IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ინგლისური პოინტერი
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 16:49
პოსტი #901


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ბატონმა შადიმანმა გადმოგვცა ფორუმისათვის,რისთვისაც დიდი მადლობა








პოინტერი



პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს - სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს.
პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ - ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ "ნაბულის მქონე" ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული.


საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი და ქცევა

პოინტერი საშუალოზე მაღალი ტანის, მოკლებანლიანი, ღონიერი და ამასთან მეტად მოხდენილი აღნაგობის ძაღლია. კონსტიტუციური ტიპით - ძვალსრული და ხმელი. გამოირჩევა მოქნილობით, კარგად განვითარებული, რელიეფურად გამოკვეთილი ძვალ-კუნთოვანი სისტემით. დამახასიათებელია: მაღლა აღერილი თავი, ყელყელაობა, ზვიადი იერი, კეთილშობილური მანერები და ზამბარული მოძრაობები. კუდიც ზამბარასავით დაძაგრული აქვს, მაგრამ სწორი და მსუბუქი _ წკეპლისებური. მზერა _ ცოცხალი, აზრიანი.
პოინტერი შეუპოვარი ბუნების, სისხლსავსე ტემპერამენტის ძაღლია. ფლეგმატურობა ნაკლად ეთვლება, ხოლო სიავე და სიმხდალე ხინჯად.
პოინტერი წინამაღალაა (განსაკუთრებით ხვადები), საერთოდაც მაღალ ფეხზე დგას. მინდაო, გავასთან შედარებით, 1-2 სმ-ით ზევით აქვს აზიდული. ხვადები მინდაოში 57-65 სმ სიმაღლისანი არიან, ძუები - 54-63 სმ. მითითებულზე ნაკლები ან 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია. ფორმატი ნაკლებად გაწელილია, კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსია 100-104 (ხვადები) და 102-106 (ძუები).


სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო მოზრდილები და ძვალსრულები არიან, დაკუნთულობაც მეტად ეტყობათ, ვიდრე ძუებს, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი სიკოხტავე და გრაციოზულობა ახასიათებთ.
ხინჯი - სქესობრივი ტიპიდან მკვეთრი გადახრები.


ქცევა და ხასიათი

გაწონასწორებული, მოძრავი ტემპერამენტი და მიხვედრილობა პოინტერს შინ თუ გარეთ შესანიშნავ კომპანიონად წარმოაჩენს; ნადირობაში ხომ უბადლო თანაშემწეა. მშვიდი, თავდაჯერებული ბუნებისაა და საკუთარი ღირსების გრძნობითაც გამოირჩევა. მეგობრულია და მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ არც სიმამაცე აკლია.


შეფერილობა

ერთფერები: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი სხვადასხვა გრადაციებით.
ორფერები: შავფოთლიანი, ყავისფერფოთლიანი, წითელფოთლიანი და მოყვითალოფოთლიანი.
ორფეროვნების შემთხვევაში თეთრ ფონზე გაბნეულია დიდრონი ლაქები (ფოთლები) და წვრილ-წვრილი წინწკლები (ფორეჯები). ერთფერებთან დასაშვებია თეთრი ლაქები (მცირე ზომის) დრუნჩზე, მკერდზე, ყელზე და თათების ბოლოებზე. შავი და ყავისფერი შეფერილობის ეგზემპლიარებს ხანდახან ბრინჯაოსფერიც გადაკრავთ ლოყებსა და ლაშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნესტოების, უპეების და ლაშების ფერი საერთო შეფერილობის (ორფერებთან - ფოთლების შეფერილობის) შესატყვისი უნდა იყოს ან საერთო შეფერილობაზე უფრო მეტად მუქი. ეს წესი ერთფერა შავებსაც ეხებათ.
ნაკლი: მკვეთრად გამოხატული ღია ფერის რუჯი ყავისფერ ეგზემპლიარებში; სამფეროვანი შეფერილობა, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება.
ხინჯი: ერთიანად თეთრი ან შავი შეფერილობა რუჯით.


ბანალი

მოკლეა, ხშირია, მჭიდროდ მიჯრილია სხეულზე, მბზინავია და დრეკადია. კისერზე, ტანსა და კუდზე 10-13 მმ სიგრძისაა. თავზე, ყურებზე, თათების და Fფეხების წინა მხარეს კიდევ უფრო მოკლეა. თავზე, დრუნჩსა და განსაკუთრებით ყურებზე ბანალი წმინდაა და აბრეშუმივით
ფაფუკია. მუქად შეფერილი ბანალი ყოველთვის უფრო მოკლეა, ვიდრე თეთრი ფერისა.
ნაკლი: ხეშეში ბეწვი; მოგრძო ბეწვი; მეჩხერი. გაქუცული ბეწვი.
N ხინჯი: ბანჯგვლები ბარძაყის შიდა მხარეს, კუდზე; ნაძეძიანი, ფოჩიანი კუდი.


ტყავი და ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი თხელია, სალუქი და ელასტიური, ნაკეცების გარეშე. მუსკულატურა თვალშისაცემად სანიმუშოდაა განვითარებული _ მკვრივია, გამომშრალია და მკაფიოდ გამოკვეთილი. ძვლოვანი სისტემა (ჩონჩხი) მყარია, მაგრამ სიტლანქეს მოკლებული.



თავი

ზომიერად გრძელია, ხმელია და ნაქანდაკარივით რელიეფური, სიდიდით კორპუსის და მინდაოში ძაღლის სიმაღლის პროპორციულია. დაფარულია თხელი კანით. მეტად განვითარებული წარბზედა რკალები განაპირობებს მკვეთრ ტეხილ გადასვლას შუბლიდან დრუნჩზე _ თითქმის მართკუთხა "ტიხარს" (შუბლის კუთხეს), რაც ჯიშისთვის გამორჩეულად დამახასიათებელი ნიშანია. თავის ქალის კოთხო მოგრძოა, სიგანე შუბლთან და თხემ-კეფასთან თანაბარი აქვს. კინჩხი (კეფის კეხი _ კინკრიხოს ძვალი) გარკვევით ისინჯება, მაგრამ არც ძალზე მკვეთრადაა გამოჩრილი. ყურებს შორის თავი თითქმის ბრტყელი და საკმაოდ განიერია. მას შუბლისკენ ორ ნაწილად თვალნათლივ ყოფს წარბზედა რკალთა შუა არსებული სამკუთხა ჩაღრმავება. საფეთქლის ფოსოები ამოვსებულია დაბურცული მყესა კუნთებით. ყვრიმალები ნათლად, მაგრამ არც მეტისმეტი სიმკვეთრით არიან გამოხატულნი. ზომიერად გრძელი და ხმელი დრუნჩი _ რომელიც პროფილში სწორკუთხა და ბლაგვია, ზედხედიდან კი არც ისე ფართო _ შესამჩნევი შევიწროების გარეშე ბოლოვდება განიერი, ფართოდგაშლილ ნესტოებიანი ცხვირით.
თხელი და ლბილი ტუჩები ცოტათი ქვედა ყბაზეა გადმოშვებული და პროფილში ქმნის დრუნჩის ბლაგვ დაბოლოებას მომრგვალებული ძირა კუთხით, პირის ჭრილის კუთხეში კი თავისუფლად კიდია და პატარა ნაკეცს იკეთებს.
ნაკლი: სუსტად გამოხატული "ტიხარი" (შუბლის კუთხე); ოდნავ წამახვილებული დრუნჩი; ცხვირისა და უპეების ნაწილობრივი დეპიგმენტაცია; გუბათივით ამობურცული შუბლი; მცირე ცხვირკეხიანობა.
ხინჯი: სოლისებური თავი; "ტიხრის" არქონა; მკვეთრად გამოხატული ცხირკეხიანობა.


ყური

შედარებით მაღალზე დაკიდულია _ ძაღლს თვალის ხაზზემოთ უზის; თხელია, სათუთი და ფამფალა, სისხლძარღვები ზედვე ეტყობა, სამკუთხა ფორმისაა, ოდნავ მომრგვალებული ბოლოებით; წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ყვრიმალის პირს, ნაკეცს იკეთებს, მშვიდ მდგომარეობაში ძირს ჩამოშვებულია და ყბას ცოტათი ჩაცდენილია.
ნაკლი: ყური, რომელიც წინა კიდით არ ეკვრის ყვრიმალს; ხრტილზე გაკიდული ყური; უკან გადაწკეპილი ყური; დაბალზე დასმული; დიდი ზომის; მძიმე; სქელი ყური.


თვალი

მრგვალია, საშუალო სიდიდის, უპეების პირდაპირი ჭრილით; არ ჩაცვენილი და არც გადმოკარკლული. თვალის ფერი ფოთლების ფერის შესაბამისია ან მეტად მუქია.
ნაკლი: ჩაცვენილი ან გადმოკარკლული თვალები; ღია ფერის თვალი;შიდა ქუთუთო, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირს ნაწილობრივ ფარავს; ბუწუწგაცლილი, შიშველი ქუთუთო: ღია ფერის უპე.
ხინჯი: სხვადასხვა ფერის თვალები. თვალი ირიბი ჭრილით (ნუშისებური); გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული ქუთუთო.



კბილები

თეთრი, საღი, მაგარი, კარგად განვითარებული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. მჭრელები ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული.
კბილთაყრა აუცილებლად მაკრატელისებურია.


კისერი

მაღლა უდგას, თავს გაშლილი კუთხით უერთდება. გრძელია, ხმელია და კუნთოვანი; ქედის ხაზი თვალშისაცემადაა ამობურცული.
კისერს მომჩვარული და დანაოჭებულ-დანაკეცებული ტყავი არ უნდა ჩამოსდევდეს. კისრის და თავის შესაყარი ადვილად ისაზღვრება კინჩხით (კინკრიხოს ძვალით). კისერი ქვევით და ქვევით თანდათან მსხვილდება და მდორედ გადაედინება მინდაოსა და ბეჭისთავებში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.


მკერდი

ღრმაა და ძალუმი, განივკვეთში ოვალური ფორმისაა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე, წინიდან შედარებით ვიწროა, უკანა მხარეს კი უფრო ფართო. ცრუ ნეკნი _ გრძელია და მომრგვალებულად გამოდრეკილია. მკერდის შუაძვალის წინა შვერილი კარგად იკვეთება. მკერდის სილუეტის ქვედა ზოლიც გამობერილი და მომრგვალებულია. მომრგვალებულადვე და მდორედ, მკვეთრი შეტაცულობის გარეშე გადადის მუცლის ხაზში.
ნაკლი: ყოველგვარი გადახრა ზემოთაღნიშნულიდან.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული.


მინდაო

სწორ და გავისაკენ ოდნავ დაფერდებულ ზურგის ხაზზემოთ ამოზიდულია. მკვრივია, კუნთოვანია; ცერად დახრილი, გრძელი ბეჭები ზურგს მჭიდროდ ეკვრიან.


ზურგი

ფართო, მკვრივი, კუნთოვანი, სწორი _ ოდნავ დაფერდებული გავისაკენ.
ნაკლი: გადრეკილი ("რბილი") ან ცოტათი ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი ("ჩაწყვეტილი") ან თვალშისაცემად "კუზიანი" ზურგი.


წელი

ფართო, მოკლე და კუნთოვანია, ოდნავ ამოდრეკილი, რაც ხავადებისთვის უფროა დამახასიათებელი. ძუებთან სწორი წელი დასაშვებია, ხვადებთან კი ნაკლად ითვლება.
ნაკლი: მკვეთრად ამოკუზული წელი; წაგრძელებული წელი.



გავა

გრძელია, Fფართოა და ოდნავ დამრეცი.
ნაკლი: მოკლე, განუვითარებელი, გაბრტყელებული ან ჩათლილი გავა.
ხინჯი: მკვეთრად ჩათლილი (ჩასხეპილი) გავა; მაღლა აბზეკილი გავა.



მუცელი

კარგადაა აკვალთული. სათანადოდ აკრეფილ და მოკლე საზარდულებს არ ცდება.
ნაკლი: ჩამოშვებული მუცელი.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორია და ერთმანეთის პარალელური. მხარი კარგად დაკუნთულია, ზომიერად ირიბად დახრილია (მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 100 გრადუსია). იდაყვის წანაზარდები (მორჩები) ძლიერ აქვს განვითარებული. ისინი აუცილებლად უკან უნდა იყვნენ მიმართული და კორპუსს მჭიდროდ ეკვროდნენ. წინამხარი გრძელია და განივკვეთში ოვალურია. კიდურის სიგრძე იდაყვამდე ხვადებთან დაახლოებით საერთო სიმაღლის (იგულისხმება ძაღლის სიმაღლე მინდაოში) 55-56%-ია, ძუებთან კი _ 52-54%. მაჯებში თვალშისაცემი გამსხვილებები არ შეიმჩნევა. ტერფი გრძელია და ოდნავ დახრილი.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ სწორი და პარალელურად განლაგებულებია. გვერდიდან კი ნათლად ჩანს კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეები. წინა ფეხებთან შედარებით უკანა ფეხები ცოტა გაბიჯგულია (ფართოდ დგანან) _ განსაკუთრებით ძუებთან. წვივი გრძელია. სანავარდო (კოჭ-წვივის სახსარი) კარგადაა განვითარებული და ქუსლის ძვალიც მკვეთრად გამოხატულია. ტერფი მოკლეა. საჯდომი ბორცვიდან (გავის შემაღლებიდან) პირობითად დაშვებული პერპენდიკულარი შვეულად მდგარი ტერფიდან 3-4 სმ-ით წინ უნდა გადიოდეს.
ნაკლი: ჩაკეტილსახსრებიანი ანუ გაშლილკუთხეებიანი კიდურები, რომლებიც დგომში ზედმეტად გამართული ჩანან. მოკლე წვივი; ახლო-ახლო განლაგებული სანავარდოები; მორკალული, ხმლის ფორმის მქონე უკანა კიდურები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი). გავამაღლობა.


თათები

შეკრულია, ოვალური ფორმისაა; თითები შეტყუპული და მჭიდროდ მოკუმულია, Bბრჭყალები ძირსაა მიმართული. ბალიშები საკმაოდ მყარი და გაუხეშებული აქვს.
ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.


კუდი

უხორცო, მოქნილი, დრეკადი და მოძრავია. საკმაოდ მაღლა ზის, ბუნებრივად აგრძელებს გავისა და ზურგის ხაზს. ზურგს 20 გრადუსამდე კუთხით შეიძლება ასცდეს ზევით; ბოლოსკენ წვრილდება. სიგრძით სანავარდო სახსარს ვერ წვდება, 2-3 სმ აკლდება.
ნაკლი: სტანდარტით დადგენილზე გრძელი ან მოკლე; ზედმეტად წვრილი ან მსხვილი, უხეში კუდი; მოდუნებული, მოღვენთილი კუდი; ხმალივით მორკალული კუდი;
ხინჯი: მკვეთრად მორკალული, ნამგლისებური კუდი. ზევით აპრეხილი კუდი; ფეხებშუა ამოძუებული კუდი. ნებისმიერ ადგილას გადატეხილი კუდი სადისკვალიფიკაციო ხინჯია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- კუდიგორელი   ინგლისური პოინტერი   May 19 2009, 16:49
- - kupra   კაი მოზვერი რამე კ...   Aug 11 2011, 10:36
|- - axotnik adjari   ციტატა(kupra @ Aug 11 2011, 11...   Aug 11 2011, 13:17
- - modiliani   გამარჯობათ მონადი...   Aug 11 2011, 12:27
- - ზაზა   საინტერესოა,კაი პო...   Aug 11 2011, 16:04
- - T A M P L I E R   იქნებ სხვა სურათიც...   Aug 11 2011, 16:06
- - modiliani   ამ სურატებზე 3,5 თვი...   Aug 11 2011, 16:46
- - ჰერცოგი997   კარგი პოინტერი წარ...   Aug 11 2011, 23:06
- - modiliani   ჰერცოგი997 მადლობა გ...   Aug 11 2011, 23:14
- - ჰერცოგი997   გაიხარე მეგობარო კ...   Aug 11 2011, 23:59
- - alexs-1994   აბა როგორია მეგობრ...   Aug 12 2011, 11:12
- - alexs-1994   რობი ალიკ ჩემი ძა...   Aug 12 2011, 11:21
- - alexs-1994   RE: ინგლისური პოინტერი   Aug 12 2011, 11:31
- - თენგო   modiliani ციტატა(modiliani @ 11t...   Aug 12 2011, 11:47
- - modiliani   თენგო ვიცი მეგობარ...   Aug 12 2011, 12:14
- - თენგო   modiliani რაღას იზამ,ვერ...   Aug 12 2011, 13:17
- - modiliani   თენგო გაიხარე მეგო...   Aug 12 2011, 15:28
- - Rostik   RE: ინგლისური პოინტერი   Aug 21 2011, 23:14
- - giga_megu   გამარჯობათ მონადი...   Aug 26 2011, 09:18
- - ჭალიმგელა   giga_megu რა ხნის არის?   Aug 26 2011, 09:22
- - giga_megu   7 თვის არის   Aug 26 2011, 13:13
- - Bonehill   როგორც კი თავს ჩაყ...   Aug 26 2011, 13:37
- - ჭალიმგელა   ავარჯიშე ხოლმე. მა...   Aug 26 2011, 15:15
- - giga_megu   ყოველთვის კი არ ეძ...   Aug 26 2011, 20:15
- - Bonehill   giga_megu ეგრე , უქარო ამ...   Aug 26 2011, 20:34
- - giga_megu   Bonehill თავიდან სულ მაღ...   Aug 27 2011, 08:33
- - იკო1981   ციტატა(giga_megu @ 27th August 20...   Aug 27 2011, 20:35
- - giga_megu   იკო1981უბრალოდ არ შე...   Aug 27 2011, 21:53
- - aragveli   ღია ფერის თვალი ერ...   Aug 28 2011, 17:55
|- - ზაზა   ციტატა(aragveli @ Aug 28 2011, 18...   Aug 29 2011, 12:41
|- - ლეკი   ციტატა(aragveli @ Aug 28 2011, 18...   Aug 30 2011, 11:26
- - kupra   ძაღლი რომელიც თუ გ...   Aug 28 2011, 17:59
- - გიზოვიჩი   aragveli გაუმუქდება, ის...   Aug 28 2011, 18:16
- - aragveli   ეს ძმაკაცები ჩემს ...   Aug 28 2011, 18:31
- - გიზოვიჩი   კუდის არ იყოს, კაკა...   Aug 28 2011, 18:36
- - შუკა   ბოლო სურათი მომეწ...   Aug 28 2011, 19:34
- - Bonehill   მაააგარი ლეკვი გყა...   Aug 28 2011, 20:15
- - aragveli   ეე აშვებული აქვს ა...   Aug 29 2011, 07:40
- - giga_megu   aragveli ალიკ ძმაო საერთ...   Aug 29 2011, 11:40
- - kupra   ისე მართლა რა ცისფ...   Aug 29 2011, 13:29
- - aragveli   კი ძუა.   Aug 29 2011, 13:56
- - გიზოვიჩი   aragveli ალექს ეხლა ველ...   Aug 29 2011, 15:26
- - ზახარა   არადა რა ლამაზი თვ...   Aug 29 2011, 15:30
- - giga_megu   პოინტერისტებო რა მ...   Aug 30 2011, 08:02
- - თენგო   giga_megu ციტატა(giga_megu @ 30t...   Aug 30 2011, 08:41
- - giga_megu   თენგო ეხლა გამიხდა...   Aug 30 2011, 12:50
- - dato6   გამარჯობათ, ერთი თ...   Aug 30 2011, 13:24
- - კუდიგორელი   ესეც ჩემი ბასას სუ...   Aug 30 2011, 22:34
- - kupra   მშვენიერი ლეკვია,ა...   Aug 31 2011, 01:40
- - aragveli   ქალბატონი მოლი 1თვ...   Aug 31 2011, 11:02
- - kupra   კაი ტიპშაა..   Aug 31 2011, 11:15
- - თენგო   aragveli ციტატა(aleksandre @ 31s...   Aug 31 2011, 11:56
- - aragveli   ესაა თენგო საგვარე...   Aug 31 2011, 12:06
- - giga_megu   ალიკ საკმაოდ კარგი...   Aug 31 2011, 12:20
- - aragveli   გიგა აუცილებლად აქ...   Aug 31 2011, 12:28
- - თენგო   aragveli   Aug 31 2011, 12:51
- - giga_megu   aragveli ალიკ მე ერთი სუ...   Aug 31 2011, 16:59
- - Bonehill   giga_megu ვუშლი ბრძანებ...   Aug 31 2011, 19:04
|- - ზაზა   ციტატა(Bonehill @ Aug 31 2011, 20...   Aug 31 2011, 19:26
- - თენგო   giga_megu ციტატა(giga_megu @ 31s...   Aug 31 2011, 20:53
- - aragveli   მოლი   Sep 2 2011, 14:57
- - თენგო   aragveli   Sep 2 2011, 15:57
- - DaTo-KiZo   მჩუქნიან ლეკვს, მა...   Sep 6 2011, 23:38
|- - Maverick   QUOTE (DaTo-KiZo @ Sep 7 2011, 00:38...   Sep 7 2011, 07:24
- - ჯეკო   DaTo-KiZo სურათები მაინც...   Sep 7 2011, 07:12
- - aragveli   მოლი 4 დღე უკლია 2 თვ...   Sep 7 2011, 10:19
- - DaTo-KiZo   ჯეკო სურათები არ მ...   Sep 7 2011, 23:22
- - ლეკი   ესეც ჩემი ლომი 3 თვი...   Sep 8 2011, 13:03
- - alexs-1994   ესეც ჩემი პოინტერი...   Sep 9 2011, 11:21
- - T A M P L I E R   alexs-1994 საბუთები ააქვ...   Sep 9 2011, 11:52
- - Maverick   იკო1981 ეხლა სეტერებ...   Sep 10 2011, 21:20
- - იკო1981   რატო ტო?ხალხმა ხომ ...   Sep 10 2011, 21:32
|- - Maverick   QUOTE (იკო1981 @ Sep 10 2011, 22:32...   Sep 10 2011, 21:36
- - იკო1981   ოკ   Sep 10 2011, 21:46
- - alexs-1994   ტამპლიერ.........რატქმ...   Sep 11 2011, 10:21
- - ვიტო   alexs-1994 ციტატა(alexs @ 11th S...   Sep 13 2011, 17:33
- - ჯეკო   alexs-1994 თუარ მეჩვენებ...   Sep 13 2011, 19:10
- - alexs-1994   RE: ინგლისური პოინტერი   Sep 15 2011, 15:52
- - buka   ეგ რა შუაშიაა?   Sep 15 2011, 16:53
|- - ჯეკო   ციტატა(buka @ Sep 15 2011, 17...   Sep 15 2011, 17:10
- - nik@a   მყავს 1.5 წლის პოინტ...   Sep 17 2011, 18:03
- - alexs-1994   რობი.....მაგარი მონა...   Sep 17 2011, 19:33
- - alexs-1994   ესეც ჩვენი ლედი....4 თ...   Sep 17 2011, 19:38
- - alexs-1994   RE: ინგლისური პოინტერი   Sep 17 2011, 19:47
- - aragveli   მოლი 2 თვის   Sep 18 2011, 15:39
- - buka   კუდი რა კარგად უჭი...   Sep 18 2011, 18:16
- - ლეკი   aragveli რა კარგი გამხდ...   Sep 18 2011, 18:54
- - Bonehill   aragveli   Sep 18 2011, 19:14
- - nik@a   RE: ინგლისური პოინტერი   Sep 18 2011, 19:27
- - DaTo-KiZo   მეც მინდა პოინტერი   Sep 18 2011, 19:42
- - axotnik adjari   ესეც რობიიი   Sep 19 2011, 16:28
- - axotnik adjari   RE: ინგლისური პოინტერი   Sep 19 2011, 16:38
- - axotnik adjari   RE: ინგლისური პოინტერი   Sep 19 2011, 16:46
- - khmaltevza   axotnik adjari შავი პოინტე...   Sep 19 2011, 17:11
- - DaTo-KiZo   khmaltevza ტანკივითაა   Sep 19 2011, 21:23
- - alexs-1994   ხო ცოტა გამისუქთა ...   Sep 19 2011, 23:58
- - Davitus   alexs-1994 ცოტათი გამისუ...   Sep 19 2011, 23:58
- - alexs-1994   ციტატა(Davitus @ Sep 20 2011, 00...   Sep 20 2011, 00:07
- - ლეკი   RE: ინგლისური პოინტერი   Sep 20 2011, 13:11
- - giga_megu   დიდი მადლობა ბატონ...   Sep 20 2011, 19:15
38 გვერდი V  « < 8 9 10 11 12 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2025 - 23:40