საქართველოს სანადირო მეძაღლეობის ფედერაცია |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საქართველოს სანადირო მეძაღლეობის ფედერაცია |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მინდა ყველას გახაროთ, რომ ამა წლის 12 აპრილს კლუბი "ოჩოპინტრე" სხვა მეგობარ კლუბებთან ერთად ("საქართველოს სეტერ კლუბი", "აფხაზეთის მონადირე ძაღლების მოყვარულთა ასოციაცია" და "საქართველოს პოინტერ კლუბი") გახდა საქართველოს სანადირო მეძაღლეობის ფედერაცი-ის დამფუძნებელი.
აქამდე არ მოხდა ამ ინფორმაციის აფიშირება, ვინაიდან გარკვეული სამუშაოები იყო კიდევ ჩასატარებელი. ამასთანავე მინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნული ფედერაცია არის საქართველოს კინოლოგიურ ფედერაციის წევრი დამოუკიდებელი სუბიექტი და მას აქვს ექსკლუზიური უფლება FCI-ის ეგიდით (Fédération Cynologique Internationale-საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაცია) ჩაატაროს საველე გამოცდები და მონადირე ძაღლების დამოუკიდებელი გამოფენები რომელსაც FCI-ის ექსპერტები უმსაჯებენ. ამჯერად მომიტევეთ ამ მწირი ინფორმაციის მოწოდებისთვის - თანდათან განვავრცობთ ![]() PS. იმედი მაქვს, ბევრი ის ვინც აქამდე ფიქრობდა, რომ აეღო "ლიპა" საგვარეულო საბუთი, ან ძაღლი გაეყვანა დვარნიაგების და უჯიშო მონადირე შიმპანზესმაგვართა "საერთაშორისო" გამოფენებზე, იქ აეღო მონადირე "რაღაც არსების" დიპლომი, რომელიც "ქვას გახეთქავდა", მიხვდება, რომ ფუჭად დახარჯავს დროსაც და ფინანსებსაც! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 04:54 |