ინგლისური პოინტერი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ინგლისური პოინტერი |
May 19 2009, 16:49
პოსტი
#701
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi |
ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა
![]() ![]() ![]() პოინტერი პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს. პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული. საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი. პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად. პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები). სქესის გამოხატულება სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ. ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები. ქცევა და ხასიათი გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია. შეფერილობა ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით. ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი. ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ. ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება. ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით. ბანალი მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა. ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი. N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი. ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული. თავი ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით. თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს. ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა. ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა. ყური შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია. ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური. თვალი მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია. ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე. ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო. კბილები თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული. კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია. კისერი მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული. კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში. ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან. მკერდი ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში. ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან. ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული. მინდაო სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან. ზურგი ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ. ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი. ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი. წელი ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება. ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი. გავა გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი. ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა. ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა. მუცელი კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება. ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი. წინა კიდურები წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი. უკანა კიდურები უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს. ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა. თათები შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს. ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები. კუდი უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება. ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი; ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია. |
|
|
|
კუდიგორელი ინგლისური პოინტერი May 19 2009, 16:49
Maverick monadire -1981
მშვენიერი მე... Apr 11 2011, 19:57
ჭალიმგელა ბიჭებო პასას უნდა ... Apr 11 2011, 20:32
ჰერცოგი997 მოკლედ რა არიან ეს ... Apr 11 2011, 20:39
monadire -1981 Maverick ,,კი საგვარეულო... Apr 11 2011, 20:45
T A M P L I E R monadire -1981
ეს საბუთი არ... Apr 11 2011, 21:13
შადი შამოდი სამწუხაროდ, არასრუ... Apr 11 2011, 21:20
monadire -1981 ეგ რო ნუსხაა საგვა... Apr 11 2011, 21:59
GIGO ციტატა(monadire -1981 @ Apr ... Apr 11 2011, 22:54
monadire -1981 GIGO ,,წელს უნდა გავიყ... Apr 12 2011, 09:43
strong monadire -1981
თუ შეიძლება ... Apr 12 2011, 10:09
შალვა monadire -1981
გამიხარდა მ. ... Apr 12 2011, 15:12
monadire -1981 ლეკი
მარტლაც რო სჰ... Apr 13 2011, 18:11
Alik ზოგიერთს გონია რომ... Apr 16 2011, 06:43
Alik რაც შეეხება გამოფე... Apr 16 2011, 07:49
monadire -1981 Alik სავლე გამოცდა სა... Apr 16 2011, 19:43
kupra დზაან მომცონს ეს დ... Apr 17 2011, 04:49
Alik mjnadire-1981 დამიტოვე შენ... Apr 17 2011, 09:24
monadire -1981 Alik ,,გაიხარეტ ბატონ... Apr 17 2011, 19:33
nodosi ირაკლი კარგი ძაღლი... Apr 17 2011, 19:59
ლეკი მეჩვენება თუ სქელი... Apr 17 2011, 20:06
monadire -1981 ლეკი,, ფოტოა ესეტი ... Apr 17 2011, 20:21
ჰერცოგი997 შეაფასეთ მეგობრებ... Apr 21 2011, 20:27
irakli# maxi ჰერცოგი997
მშვენიე... Apr 21 2011, 20:40
ჰერცოგი997 ეს არის ბოლო სურათ... Apr 21 2011, 20:42
ლეკი ჰერცოგი997
კაია გიო ... Apr 21 2011, 21:07
ჰერცოგი997 რავი რეჟიმში გვყა... Apr 21 2011, 21:37
maxo-070 http://b.pix.ge/x/parex.jpg
შემიფ... Apr 25 2011, 20:34
ჰერცოგი997 მაგარი ძაღლებია სა... Apr 25 2011, 20:34
maxo-070 შემიფასეთ ბიჭებო ე... Apr 27 2011, 21:04
temo.p საბუთები აქვს? Apr 27 2011, 22:05
Maverick maxo-070
სანამ ვინმე კვ... Apr 28 2011, 07:54
kupra პოინტერი პრინველი... Apr 28 2011, 14:20
Alik http://pix.ge/x/b/g/cazkh/
საველ... May 2 2011, 19:46
Alik RE: ინგლისური პოინტერი May 2 2011, 20:06
monadire -1981 Alik,,კარგი დზაგლებია ... May 2 2011, 21:04
Alik მადლობთ ეს ძუა 2 ცლი... May 2 2011, 21:32
khmaltevza ხშირად გამიგია და ... May 5 2011, 01:27
Zhorika khmaltevza
მე რამდენადაც ... May 5 2011, 09:37
ჭალიმგელა ციტატა(Zhorika @ May 5 2011, 10... May 5 2011, 11:32
ზაზა ციტატა(ჭალიმგელა ... May 5 2011, 12:17
ჰერცოგი997 დედალი როგორც ვიცი... May 5 2011, 10:28
dato6 მეძებარს 3 წლამდე უ... May 5 2011, 11:48
Maverick მე მგონი აქ საუბარ... May 5 2011, 13:27
შუკა ჩემ მეტის ირლანდი... May 5 2011, 16:00
Maverick შუკა
კაცო შენ ისევ ... May 5 2011, 16:06
ლეკი Maverick
+100
მეც როგორც ვი... May 5 2011, 19:22
irakli# maxi ცოტა რო გამოვაცოცხ... May 5 2011, 21:10
khmaltevza მადლობა ყველას ამო... May 5 2011, 23:05
temo.p ციტატა(khmaltevza @ May 6 2011, 0... May 6 2011, 20:17
ჰერცოგი997 დღეს საღამოს ფაცო ... May 12 2011, 20:34
khmaltevza ჰერცოგი997 გილოცაავ ... May 12 2011, 20:51
ჰერცოგი997 რავი მეც მაგარი გა... May 12 2011, 21:04
dato6 ჰერცოგი997 ლეკვი არ ... May 12 2011, 21:42
ჰერცოგი997 მე ამაში გაწვალება... May 12 2011, 21:49
mgm მაგარია გიო საღოლ, ... May 12 2011, 22:11
khmaltevza ციტატათავს ზევით ზ... May 12 2011, 22:49
Alik საველეები თბილისი... May 15 2011, 12:27
თენგო გუშინ ტელეფონით და... May 22 2011, 13:10
Akop ციტატა(თენგო @ May 22 2... May 23 2011, 00:36
baxi ფრანგული ბულდოგის ... May 22 2011, 16:05
შადი შამოდი ციტატა(baxi @ May 22 2011, 17... May 22 2011, 19:38
ჯეკო ციტატა(baxi @ May 22 2011, 17... May 22 2011, 22:15
ჰერცოგი997 ფრანგულ ბულდოგს სტ... May 22 2011, 19:55
გოგა მოკლეთ ეს კაცი არ ხ... May 22 2011, 20:54
ზახარა Akop
გილოცავ და გისურ... May 23 2011, 10:51
თენგო Akop
ციტატა(Akop @ 23rd May 2011... May 23 2011, 16:14
Akop .... დიდ მადლობას მოგ... May 24 2011, 01:38
ზაზა მეც გილოცავთ.როგორ... May 24 2011, 19:40
ჭალიმგელა Akop
სულით და გულით გ... May 24 2011, 19:49
baxi კი მაგარი სტოიკა ა... May 24 2011, 19:49
ჰერცოგი997 გილოცავთ წარმატებ... May 24 2011, 21:55
Akop .... გაიხარეთ ბიჭებო ... May 24 2011, 23:48
Alik Акоп Романович примите мои ... May 25 2011, 11:58
ლუკა მოგესალმებით ყველ... May 25 2011, 12:56
irakli# maxi უბრალოდ მაინტერეს... May 25 2011, 13:44
ლუკა მე მყავს შნეპის და ... May 25 2011, 14:01
Alik სეზონის მოლოდინში May 26 2011, 21:28
khmaltevza შუა განსაკუთრებულ... May 26 2011, 21:38
ჰერცოგი997 ესეც ოხერი ფაცია May 30 2011, 08:40
monadire -1981 Alik,,მაგარაი სასტავი ... May 31 2011, 21:23
Maverick ჩვენი ძმის და მეგო... Jun 4 2011, 17:03
გოგა RE: ინგლისური პოინტერი Jun 4 2011, 17:04
ლეკი ეს უკვე სერიოზული ... Jun 4 2011, 19:12
ზაზა გილოცავთ აკოპ,I ხარ... Jun 4 2011, 19:57
თენგო Akop
ციტატა(qarqashadze @ 22nd M... Jun 4 2011, 20:20
ზაზა ვნახე ინფო მათ საი... Jun 4 2011, 20:30
Zhorika მეც გილოცავთ! ეს ე... Jun 4 2011, 20:32
Akop .... Спасибо Вам всем друзья ... Jun 6 2011, 03:06
თენგო ციტატა(Akop @ 6th June 2011 ... Jun 6 2011, 09:07
ზაზა მეც ვესაუბრე აკოპს... Jun 6 2011, 11:08
Maverick ზაზა კაკავას როკის... Jun 6 2011, 11:30
ჯეკო მალადეც როკიას, კა... Jun 6 2011, 17:47
შალვა დღეს დამირეკა ჩემმ... Jun 8 2011, 14:41
ზაზა ციტატა(შალვა @ Jun 8 20... Jun 8 2011, 15:00
შალვა ზაზა
ციტატა(zaza @ 8th J... Jun 8 2011, 15:04
ზაზა მოგწერეთ პირადში დ... Jun 8 2011, 15:38
თენგო ზაზა
ციტატა(zaza @ 8th J... Jun 8 2011, 16:47
ზაზა ციტატა(თენგო @ Jun 8 20... Jun 8 2011, 16:57![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2025 - 04:17 |