IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ეხ რჩევა მინდა :(, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ
ალთაზარ
პოსტი Aug 4 2011, 23:15
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოგესალმებით ჩემო მეგობრებო , დღეს კი არადა მთელი 10 დღის მანძილზე ნერვოზი მაქვს გაქანებული , ვიცი ეხლა რა ტიპის ძაღლზეც დავწერ შესაძლოა მიზანშეწონილი არ იყოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფურუმზე , მაგრამ ვიმედოვნებ რომ რამე პატარა რჩევას მომცემთ .... newsmile039.gif



მოკლედ ბატონმა თენგომ იცის თუ რა ძაღლები მყავდა (ერთი ჯიშის) .. მან რამოდენიმე ხნის წინ მითხრა მოიცილეო ეგენიო და მონადირე ძაღლი აიყვანეო და ის გაზარდეო .. რაც მე ჭკუაში ჩამიჯდა კიდეც მაგრამ იმის გამო რომ სახლში უკვე მყავს დარჩენილი ერთი და ის ვერანაირად ვერ იტანს მოძრავ ცოცხალ არსებებს წარმოსადგენი იქნებოდა თუ რას უზამდა უმწეო ლეკვს .

მაშ ასე , 2000 წელს როდესაც მე სულ რაღაც 10 წლის ვიყავი მამაჩემმა საახალწლოდ გამიკეთა პატარა საჩუქარი , მართლაც რომ მეცხრე ცაზე ვიყავი და ვფიქრობდი რომ ჩემზე ბედნიერი არავინ არაა თქო , ეს იყო თავიდან ბოლომდე დანაოჭებული შავზე-შავი ვერ გაარჩევდი სად რომელი ორგანო ქონდა სად თვალები და სად უკანალი ჰეჰ , შავი თვალები და ლურჯი ენა ეს გახლდათ შარპეი , ჯიშიდან გამომდინარე დავარქვით შარპი , 2004-2005 წელს გავიყვანეთ გავიყვანეთ გამოფენაზე სადაც აიღო ტიტული საუკეთესო ძუ ძუ-შარპეებს შორის . მართალია მახსოვს რაც ვიჩათლახე newsmile035.gif ცოტა არ იყოს მამრებისკენ ქონდა გეზი აღებული და რო არ წაგვეგო კევი მქონდა ხელში და ისე დავატარებდი , რათქმაუნდა მერე გაიგეს და მოკვდნენ სიცილით newsmile035.gif , შარპეი ძველი ჩინური ჯიშია რომელიც მიეკუთვნებოდა როგორც მოჩხუბარ , მცველ და მონადირე ჯიშს , 2 ვეს კარგად ასრულებდა მაგრამ აი ვერანაირად ვერ გავიგე თუ რაზე შეიძლებოდა სანადიროდ წაგეყვანა , ინდაური თავიდან ბოლომდე გაგლიჯა ღორს კვერცხებში წაეტანა და ზღარბიც ზედ მიაყოლა 1 კვირა ეკლებს ვიღებდით მისი ტუჩებიდან newsmile035.gif , მოკლედ ამ ძაღლმა აჩვენა ყველაზე მაღალი სიცოცხლის რეიტინგი , 2010 წელს მოგვიკვდა სიბერისგან . დამავიწყდა მეთქვა რომ შარპი აყვანილი იყო ვეტერინარიული კლუბიდან რომლის უფროსია თუ არ ვცდები ინა რუხაძე (ტელევიზიის მოპირდაპირე მხარეს) ფაქტიურად ჩვენ ვიყავით პირველები ვინც ავიყვანეთ შარპეები პირადად მისგან .. მისი სიცოცხლის განმავლობაში იყო 2 მშობიარობა 1) 8 ლეკვი 2) სამწუხაროდ ვერცერთი ლეკვი ვერ გადარჩა ვეტერინარის დაუდევრობის გამო .... მაგის დედაც!!
1 მშობიარობის შემდგომ ზოგიერთი ლეკვი გავაჩუქეთ ახლობლებში ზოგიერთი გაიყიდა და 1 შემოვიტოვეთ ყველაზე ბუნჩულა და საყვარელი , სამწუხაროდ ეს ბუნჩულა და საყვარელი გაუნძრევლად წევს ჩემს გვერდით და ძლივს სუნთქავს ... :( თებერვლის თვეში გაუკეთდა ოპერაცია ზემოთ აღნიშნულ კლუბში ინა რუხაძის ხელმძღვანელობით რო დაინახა გაგიჟდა ეს კიდე ცოცხალიაო ასეთი რამ იშვიათად ხდებაო .. სჭირდა ასეთი რამ მკერდი ქონდა სასტიკად დასიებული შიგნიდან რაღაც უზარმაზარი ბირთვივით ქონდა თავიდან ვფიქრობდით რომ რძე ჩაუდგა და მალე მოურჩება ნემსებით რომელიც დანიშნული ქონდა მაგრამ შევცდით ის უფრო გაუარესდა , გაუკეთდა ოპერაცია თანაც არასწორედ გაუხმათ თავები მაგათი დედაც !!! როდესაც გაუჭრეს ის რაც ამოიღეს მასთან ერთად უნდა ამოეჭრად საშვილოსნოც და არ გააკეთეს , ბოლო 1 თვეა ეს ისევ დაუსივდა გაებერა , უარი გამოაცხადა კვებაზე მიახლოებით 10 დღეა რაც არ უჭამია მხოლოდ წყალს სვავს , ფაქტიურად ძაღლი როდესაც ცუდადდაა ან ბალახს ჭამს ან კიდე საერთოდ არაფერს არ ეკარება , ინა რუხაძეს აღარც დავურეკეთ იმიტომ რომ მაგ სიბერეში მგონი რა და როგორ უნდა ისიც აღარ ახსოვს , დავურეკეთ ჩვენს ძველ მეგობარს ალიკას (ზოოპარკში რომ თავისი კლინიკა აქვს) მაგან დაუნიშნა სპეციალური ანტიბიოტიკი (ნემსის სახით) რომლის შედეგაც უნდა ჩაკლას ის ანთებითი პროცესები რაც გააჩნია ეხლა მას ორგანიზმში , დღეში სამჯერ გამყავდა დღეს 5 ზე გავიყვანე ბოლოს და 10 ზე უნდა გამეყვანა , რო დავუძახებდი გულიატ იუმა მორბოდა სიახარულით , 15 წუთი ვეძებე თურმე ჩემი ლოგინის ქვეშ იწვა მომაკვდავი არსებასავით ძლივს სუთქავდა შევეცადე გამომეყვანა ლოგინიდან რადგან შარდი ჩირქოვანი გამოსდის (პამპერსებით დადის) , გამოვიყვანე მაგრამ ფეხზე ვერ დავაყენე წამოწევდა თავს და დაჭრილივით ვარდებოდა ძირს მოკლედ დავურეკეთ ალიკას და მან თქვა ასეთი რამ რომ ძალიან დასუსტებულიაო და ანტიბიოტიკებიც უტრაკებენნო თან სპაზმები აქო მოკლედ ისეთი ტერმინოლოგიით საუბრობდა ვერაფერი ვერ გავიგე :( ვითომ ვიფიქრე რამე სასუსნავს ვიყიდი თქო ცოტა აზრზე რომ მოვიყვანოთქო მაგრამ არც 1.00 ლარიანმა 3 წუთიანმა სუპმა უშველა საქმეს არც პეჩენიამ რეაქცია 0 :( როგორც ადამიანის სიკვდილს ვერ ვუყურებ ვერც ძაღლისას , რო ვუყურებ ვხედავ როგორ წვალობს ყოველი მისი სუთქვა ნერვებზე მშლის რო ვხედავ და ვერაფერს ვერ ვაკეთებ არადა ხვალ ოპერაცია უნდა გაუკეთდეს და ისიც არ ვიცი გაქაჩავს ხვალამდე ან ოპერაციის მერე :( დაძინება ძაღლის არ შემიძლია ნემსი რო გავუკეთო მერე მთელი ცხოვრება იმის ფიქრში უნდა ვიყო რომ ძაღლს ქონდა შანსი გადარჩენი მაგრამ მე გამოვამშვიდობე სიცოცხლეს .... :(( მოკლედ ნაღდად არ ვიცი რა ვქნა

შარპიმ იცოცხლა -10 წელი
იუმამ - გაურკვეველია თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა გაუტოლდება თავისი დედის სიკვდილის თარიღს თუ არადა 9 :(

შარპეები მიუხედავად თავისი გენეტიუკური პრობლებით მაქსიმუმ 7 წელს ცხოვრობენ ისიც იშვიათია ესეთი რამ ჩემებმა რეკორდი მოხსნეს ...
ფაქტიურად მე და ჩემი ოჯახი ამ ბუნჩულებს საკუთარი ოჯახის წევრებივით ვუვლიდით ვფიქრობ როგორც ჩვენ ვიღებდით მათგან სითბოს და სიყვარულს ასევე ისინიც ღებულობდნენ იგივეს :(

შეგიძლიათ რამე მირჩიოთ რა ვქნა ? როგორ მოვიქცე მქონდეს რამე იმედი :( არადა ერთი ვიცი უძაღლოდ მე ვერ გავქაჩავ .. ცოტა არ იყოს ცხოვრებისეული გახდა ჩემთვის პატარა ოთხფეხის ყოლა :(

მცირე ინფორმაცია http://ru.wikipedia.org/wiki/Шарпей
ძალიან ბევრი ვწერე მაგრამ არ შემეძლო სადმე რომ არ დამეწერა :(

ადმინისტრაციავ თუ ეს თემა წინააღმდეგობას იჩენს საიტის წესების მიმართებაში თქვენ იცით რაც უნდა ქნათ , ბოდიშით კიდე ერთი თემით დავტვირთე ფორუმი :(

ბოდიშით უწმაწური სიტყვებისთვის ნერვოზი მაქვს !!!


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th August 2025 - 23:47