ტბების ევოლუცია, წყალმცენარეულობის როლი ტბების ევოლუციაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ტბების ევოლუცია, წყალმცენარეულობის როლი ტბების ევოლუციაში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 107 რეგისტრ.: 28-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ტბების კალაპოტის ფსკერს ღელვისაგან სანაპირო ზოლში ნაშალი მასალა, ცოცხალი ორგანიზმების ნარჩენები და მდინარეთა მიერ ჩატანილი მასალა ყოველწლიურად ამაღლებს. ამის შედეგად საუკუნეებისა და ათასეული წლების მანძილზე ადგილი აქვს ტბების შემცირებას როგორც სიღრმით, ისე წყლის ზედაპირის ფართობის მიხედვით. უკანასკნელს თანდათან ამცირებს ნაპირებთან ნაშალი მასალის დალექვა და სანაპიროდან წყალმცენარეულობის განვითარება.
ამ მხრივ ტბათა არსებობაში შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ფაზები: 1) ახალგაზრდობის ფაზა - როდესაც ახლად გაჩენილი ტბა ინარჩუნებს თავის ქვაბულს ხელუხლებლად და თუ ადგილი აქვს ნაშალი მასალის დალექვას, იგი ტბის კალაპოტზე ჯერ კიდევ ვერ ახდენს შესამჩნევ გავლენას. 2) სიმწიფის ფაზა - როდესაც ტბის ირგვლივ ჩნდება სანაპირო მეჩეჩები, ხოლო მდინარეთა შესართავებთან - ნალექტი დელტები. 3) სიბერის ფაზა - როდესაც ტბაში ყველგან არის მონატანი მასალა და ფსკერი წარმოადგენს მოსწორებულ ერთფეროვან არეს, რომლის ირგვლივ დელტების ფერდობები და სანაპირო მეჩეჩების ქვაყრილების განლაგებული. თავის განვითარების შემდგომ ფაზებში ტბა პირველად შემცირდება სანაპირო ზოლში განვითარებული მცენარეულობით. შემდგომ სტადიაში სანაპირო ფლორა ვრცელდება ყველგან და ტბა ტბორად იქცევა. ბოლოს, წყალქვეშა ფლორა შეიძლება თანდათანობით წყალზედა ჭაობის მცენარეულობამ შეცვალოს. ამ შემთხვევაში გვაქვს ტბის განვითარების უკანასკნელი ფაზა - ჭაობი. ცნობისთვის დღესდღეობით საქართველოში არსებული ტბების ნაწილი სიბერის ფაზაშია, მაგ ყველასათვის კარგათ ცნობილი კუმისის ტბა, რომელიც საზრდოობს ხელოვნურად გაჭრილი მტკვრის არხით, ეს უკანასკნელი რომ არა იგი თანდათანობით დაშრებოდა და გაქრებოდა ისე როგორც იმ მიდამოებში არსებული სხვა პატარა ტბები გაქრა. კუმისის ტბაბზე სიბერის ფაზა ადვილი შესამჩნევია წყლის სუნზე და შეფერილობაზე დაკვირვებით, რაც პირდაპირ აისახება იხტიოფაუნის ხარისხის მაჩვენებელზე. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th May 2025 - 17:01 |