თევზჭერის ლიცენზია |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
თევზჭერის ლიცენზია |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ხალხო ნახეთ რა ხდება.საქართველოს ტბებზე თევზჭერის ლიცენზია 20 წლის ვადით გაიცემა
საბეჭდი ვერსია ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ქვეყნის შიდა წყალსატევებზე თევზჭერის გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემას იწყებს. როგორც `მედიანიუსს~ სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს ტბებზე სხვადასხვა სახის თევზის მოშენების, მოვლისა და მოპოვების უფლებას მსურველები 20 წლის ვადით მიიღებენ. სამინისტროს შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმით, რომ პირველად ხორციელდება თევზჭერის ლიცენზიის ხანგრძლივი ვადით გაცემა, რაც ინვესტორს საშუალებას აძლევს უფრო ეფექტურად განახორციელოს გრძელვადიანი ინვესტიცია, იზრუნოს როგორც თევზის მრავალფეროვანი სახეობის მოშენებაზე და მოვლაზე, ასევე წყალსატევებში ამ დროისთვის არსებული მაღალი საკონსერვაციო ღირებულების თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების მრავალფეროვნებისა და სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების შენარჩუნებაზე. ლიცენზიის მფლობელი სახელმწიფოს წინაშე ასევე ვალდებული იქნება დაიცვას წყალსატევები დაბინძურებისგან, დანაგვიანებისა და დაშრეტისგან, განახორციელოს ტბების ეკოლოგიური უსაფრთხოების პროექტები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თევზჭერის ლიცენზიის გაცემის ყველა აუქციონიდან შემოსული თანხა შევა ადგილობრივ ბიუჯეტში, რაც მნიშვნელოვანია რეგიონების ეკონომიკური განვითარებისთვის. საქართველოს ტბებზე თევზჭერის ლიცენზიების გაცემა მოხდება ეტაპობრივად, ღია აუქციონის წესით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. ერთ-ერთი აუქციონი, სადაც გასაყიდად ნადარბაზევის ტბაში (ნადარბაზევის წყალსაცავი) თევზჭერის ლიცენზია იყო გამოტანილი, სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. აუქციონზე ორი განაცხადი იყო წარმოდგენილი ფიზიკური პირებისგან. კონკურენციის შედეგად საბოლოო თანხამ 34 563 ლარს მიაღწია და ოცწლიანი ლიცენზიის მფლობელი ა. მგალობლიშვილი გახდა. ლიცენზიის საწყისი ფასი 17 283 ლარი იყო. უახლოეს ხანში დაგეგმილია სიონის, ტყიბულის და საქართველოს სხვა წყალსატევების თევზჭერის ლიცენზიის გაცემის აუქციონები. უკვე გაცემულია ჯანდარისა (ლიცენზიის საბოლოო ფასი - 132 000 ლარი, ლიცენზიანტი - შპს ‘ჯანდარის ტბა’) და წალკის (ლიცენზიის საბოლოო ფასი - 142 795 ლარი, ლიცენზიანტი - ლ. ლაბაძე) ტბების თევზჭერის ლიცენზიები. |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ერთობ ყურადსაღები ინფორმაციაა!
საინტერესოა, ლიცენზიაში ჩაწერილი უფლება - მოვალეობები. თუ ხელი მიგიწვდება სიამოვნებით გავეცნობოდი. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 374 რეგისტრ.: 15-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ხოდა ყველა ტბაზე თევზაობა ფასიანი გახდება და არცთუ ისე იაფი.
შაორზე გუშIან 3 ლარი მოითხოვეს 1 ანკესსზე |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th May 2025 - 14:29 |