ინგლისური სეტერი - ლავერაკი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური სეტერი - ლავერაკი
ბესო
პოსტი May 16 2009, 07:34
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სეტერისტებს ბატონი შადიმანისგან



ინგლისური სეტერი


სეტერს, ჩვეულებრივ, გრძელბეწვიან მეძებარ ძაღლს უწოდებენ. ეს ტერმინი დიდ ბრიტანეთში უკვე XIV საუკუნიდანაა ცნობილი. კინოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ამ პერიოდში და ალბათ უფრო ადრეც, ესპანური წარმოშობის მომცრო სპანიელებისა და სხვა რამოდენიმე ჯიშის, მაგალითად, ფრანგული შავფოთლიანი მეძებრის შეჯვარებით მიღებულ იქნა ფრინველზე მონადირე გრძელბეწვიანი ძაღლი, რომელიც ზომით სპანიელს აღემატებოდა და ჰქონდა განსაკუთრებული თვისება _ განაბულიყო ნაპოვნი ფრინველის წინ. ანუ ძაღლი ნაბულზე დგებოდა, ხანდახან წვებოდა კიდეც. "ტო სეტ" _ აქედან წარმოიშვა ჯიშის სახელწოდება. ეს სიტყვა ხომ ძირს დაშვებას, დაჯდომას, დაწოლას ნიშნავს. სეტერების მომრავლება-მოშენება ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეებში ურთიერთიზოლირებულად ხდებოდა. ინგლისელი მონადირეები შავ-თეთრ შეფერილობას ანიჭებდნენ უპირატესობას, უელსელები _ თეთრს, ირლანდიელები _ წითელს, ჟღალს, შოტლანდიელები _ შავ ფერს, ოღონდ დრუნჩზე, მკერდზე და ფეხებზე რუჯით. რა თქმა უნდა, შეფერილობასთან ერთად სხვადასხვა კუთხის სეტერები თანდათან ერთმანეთისაგან გამორჩეულ სხვა თვისებებსაც იძენდნენ. ამიტომ იყო, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს ისინი ოფიციალურად დაყვეს სამ დამოუკიდებელ ჯიშად: ინგლისურ, ირლანდიურ და შოტლანდიურ სეტერებად.
საკუთრივ ინგლისური სეტერის ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული ედუარდ ლავერაკის (1798-1877) სახელთან, რომელმაც ამ ჯიშის მოშენება 1825 წლიდან დაიწყო. ინგლისურ სეტერს ბევრი ხომ დღემდე "ლავერაკს" ეძახის. ლავერაკისეული ძაღლები ჯმუხები, მუხლმოკლეები და გაწელილი ფორმატისანი იყვნენ. ახასიათებდათ მიწას გაკრული ქროლვა, მწოლიარე ნაბული, ძლიერი ყნოსვა, ნადირობის დაუოკებელი ჟინი და მოუღლელობა. თანამედროვე ინგლისური სეტერის ჩამოყალიბებაში უდავოა XIX საუკუნეში მოღვაწე მეორე ინგლისელი მომშენებლის _ პიურსელ ლუელინის წვლილიც. მის მიერ გამოყვანილი ინგლისური სეტერის ტიპი უფრო მსუბუქი, თხელი და მაღალფეხება ჩანდა, ამასთან განსაკუთრებული ყნოსვით და სისწრაფით გამოირჩეოდა.
ინგლისურ სეტერს ზემოთჩამოთვლილი ღირსებები დღემდე სრულად აქვს შენარჩუნებული. ამ ჯიშის საყოველთაო პოპულარობის მიზეზად მაინც საოცარი გონიერება, მოსიყვარულე ბუნება, დამყოლი ხასიათი და, უპირველეს ყოვლისა, მუშაობის გამორჩეულად ლამაზი სტილი _ განუმეორებელი პლასტიკა მიიჩნევა.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი

ინგლისური სეტერი _ შედარებით მუხლმოკლე, "ჩამჯდარი" აღნაგობის, მაგრამ ამასთან, საკმაოდ წინამაღალა ძაღლია. წინა და უკანა კიდურების სამოძრაო ბერკეტები მკვეთრად მახვილკუთხოვანი აქვს. კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და მკვრივ-ხმელია. ლაღი, შეუბოჭავი და ენერგიული მოძრაობებით გამოირჩევა. ნადირობისას ინგლისური სეტერის ქროლვაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ერთის მხრივ, ელეგანტურობა და სილამაზე, მეორეს მხრივ _ ძალ-ღონე და ამტანობა.


სქესის გამოხატულება

სხვაობა თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო ტანადები და ძვალსრულები არიან, ძუები _ შედარებით მომცროები და მსუბუქი აღნაგობისანი.
ნაკლი: ძუ _ ხვადის ტიპისა.
ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა.


ქცევა და ხასიათი

ინგლისური სეტერი ადამიანის მიმართ განსაკუთრებით ალერსიანი და მიმნდობია. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება.


ტანადობა

საშუალო სიმაღლისაა. მინდაომდე (ქედისძირამდე) ხვადების სიმაღლეა _ 56-64 სმ, ხოლო ძუების _ 53-62 სმ. გაწელილობის ინდექსია 107-108 (ხვადები) და დაახლოებით 110 (ძუები). მითითებულზე ნაკლები და 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია.


შეფერილობა

ორფერები: თეთრ ფონზე გაბნეული შავი ან მოყვითალო ან მოწითალო-ნარინჯისფერი ან ყავისფერი წინწკლები, ხალები ან ლაქები.
სამფერები: თეთრ ფონზე შავი წინწკლები, ხალები ან ლაქები; ამასთან წარბზედა რკალები, ყურების შიდა ნაწილი და კიდურები შავთან ერთად შეფერილია აგრეთვე მოწითალო-ნარინჯისფერი წინწკლებითაც (ფორეჯებითაც). დაწინწკლულ, დაფორეჯებულ შეფერილობას, ტანზე დიდი ლაქებისა და ფართო ფოთლების გარეშე, ლაქებიანთან და ფოთლებიანთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. იშვიათად გვხვდება, მაგრამ დასაშვებია, სულ ერთიანად თეთრი ან ფოლადისფერი შეფერილობები. (ეს უკანასკნელი თეთრი და შავი ბეწვის თანაბარი მონაცვლეობითაა გაპირობებული) ამასთან, ძაღლის კიდურები ამ შემთხვევაშიც დაწინწკლული უნდა იყოს.
ხინჯი: ერთფერიანობა _ მთლიანად ყავისფერი ან მთლიანად შავი ან მთლიანად წითური ყველანაირი ელფერებით.


ბანალი

ინგლისური სეტერი მდიდრულად ჩაცმული ძაღლია. შემოსილია ხშირი, მბზინავი, ფაფუკი ბანლით. მეტწილად სწორი, აბრეშუმისებრი ბეწვი დასაშვებია თეძოებზე ოდნავ ტალღოვანიც რომ იყოს. თავზე და კიდურების წინა მხარეს მოკლეა, ტანზე კი გრძელი, წმინდა და ხასხასაა. ყურებზე, მკერდზე (ქვედა ნაწილი), წინა ფეხების უკანა მხარეს _ იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს _ კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, ასევე კუდის მუცელზე ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე ტანზე და ნაძეძებადაა ჩამოვარცხნილი; კუდზე კი მარაოსავით ჩამოშლილია.
ნაკლი: მწირი, სუსტად განვითარებული ბანალი; ზედმეტად ტალღოვანი ან დახუჭუჭებული ბეწვი; გახუნებული, ჩამქრალი ბეწვი.
ხინჯი: ხეშეში ბეწვი; ფეხებზე ნაძეძისა და კუდზე მარაოს არარსებობა.


ტყავი და ძვალ-კუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, მკვრივი, მომდგარი და ელასტიური. ჩონჩხი და კუნთები _ კარგად განვითარებული.
ნაკლი: არასაკმარისად განვითარებული ჩონჩხი და მუსკულატურა.
ხინჯი: ძვალმწირობა; სქელი, უხეში, დანაკეცებული ტყავი.


თავი

მსუბუქია, ხმელი, წაგრძელებული, აშკარად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). ზევიდან თუ დავხედავთ _ დრუნჩი თავის ქალის კოთხოზე ოდნავ ვიწ.როა; გვერდხედში დრუნჩისა და კოთხოს ზედა კონტურები სწორია და პარალელური. წარბზედა რკალები რელიეფურადაა გამოხატული. ტიხარი (შუბლის კუთხე) მკაფიოდ იკვეთება. თავის ქალის კოთხოს სიგრძე, დაახლოებით მისსავე სიგანეს (ყურებს შორის) უტოლდება. დრუნჩის სიგრძე კი კოთხოს სიგრძეს უნდა უთანაბრდებოდეს. ტუჩები თხელია; ზედა ტუჩი ქვედაზე მცირედით გადმოშვებული და ჩამოცილებულია. ზედა ტუჩის კონტური პროფილში სწორკუთხედს ქმნის, მომრგვალებული ძირა კუთხით. ძუებთან ეს მომრგვალება უფრო შესხეპილია. განიერი, ფართონესტოებიანი, ნოტიო ცხვირი ფერით სხეულის საერთო შეფერილობას ეხამება - ან შავია, ან ყავისფერი.
ნაკლი: მოკლე, წამახვილებული, ჩამოფლაშული დრუნჩი. შესამჩნევად აპრეხილი ცხვირი; თვალშისაცემი ცხვირკეხიანობა; გაბრტყელებული კოთხო; ზედმეტად გამობურცული შუბლი; ყურებს შორის გუმბათივით ამომრგვალებული თავის ქალა.
ხინჯი: ტიხრის არქონა; სოლისებური თავი; მკვეთრად გამოყრილი ყვრიმალები.


ყური

ზომიერად გრძელია, დაკიდული, თხელი და სალუქი, არაგანიერი, მომრგვალებული ბოლოებით, შემკულია წმინდა, კაზმული ბეწვით.
ინგლისურ სეტერს ყური საკმაოდ დაბლა უზის _ თვალის ხაზის გასწვრივ _ ლამაზად დანაკეცებული ეშვება და წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ღაწვებს.
ნაკლი: მაღალზე დასმული ყური; მძიმე, დონდლო ყური;შეუფერებლად მოკლე ან გრძელი (როცა შეტოლებისას ცხვირის წვერს წვდება); ზედმეტად გრძელი ბეწვით შემოსილი ყური (8 სმ-ზე მეტით).
ხინჯი: ხრტილზე გადმოკიდული ყური; ხრტილზე გადმოკიდული და უკან გაცქვეტილი ყური.


თვალი

ზომიერად დიდია, მრგვალია, არაღრმად ჩამჯდარია მჭიდროდ მომდგარი უპეების სწორ ჭრილში. ფერად _ მუქი ყავისფერი ან კაკლისმურაბისფერია, რაც მეტად მუქია, მით უკეთესი. მბრწყინავია, ნაპერწკლიანია, აზრიანია _ მშვიდი, კეთილმოსურნე გამომეტყველებით.
ნაკლი: შორი-შორ განლაგებული თვალები ცერად გაჭრილი უპეებით. გადმოკარკლული ან ჩაცვენილი; მცირე ზომის თვალი; ღია ფერის თვალი; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპე.
ხინჯი: მოყვითალო თვალი ძაღლის ნებისმიერი შეფერილობისას.


კბილები

თეთრი, მაგარი საღი, კარგად განვითარებული; ერტმანეთთან მჭიდროდ მიჯრილ-ჩაწიკწიკებული.
კბილთაყრა მაკრატელისებურია.


კისერი

გრძელია, ხმელია და კუნთოვანი, კვეთში ოვალურია; ზედხედში ოდნავ გამობურცული; ქედი ეტყობა; კისერი მინდაოსკენ თანდათან ფართოვდება.
ნაკლი: მოკლე; მძიმე და გადატვირთული კისერი. ღაბაბიანი ყელ-კისერი.
ხინჯი: მომრგვალებული; ძალზე მსხვილი ან ძალზე მოკლე კისერი.


მკერდი

გრძელია; საკმაოდ ღრმაა და საკმაოდ ფართო; ჩამოშვებულია იდაყვებამდე ან უფრო დაბლა. ყაფაზი, გრძელი და რამდენადმე გამობურცული ნეკნებით, კარგად განვითარებულია. მკერდის შუაძვალი
მცირედ იკვეთება.
ნაკლი: ზედმეტად გაშლილი; ვიწრო; კასრისებურად მომრგვალებული მკერდი.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

კარგადაა ამოზიდული, მკვეთრად გამოეყოფა ზურგის ხაზს, რელიეფურად დაკუნთულია. ბეჭი გრძელია, ბრტყელია და ცერად დახრილი, კორპუსს მიკრული. ბეჭისთავები მომრგვალებულია.
ნაკლი: ვიწრო; ძალიან გრძელი; დამძიმებული მინდაო. მოშვებული ბეჭები; წაწვეტებული ბეჭისთავები.


მუცელი

ზომიერადაა აკვალთული.
ნაკლი: ჩამოშვებული ან ძალზე ატაცული მუცელი.


ზურგი

მოკლეა, სწორია, ზომიერად ფართო და კუნთოვანი.
ნაკლი: ვიწრო; გადრეკილი (რბილი), ან მცირედ ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი.


წელი

ოდნავაა ამოდრეკილი, ფართოა და კუნთოვანი.
ნაკლი: გრძელი წელი; გასწორებული (თარაზული) წელი; თვალშისაცემად ამოდრეკილი წელი.
ხინჯი: იგივე _ მკვეთრად გამოხატული.


გავა

გრძელია, ფართოა და ოდნავ დაქანებული.
ნაკლი: ვიწრო; განუვითარებელი; თარაზული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.


წინა კიდურები

წინხედში ფეხები სწორია და ძაღლს ურთიერთპარალელურად უდგას. მხრები ღონივრად დაკუნთული აქვს; მხრის ბერკეტი თვალშისაცემად მახვილკუთხოვანია _ მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 90 გრადუსია. წინამხარი განივჭრილში ოვალურია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან მიმართულია, კორპუსზე მიმჯდარია და ზუსტად მინდაოს ქვეშაა განლაგებული. ტერფი ღონიერია, მყარად და ოდნავ დახრილად დგას.
ნაკლი: შედარებით გაშლილი მხარ-ბეჭის კუთხე; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; ცოტათი შიგნით შებრუნებული (დამალული) ან განზე გამოყრილი იდაყვები; სუსტი ან შვეულად მდგარი, ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი (შიგნით შეტრიალებული), ან ბატატურა (გან-გან გადგმული) თათები.
ხინჯი: იგივე გადახრები _ მკვეთრად გამოხატული.


უკანა კიდურები

თეძოს და წვივის ძვალი გრძელია; მათი შესახსრების კუთხეები (მუხლისთავები) კარგად გამოხატულია; უკანა ტერფი მოკლეა და მშვიდად მყოფ ძაღლს თითქმის შვეულად უდგას; სანავარდოები (კოჭ-წვივის სახსრები) აუცილებლად უკან მიმართულია.
ნაკლი: ზედმეტად გამართული უკანა კიდურები; ერთმანეთთან ზედმეტად დაახლოებული ან მეტისმეტად დაშორებული სანავარდოები. "მორცხვი" დგომი _ შეტყუპული, ზედმეტად ახლომდგომი უკანა ფეხები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი ბრჭყალითურთ).


თათი

ცოტათი ოვალური ფორმისაა; მიკუმულია _ ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული თითებით. თითებშუა სწორი ბანალია ამობუჩქული. ბალიშები სქელი და უხეში აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.

კუდი

სწორია ან ხმლისებური, ნარნარად აგრძელებს ზურგის ხაზს; სიგრძეს რაც შეეხება, კუდის ბოლო მალა სანავარდო სახსარს ოდნავ უნდა ჩაცდეს. ძაღლს კუდი ზურგის ხაზის სიმაღლეზე ან ცოტა დაშვებული უჭირავს. კუდი შემოსილია სწორი ან ოდნავ შეტალღული (არავითარ შემთხვევაში _ ხუჭუჭა) ბანალით, რომელიც მარაოსებრ ჩამოშლილია _ ბეწვი, დაწყებული კუდის რიკიდან, თანდათანობით გრძელდება შუა ნაწილამდე, ბოლოსკენ კი ისევ მოკლდება.
ნაკლი: ზედმეტად გრძელი ან მოკლე; გვერდზე გადავარდნილი; აპრეხილი; ნამგლისებური კუდი.
ხინჯი: მოკაუჭებული კუდი.
:moderirebulia:
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
125 გვერდი V  « < 25 26 27 28 29 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (390 - 404)
Bone
პოსტი Jul 18 2011, 08:01
პოსტი #391


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



newsmile035.gif აუ ეს რა მაგარი ვინმეა ყოფილა შუკას ლეკვი , მაგრად ვიხალისე

კარგადაა განვითარებული, ეტყობა რომ ჯანმრთელია და ენერგიული, მაგარი მონადირე გაიზრდება newsmile05.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jul 18 2011, 08:35
პოსტი #392


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(იკო1981 @ Jul 18 2011, 06:47) *
ვინ არ უშვებს კაცო? ტუკო სულ იქაა მოპარული ბორბალივით newsmile035.gif

ჭალო 1 ავიყვანოთ ძმები ლისზე newsmile05.gif ჰა რას იტყვი?

მე 17-18 აგვისტოსთვის ჩამოვალ, მანამდე რაჭაში ისვენებს ბატონი, სეზონამდე რელაქსაციას გადის newsmile05.gif

შუკა
ძაან მაგარი ვინმეა რა. ეგ რა გაიზრდება არ ვიცი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Jul 18 2011, 08:54
პოსტი #393


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



შუკა
გუშინ ტელეფონით გითხარი,ეხლა მინდა სხვებსაც ვუთხრა!
მაინც დაგყავთ,დროს ხარჯავთ,ასწავლით-ბარემ ცოტა მეტი დრო დახარჯეთ და სწორად ასწავლეთ.
გადახედეთ იმ ვიდეოს,სადაც ტუტულის "დებრას" იხვი გამოაქვს წყლიდან.ნახეთ როგორ ასრულებს ძაღლი ამ ბრძანებას და შეეცადეთ ასევე გააკეთოთ.
თუ კონსულტაცია დაგჭირდებათ ,თუტული არ დაგზარდებათ!

და კიდევ.მთავარი, აუცილებლად მიეცით ლეკვს ჯილდო,სასუსნავი,სწორად შესრულებული მოქმედების შემდეგ!!!!!!!!!!!

ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ!!!!!!!!!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Jul 18 2011, 15:30
პოსტი #394


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეს ეზოშია გადაღებული


აი ტუკო დღეს ლისის ტბაზე newsmile035.gif







ასეთ სტოიკებს აკეთბს ხოლმე newsmile035.gif







cota varjishi gvinda kide newsmile035.gif da vavrjishobt newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Jul 18 2011, 15:33
პოსტი #395


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



იკო1981
რამხელა გაზრდილა
რამდენის არის იკო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jul 18 2011, 15:38
პოსტი #396


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



იკო დვარნიაშკები არ გამოვარდნენ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Jul 18 2011, 15:41
პოსტი #397


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



არა ტო newsmile035.gif არ არიან ვაბშე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Jul 18 2011, 15:54
პოსტი #398


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(giorgevich @ 18th July 2011 - 16:33) *
რამდენის არის იკო?


11 თვის newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შუკა
პოსტი Jul 18 2011, 19:23
პოსტი #399


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



იკო1981

მაგარია ძაან!! newsmile05.gif newsmile05.gif newsmile027.gif newsmile027.gif

თენგო

მიღებულია..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Jul 18 2011, 21:33
პოსტი #400


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



მაგარი ძალიან ტუკო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Jul 19 2011, 08:56
პოსტი #401


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სეზონზე როგორი იქნბა ეგაა მთავარი newsmile035.gif იმედია იმედებს გაამართლებს ჩემსასაც და თქვენსასაც

და Shooting.gif იქნება newsmile027.gif თორემ მოუწევს boom.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Jul 19 2011, 09:07
პოსტი #402


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



რას ერჩი ტუკოს, თუ რაიმე ცუდად გააკეთა შენი ბრალი იქნება და boom.gif ესეც შენ გეკუთვნის newsmile05.gifnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Jul 19 2011, 09:12
პოსტი #403


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



იკო1981
აღზრდა არ მოაკლო და ჯიში და გვარიშვილობა კი აქვს...
სანადიროდ კი გამოგადგება და აი ჭადრაკის თამაშის რა გითხრა__?.......
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Jul 19 2011, 09:23
პოსტი #404


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვნაოთ ვნახოთ newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jul 19 2011, 10:26
პოსტი #405


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ტუკოს რესპექტი ჩემგან, მაგარი ყურშაა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

125 გვერდი V  « < 25 26 27 28 29 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th August 2025 - 04:28