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან მიმართულია, კორპუსზე მიმჯდარია და ზუსტად მინდაოს ქვეშაა განლაგებული. ტერფი ღონიერია, მყარად და ოდნავ დახრილად დგას.
ნაკლი: შედარებით გაშლილი მხარ-ბეჭის კუთხე; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; ცოტათი შიგნით შებრუნებული (დამალული) ან განზე გამოყრილი იდაყვები; სუსტი ან შვეულად მდგარი, ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი (შიგნით შეტრიალებული), ან ბატატურა (გან-გან გადგმული) თათები.
ხინჯი: იგივე გადახრები _ მკვეთრად გამოხატული.


უკანა კიდურები

თეძოს და წვივის ძვალი გრძელია; მათი შესახსრების კუთხეები (მუხლისთავები) კარგად გამოხატულია; უკანა ტერფი მოკლეა და მშვიდად მყოფ ძაღლს თითქმის შვეულად უდგას; სანავარდოები (კოჭ-წვივის სახსრები) აუცილებლად უკან მიმართულია.
ნაკლი: ზედმეტად გამართული უკანა კიდურები; ერთმანეთთან ზედმეტად დაახლოებული ან მეტისმეტად დაშორებული სანავარდოები. "მორცხვი" დგომი _ შეტყუპული, ზედმეტად ახლომდგომი უკანა ფეხები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი ბრჭყალითურთ).


თათი

ცოტათი ოვალური ფორმისაა; მიკუმულია _ ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული თითებით. თითებშუა სწორი ბანალია ამობუჩქული. ბალიშები სქელი და უხეში აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.

კუდი

სწორია ან ხმლისებური, ნარნარად აგრძელებს ზურგის ხაზს; სიგრძეს რაც შეეხება, კუდის ბოლო მალა სანავარდო სახსარს ოდნავ უნდა ჩაცდეს. ძაღლს კუდი ზურგის ხაზის სიმაღლეზე ან ცოტა დაშვებული უჭირავს. კუდი შემოსილია სწორი ან ოდნავ შეტალღული (არავითარ შემთხვევაში _ ხუჭუჭა) ბანალით, რომელიც მარაოსებრ ჩამოშლილია _ ბეწვი, დაწყებული კუდის რიკიდან, თანდათანობით გრძელდება შუა ნაწილამდე, ბოლოსკენ კი ისევ მოკლდება.
ნაკლი: ზედმეტად გრძელი ან მოკლე; გვერდზე გადავარდნილი; აპრეხილი; ნამგლისებური კუდი.
ხინჯი: მოკაუჭებული კუდი.
:moderirebulia:
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Beso   ინგლისური სეტერი - ლავერაკი   May 16 2009, 07:34
- - Giorgi_M   რაღაც სეტერისტები ...   Apr 27 2011, 12:34
- - toka_monadire   მაგარი სურათებია ი...   Apr 27 2011, 15:37
- - Giorgi_M   ესეც პრიზი   Apr 27 2011, 21:29
- - Giorgi_M   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   Apr 28 2011, 09:53
- - ჭალიმგელა   აი მომავალი დიდი მ...   Apr 28 2011, 15:03
|- - Maverick   QUOTE (ჭალიმგელა @ Apr 28 2...   Apr 28 2011, 17:31
- - beqa15   ესენი ჩემი ლესი და ...   May 12 2011, 23:56
- - Maverick   temo.p toka_monadire თემები რო...   May 14 2011, 11:19
- - temo.p   კაი გვაპატიე აღარ ...   May 14 2011, 20:25
- - khmaltevza   temo.p წარმოშობის შეს...   May 14 2011, 21:26
|- - ჭალიმგელა   ციტატა(khmaltevza @ May 14 2011, ...   May 15 2011, 23:49
- - Maverick   temo.p ნახე ამ თემის პი...   May 15 2011, 17:25
- - khmaltevza   ჭალიმგელა მე უცბად...   May 15 2011, 23:56
- - temo.p   არა თქვენ ვერ მიმი...   May 16 2011, 20:52
|- - Maverick   QUOTE (temo.p @ May 16 2011, 21:52) ა...   May 17 2011, 07:57
- - temo.p   კაი მაგასაც ვნახავ...   May 17 2011, 21:48
- - ზაზა   ეს ჩემგან სეტერის ...   May 18 2011, 12:15
- - temo.p   ვააააო აი საღოლ   May 18 2011, 21:11
- - dato6   გამარჯობათ, ერთი შ...   May 19 2011, 10:27
- - Maverick   კი ნორმალურია, თუ შ...   May 19 2011, 10:49
- - dato6   Maverick სურათები ვერ და...   May 19 2011, 11:00
- - Maverick   dato6 -ის ინგლისური სე...   May 19 2011, 11:37
- - toka_monadire   dato6 ძაან მაგარი სეტე...   May 19 2011, 19:02
- - dato6   toka_monadire მადლობა   May 19 2011, 19:25
- - avto@   გამარჯობათ! სურა...   May 19 2011, 19:28
- - ჭალიმგელა   avto@ როცა რეგისტრირდ...   May 19 2011, 19:52
- - avto@   http://b.pix.ge/i/gvv00.jpg   May 19 2011, 19:53
- - avto@   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   May 19 2011, 20:09
- - avto@   ჯინა   May 19 2011, 20:30
- - Maverick   avto@ კარგი ლეკვია, ეხ...   May 20 2011, 08:01
- - avto@   სამწუხაროდ საბუთე...   May 20 2011, 15:01
- - ჭალიმგელა   კიდევ ერთხელ შევყრ...   May 20 2011, 20:28
- - khmaltevza   უბრალოდ სასიამოვნ...   May 22 2011, 12:09
- - nodosi   RE: ინგლისური სეტერი - ლავერაკი   May 22 2011, 19:45
- - Maverick   toka_monadire ვცდილობ, ეთიკ...   May 25 2011, 07:45
- - toka_monadire   Maverick ბოდიშით ამ საიტ...   May 25 2011, 16:41
- - khmaltevza   მთელი დღე შემიძლია...   May 26 2011, 21:07
- - ჭალიმგელა   გუფი პირველად ეზოშ...   May 27 2011, 09:12
- - თენგო   ჭალიმგელა მაგარი ...   May 27 2011, 09:25
- - ლევანი   აუ..მაგარი კაცია.   May 27 2011, 09:27
- - khmaltevza   მაგარია თან როგორ ...   May 27 2011, 10:23
- - შუკა   ქალბატონი დეიზი თა...   Jun 3 2011, 21:56
- - თენგო   შუკა მაგარი აპარტ...   Jun 3 2011, 23:06
- - ზაზა   კარგი ლეკვები გყავ...   Jun 4 2011, 21:37
- - შუკა   სურათები დამიგროვ...   Jun 9 2011, 22:27
- - ჰერცოგი997   ლეკვი კი კარგია მა...   Jun 9 2011, 22:30
- - შუკა   თუ სტენდს გულისხმ...   Jun 9 2011, 22:35
- - temo.p   რა ბავშვი კაცია 45წლ...   Jun 9 2011, 22:38
- - ჰერცოგი997   მოკლედ რა ამ მონად...   Jun 9 2011, 22:40
- - შუკა   დეიზი უკვე 3 თვისაა...   Jun 24 2011, 13:43
- - Buhag   ესეც ჩემი ლინდა. სუ...   Jun 27 2011, 11:03
- - თენგო   Buhag იქნებ უფრო დაწვ...   Jun 27 2011, 11:12
- - Buhag   თენგო ძაღლის საბუ...   Jun 27 2011, 11:29
- - ჭალიმგელა   ეს შუკაის დეიზია. დ...   Jun 30 2011, 21:41
- - Maverick   ყოჩაღ შუკა, კარგი გ...   Jun 30 2011, 21:43
- - ჰერცოგი997   საღოლ დეიზის მაგარ...   Jun 30 2011, 21:51
- - ჭალიმგელა   შორია ჩემგან ბილის...   Jun 30 2011, 21:53
- - თენგო   შუკა ყოჩაღ პატივც...   Jun 30 2011, 21:56
- - შუკა   თენგო ჰერცოგი997 ეგ ...   Jun 30 2011, 22:06
- - khmaltevza   ვაა დეიზი გამოფენი...   Jul 1 2011, 00:00
- - ლეკი   კარგი გამხდარა ნიკ...   Jul 1 2011, 11:10
- - kupra   სამ პერში როა ეგენ...   Jul 1 2011, 18:51
- - khmaltevza   განწყობისთვის   Jul 1 2011, 20:59
- - kupra   ხოშიანი ვინმეა.   Jul 2 2011, 11:31
- - baxi   ეს სამეგრელოში გვყ...   Jul 3 2011, 19:19
- - baxi   http://www.myvideo.ge/?video_id=1396009 ამ ...   Jul 3 2011, 23:40
|- - temo.p   ციტატა(baxi @ Jul 4 2011, 00...   Jul 4 2011, 21:25
- - baxi   არა ბრატ ეგრე არარ...   Jul 4 2011, 22:26
- - kupra   რატომ ააქ ამ ჯიშს ო...   Jul 5 2011, 22:10
- - ლეკი   kupra ნამდვილი სახელი ...   Jul 5 2011, 22:17
- - kupra   გაიხარე ლეკი მადლო...   Jul 5 2011, 22:29
- - ჭალიმგელა   ეხლა დადეს გუფის ს...   Jul 12 2011, 08:53
- - Bonehill   ეს ვინაა :O რამხელა ...   Jul 12 2011, 08:57
- - Maverick   ჭალიმგელა კარგია ...   Jul 12 2011, 09:10
- - kupra   ვა ვა რა კაი ლეკვია ...   Jul 12 2011, 12:51
- - შუკა   დღეს დილით.. თავი...   Jul 12 2011, 21:23
- - Davitus   მაგრად გაზრდილა, ს...   Jul 12 2011, 21:34
- - თენგო   შუკა ციტატა(Davitus @ 12...   Jul 12 2011, 21:38
- - შუკა   დღეს ისეთ პახმელი...   Jul 12 2011, 21:38
- - ჰერცოგი997   ორივე სეტერი გაზრდ...   Jul 12 2011, 23:15
- - kupra   მაგარი საყვარელი მ...   Jul 13 2011, 03:12
- - შუკა   დღეს დეიზი ზღვაზე ...   Jul 17 2011, 22:02
- - თენგო   შუკა რა იყო,ოლიმპი...   Jul 17 2011, 22:28
- - შუკა   თენგო ხომაა კატე...   Jul 17 2011, 22:33
- - ლეკი   შუკა მართლა კატერი...   Jul 17 2011, 22:40
- - ჰერცოგი997   მემგონი ცურვა არ ი...   Jul 17 2011, 23:04
- - khmaltevza   შუკა დეიზი რაც იზრ...   Jul 17 2011, 23:10
- - შუკა   ჰერცოგი997 ჯერ სად ე...   Jul 17 2011, 23:14
- - იკო1981   ხოო,ტუკოც ეგრე იყო ...   Jul 18 2011, 05:39
- - იკო1981   ციტატა(Chalimgela @ 30th June 201...   Jul 18 2011, 05:47
|- - ჭალიმგელა   ციტატა(იკო1981 @ Jul 18 201...   Jul 18 2011, 08:35
- - Bonehill   აუ ეს რა მაგარი ვინ...   Jul 18 2011, 08:01
- - თენგო   შუკა გუშინ ტელეფო...   Jul 18 2011, 08:54
- - იკო1981   ეს ეზოშია გადაღებუ...   Jul 18 2011, 15:30
- - გოგა   იკო1981 რამხელა გაზრ...   Jul 18 2011, 15:33
- - ჭალიმგელა   იკო დვარნიაშკები ა...   Jul 18 2011, 15:38
- - იკო1981   არა ტო არ არიან ვაბ...   Jul 18 2011, 15:41
- - იკო1981   ციტატა(giorgevich @ 18th July 201...   Jul 18 2011, 15:54
- - შუკა   იკო1981 მაგარია ძაან...   Jul 18 2011, 19:23
- - ჰერცოგი997   მაგარი ძალიან ტუკო   Jul 18 2011, 21:33
19 გვერდი V  « < 2 3 4 5 6 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2025 - 00:59