Fabarm და XLR 5 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Fabarm და XLR 5 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოკლედ გადავწყვიტე სტატიის გაკეთება ამ თოფზე - რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება ძირითადად განაპირობა იმან, რომ მე ვარ მფლობელი და თავგზას, რომ უბნევენ პოტენციურ მომხმარებლებს იმანაც
![]() ![]() Fabarm spa, ქარხანა მდებარეობს ქალაქ ტრავალიატოში (Travagliato), ხოლო დასახელება კი იშიფრება შემდეგნაირად: სს "ბრეშიას საიარაღო ქარხანა" (Fabbrica Bresciana Armi, societa per azioni). ფაბარმი არის ერთ-ერთი იმ იშვიათი იარაღის მწარმოებელთაგანი, რომელიც ყველა დეტალს საკუთარ საწარმოში უშვებს და არ ახორციელებს გარედან შესყიდვებს - ან გარეთ შეკვეთებს! მათი ერთ-ერთი ძირითადი პროფილი არის ნახევრადავტომატური გლუვლულიანი იარაღის წარმოება. ეს იარაღები არაფრით ჩამოუვარდება გრანდების ნაწარმს და ამასთანავე მოიცავს ბევრ ინოვაციურ "წვრილმანს", რომელთა ერთობლიობაც საკმაოდ კარგი იარაღის იმიჯს შესძენს ამ ქარხნის ნაწარმს! XLR 5 - წონა 2.9-3.1 კგ დამოკიებულია ლულის სიგრძეზე (61-66-71-76) ![]() ეს არის ფაბარმის უახლესი ნახევრადავტომატური გლუვლულიანი იარაღი. მისი დასახელება იშიფრება შემდეგნაირად: eXtra Long Range - "ძალზე შორი დისტანცია", ხოლო ციფრი 5 კი ნიშნავს, სტანდარტული პატრონების რაოდენობას - ანუ 4 მაღაზიაში, +1 ლულაში! უნდა აღინიშნოს, რომ მწარმოებლის ერთ-ერთი მიმართულება არის შორს დისტანციაზე სროლა და სწორედ ამ მიზნისათვის შეიქმნა იარაღის ეს მოდელი, რომელიც გათვლილია, როგორც ტყვიის, ასევე ფოლადის საფანტზეც/პატრონებზე! პირველი ნიშანი რაც იარაღის ამ მოდელს განასხვავებს სხვა ნებისმიერი (მსგავსი დანიშნულების) თოფისგან არის მისი ლულის ტესტი წნევაზე, რომელიც შეადგენს 1,630 ბარი ~ 1,482 ატმოსფერო. დღეს მსოფლიოში ტესტირების უმაღლეს წნევად მიჩნეულია 1,370 ბარი ~ 1245 ატმოსფერო. ნაციონალურმა სტენდმა შესაბამისად შექმნა ახალი სერტიფიკატი და ახალი მარკირება, რომელიც ადასტურებ XLR 5-ის გატესტვას უმაღლესი წნევით რომელსაც ანალოგი არ აქვს! სერტიფიკატი: ![]() ![]() მარკირება: მოდელი მუშაობს დენთის მიერ გამოყოფილი გაზებით გადატენვის პრინციპზე. გადატენვის აღნიშნული პრინციპი ითვლება, ყველაზე სწრაფ პრინციპად თუ შევადარებთ ინერციული გადატენვის პრინციპს, ასევე გადატენვას ლულის მოძრაობის მეშვეობით. ბევრი პლიუსისა გაზის მეშვეობით გადატენვის პრინციპს აქვს მინუსებიც - თუ დენთი მცირეა მაშინ შეიძლება გადატენვისას იყოს ჩავარდნები, ხოლო დიდი დენთის შემთხვევაში კი დეტალების მუშაობა არის ძლიერი და შეიძლება წმოიშვას დეფორმაციები. ამ მინუსების გადაწყვეტის გავრცელებული მეთოდი არის გაზის არხების რეგულირება. ოღონდ სხვადასხვა დენთის შემთხვევაში უნდა ხდებოდეს ამის რეგულირება (ზოგ შემთხვევაში გარემოს ტემპერატურის მიხედვითაც კი). ფაბარმს აქვს აღნიშნული მინუსების გადაწყვეტის დაპატენტებული მეთოდი - ფრიქციული მუხრუჭი! ![]() რომელიც დიდი რაოდენობის დენთით/დატენვის შემთხვევაში ამუხრუჭებს გადატენვას და შესაბამისად ის სულ ოპტიმალური სიჩქარით მუშაობს! ამასთანავე ეს გადაწყვეტა - რეგულირების სისტემასთან შედარებით გამოირჩევა ნაკლები წონით! და ძლიერი ან სუსტი მუხტის მქონე ვაზნების გამოყენება პრაქტიკულად არ ახდენს გავლენას უკუცემაზე! ![]() ნაკლები დენთის შემთხვევაში: ![]() მეტი დენთის შემთხვევაში: ![]() ეს სისტემა გამოიყენება ფაბარმის შემდეგ მოდელებში XLR 5 LION H35 LION H38 LION H368 S.A.T. 8 გარდა ამისა ფაბარმს აქვს ლულის გაჩარხვის დაპატენტებული სისტემაც (შექმნილია 10 წლის წინ)- ტრიბორი! 2005 წელს კი შეიქმნა ტრიბორის გაუმჯობესებული ვარიანტი! ![]() ტრიბორი მოიცავს ლულის პირველად უფრო გაფართოებულ ცილინდრულ ნაწილს დიამეტრი - 18.8 მმ, რაც უზრუნველყოფს ნაკლებ ხახუნს და შესაბამისად მეტი საფანტის მიტანას! შემდეგ მოსდევს 205 მმ-იანი კონუსური ნაწილი, რომელიც მცირდება 18.8 მმ-დან 18.4 მმ-მდე - რაც შესაბამისად ზრდის წნევას, ხოლო ეს უკანასკნელი კი ზრდის ტყვიის/საფანტის სიჩქარეს. ლულა ბოლოვდება ჰიპერბოლული (დაპატენტებული) ლულის შევიწროვებებით - ჩოკებით! ფაბარმი იყენებს 82 მმ-იან ხრომი მოლიბდენის შენადნობისგან დამზადებულ ჩოკებს, რომელთაც შიდა ზედაპირი აქვთ ჰიპერბოლური ფორმის და მათი დამზადება ძვირად ღირებულ ტექოლოგიად ითვლება. ამ ინოვაციაზე დაყრდნობით ფაბარმი არის ერთად-ერთი მწარმოებელი, რომლის 0.75 და სრული 0.9 ჩოკითაც შეიძლება ლითონის ტყვიის სროლა! ![]() თუ დავეყრდნობით ფაბარმის ვებ გვერდზე არსებულ მონაცემებს: ტესტირებისას, - 0.9 ჩოკი, 30 მეტრი დისტანცია, 75 სმ დიამეტრის მქონე მიზანი, 12 კალიბრი, 35 გრამიანი ვაზნა, 4 ნომერი ფოლადის საფანტი - საფანტის 89 პროცენტი ხვდება მიზანს. მაშინ, როდესაც ნახევრად ჩოკით მიზანს ხვდება 76%. რაც ნიშნავს 15%-ით ნაკლებ ზიანს. ![]() XLR 5 მოდელს დამატებული აქვს ოპტიკური სამიზნის დასამონტაჟებელი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ოპტიკის დამაგრება შეიძლება. ასევე, ამ მოდელს აქვს დამატებული მწვანე ოპტიკური ჩანართი, რომელიც სწრაფი და ზუსტი დამიზნების კარგ საშუალებას იძლევა! ![]() ამ მოდელს ზამბარა აქვს ლულის პარალელური - მწარმოებლის მონაცემებზე დაყრდნობით, ზამბარის ამგვარი განლაგება ამცირებს 2 მიყოლებულ გასროლას შორის აცდენას 30%-ით და წარმოადგენს ყველაზე სწრაფ სროლა-გადატენვის მექნიზმს (5 სროლაზე - 0.31 წამი) იარაღს ასევე მოყვება კონდახის მდებარეობის სარეგულირებელი პლასტმასის ჩანართები, რომლებიც მისი რეგულირების 12 პოზიციას უზრუნველყოფენ! ![]() ინფორმაცია ძირითადად მოპოვებულია: Fabarm-ის ვებ-გვერდიდან; http://gunmag.com.ua |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მე პირადად ამ თოფში აღმაფრთოვანა მისმა მოხვედრის ძალამ....
'მაგრად ურტყამს' |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,630 რეგისტრ.: 6-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,130 რეგისტრ.: 29-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Fabarm XLR 5 სიძლიერეში მაშინ დავრწმუნდი როცა ამ ზამთარს ერთნაირი ვაზნებით(RC4-36GR) ერთნაირ დისტანციაზე (60 ნაბიჯი) შტუჩინი MC-12-21-ზე უკეთესი შეღწევადობა აჩვენა(გურგენა დამემოწმება
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
ხოშიანი რამეა დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი ამ თოფს.
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 99 რეგისტრ.: 19-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის კიდევ ის რო , იარაღს რესივერი ტიტანიუმით აქვს დაფარული, რაც უფრო მეტად იცავს ნაკაწრებისგან და ფერის გადასვლისგან . ფასის მიხედვით ნადმვილად კაი იარაღია .
|
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მიტანას რაც შეეხება მიიტანა მც 21-12 - 1 ცალი საფანტით მეტი მაგრამ.. ნიტანა ეგრე ვერ გაიზომება. შეიძლება მეტი რომ მიიტანა არც ვარგოდეს ვინაიდან ვერ შლის და მაგიტომაც მიიტანა მეტი, ამიტომ გააჩნია მანძილს და ჩოკებს. ასე რომ შუკა ის 1 საფანტი დაიკიდე ![]() მე პირადად ამ თოფში აღმაფრთოვანა მისმა მოხვედრის ძალამ.... 'მაგრად ურტყამს' ბოლო სტენდზე რასაც მოხვდა მტვრად აქცია ![]() ბასარიონ ამ თოფზეც თქვი პატარა რომ მოვიცლი მერე. ეხლა გაჭედილი ვარ! |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
ისე ვერ გავიგე რატომაა სასირცხვილო რომ შეადარონ სროლაში გინდაც მე-19 საუკუნის თოფი დღევანდელ თოფებს? დარწმუნებული ვარ რომ 19 და 20 საუკუნეში წარმოებული კარგი თოფები არაფრიდ არ ჩამოუვარდებიან მიტანაში დღევანდელ თოფებს.
|
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,130 რეგისტრ.: 29-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
თბილისის ერთ-ერთ საიარაღო მაღაზიაში ვსაუბრობდი Benelli crio comfort-ის მფლობელთან. ის ძალიან აქებდა ამ თოფს, საუკეთესო მიტანააქვსო, ბალანსი, ძალიან მოხერხებულია სახმაროთო, ერთი სიამოვნებააო ამ თოფით ნადირობაო, და სხვა... ოღონდ საუბრის ბოლოში მითხრა, იჟ-54 მაქვსო, მიტანით და ჭრით Benelli-ს ჯობნისო!
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
სულაც არაა სასაცილო! დიდი ალბათობაა რომ ეჯობნა კიდეც! გააჩნია ვაზნებს რომლებიც უნდა შეურჩიო ნებისმიერ თოფს ოპტიმალური მიტანის, საფანტის შლის და ჭრის ( შეღწევადობის) მისაღწევად. ანუ, სიტყვაზე ვთქვათ, იჟ-54 ის ლულის შიდა დიამეტრი და ლულის პროფილი ამოხვეწულობა ჩოკის ტიპი განსხვავდება ბენელის ლულისაგან და შესაბამისად რომელ ვაზნითაც იჟ-54 აჩვენებს კარგ შედეგს შეიძლება ბენელიმ ვერ აჩვენოს და პირიქით შეიძლება ვაზნების გარკვეული ტიპისათვის ბენელის ლულა იყოს ოპტიმალური და აჩვენოს იდეალური მაჩვენებლები მაგრამ იჟ-54 მა ვერა, ასე რომ წვრილმანებია მაგრამ გასათვალისწინბელი.
|
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
თოფს რომ ვაზნის შერჩევა უნდა სულაც არაა წვრილმანი. ვისაც ველაპარაკებოდი აქტიური მონადირეა და მსროლელი, დარწმუნებული ვარ, რომ ორივე თოფიდან ბევრნაირი სახეობის ვაზნა ექნება ნასროლი და დასკვნას მერე გამოიტანდა. იმას რა უყოთ რომ იჟ-54 მე19 საუკუნის თოფია და Benelli კი 21-ის და სხვა და სხვა დროს წარმოებული თოფის შედარება მიტანაში სირცხვილიაო? მე ამაზე მეცინება...
|
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ამთემას ნუ გააოფებთ ამ ბრაუნინგით, ცალკე გამოკითხვა მივცეთ, ვისაც სურვილი აქვს, და საერთოდ, კი მოგვეძიება ორივე ბრენდი, ავდგეთ და შევადაროთ ჩვენთვის, მაქსიმალურად ობიეკტური ტესტირებით
ახლა დავწერ და ალბათ გამგები გაიგებს ჩემს მოსაზრებას ფაბარმმა რომ აჯობოს, მე მაინც ბრაუნინგი მირჩევნია, მაგრამ მაინც ფაბარმს ვიყიდიდი იმიტომ რომ მეტის გადახდის უკანა ნალი არ მაქვს |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
მჯობნის მჯობნი არ დაილევაა.
|
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
ჩემი აზრით შეიძლება შეცდომაში შევიდეთ, თუ ავიღებთ ერთ ფაბარმს და ერთ ბრაუნინგს და გავალთ სადმე მინდორში სასროლად. ამ საქმეს სერიოზული მომზადება და ფიქრი სჭირდება. როგორც მინიმუმ სამი ფაბარმი და სამი ბრაუნინგი უნდა იყოს წარმოდგენილი, ვინაიდან ყველა თოფს თავისი ინდივიდუალობა აქვს მიტანაში, ფაბარმი იქნება ეს თუ ბრაუნინგი, მნიშვნელობა არა აქვს. თუ კი თითო-თითო თოფს შევადრით, ეს მხოლოდ კონკრეტულად ამ თოფების შეჯიბრი იქნება და არა ფაბარმის და ბრაუნინგის. ამ ზამთარს ჩემი და ჩემი მეგობრის ანალოგიური ფაბარმი XLR-5 ვისროლედ და სხვა და სხვა ვაზნებით სხვა და სხვა შედეგი მივიღეთ, ზოგ ვაზნით ჩემმა თოფმა აჩვენა უკეთესი შედეგი, ზოგით კი მეგობრის თოფმა. აქედან გამომდინარე, ტესტირებისას არა მარტო თოფების რაოდენობა მაქსიმალურად ბევრი უნდა იყოს, არამედ რაც შეიძლება ბევრი სხვა და სხვა მწარმოებლის, სახეობის და ნომრის ვაზნით უნდა ისროლოდ. საფანტის ნომერსაც დიდი მნიშვნელობა ექნება, ვინაიდან კონკრეტული თოფი რომელიღაც ნომერ საფანტს უკეთესად ისვრის, ვიდრე სხვას. წინასწარ უნდა დამზადდეს საჭირო რაოდენობის სამიზნეები, იმ პარამეტრების შესაბამისად, რომლითაც ჩატარდება ტესტირება, აგრეთვე სუფთა, მშრალი ფიცრები, რომელშიც საფანტის შეხწევადობა გაიზომება.
ეს ყველა მოთხოვნა რომ დაკმაყოფილდეს წარმოგიდგენიად რამდენი მონდომება, დრო და ფინანსები დასჭირდება ამ საქმეს! და გინდაც ჩატარდეს ასეთნაერად ეს ტესტირება, არა ვარ დარწმუნებული რომ შესაძლო იქნება ჭეშმარიტების დადგენა ბოლო ინსტანციით, ანუ რომელს ექნება უკეთესი ჭრა და მიტანა, ვინაიდან შედეგები არაერთგვაროვანი იქნება. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 13:46 |