რატომ უნდა ავიყვანოთ საბუთიანი ძაღლი?!, დაფიქრდით ამაზე... |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რატომ უნდა ავიყვანოთ საბუთიანი ძაღლი?!, დაფიქრდით ამაზე... |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
ჩემი მოკრძლებული აზრით შევეცდები ავხსნა თუ რატომ უნდა ავიყვანოთ საბუთიანი ლეკვი...
კაი ხანია რაც ნადირობით მოვიწამლე და ამ სფერომ გამიტაცა.. ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან დავრბოდი იარაღით ხელში და ვნადირობდი, მაგრამ ეს ბოლო 2-3 წელია რაც მივხვდი, რომ ნადირობა ჩემთვის უბრალოდ გატაცება აღარ არის, უკვე პროფესიაა.. ანუ ხვდები რომ ნადირობა დიდი ხელოვნებაა, შენ კი უნდა ეცადო რომ ამ ხელოვნებით დატკბე... ამ ფორუმზე დარეგისტრირების დღიდან ჩემში ინტერესი გამოიწვია ძაღლით ნადირობამ.. ვხედავდი როგორი ძაღლები ყავდათ ბიჭებს, როგორ ლაპარაკობდნენ საბუთებზე, საგვარეულოზე, საველეზე და ა.შ. მაგრამ ასეთი კითხვა მიჩნდებოდა:"რა საჭიროა საბუთიანი ძაღლი? უსაბუთო ძაღლსაც შეუძლია მშვენივრად განადიროს და გასიამოვნოს." ვესწრებოდი გამოფენებს, საველე შეჯიბრებს და მე ვხედავდი ადამიანების (მონადირეების) სიამაყით ანთებულ თვალებს, აზარტს, ემოციას, ჟილკას, გამარჯვების ჟინს და რავიცი კიდე ვერ გადმოგცემთ რას.. ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი აზრი და შეხედულება შეიცვალა და ჩემს კითხვაზე: "რა საჭიროა საბუთიანი ძაღლი" მეთვითონვე გავეცი პასუხი "თუ ნამდვილი მონადირე ხარ საჭიროა და აუცილებელიც კი".. კარგი მონადირე ძაღლით და თოფით ფასდება.. არსებობს გამონათქვამი : "მონადირეს ძაღლი არ დაუწუნო როგორი ცუდიც არ უნდა იყოსო" და ამ სიტყვებში ყველაფერია ნათქვამი.. ყველამ კარგად ვიცით რა აზარტული და სიამოვნების მომგვრელია წინასეზონური მზადება.. ზოგჯერ ნადირობაზე არანაკლებ აზარტულიც.. ელოდები სეზონს, იმარაგებ ვაზნებს, იარაღს ამზადებ... მინდა გითხრათ რომ არანაკლებ აზარტულია საველე შეჯიბრი და გამოფენაც.. როცა გაგყავს შენი ძაღლი და ამოწმებ მის შესაძლებლობებს, თვალს ადევნებ მის პლიუსებს და მინუსებს.. რამხელა სიხარულია როცა შენი ძაღლი I, II ან III ხარისხის დიპლომს აიღებს... სიამაყის გრძნობა გეუფლება და მეცხრე ცაზე დაფრინავ.. გამოფენაზე რინგზე პირველ ადგილს რო დაიკავებს ძალიან სასიხარულო და საამაყოა.. მე ვურჩევ ყველა ნამდვილ მონადირეს და არა მეხორცეს, ვისაც ჯერ არ ყავს ძაღლი აყვანილი, აუცილებლად საბუთიანი აიყვანეთ.. კარგად დაფიქრდით, ნახეთ ლეკვის მშობლები, უყურეთ მათ ნადირობას, ჩაიხედეთ საგვარეულო ნუსხაში და ამის მერე გადაწყვიტეთ გაკმაყოფილებთ თუ არა იმ ძაღლის მონაცემები... ხშირად ხდება ისეთი შემთხვევები როცა აყავთ ლეკვი სრულიად გაურკვეველ ვითარებაში და რო გაიზრდება ამბობენ ისეთი არ გამოვიდა როგორიც მეგონაო.. უმეტეს შემთხვევაში ეს იმით მთავრდება რომ ძაღლი უპატრონოდ რჩება.. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილება ერთხელ უნდა მიიღოთ.. პირადად მე 2 წელი ველოდებოდი და ვითმენდი.. განა ლეკვების პრობლემა იყო?! ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ მე სხვანაირი ძაღლი მჭირდებოდა და ამდენი ხნის ლოდინიც გამართლდა.. ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ და ამ ლეკვის ყურება უფრო მახარებს... ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, დიდ მადლობას ვუხდი ზაზას, მავერიკს, თენგოს და ყველას ვინც აზრი შემაცვლევინა და სწორი გადაწყვეტილება მიმაღებინა ამ სფეროში.. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა..შეიძლება ისე ვერ ჩამოვაყალიბე როგორც საჭირო იყო მაგრამ ჩემი აზრი დავაფიქსირე.. დანარჩენი თქვენ დაამატეთ.. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
ლეკი 100%-ით გეთანხმები იმაზე, რაზედაც ასე ემოციურად სწერ ზემოდ! ისიც მართალია რომ საბუთიან ძაღლებშიც არის არჩევანი და 2 წელი იმიტომ ელოდე ლეკვს. ეხლა რასაც დავწერ ისე არ გამიგოთ რომ ზემოდ დაწერილის საწინააღმდეგოდ ვწერ და ქვების სროლა არ დამიწყოდ. ჩემი პირველი კურცჰაარი შემთხვევით შევიძინე დიღმის ბაზარზე, არც წარმომავლობა ვიცოდი და არც არანაირი საბუთი არ ქონდა. ამ შენაძენის დეტალებს ეხლა რომ ვაანალიზებ, ასეთი ეჭვი მაქვს რომ ლედი მოპარული იყო. ხოდა ეს ჩემი პირველი ძაღლი ყველაფრიდ ჯობდა შემდეგში შეძენილ საბუთიან ძაღლს, და არა მარტო ჩემს, არამედ ყველა სხვებისებსაც, ვისთანაც მე შეხება მქონია, მის მერე მე სხვა ძაღლის მნახველი არა ვარ, რომელიც იმას ჯობნიდეს რაიმეში. იმ დროს ჩემ ძაღლზე ლეგენდები დადიოდა და ყველა ახლობელს უნდოდა ჩემთან სანადიროდ წამოსვლა, ლედის მუშაობით რომ დამტკბარიყვნენ. მე ამით იმის თქმა მინდა რომ მე გამიმართლა, ძალიან მაგრად გამიმართლა და სხვა არაფერი!
|
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
romeo 1
ზუსტად მასე ვფიქრობდი ორიოდ წლის წინ. მითუმეტეს ჩემს ძაღლს საბუთები ქონდა, უბრალოდ არ ვიღებდი. არ მჭირდებოდა ესე ვფიქრობდი. პირველად აზრი შემეცვალა როცა საველეზე მოვხვდი. მაშინ გავიგე თურმე რაღაც რაღაც სიამოვნებებს რომ ვიკლებდი. შემდეგში კიდევ უფრო გამყარდა ჩემი ახალი შეხედულებები, როცა გამოფენებზეც დავიწყე სიარული. თუ ძაღლს მაინც ვზრდი, ბარემ აიყვანე პასპორტიანი, ბარემ ისიამოვნე, საველეზე ნაჩვენები შედეგებით, ბარემ გაიხარე გამოფენაზე შექებული ძაღლით, პლიუს ამას ემატება შენი ძაღლის ლეკვების მიღწევებიც, რომლის შემდეგაც ელიტაში გადადიხარ. აი ამ სიამოვნებებს უბრალოდ ვტოვებდით, არადა ძაღლი მაინც გვყავდა, მაინც ვგეშავდი, მაინც ვუვლიდით. ჰოდა ავიყვანოთ ბარემ საბუთიანი ლეკვები და გავიხანგრძლივოთ სიამოვნება თუნდაც სეზონის გახსნამდე |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
+ 100 % ხართ
|
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ლეკი
გაიხარე!!! |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
ჭალიმგელა, გეთანხმები ყველაფერში! და იმიტომ ვწერ რომ მე ძალიან მაგრად გამიმართლა იმ შემთხვევაში. ყველას ურჩევ რომ საბუთიანი ძაღლი შეიძინონ მხოლოდ და გამართლების იმედზე ნუ იქნებიან.
|
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
საბუთიანი ძაღლი უნდა გაზარდოს ყველა მონადირემ.
|
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ჩემი აზრით აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სხვა რაღაც არის, საბუთების და საგვარეულოს გარეშე ,სწორ სელექციას ვერ წარმართავ და მივიღებთ კატასტროფულ შედეგს, ის რომ ვიღაცას გაუმართლა და უსაბუთო ძაღლი კარგი საველე თვისებების აღმოჩნდა, ესეც პირველ რიგში საბუთიანი ძაღლების დამსახურებაა და იმ ხალხის ვინც სწორ სელექციას მისდევდა და ჩვენამდის მოიტანეს ეს ჯიშები.
|
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
romeo 1
ლედი რომ კარგი იყო ეს იმ ხალხის დამსახურებააა( სადღაც ადრე რამდენიმე წლის წინ)რომ საბუთიანი ძაღლები ყავდათ და იმ ძაღლების გადარჩენის შედეგად აღმოაჩნდა ლედის ეგ თვისებები ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 237 რეგისტრ.: 25-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ლეკი
ესე მგონია ეგ პოსტი მე დამეწეროს. საკმაოდ დიდი ნადირობაის სტაჟი მქონდა და ბევრ უფროს და ძველი თაობის თბილისში ცნობილ მონადირეებთანაც მქონია შეხება მაგრამ მეც ესე ვფიქრობდი რო საბუთები მეათეხარისხოვანი იყო მთავარია ძაღლს ემუშავა კარგად. და ეხლა ვხვდები რომ დიდი შეცდომა დავუშვი რომ თვალი დავხუჭე კუდის დეფექტზე და დღეს ჩემს ძაღლს საბუთები არ აქვს. მაგრამ მთელი ცხოვრება წინაა და ეგეთ შეცდომას აღარ დავუშვებ. შემდეგი ძაღლი აუცილებლად სამოქალაქო რეესტრში გატარებული იქნება ![]() და ერთი რამე მინდა ვთქვა რომ ამ ჩემი შეხედულების ცვლილებაში 100% იანი წვლილი ამ ფორუმს და მის ძაღლით ნადირობაში გამოცდილ წევრებს მიუძღვით, (აღარ ჩამოვთვლი ყველამ ვიცით და თან არ მინდა ვინმე გამომჩეს) მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ საინტერესო და აუცილებელი პოსტისთვის რომელიც, არ დაიშურეთ დრო და დაწერეთ. ეს ძალიან სასარგებლო საქმეა. დარწმუნებული ვარ რომ ჩემნაირად ათობით მკითხველი კითხულობს ამ პოსტებს და ძაღლით ნადირობის კულტურაზე სულ სხვანაირი, სწორი აზრი უყალიბდებათ |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ლეკი,გაიხარე.
ეს თემა ერთ-ერთი გამორჩეულია და იმედისმომცემია.მადლობა გიორგი. მე კი მადლობა მინდა გადავუხადო ,,მაჩაბლის" ხალხს,ყველას ერთად. |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,130 რეგისტრ.: 29-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ლეკი
+ 1000000000 1 წლის წინ მეც მეკიდა დვარნიაშკით ვნადირობლი ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 99 რეგისტრ.: 19-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
aragveli
გეთანხმები , მეც მაგის თქმა მინდოდა . უბრალოდ არის კიდე ის ფაქტორი საქართველოში , რომ შესაძლებელია ამ საბუთების გაყალბებაც და იმედია მალე ეს ასე აღარ იქნება . |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 13:44 |