მოსაკრებელი გადამფრენ ფრინველებზე. - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მოსაკრებელი გადამფრენ ფრინველებზე., ლიცენზია
ზაზა
პოსტი Jul 22 2011, 13:11
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi





საქართველოს ენერგეტიკისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №30
2011 წლის 10 მაისი ქ. თბილისი

ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჰ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს №34 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი მ. ვალიშვილი

ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები

მუხლი 1
ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე შემდეგ ვადებში:
ა) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;
ბ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;
გ) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.

მუხლი 2
ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ მდინარეებზე და მათ შენაკადებში:
ა) მტკვარი – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე – 1 სექტემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;
ბ) ალაზანი და იორი – 1 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე;
(ქვემო ქედიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე)
გ) მდინარეების – ფსოუს, ბზიფის და კოდორის შესართავებში – ერთი კილომეტრის დაცილებით მარჯვნივ და მარცხნივ, ორი კილომეტრის მანძილზე ზღვის სიღრმეში – 1 ნოემბრიდან 19 მარტამდე.

მუხლი 3
ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ ტბებში:
ა) თავფარავანი (ფარავანი) – 1 თებერვლიდან 15 მარტამდე და 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე;
ბ) ტაბიწყური (ტაბაწყური) – 1 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე.
გ) სანტას ტბაზე - 1 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე; (10.06.2011 N 73)

მუხლი 4
ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ წყალსატევებში:
ა) ხრამის (წალკის) წყალსაცავი – 15 აგვისტოდან 15 აპრილამდე;
ბ) თბილისის წყალსაცავი – 1 სექტემბრიდან 15 აპრილამდე.

მუხლი 5
შავ ზღვაში კანონმდებლობით დადგენილი წესით თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:
ა) კეფალი-პელენგასი – მთელი წლის განმავლობაში;
ბ) აზოვისა და შავი ზღვის ქაფშია – 1 ოქტომბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;
გ) კამბალა-კალკანი – 1 ივლისიდან 15 თებერვლამდე;
დ) თევზჭერისათვის დაშვებული სხვა სახეობების ჭერა – 1 ივლისიდან 30 აპრილის ჩათვლით;
ე) მოლუსკები – მთელი წლის განმავლობაში.
მუხლი 6
პალიასტომის ტბაში თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:
ა) კეფალი (ლობანი) – 1 ივლისიდან 1 მაისამდე;
ბ) კეფალი (პილენგასი) – 1 ივლისიდან 1 მაისამდე;
გ) ოქროსფერი კეფალი – 1 ივლისიდან 1 მაისამდე;
დ) ქარიყლაპია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე და 1 იანვრიდან 1 აპრილამდე;
ვ) შამაია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
ზ) მცირე ვიმბა – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
თ) კარჩხანა – 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე;
ი) კობრი – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
კ) ლოქო – 1 იანვრიდან 1 აპრილამდე და 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;
ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
მ) მრგვალი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
ნ) შავი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
3 გვერდი V  < 1 2 3  
Start new topic
გამოხმაურებები (30 - 36)
bor-ka
პოსტი Aug 26 2011, 20:00
პოსტი #31


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 9
რეგისტრ.: 10-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



წეროზე ნადირობა აკრძალულია?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Aug 26 2011, 20:08
პოსტი #32


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



bor-ka
ჩამონათვალში რაც წერია , მარტო ამ ფრინველებზე არის დაშვებული ნადირობა
ა) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;
ბ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;
გ) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
bor-ka
პოსტი Aug 26 2011, 20:14
პოსტი #33


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 9
რეგისტრ.: 10-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ზახარა
ციტატა(zaxara @ 26th August 2011 - 21:08) *
bor-ka
ჩამონათვალში რაც წერია , მარტო ამ ფრინველებზე არის დაშვებული ნადირობა
ა) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;
ბ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;
გ) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.

არადა დღეს რამდენი ვნახე vava.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Aug 26 2011, 21:06
პოსტი #34


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



bor-ka
მეც ბევრი ვნახე მაგრამ წეროს მოკვლას არანაირი აზრი არააქვს. არც შეიძლება.

არ შემედავოთ, რაიმე საგემოვნო თვისებები აქვსო...
ლამაზი მოხდენილი ფრინველია, ალმაზებს ბუნეს, რატომ უნდა ესროლო ?! ?! ?! ?!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
bor-ka
პოსტი Aug 26 2011, 21:33
პოსტი #35


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 9
რეგისტრ.: 10-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



Bonehill
ციტატა(niko @ 26th August 2011 - 22:06) *
მეც ბევრი ვნახე მაგრამ წეროს მოკვლას არანაირი აზრი არააქვს. არც შეიძლება.

ნუ რავი ზოგადათ ნადირობენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში
http://www.youtube.com/watch?v=zGHIMF-9cqM...player_embedded
ციტატა(niko @ 26th August 2011 - 22:06) *
ლამაზი მოხდენილი ფრინველია, ალმაზებს ბუნეს

ხოხობი არანაკლებ ლამაზია და კიდევ სხვა უამრავი ფრინველი
ციტატა(niko @ 26th August 2011 - 22:06) *
რატომ უნდა ესროლო ?! ?! ?! ?!

მე ვიკითხე არის თუ არა კანონით აკრძალული წეროზე ნადირობათქო,კითხვაზე სრულყოფილი პასუხი მივიღე ’’ა ასტალნოე ნე ვაჟნა’’
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Aug 26 2011, 22:12
პოსტი #36


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



წეროს ხორცი მეტნაკლებად ვარგისია, ზოგს მიაჩნია რომ გემრიელი ხორცი აქვს, ნუ მე არ გამისინჯავს და ვერაფერს ვიტყვი


ჩვენთან, წეროზე ყანჩაზე და მთელ რიგ მისნაირ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Aug 27 2011, 15:12
პოსტი #37


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



წერო მაგარია newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V  < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th August 2025 - 07:08