სიონი აფსაიდ ლეიქ ვიქენდი, მწვანე, მზიანი და ხალისიანი გასვლა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სიონი აფსაიდ ლეიქ ვიქენდი, მწვანე, მზიანი და ხალისიანი გასვლა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
1.ეკიპაჟი მანქანა: Nissan Mistral 2.7 TD
ჭალიმგელა ნუკრიMAX დაჩი 2.ეკიპაჟი მანქანა:Land Rover Discovery 2.5 TD TAMPLIER ვიტო Davitus 3.ეკიპაჟი (კვირას ჩამოსული) მანქანა:Land Rover Discovery 2.5 TD ჩელე ეკა გოგა სერგო ტასო ამინდი: მზიანი, მანძილი თბილისიდან: 75 კმ, გზის სირთულე: მხოლოდ ჯიპის კატეგორიის მანქანებისთვის (გადასახვევიდან) მანამდე ნებისმიერი მანქანა მიდის მგზავრობის დრო: მიახლოებით 80 წთ ნელ-ნელა ჩამოცხა დედაქალაქში, მიუხედავად იმისა რომ შედარებით გრილი ზაფხულია, მზე მაინც არ გვავიწყებს თავს და ვიქენდებზე სითბო-მზრუნველობას გვპირდება, ეს ერთ-ერთი მიზეზი, საკმარისია ხოლმე დაემატოს სხვა მცირე მიზეზების ერთობლიობას, ოჩოპინტრელების ტვინში უმალ წარმოიქმნება იმპულსი რომელიც სიმწვანის, სიმშვიდის და დასვენების დეფიციტის გამანეიტრალებელია... სწორედ ამ იმპულსის წყალობით შედგა ქვემოთ მოყოლილი და დასურათებული ერთ-ერთი უმაგრესი და ულამაზესი გასვლა... გასვლასთან დაკავშირებული დილის პირველი ზარი ჩემს ტელეფონზე ვიტოსგან დაფიქსირდა, დააზუსტა ხომ არ ჩაგეძინაო, რათქმაუნდა იმიტომ რომ ჩვენს გადასაადგილებელ ბრორბლებიან ყუთს მე ვმართავდი, ჩალაბარგებული ვიყავი, ამიტომ 5:30 სთვის ტამპლიერს გავუარე, ჩავლაგდით და ზუსტად დანიშნულ დროს 6:00-ზე ვიტოსაც დავადექით,ყველაფერიც ვიყიდეთ, ჯიპიესიც გავამზადეთ ტრეკის ჩასაწერად და დავადექით მამკოდას გზას სიონისკენ... მინდა ვთქვარომ საკმაოდ პუნკტუალურად და ოპერატიულად გავედით (პრინციპში 3 კაცის შეკრებას მეტი არც ჭირდება ხოლმე : ))) ) ![]() 70 კილომეტრიანი გზა მეტნაკლებად გაიწელა, უფრო შუა მონაკვეთი, დანგრეული ასფალტის საფარი სწრაფად გადაადგილებაში ხელს გვიშლიდა და დამღლელიც კი იყო, სამაგიეროდ გზაზე არსებული ტყე, ცოტათი მაინც გვიმსუბუქებდა მოწყენილობას, თუმცა ლაპარაკ ლაპარაკით სიონის გადასახვევთანაც მივედით, გრუნტის გზა ბევრად სასიამოვნო და საინტერესო გასავლელია თავის ”დიაგონალებით,” დაქანებით, გამხმარი ”კალეებით” და მჭიდროდ გარშემორტყმული ხე-ბუჩქნარებით, გაივლი ერთ დაღმართს და ფიქრობ რა ”სიამოვნება” გელოდება ამოსვლისას თუ გაგიწვიმდა მშვენიერი დილა ისევ ინარჩუნებს თავის სიმშვენიერეს მწვანე წალკოტის და ამავე ფერის წყლის ფონზე, მივადექით დანიშნულ დისლოკაციის ადგილს, პირველ ეკიპაჟს უკვე აუთვისებია ტერიტორია დაჩის პირველი შამაიაც დაუჭერია, ინფორმატორებმა ეგრევე გვამცნეს სიტუაცია, მოდის კარგად, საშუალოზე პატარები 10-12 სმ და ქვემოთ, ჩვენც მეტი რა გვინდა, სანამ ფსკერული ანკესები თავის პასიურ საქმეს გააკეთებენ, ტივტივათი გართობა გარანტირებული გვაქვს მეორე ეკიპაჟიც ვითვისებთ არეალს, თვალი ხარბად ისრუტავს მწვანეში ჩაფლულ ლანდშაპტის პეიზაჟს, ტვინი განცხრომაშია-პოზიტიურ ენერგიას იგროვებს, სხეულიც ბაირამობს-გრილ ნიავს და დილის მზის სასიამოვნო სხივებს არ იკლებს. გარშემო იდეალური, ბუნებრივი სიმშვიდეა, ფრინველების ხმიანობა სასიამოვნოდ ხვდება სმენის ორგანოებს, გვედით მეზობლად რეინჯ როვერი ჩანს, ბუნეის მოყვარული 2 მეთევზეები სრულ მზადყოფნაში არიან, ჩაგდებული ანკესების ძუებით გაკეთებული აბლაბუდას ქსელები ისეთი სასიამოვნო დასანახია, არ შეიგიძლია სურათის გადაღებისგან თავი შეიკავო, ვიღებ აპარატს და ვიწყებ გამაოგნებელი სანახაობის სიფრულ ფორმატში გარდაქმნას, რათა სხვასაც მივანიჭო იმ სიამოვნების მცირედი რასაც ჩვენ აღვიქვამთ დავიწყოთ ნუკრამ, დაჩიზე ნაკლები რით ვარო და ეტაკა ეგრევე ![]() მაგრამ ჭალოს უკვე დაჭერილი ყავდა, საკმაოდ არაუშავს და იმედისმომცემი ეგზემპლიარი : )))))) ამიტომ, ნუკრას "რეკორდი" ჩაუფლავდა : ))) ![]() ეს ვალოდია ჯინჭარაძე არც ვიცი საიდან გაიჩითა მაგრამ საკმაოდ კაი ვინმე იყო, კარგი რაღაცეები აკეთა ![]() ხოოოდა, დაიწყო სამზადისი... ![]() ![]() ![]() ![]() გაიხადა... იქნებ ოჩოპინტრეს ლოგო დავანახო და გაჭრასო, მაგრამ... ![]() ბუნება იყო ისეთი... დისკომაც ფრთები გაშალა : )) ![]() ფიქრი სიონის პირას, ანკესით ხელში: მოვა თუ არ მოვა... საკითხავი აი ეს არის ![]() ![]() ![]() ნუ...ზოგი ფირობდა, ზოგიც სიზმრობდა : )) ![]() ![]() ![]() ![]() კამუფლირებულად ფიქრი რომ მობეზრდა, ოჩოს მაიკით იფიქრა ![]() ![]() ეს ყაზილარი, სულ არ ფიქრობდა, ოცნებობდა და იმიტირებდა ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 21:52 |