კარჩხანა, Carassius Auratus Gibelio - Карась |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
კარჩხანა, Carassius Auratus Gibelio - Карась |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კარჩხანა-კარასი, ალბათ კიდევ არსებობს რაიმე დსასახელება ამ თევზის, ეს სახეობა ალბათ ეკუთვნის იმ
პარაზიტების სახეობას რომელიც შეიძლება შეედაროს ვირთხას, ყვავს, კაჭკაჭს და ძმანსას მათსას ![]() ეს სტატიაც ჩემ პირად შეხედულებებზეა და გამოცდილებებზეა რომლებიც გამაჩნია ჩემს სათევზაო პრაქტიკაში ყველაზე მრავლად, რადგან ამ თევზით ვიწყებდი და რაც არ უნდა ვეცადო ნემსკავზე მაიც ჯდება რამდენადაც არ უნდა მინდოდეს მისი არ დაჭერა ![]() ერთ ერთ ყველაზე აზარტულ და ცნობად თევზად დავახასიათებდი. არ მეგულება მეთევზე რომელსაც არ ყავდეს დაჭერილი ეს თევზი და ხშირ შემთხვევაში როდესაც სხვა არაფერი არ ურტყავს ყველა ცდილობს კარჩხანას მოარგოს თავისი აღკაზმულობა რომ გარკვეული შედეგით მაინც მივიდეს სახლში....... ორი სიტყვით შევეხები მის გასტრონომიულ ფასეულობას: მიუხედავათ იმისა რომ თევზის დიდი მოყვარული არ ვარ შემიძლია თამამად ვაღიარო, რომ ეს ჯიში თავისი საგემოვნო მონაცემებით დაგს ალბათ უმაღლეს მწვერვალებზე, რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ იმ სირთულეს რომელიც მოსდევს მისი ჭამის დროს ფხების მიერ პირის ღრუში გაჩხერვების სისტემატიურობას ![]() თუ "კოტლეტებს" მიცემთ ხომ საერთოდ, მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ კარჩხანას ძალიან გემრიელი ხორცი აქვს. დავწერდი როგორც ვთევზაობ ამ თევზზე, მაგრამ გამიზნულად ძალიან ბევრი წელია აღარ მითევზაია, უბრალოდ მომბეზრდა, ალბად იმიტომ რომ ნამეტანი საყოველთაო(სვესაიუზნი) თევზია და ალბად იმიტომაც, რომ სადაც არ უნდა წავიდე ვიცი რომ ისედაც მოიპოვება ეს თევზი იმ წყალსატევში სადაც ვთევზაობ სხვა თევზზე ![]() იმასაც დავამატებდი, რომ როგორც სპორტული ჟინის მოსაკლავი სახეობა საქართველოში ალბათ ყველაზე კარგი ობიექტია შამაიის შემდეგ ![]() შანსი, რომ დარკვეული ჩავარდნების გარდა იჭიროს და იჭიროს ეს ცნობილი-უცნობი თევზი, უცნობი იმიტომ რომ არც თუ ისე იშვიათად ხდება როდესაც მისი ჭერის დროს მყისიერად ხდებახოლმე ჩარტყმების შეწყვეტა და მე ნამდვბილად არ ვიცი ასეთ შემთხვევებზე პასუხი, ნუ უწიგნური ვარ რა ![]() ![]() ![]() მაგრამ ნებისმიერ ლიტერატურაში და ნებისმიერი ცნობილი მეთევზე გეტყვით რომ - თევზზს რას გაუგებო, ხან ხდება რომ ნებისმიერ, თუნდაც ფოთლის მონახევზე მოდის, ხან კიდევ პროტეინებით გაჟღენთილ სატყუარას გვერძე გაუვლის თითქოს არც შეუნიშნიაო. მის ბიოლოგიურ თავისებურებებზე ბევრს ვერ მოგიყვებით, უბრალოდ შემოვიფარგლები გარკვეული ჭორებით, რომლებიც მეც და ბევრ თქვენთაგანსაც გაუგია და პირადი აზრებით, ნაფიქრალებით და სირძნეებით ![]() 1. სადღაც ამოვიკითხე, რომ კარჩხანა საქართველოს ტბებსა და მდინარეებში შემოყვანილია ხელოვნურად XX საუკუნის შუა პერიოდში 2. ჩემი აზრით ბევრად უფრო მდიდარი იქნებოდა მანამდე საქართველოს იქტიოფაუნა. 3. რატომ?-იმიტომ რომ იმასაც შევამჩნევდით დაკვირვებული ხალხი, რომ სადაც კარჩხანას რაოდენობის მაჩვენებელი საკმაოდ დიდია, იქ სხვა თევზების სახეობები ძალიან დიდი კრიზისს განიცდიან, უმეტესად ნაკლებად გამდინარე ტბებში. 4. ეს რაზე მეტყველებს? - იმაზე რომ კარჩხანა ადაპტირებას აკეთებს ყველა სხვა სახეობაზე უფრო ადვილად და უმტკივნეულოდ. 5. + საკვები არეალის დეფიციტსაც უქმნის თითქმის ყველა სახეობას რადგან მე პირადად წყლის ყველა ფენაში დამიჭერია. 6. ზამთარს რაც ეხება და სავარაუდოდ ლიტერატურაც არ გვატყუებს ამ თევზს შეუძლია წყალსატევის ფსკერის გამოჩიჩქვნა და დაახლოებით 50 სმ-ის სიღრმეზე ჩაძრომა მიწაში სადაც ატარებს ცივ და სუსხიან ზამთარს ან გვალვის შემთხვევაში გამოწვეულ სიმშრალეს. მოკლედ უნივერსალური თევზია რომელიც ფლობს გადარჩენის ხელოვნების და წყალსატევის მონოპოლიზირების ტექნოლოგიებს ![]() მაინც გავიხსენებ და დავწერ თუ როგორ ვთევზაობდი ამ თევზზე ოდესღაც ![]() ისევ საკუთარი სიბრძნეებიდან-კარჩხანას ჭერის საუკეთესო პერიოდებია მაისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდეა და პერიოდი, როდესაც ზამთრის სიცივეებიდან გამოფხიზლებას იწყებს, მახსოვს ერთხელ აღდგომებზე რაჭაში ვიყავი და წამოსვლის წინა დღეს შაორზე გავედით სათევზაოდ, მთების წვერებზე კიდევ ჩანდა ბოლომდე ჩამოუმდნარი თოლი, მაგ დღეს ძალიან აქტიური იყო თევზი, ეტყობოდა, რომ ზამთდასუსტებულს ჩქარა უნდოდა ენერგომატარებლების აღდგენა, ურტყავდა ჩაგდებისთანავე. განსაკუთრებულად აქტიური, როგორც ყველა სახეობის უმეტესობა მაინც დილაობით არის. დავამატებდი იმასაც რომ კარჩხანა მაინც ტივტივის მოყვარულისთვისაა იმისგან გამომდინარე რომ ნებიმიერ აღკაზმულობაზე მოდის, გავიხსენებდი 2009 წელს ფოთში როდესაც მდინარე კაპარჭაზე, კეფალზე გაწყობილი კარჩხანას ამოვკარი ![]() სატყუარები: მინდა ავღნიშნო, რომ სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ნაკელის ჭია არის ერთერთი ყველაზე საუკეთესო საშუალება არის არასწორი, ბუზის მატლზეც დიდი წარმატებით ურტყავს, წვიმის ჭიაზეც, სხვადასხვა მწერებზეც, რომლებიც ძალიან მარტივად შეიძლება მოიპოვოთ წყალსატევის ახლოს და ნებისმიერ შეზავებულ "სმესზეც", უბრალოდ მაქსიმალურად ბევრი ნაირსახეობის სატყუარა უნდა გქონდეთ თან რომ ერთის ინტერესის შეწყვეტის შემთხვევაში შეცვალოთ მეორეთი. ნემსკავი: ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე მაინც მივედი იმ დასკვნამდე, რომ ნემსკავებს ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი რომელიც ოპტიმალური იქნება კონკრეტილ წყტალსატევში არსებული კარჩხანის ზომასთან შეფარდებით. მაგალითად, წალკაში შედარებით დიდი ზომის შეგიძლიათ გამოიყენოთ, კუმისზე შედარებით პატარები. ტივტივა: არც ეგ არის ძალიან გადამწყვეტი ფაქტორი, უბრალოდ მაქსიმალურად კომფორტულად უნდა გერგებოდეთ ჯოხზე + უნდა გაითვალისწინოთ სადავე ძუა მე მაგალითად მაკმაყოფილებს სტიკიც(ფიქსირებული) და ვაგლერის ტიპისაც(სკალზიაში), გააჩნია წყლის სიღრმეს, სასროლ მანძილს და წყალმცენარეების სიხშირეს, თუ მაგალითად რაიმე ფანჯარაში მინდა ჩავაგდო ან ექსტრემალურ მანძილზე მინდა ვისროლო ან დიდ სიღრმეზე, ვხმარობ ვაგლერს, თუ ნაპირთან ახლოს მიწევს ვიყენებ სტიკს. ნემსკავების რაოდენობა: ადრე ყოველთვის 2 ცალს ვიყენებდი, ლიდერი ნაწილდებოდა დაახლოებით 20 და 30 სმ-იან ნაწილებად, თუმცა მაინც მივედი იმ დასკვნამდე რომ არავითარ განსხვავებას ეს მეთოდი არ გვაძლევს, იმის გარდა რომ ზედმეტ პრობლემებს გვიქმნის და ზედმეტ დროს გვაკარგვინებს, ამიტომ ნებისმიერი თევზაობის დროს(რა თქმა უნდა მსგავსი) ვხმარობ 1 ცალს და გადახლართავის ალბათობა დასულია ნოლამდე. ძუა:სადავე მაკმაყოფილებს 0.2 მმ-იანი, ლიდერი 0.18-0.16 ჯოხი: ე.წ. match-ი ტესტით 5-20 გრ ყველაზე ოპტიმალური იქნება. ცოტა კულინარიასაც მივამატებ ![]() საკითხს. ყველამ ვიცით, რომ კარჩხანას დაგემოვნების დროს დიდად გვიშლის ხელს მისი ფხებისგან დაწმენდვა, უფო სწორედ პირიდან ფხების გამოხშირვა, ამის თავიდან ასაცილებლად ვისწავლე ერთი ძალიან კარგი მეთოდი, ვიღებთ თევზს ვასუფთავებთ და გვერდებზე უკეთებთ 3-4 ვერტიკალურ ჭრილებს ფილეს დანით, იმ სიღრმეზე რომ ფხებს გაუსვათ პირი. ვდებთ მარილიან წყალში 2 საათის განმავლობაში და ამის შემდეგ ვწვათ ტაფაზე ბევრ ზეთში, ანუ ზეთის რაოდენობა საკმარისზე მეტი უნდა იყოს, ასეთი მეთოდით ფხა თითქოს დნება და პრობლემაც მოგვარებულია ![]() ღუმელში არაჟანთან ერთად ![]() გისურვებთ წარმატებულ თევზაობას, ვო ტაკ |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
აქამდე არასოდეს დამიჭერია
წელს დავიჭირე ძალიან ბევრი მარაბდის წყალსაცავზე საჭმელი ჩავუყარე და იმდენი მოგროვდა - დუღდა წყალი. ადამიანივით ნაგლი თევზია - საერთოდ არ გერიდება ადამიანივით გაუმაძღარია ადამიანივით ჯოგებად ცხოვრობს ადამიანივით ანადგურებს გარშემო ყველას და რახანც ადამიანის თვისებები აქვს ადამიანურ ტყუილებზე იჭირება ყველაზე კარგად კარასზე თევზაობამ აი რა გამახსენა: უძლიერესი სოხუმელი მეანკესე იური პავლოვიჩი მამაჩემის ძმაკაცი გახლდათ ის წარმოუდგენელი წარმატებით იჭერდა შავი ზღვის თითქმის ყველა ბინადარს კაფალს - არასოდეს 10 კილოზე ნაკლებს კალიუჩკას - რამდენიც უნდოდა კატრანს - ერთხელ 6 ერთად დაიჭირა (საერთო წონა მგონი 70 კილომდე) მაგრამ მისი სიყვარული ბარაბული იყო ეგენი ძველი დიოსკურიელები არიანო ჩაძირულ ქალაქში ცხოვრობენო და ერთადერთი ნატვრა ის აქვთ რომ როგორმე ისევ ხმელეთს დაუბრუნდნენო მასწავლიდა: ქალაქელის დაჭერა თუ გინდა ქალაქურად უნდა მოექცეო სატყუარა ცხივრწინაც რომ ეგულებოდეს - პირს არ დააკარებს ყველა ქალაქელივით ზარმაცი თევზიაო ნელნელა უნდა გააჩოჩო და თევზი იფიქრებს: დროა შევჭამო თორემ საუზმე გამირბისო სწორედ მაშინ უნდა ამოიყვანო ბარაბული და სოხუმის მიწაზე დაასვენოო. ეგეთი თევზია ბარაბული მაგრამ ეს კარასი ვინაა ერთი გამაგებინეთ ეგ ადამიანივით ძვლოვანი ეგა მშვიდობიან თევზებში ვინ განამწესა???? |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ნიკა თუ არ გეზარება სურათები ჩაამატე რა, მე მაგდენი ნერვები არ მაქვს,
ანუ მაგალითად შაორის კარასები თუ გვყავს ან მოკლედ იცი რა რასაც ვგულისხმობ, და სტატიაც შემიფასეთ რაა ბიძიებო ![]() ![]() ![]() ეხლა ისევ მექავება თითები და შამაიაზეც დავსწერდი რამე საინტერესოს მარა ნატო მიჩიჩინებს სახლში წავიდეთო, არადა ჩელესთან ვარ, თუ დაურეკავთ ვინმე და დამიხსნით "წავედით წავედით-ისგან მაგასაც დავწერდი ბარემ ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
არადა საინტერესო არის ერთი მომენტი. რუსულ არხებს რომ ვუყურებ, კარჩხანაზე თებზაობა აქვთ აყვანილი ხელოვნების დონეზე. მაგათ რომ უსმინო, კარჩხანაზე ბრთხილი და ძნელად დასაჭერი თებზი არ არსებობსო. დაჟე ცალკე სექტა აქვთ შექმნილი - კარასიატნიკები !!!
ზიან და მსჯელობენ და ფიქრობენ და ვარიანტებს არჩევენ, როგორ დაიჭირონ ეს მეტად რთული დასაჭერი თებზი..... ხოდა მე ვერ გავიგე ვერაფერი.... ან იმათი კარჩხანა, კარჩხანა არაა.... ან ჩვენ ვარ ძაან მაგარი მეთევზეები.... ლამის თითი რომ ჩაყო ჩვენთან - მაგას მაინც დაიჭერ.... |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გიორგი
არა, მთლად ეგრეც არ არის, ნებისმიერი თევზის ჭერის სახეობა შეიძლება აიყვანო დელიკატურამდე, უბრალოდ მე მინდოდა მეთქვა რომ თუ გასართობად უნდა კაცს ძალიან მარტივად შეძლებს კარჩხანის დაჭერას ყოველგვარი ფილოსოფიური მიდგომის გარეშეც პ.ს. თან გაითვალისწინე რომ რუსეთის ტბები არ არიან ისეთი ღარიბები რომ ყველა ჩაგდებაზე ეს თევზი მოდიოდეს, ანუ სხვა ბევრი და საინტერესო სახეობებიც ყავთ წყალსატევებს სადაც კარჩნა უნდათ რომ გამოჩხრიკონ მაინცდამაინც |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
საღოლ სად როგორ და რანაირად იქნებ გვითხრათ
|
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 593 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
(dila)adriano
ვაა ეს რამხელაა .. აბა მოყევი სად და როგორ.. |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მუცლიდან ორი სუფრის თეფში ხიზილალა გამოვუღეთ
ამხელა კარჩხანა თუ არსებობდა მართლა არ მეგონა ფოტოზე გაფუჭებული სასწორია სინამდვილეში 2,400 იყო მასთან ერთად დაჯდა ერთი კილოგრამიანიც რამლის ამოყვანის შემდეგ სახლში წამოსვლას ვაპირებდით (მაგის ფოტოსაც დავდებ) მაგრამ დავრჩით და .................... ეს თევზი არის სრული სასაწაული ახლა ამ თევზის დაჭერა ავღნიშნეთ და კაი მთვრალიც გახლავათ ხვალ დანარჩენ ფოტოებსაც დავდებ........ დავუმატებ რომ ეს ის იშვიათი შემთხვევეაა როდესაც კარჩხანა ძალიან გემრიელი და მსუქანა გახლდათ მიუხედავად იმისა რომ არც ეს გიგანტი და არც ის კილოგრამიანი ტაფაზე არ დაგვიდევს მხოლოდ 300-400 გრამიანები შევწვით პუ.სუ. არც წალკაზე ვყოფილვართ და არც ბაშქოიზე იქ 3 დღის წინ ვიყავით და იქაურ ამბებსაც დავწერ მალე დაწვრილებით ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 72 რეგისტრ.: 16-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: foTi ![]() |
ჩემპიონ!!!
|
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ყოველთვის მითქვამს და ახლაც გავიმეორებ:
თევზაობა აღჭურვილობიდან არ იწყება კარგად გაწყობილი ანკესი ხარისხიანი ჯოხი ციბრუტი და მგრძნობიარე კოჭა ძვირადღირებული ნემსკავი რა თქმა უნდა არავის აწყენს რა თქმა უნდა სასურველია მაგრამ თევზაობა აღჭურვილობიდან არ იწება დილის ცხრა საათზე სამსახურის მანქანამ გამომიარა ჩემი მეწვილე და მძღოლი ავთო ჭანკოტაძე სულით ხორცამდე მეთევზეა აი ისეთი ფორუმებზე ყველაზე ნაკლებად რომ აქტიურობენ და სინამდვილეში ყველაზე მაგრები არიან ჰოდა დილის ცხრა საათზე საბანკეტო პერანგში ორი დღის წინ ნაყიდ ჯინსებში და გაწკრიალებულ ბოტასებში გამოწყობილები მე და ავთო სამუშაოდ გავედით თუმცა მაისის ანგელოზებამდე გამჭვირვალე ცამ სიხარულამდე გამჭვირვალე დილის ნიავმა (ხომ ყველას გქონიათ ეგეთი შეგრძნებები?) საბედისწერო გადაწყვეტილება მიმაღებინა "გავკარი სამუშაოს, წავიდეთ სათევზაოდ" - მეთქი ავთო რა თქმა უნდა დამეთანხმა უკან მოვბრუნდით ანკესები ვითრიეთ და ახლა დადგა მთავარი კითხვის ჯერი სად მივდივართ? ძალიან მინდოდა ალგეთზე გასვლა ავთომ - თბილისის ზღვაზე გავიდეთო თუმცა ისიც მიაყოლა - ქარი იქნებაო და სწორედ მაშინ გამახსენდა ჭილის ტბა ჭილის ტბა რომელსაც უკვე მეორე წელია ვუმიზნებთ მაგრამ ვერაფრით ვერ ავაღწიეთ ყოველთვის მახსოვდა ჩვენი ციცერონის თავგადასავალი მან შარშანწინ ამ ტბაზე კილორვაასიანი კარჩხანა დასვა პირველი მცდელობა შარშან ადრეულ გაზაფხულლზე მქონდა ლისზე უკვე გაქანებული კარჩხანეთი იყო თუმცა როდესაც რის ვაივაგლახით მივღწიეთ ტბამდე ტბა ნახევრად გაყინული დაგვხვდა ჭილის ტბა ზღვის დონიდან 1140 მეტრზე მდებარეობს ვულკანური წარმოშობის კრატერში მისი სიღრმე ოდნავ აღემატება ერთ მეტრს ზაფხულში იგი თითქმის მთლიანად წყალმცენარეებით იფარება რაც ძალიან ართულებს თევზაობას და განსაკუთრებით დიდი ეგზემპლიარების ნაპირამდე მოყვანას მოკლედ პირველი მცდელობა გუნდაობით დასრულდა შემდეგი მცდელობა შარშანვე მაისში გვქონდა ამჯერად მანქანით შევუბერეთ თუმცა................ ვერ წამომიდგენია თელოვანის მხრიდან რომელიმე მანქანამ ჭილის ტბამდე რომ მიაღწიოს გზა არის მაგრამ რად გინდა :( ამჯერად მუხადგვერდიდან წავედით ცნობილი საოფროუდე ტრასა უნდა დავფაროთ ორკარიანი დაიჰაცუთი ![]() გზად ორჯერ კინღამ გადავტრიალდით თუმცა "ცუიმ" (ასე ვეძახით ჩვენს მანქანას) თავი ისახელა და ნახევარი ტრასა წარმატებით დაფარა (თუ არ ჩავთვლით მომძვრალ "გუშიტელს") მანქანით გზის გაგრძელება შეუძლებელი იყო და გავუყევით ფეხით ჭილის ლაბირინთებში ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მივადექით ულამაზეს ტბას აყვავებულს და მოყიყინეს აქ კი თავი იჩინა მთავარმა პრობლემამ ჩვენ საზაფხულოდ ჩაცმულები ვიყავით აქ კი 1140 მეტრზე - ძალიან ციოდა თან გამყინავი ქარი ქროდა თუმცა მალე აღმოვაჩინეთ რომ ქარი მხოლოდ ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქროდა ტყის მხარეს კი სრული შტილი იყო რა თქმა უნდა ქარში დგომას მშვიდად თევზაობა ვარჩიეთ ერთი საათის განმავლობაში დავიჭირეთ ორი ცისარტყელას ფერებში გამოწყობილი ტრიტონი და უამრავი წყალმცენარე ეჭიც კი გაგვიჩნდა საერთოდ არის თუ არა ამ ტბაში თევზი??? აქ ავთომ მეთევზის ანბანური ჭეშმარიტება მოიშველია და თქვა: უნდა ვითევზაოთ ქარის მიმართულებითო გადავინაცვლეთ ტბის ქარიშხლიან მონაკვეთზე ძალიან რთული იყო ბალახებისგან თავისუფალი მონაკვეთის პოვნა თუმცა ერთი ვიპოვნეთ ![]() ჯერ ძალიან წვრილი კარჩხანა წამოვიდა ვიჭერდით მაგრამ ვერანაირ სიამოვნებას ვერ ვგრძნობდით ხელები და ტანი თითქმის გაგვეყინა ერთი საათის თევზაობის შემდეგ კი ისიც ვთქვი სახლში ხომ არ წავიდეთ მეთქი თუმცა ამის თქმა იყო თუ არა ავთოს ზრდილი კარჩხანა დაუჯდა 300 გრამამდე ამას იგივე ზომის მეორე მესამე და მეოთხე მოყვა ქარმა თევზის მენიუ ტბის ამ მონაკვეთისაკენ მოიტანა რასაც თევზიც მოყჰვა დაიწყო მაგრამ რა დაიწყო პირველი დიდი სიხარული კილოგრამიანი კარჩხანა იყო მართალი გითხრათ მაგხელა კარჩხანა არც დამიჭერია და არც მყავდა ნანახი ნახევარ საათში "სადოკი" თითქმის სავსე იყო მაგრამ ყველაზე დიდი სიხარული წინ გველოდა ავთომ ერთი შეკივლა ვაიმეო და........ ვხედავ ჭილის წყალი ზღვასავით ატალღიანდა ნემსკავი ვიღაც გიგანტს გადაეყლაპა ავთო კოჭას ატრიალებს და ისიც მორჩილი ძროხასავით მოყვება შიგადაშიგ გაიბრძოლებს ბალახებისაკენ იწევს მაგრამ არაფერი საშიში ![]() პირდაფჩენილები ვადევნებთ თვალს ამ სასწაულს ნუთუ ჭილის ტბაზე საზანი ბინადრობს? მაგრამ ეს შეუძლებელია......... თევზი ჩოჩებ-ჩოჩებითნაპიამდე მოვიყვანეთ მორჩილადვე ამოვიყვანეთ წყლიდან ავთოს შევხედე - თმები ყალყზე ქონდა დამდგარი და სახე გაწითლებული ამხელა კარჩხანა??????????????????????????? მე სასწრაფოდ დავკეცე ანკესები და ვთქვი დღეს აქ თევზაობას აზრი აღარ აქვს მეთქი ავიკარით გუდა ნაბადი და სახლისკენ დავახვიეთ დაღლილობა საერთოდ გაგვიქრა ჯერ მუხაგვერდს გამოცილებულები არც ვიყავით როდესაც დავრეკეთ (სადაც საჭირო იყო) რათა სასწრაფოდ გაემზადებინათ ღვინო და თევზისათვის შესაფერისი სუფრა სახლში თევზი ავწონეთ სასწორმა 2250 გრამი აჩვენა თუმცა შემდეგ გაირკვა რომ სასწორი გაფუჭებული იყო და 100 გრამს იპარავდა სინამდვილეში თევზი 2350 გრამია მეორე თევზი კილომდეა ახლა რაც შეეხება კულინარიულ ღირსებებს კარასის პირობაზე ძალიან გემრიალი და მსუქანხორციანი გამოდგა თუმცა გიგანტი ჯერ არ დაგვიგემოვნებია კილოგრამიანი კი დღესაც ცოცხალია და ავთოს ეზოში წყილან კასრში ცურავს |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 266 რეგისტრ.: 21-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: VAKE ![]() |
ვააააა მაგარია საღოლ,გილოცავვვ კაი კიარა მაგარი ეგზემპლიარია.ბრავოოოო
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 358 რეგისტრ.: 4-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
წალკაში რო ქარიყლაპია გაუშვა...ნეტა არ ჭამს კარჩხანას...?
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ვაა...გილოცავ შალვა, საქართველოს კარჩხანრეკორდსმენი ხარ ჯერ ჯერობით
![]() ისე რა დაერხა ახლა ჭილის ტბას ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th May 2025 - 23:45 |